Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
Edika
Participant………………………………..
Edika
Participant……………………………………
Edika
Participant……………………………………
Edika
Participant<p>არა. სხვა რამეზეა აქ საუბარი. საერთო ვალი არ არის. მხოლოდ ერთისაა. სააპელაციო სასამართლომ თქვა რომ ვინაიდან ამ სახლის ნახევრის ღირებულება, როგორც მეუღლის წილი, ფარავს მოთხოვნას რეალიზაცია უნდა მიექცეს მხოლოდ ნახევარზე, ისე რომ 963-ე მუხლის საფუძველზე არ უმსჯელია შეიძლება თუ არა გაყოფა.</p>
Edika
Participantერთ ერთ მეუღლეს აქვს ბანკის ვალი 6000 აშშ დოლარი. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი არის 14 000 აშშ დოლარის ღირებულების. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა რომ ვინაიდან მოვალე მეუღლის წილის ღირებულება უძღავი ქონებიდან, ანუ 14 000/2 ფარავს მის ვალს შეიძლება მოხდეს მხოლოდ მისი წილის რეალიზაციაო. შეაფასეთ აპელაციის გადაწყვეტილება.
Edika
Participant<p>3კ/471-03 ეს გადაწყვეტილებაა, სადაც სასამართლო არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სესხის ხელშეკრულების შეპირების არსებობასთან დაკავშირებით, რომელსაც სიმართლეგითხრა ბოლომდე ვერ ჩავწვდი. მხარეებს შორის გაფორმებული იყო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ერთდროულად და სასამართლომ თქვა რომ ამ ხელშეკრულებების ერთდროულად გაფორმებაც მიუთითებს იმაზე რომ მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულებაო, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის რომ იპოთეკით შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას სამომავლო მოთხოვნაც. რატომ დაუკავშირა ამ შემთხვევაში სასამართლომ იპოთეკის ხელშეკრულების არსებობას სესხის ხელშეკრულების არსებობის პრეზუმცია და არა სესხის შეპირების ხელშეკრულების არსებობა ვერ გავიგე.</p>
Edika
Participantგეთანხმები. აი ამ გადაწყვეტილებაში იყო ზუსტად მსგავსი მოცემულობა, მაგრამ სასამართლომ არ გააზიარა მოპასუხის პოზიცია რომ სესხის შეპირებას ქონდა ადგილი. კარგად არ მახსოვს რა მოტივით წავიკითხავ მერე და დავწერ.
Edika
Participantმხარეებმა დადეს წერილობითი სახით სესხის ხელშეკრულება, რითაც გამსესხებელმა იკისრა ვალდებულება გადაეცა 3000 დოლარი მსესხებლისათვის. გამსესხებელმა არ შეასრულა პირობა და თანხა არ გადასცა მსესხებელს. მსესხებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა თანხის გადაცემა.უნდა დააკმაყოფილოს თუ არა სასამართლომ და რატომ?
Edika
Participantას-202-621-06
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სს «…» მოსაზრებას, სასამართლოს მიერ სკ-ის 861-ემუხლის არასწორად გამოყენების თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ აღნიშნული ნორმითაუცილებელ კლიენტის თანხმობას მხარეთა შორის გაფორმებული 1997წ. ხელშეკრულების7.2 და 12.2 მუხლები იმთავითვე შეიცავდნენ, რაც ბანკს არაერთხელ განუხორციელებია. სკ-ის 861-ე მუხლით, საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია‚ ანგარიშიდან ფულადისახსრების ჩამოწერა აწარმოოს მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების საფუძველზე.წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია მიყენებული ზიანი და არასწორადგადარიცხული თანხა კვლავ შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქტივში. კასატორის მიერმითითებული საკრედიტო ხელშეკრულების 7.2 მუხლით, კრედიტორის მიერხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს‚ცალმხრივად დაარღვიოს ხელშეკრულება და ვადაზე ადრე სასამართლო ან სხვა წესითამოიღოს (მათ შორის უაქცეპტო წესით) კრედიტის და მისი სარგებლობისათვის პროცენტისმთელი თანხა, ხოლო 12.2 მუხლით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათაშეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ იმოქმედოსნებისმიერი სახით, რაც მიმართული იქნება გადასახადების დასაფარად და რაცგათვალისწინებულია არსებული ხელშეკრულებით კანონმდებლობის შესაბამისად.ხელშეკრულების ამ პირობათა შინაარსიდან გამომდინარე, კრედიტორის მიერვალდებულებათა შეუსრულებლობა უფლებამოსილს ხდის ბანკს, განახორციელოს რიგიღონისძიებები, თუმცა დათქმა იმის შესახებ, რომ მხარემ იმოქმედოს სკ-ის 861-ე მუხლისდანაწესის საწინააღმდეგოდ და განკარგოს ანგარიშის მფლობელის ქონება, მოცემულშემთხვევაში არ გვაქვს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საანგარიშსწორებო-სამართლებრივ ურთიერთობებში კლიენტის ანგარიშზე რიცხული თანხებისხელშეუხებლობა ამ ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი პრინციპიადა თანხის ანგარიშიდან ჩამოწერა მხოლოდ მხარეთა შორის დადებული სპეციალურიხელშეკრულების საფუძველზე ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლებაგანხორციელდეს.
Edika
Participantანუ 978-ე მუხლი ფაქტობრივი შემადგენლობით სხვა რამეა? და რა არის ეს პირობები დაწერე.
-
AuthorPosts
