Forum Replies Created

Viewing 10 posts - 41 through 50 (of 419 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: იპოთეკა & გირავნობა #2440
    Edika
    Participant

    რა საფუძვლით და 327-ე მუხლის პირველი ნაწილით.  ახალი პირობებია და ამ ახალმა პირობებმა სამართლებრივი შედეგი რომ წარმოშვას აუცილებელია 327-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით მხარეთა შეთანხმება.

    და იქნებ 9 თვემდე გაგრძელება არ აწყობს მესაკუთრეს? თუ ის შეუტანხმდა კრედიტორს რომ მათ შორის ურთიერთობა იქნებოდა მხოლოდ 4 თვე, და 9 თვე არ უნდა/ არ აწყობს. საქმე გვაქვს ხელშეკრულებასტან რა შემთხვევასაც ხელშეკრულების პირობები, მათ შორის ცვლილებები აუცილებელია/უნდა განისაზღვროს მხარეთა შეტანხმებით.

    ახალი პირობები ეს არის ისეთი ნების გამოვლენა რომელიც ცვლის მანამდე არსებულ ურთიერთობას, ანუ გარიგება რომელიც ცვლის სამართლებრივ ურთიერთობას.  იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნას წარმოადგენდა მანამდე არსებული ხელშეკრულების პირობები და შეცვლილ ურთიერთობაზე არ უნდა გავრცელდეს იპოთეკა, იმიტომ რომ სხვა პირობებია.

    ის რომ თანხის ოდენობა არ იცვლება არ ნიშნავს იმას რომ 327-ე მუხლით დადგენილი წესით ახალ პირობებზე შეტანხმება არ არის საჭირო/აუცილებელი. იპოთეკა უზრუნველყოფს ვალდებულებას კონკრეტული პირობებით.

    in reply to: იპოთეკა & გირავნობა #2276
    Edika
    Participant

    მესაკუთრემ უზრუნველყო კონკრეტული ხელშეკრულება კონკრეტული პირობებით და ჩემი აზრით, ნებისმიერი ცვლილება ხელშეკრულებაში საჭიროებს იპოთეკის საგნის მესაკუთრის თანხმობას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუშვებელია იპოთეკის საგნიდან მოთხოვნის დაკმაყოფილება ახალი პირობებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.   ეს გამომდინარეობს 327-ე მუხლის პირველი ნაწილი და 319-ე მუხლიდან.

    კრედიტორს და მესაკუთრეს შორის შეტანხმების საგანია კონკრეტული მოთხოვნა კონკრეტული პირობებით.  ეს არის მხარეტა შეთანხმებით გათვალისწინებული ხელშეკრულების აუცილებელი პირობები და იპოთეკა სწორედ ამ პირობების უზრუნველსაყოფად არსებობს. შესაძლებელია მხარეები შეტანხმედენ ახალი პირობებზე მაგრამ ამ უკანასკნელზე იპოტეკა ვერ გავრცელდება, იმიტომ რო მეს არის სხვა სამართალურთიერთჴბა უკვე.

    ფაქტიურად ასეთ დროს იცვლება იპოთეკის მოთხოვნა და ამისთვის საჭიროა კრედიტორს და მესაკუთრეს შორის შეტანხმებაო, სადღაც წერია რომელი მუხლია არ მახსოვს. ამ დანაწესის მიზანია რომ მესაკუთრის ინტერესები იქნას დაცული. შეიძლება რომელიმე ცვლიება მესაკუთრისთვის არახელსაყრელი იყოს, ამიტომ მოითხოვს მესაკუთრის ტანხმობას კანონი მოთხოვნის შეცვლისას და ასე უნდა გადაწყდეს.

    in reply to: იპოთეკა & გირავნობა #2116
    Edika
    Participant

    რესტრუქტურიზებულზე ვერ გავრცელდება იპოთეკის ხელშეკრულება ეგ სხვა ხელშეკრულებაა უკვე.

    in reply to: იპოთეკა & გირავნობა #2093
    Edika
    Participant

    ეს საკითხი ასე ცალსახად არაა დარეგულირებული რომელიმე ნორმით, მაგრამ ჩემი აზრით არ უნდა გაუქმდეს იპოთეკა. მიჱუმეტეს როცა აუქციონზე ქონების შემძენისთვის ცნობილია ყოველივე ამის შესახებ საერთოდ.  თუმცა მეორე მხრივ არის წესი რომლის მიხედვითაც შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება.

    in reply to: იპოთეკა & გირავნობა #2086
    Edika
    Participant

    კაზუსი

    არის ორი სესხის ხელშეკრულება რომელიც უზრუნველყოფილია ერთი იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში (ანუ საჯაროში რეგისტრირებულია ერთი იპოთეკა, მაგრამ უზრუნველყოფილია ორი სესხი). დაირღვა ერთი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა და მოხდა იძულებითი აუქციონზე რეალიზაცია იპოთეკის საგნის. შემძენზე გადავა თუ არა დატვირთული საკუთრება? (მეორე სესხიდან გამომდინარე მოთხოვნის ვადა ჯერ არ დამდგარა).

    in reply to: საოჯახო სამართალი #1889
    Edika
    Participant

    …………..

    Edika
    Participant

    ზიანი, როგორც ქონებრივი პასუხისმგებლობის აუცილებელი ელემენტი

    (სუსგ # ას-155-145-2017, 26.10.2018წ.).

    ,,ქონებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ზიანის არსებობა.

    სამოქალაქო სამართალში ზიანში  მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი.

    ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს. …

    ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.

    სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას.  მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული.

    იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში.

    პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია“

    Edika
    Participant

    …………………….

     

    Edika
    Participant

    ……………………………

    Edika
    Participant

    ………………………………

Viewing 10 posts - 41 through 50 (of 419 total)