Forum Replies Created

Viewing 10 posts - 31 through 40 (of 419 total)
• Author
Posts
• in reply to: საბანკო სამართალი #30451
Edika
Participant

1. კრედიტ ოფიცერს რომ თხოვს მოვალე ჩემი სახელით ჩარიცხე ეს თანხაო წარმომადგენლობა ხომ არის ეს? და ამ შემთხვევაში ისევე აგებს მოვალე პასუხს როგორც საკუთასი ბრალეული ქმედების შემთხვევაში.

2.მეორეში რაც დაწერე ეს ვერ გავიგე. თუ კრედიტ ოფიცერი არაუფლებამოსილი პირია შესრულების მიღებაზე, ესეიგი ის როგორც ბანკის/კრედიტოდის წარმომადგენელი არ გამოდის ამ ურთიერთობაში და 393 მუხლი რა შუაშია? ან რატო უნდა გათავისუფლდეს მოვალე პასუხისმგებლობისგან? პირიქით 396-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ეგრე არაა?

in reply to: საბანკო სამართალი #30449
Edika
Participant
1. დაუშვათ კრედიტ ოფიცერი არის არაუფლებამოსილი პირი შესრულების მიღებაზე და ანგარიშწორება უნდა მოხდეს ბანკის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. ამ შემთხვევაში რა ხდება? ვის ვისგან რისი მოთხოვნის უფლება აქვს და რა საფუძვლით?
2. მეორე ვარიანტი: კრედიტ ოფიცერის მინდობილობაში საერთოდ არაა განსაზღვრული ანგარიშწორების წესები, ანუა აქვს თუ არა შესრულების მიღებაზე უფლებამოსილება კრედიტ ოფიცერს.
in reply to: საბანკო სამართალი #30447
Edika
Participant

ერთი პატარა კაზუსი.

ბანკის კლიენტმა ამავე ბანკის კრედიტ ოფიცერს გადასცა თანხა, რათა მისი სახელით(კლიენტის სახელით) მოეხდინა მიმდინარე თვის დავალიანების დაფარვა. კრედიტ ოფიცერმა არ ჩარიცხა თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ დროში, რის გამოც კლიენტს დაერიცხა ჯარიმები. ბანკმა კანონით დადგენილი წესით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, მიმართა სასამართლოს სარჩელით და მოითხოვა თანხის უკან დაბრულება, დარიცხული სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდა.

რისი უფლება აქვს კლიენტს და არის თუ არა ვალდებული გადაიხადოს ჯარიმები?

in reply to: უსაფუძვლო გამდიდრება #2450
Edika
Participant

ვერ მივხვდი რა არის მანდ პრობლემა.

in reply to: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა #30270
Edika
Participant

ას-728-696-2014

მხარეები დაობდნენ სასამართლოში ძაღლის ლეკვების ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებაზე უმადურობის მოტივით. მოსარჩელის განმარტებით უმადურობა მდგომარეობდა იმაში რომ ლეკვებს არ ანახებდა მოსარჩელეს მოპასუხე.

აპელაცია:რაც შეეხება მოსარჩელის პრეტენზიას, ძაღლის ნახვასთან ან ინფორმაციის მიუწოდებლობასთან მიმართებაში, სასამართლომ აღნიშნა, რომ არც აღნიშნული გარემოებები იქნა დადასტურებული, თუმცა მათი დადასტურების შემთხვევაშიც, ისინი ვერ იქნებოდა უმადურობის იმ ხარისხის გამოვლენა, რაც ხელშეკრულების გაუქმებას გამოიწვევდა.

in reply to: იპოთეკა & გირავნობა #2495
Edika
Participant

რა მშნიშვნელობა აქვს პირდაპირ წერია თუ არა ეგ ხელშეკრულებაში. როცა ხდება სესხის უზრუნველყოფა მესაკუთრეს უზრუნველყოფს ძირს, პროცენტსაც და ჯარიმასაც და არა რესტრუქტურიზაციის შემდეგ პროცენტებს. შენ ამბობ რომ თუ მხარეტა შეტანხმება არაა მაშინ იგულისხმება რომ უზრუნველყოფა ვრცელდება გაზრდილ პროცენტზე, არადა პირიქით უნდა იყოს მხარეტა შეტანხმებაზე უნდა იყოს დამოკიდებული ეგ.

რესტრუქტურიზაცია არის ისეთი ნების გამოვლენა რომელიც ცვლის მანამდე არსებულ ურთიერთობას.  ანუ გარიგება რომელიც “ცვლის”.

in reply to: იპოთეკა & გირავნობა #2489
Edika
Participant

რესტრუქტურიზაციის დროს არსებულ დავალიანებას კიდევ საპროცენტო სარგებელი რომ ემატება განახლებული ვადისთვის ეგ მოთხოვნის შეცვლაა აბა რა არის? მოთხოვნის შეცვლა ნიშნავს როცა იზრდება ან მცირდება მოთხოვნა ან როცა სხვა ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ხდება იპოთეკით დატვირთვა ისე რომ ძველი უქმდება. ყოველივე ამისთვის საჭიროა მესაკუთრესთან შეთანხმება.

როცა დავალიანება იგივე რჩება და უბრალოდ ვადაში იწელება მაშინ შეიძლება კიდე დაგეტანხმო, მაგრამ აქაც როცა მესაკუთრესთან იყო ყველაფერი შეტანხმებული ცალმხრივად რატო უნდა შეიძებოდეს პირობების შეცვლა?

როცა “ა” მოთხოვნასთან დაკავშირებული ხელშეკრულების ცვლილება ხდება, აღნიშნულს ავტომატურად რატომ უნდა ითვალისწინებდა “ბ” იპოთეკა მისი დადების მომენტში? შეიძლება თვითონ იპოთეკის ხელშეკრულებაშიცაა გაწერილი სესხის პირობები?

in reply to: იპოთეკა & გირავნობა #2454
Edika
Participant

რაზეც არ შეტანხმებულან იპოთეკის საგნის მესაკუთრე და იპოტეკარი იმ პირობებზე რატომ უნდა გავრცელდეს იპოთეკა?  დაუშვათ გაკეთდა რესტრუქტურიზაცია და რაც იყო  დავალიანება რესტრუქტურიზაციის გაკეტების დროს (ძირი, პროცენტი და ჯარიმა) იმას კიდევ დაემატა პროცენტი, ანუ გადიდა მოთხოვნა, ეს გადიდებული (შეცვლილი) მოთხოვნა რომელიც შეთანხმებული არ იყო მესაკუთრესთან (ანუ მესაკუთრემ უზრუნველყო მხოლოდ მანამდე არსებული დავალიანება) რატომ უნდა გავრცელდეს იპოტეკა? ეს არ ეცინააღმდეგება 327-ე მუხლის პირველ ნაწილს? სწორედ ამ მიხნებისთვის არსებობს 286-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც იცავს მესაკუთრის ინტერესებს რომ შეცვლილ მოთხოვნაზე/პირობაზე იპოთეკის გავრცელებისთვის საჭიროა მესაკუთრესთან შეთხნხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ შეიძლება შეცვლილი პირობები გამოყენებულ იქნას მესაკუთრის მიმართ. ამ მიზნებისთვის არსებობს 286-ე მუხლის მესამე ნაწილი.

in reply to: იპოთეკა & გირავნობა #2452
Edika
Participant

მესაკუთრემ არაფერი, უბრალოდ იპოთეკარი ამ ახალი შეთანხმების საფუძველზე (მსესხებელთან რასაც შეტანხმდა) ვერ მოთხოვს მესაკუთრეს იპოთეკის საგნის რეალიზაციას თუ საკუთრებაში გადაცემას. ახალ პირობებს ძალა აღარ ააქვს მესაკუთრის მიმართ.

in reply to: იპოთეკა & გირავნობა #2442
Edika
Participant

ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე არ შეიძლება იპოთეკის პირობების შეცვლა.

Viewing 10 posts - 31 through 40 (of 419 total)