Forum Replies Created

Viewing 10 posts - 401 through 410 (of 419 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: საოჯახო სამართალი #1723
    Edika
    Participant

    ამ შემთხვევაში ალიმენტის გადახდაზე ვალდებულემა პირმა გადააფორმა თავისი ბინა იმ მიზნით რომ ეთქვა არანაირი ქონება არ მაქვს და ალიმენტიც შესაბამისად განისაზღვროსო. ნასყიდობის შემთხვევაში ხო გეთანხმები, მაგრამ დაუშვათ და გააჩუქა და მიზანმიმარულად ჩაიგდო “ქონებრივ სიდუხჭირეში” თავი, ამ შემთხვევაშც ისევე უნდა განისაზღვროს ალიმენტის ოდენობა როგორც მანამდე (გადაფორმებამდე) არსებულ მდგომარეობაში?

    in reply to: საოჯახო სამართალი #1720
    Edika
    Participant

     

    ალიმენტის გადახდის ვალდებულება და ფინანსური მდგომარეობა

     

     უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N ას-941-899-2013

     

    ალიმენტთან დაკავშირებული სარჩელის აღძვრის მომენტში მოპასუხის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება, რომელიც სარჩელის აღძვრის შემდეგ მოპასუხემ გადააფორმა სხვა პიროვნებაზე (ოჯახის სხვა წვრზე როგორც გადაწყვეტილებაშია). სასამართლომ აღნიშნული მიიჩნია ეჭვის გონივრულ საფუძვლად რომ აღნიშნული გადაფორმების მიზანი იყო ალიმენტის ოდენობასთან დაკავშირებით მოპასუხეს ჰქონოდა პროტესტის შესაძლებლობა.  (ანუ თვითონ ჩაიგდო თავი მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაშიო).

     

    სასამარტლომ თქვა რომ მძიმე ეკონომიური მდგომარეობა არ დასტურდება, მაგრამ რომც დასტურდებოდეს  ვერ იქნება გაზიარებული ვინაიდან ე.წ “მძიმე ეკონომიური” მდგომარეობა განპირობებულია აპელანტის აქტიური ნებელობითი ქმედებით. სარჩელის აღძვრის შემდეგ გადააფორმა ქონება რითაც ხელი შეუწყო ქონებრივი მდგომარეობის გაუარესებას.

     

    ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ თქვა რომ ალიმენტი უპირობოა და არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან ალიმენტი არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირის ნორმალურ საცხოვრებელი პირობების შექმნას.

     

    კითხვები:

    1) ის ფაქტი რომ გადაფორმება მოხდა სარჩელის აღძვრის შემდეგ რამდენად შეიძლება ჩაითვალის ეჭვის ობიექტურ საფუძვლად – ალიმენტს თავი აარიდოს მოპასუხემ?

     

    2)თუ პირი მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაშია მაინც იმავე ოდენობით უნდა დაეკისროს ალიმენტი რას ნორმალურ პირობებში დაეკისრებოდა, მიუხედავად იმისა რომ აქტიური ნებელობითი მოქმედებით ჩაიგდო ასეთ მდგომარეობაში თავი?

    in reply to: საოჯახო სამართალი #1713
    Edika
    Participant

    ალიმენტის მოხსნა არ უნდა იყოს სწორი. ის რომ ფინანსური შესაძლებლობა არ ააქვს არაა გათავლსუფლების საფუძველი ალიმენტის მოვალეობისგან. ალიმენტისგან გათავლსუფლება დაკავშირებულია სრულწლოვნების მიღწევასთან, ან თუ სარჩენი პირი გახდა შრომისუნარიანი. შენ რას ფიქრობ ამაზე?  

     

    მშობლის უფლების ჩამორთმევას რაც შეეხება ჩემი აზრით აუცილებელია  ერთდროულად შემდეგი პირობები:

     

    1) ეს უნდა იყოს უკანასკნელი ზომა,

     

    2) მშლობლი მოვალეობებისთვის მიზანმიმართული და სისტემატური თავის არიდება,

     

    3) უფლებების არაჯეროვნად გამოყენება (თუმცა ამ უკანასკნელი პირობის არსებობის აუცილებლობაში არ ვად დარწმუნებული და განვიხილოთ ერთად იქედან გამომდინარე რომ 1206- მეორე ნაწილში საუბარია მოვალეობების თავის არიდებაზე და უფლებების არაჯეროვნად გამოყენებაზე).  

     

    ამას ეხება ერთ ერთი გადაწყვეტილება ოღონდ ვერ მივხვდი რომელი პირობების ერთდროულად არსებობაზეა საუბარი.  (საქმე N- ას-804-1019-08) :

     

    “სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლზე და განმარტა, რომ დასახელებული ნორმა ადგენს იმ წინაპირობებს, რაც შესაძლოა მშობლის უფლებისჩამორთმევას საფუძვლად დაედოს, კერძოდ, კანონმდებელი მშობლის უფლებისჩამორთმევას უკიდურეს ღონისძიებად მიიჩნევს და უკავშირებს ერთდროულად რამდენიმეპირობის არსებობას, რაც გამოიხატება მშობლის მიერ მშობლის მოვალეობისშესრულებისაგან სისტემატურად თავის არიდებაში, მშობლის უფლების არაჯეროვნადგამოყენებაში, ბავშვისადმი უდიერ დამოკიდებულებაში, მშობლის ამორალური საქციელითბავშვზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენასა და მშობლის ქრონიკულად ალკოჰოლური ანნარკოტიკული ზეგავლენის ქვეშ ყოფნაში.”   რას ფიქრობ შენ ამ ყველაფერზე?

    in reply to: საოჯახო სამართალი #1709
    Edika
    Participant

    ხო შეცდომით დავწერე, სკ-ის 1206-ე მუხლი უნდა დამეწერა. მანდ მთავარია მიზანმიმართულად არ არიდებდეს თავს ალიმენტს.  

     

    ერთ-ერთი მშობლის უფლების ჩამორთმევის საქმის განხილვის დროს, იქედან გამომდინარე რომ მოპასუხე ვერ იხდიდა (ანუ ვერ იხდიდა და არა “არ იხდიდა”) ალიმენტს სასამართლომ თქვა რომ ეს არ შეიძლება შეფასებულიყო მოპასუხის იმგვარ ბრალეულ ქმედებად, რაც მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძველი იქნებოდა. ანუ მიზანმიმართულად არ უნდა ხდებოდეს ალიმენტისგან თავის არიდება.  ახლა შევხედოდ 1206-ე მუხლს და ვთქვათ ხომ არ არის აუცილებელი მშობლის უფლების ჩამორთმევისთვის კუმულატიურად არსებობდეს რამდენიმე პირობა?  და თუ არის რა პირობებია ესენი?

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2013
    Edika
    Participant

    საკუთრების წარმოშობისთვის მართალია საჭიროა 183-ე მუხლის დაცვა, მაგრამ მემკვიდრეობით ქონებაზე საკუთრების უფლების მიღება ხასიათდება თავისი სპეციფიკით, კერძოდ სამკვიდრო მიღებულად ითვლება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან და ამავდროულად, თუ მოხდება სამკვიდროს ნაწილის მიღება, ჩაითვლება, რომ პირმა მიიღო მთლიანი სამკვიდრო.

     

    აქედან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ საქმიდან ჩანს, რომ მემკვიდრემ მიიღო, სამკვიდროში შემავალი ქონება, რომელიც მოიცავდა, როგორც მოძრავ ქონებას, ასევე უძრავ ქონებასაც, რომლის რეგისტრაციაც მან ვერ მოასწრო, გარდაცვალების გამო, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს გარემოება ვერ შეცვლის ფაქტს, რომ ეს პირი გახდა მისი კუთვნილი სამკვიდროს წილის მესაკუთრე მთლიანად, რადგან მან მოძრავ ნივთზე შეიძინა საკუთრების უფლება.

     

    ამდენად, სამკვიდროს მიღებით მემკვიდრეს წარმოეშობა უძრავ ქონებაზე საკუთრების შეძენის სამართლებრივი საფუძველი და ეს სამართლებრივი საფუძველი ჩვეულებრივად გადადის მემკვიდრეობით.

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #1896
    Edika
    Participant

    სამკვიდროს ვადის გაგრძელება: ნოტარიუსი, როგორც მოპასუხე

    მემკვიდრემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნოტარიუსის მიმართ და მოითხოვა სამკვიდრო ვადის გაგრძელება. სასამართლომ დააკმაყოფილა. რა უცნაურობას ხედავთ?

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2680
    Edika
    Participant

    ზუსტად მაგ შემთხვევაზეა საუბარი ამ გადაწყვეტილებაში N- ას-386-737-07, სადაც უზენაესი  სასამართლო ამბობს რომ წარმომადგენლის მიერ სამკვიდროს არ მიღება თავისთავად არ წარმოადგენს საპატიო საფუძველს, მაგრამ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული რამდენად ჯეროვნად ასრულებს მშობელი თავის მოვალეობებსო.

     

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2677
    Edika
    Participant

    არასრულწლოვანი მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილება

     

    (სუსგ. ას-1224-1076-2010)

     

    მოსარჩელემ ვადის გადაცილების საპატიო მიზეზად მიუთითა ის გარემოება რომ როცა მამკვიდრებელი გარდაიცვალა იყო მცირეწლოვანი, ხოლო დედა ფსიქიურად დაავადებული. ხოლო როცა სრულწლოვანი გახდა ბაჟის გადასახდელად არ გააჩნდა თანხა რომ სასამართლოს მეშვეობით გაეგრძელებინა ვადა. სასამართლომ კანონიერი წარმომადგენლის ფსიქიური პრობლემა მიიჩნია ვადის გაშვების საპატიო მიზეზად. იქნებოდა თუ არა საპატიო საფუძველი როცა დედა ფსიქიურად არანაირი პრობლემა არ ააქვს და უბრალოდ თავს არიდებს მოვალეობებს ბოროტად?

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2672
    Edika
    Participant

    სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილება

     

    (სუსგ. ას-36-36-2012)

     

    უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში საუბარია იმაზე რომ მემკვიდრე უნდა ეცადოს წარმომადგენლის მეშვეობით მაინც მიიღოს სამკვიდრო თორე არასაპატიოდ ჩაითვლება სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილებაო.

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2663
    Edika
    Participant

    სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების საპატიო საფუძვლები

     

    უზენაესი სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილებები ეხება სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილების საპატიო მიზეზებს: ას-851-800-2010; ას-89-79-2011; ას-1294-1139-2011; ას-392-372-2011; ას-477-451-2011.

Viewing 10 posts - 401 through 410 (of 419 total)