Viewing 10 posts - 61 through 70 (of 163 total)
  • Author
    Posts
  • #1787

    ანდერძის ბათილობის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები

     

    სამოქალაქო კოდექსის 1409-ე მუხლი განსაზღვრავს ანდერძის ბათილობასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანის ხანდაზმულობის ვადას. მის მიხედვით, სარჩელი ანდერძის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, წარდგენილ უნდა იქნეს ორი წლის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.

     

    უზენაესმა სასამართლომ (საქმე N-ას-15-15-2012)  განმარტა, რომ აღნიშნული მუხლის რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომელთათვისაც ცნობილი იყო ანდერძის არსებობის შესახებ და იგი არ ვრცელდება იმ პირთა მიმართ, რომელთაც არავითარი ინფორმაცია არ გააჩნდათ იმის თაობაზე, რომ არსებობდა ანდერძი და არსებობდნენ ანდერძით მემკვიდრეები.

    #1802
    Edika
    Participant

    საინტერესოა, ანუ როგორც უზენაესი ამბობს, ხანდაზმულობა ვრცელდება იმ შემთხვევებზე როცა დაინტერესებულმა პირმა იცის ანდერძის არსებობის შესახებ. ვთქვათ, გაიხსნა სამკვიდრო, არსებობს ანდერძი “ა”-ს სახელზე და ამ ანდერძის ბათილობის საფუძვლები.

     

    თუმცა ამავდროულად არსებობს ანდერძი “ბ”-ს სასარგებლოდ, რომელსაც ეს უკანასკნელი აღმოაჩენს  სამკვიდროს გახსნიდან  4 წლის შემდეგ. ეს ორწლიანი შეცილების ვადა უნდა აღდგეს თუ რა ემართება ამ შემთხვევაში? თუ როცა აღმოაჩენს რომ თურმე ანდერძია მის სახელზე იქედან იწყება შეცილების ორწლიანი ვადა? 

    #1808

    ამ გადაწყვეტილებაში არ წერია პასუხის შეკითხვაზე, თუ როგორ აითვლება ხანდაზმულობის ვადა იმ პირისათვის, რომელმაც არ იცოდა ანდერძის შესახებ და გაიგო მოგვიანებით. სავარაუდოდ მასზე უნდა გავრცელდეს 2 წლიანი ვადა, რომელიც აითვლება იმ მომენტიდან, როცა მან გაიგო ანდერძის არსებობის შესახებ, ან მეორე ვარიანტია, რომ ასეთ შემთხვევაში გავრცელდეს ზოგადი 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

    #1810
    Edika
    Participant

    ხო მთლად სრულყოფილი გადაწყვეტილება ვერაა. მაგ გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული როგორ გამოითვლება ანდერძის ბათილობის ხანდაზმულობის ვადები, როცა პირმა არ იცის ანდერძის არსებობის შესახებ. ასეთი კითხვა მაქვს, ხომ არ შეიძლება აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად გამოვიყენოთ სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლი??

     

    “სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.”

     

    “ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ შემთხვევაში სამკვიდროს მიღების ვადის გამშვებ მემკვიდრეს მისი ხვედრი ქონებიდან, რომელიც სხვა მემკვიდრეებმა მიიღეს, ან სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა, ნატურად მიეცემა ის, რაც შენარჩუნებულია; მას მიეცემა ასევე მისი ხვედრი ქონების დანარჩენი ნაწილის ღირებულება.”

    #1815

    ეგ მუხლი  მხოლოდ სამკვიდროს მიღებას ეხება და საგამონაკლისოა და აქედან გამომდინარე არამგონია სწორი იყოს, რადგან საგამონაკლისო ნორმების ანალოგიით გამოყენება არ შეიძლება, სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით.

    #1908
    Edika
    Participant

    ანდერძით მემკვიდრეების მიერ სამკვიდროზე უარის თქმის შედეგები

    მამკვიდრებელმა მთელი ქონება უანდერძა მეზობელს ისე რომ ანდერძში ნახსენები არაა საერთოდ შვილი. მეზობელმა უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე. აქვს თუ არა შვილს სამკვიდროზე უფლება?

    #1921

    მოცემულ შეკითხვაზე პასუხი პირდაპირ წერია სამოქალაქო კოდექსის 1355-ე მუხლში:

    “კანონით მემკვიდრეები, რომლებიც მითითებულნი არ არიან ანდერძში, ინარჩუნებენ მემკვიდრეობის უფლებას სამკვიდროს იმ ნაწილზე, რომელსაც ანდერძი არ შეხებია; ისინი აგრეთვე მიიღებენ ანდერძით გათვალისწინებულ ქონებასაც, თუ სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის ცოცხლები არ არიან ანდერძით მემკვიდრეები, ან ყოველმა მათგანმა უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე.”

    ამდენად, ვინაიდან ერთადერთმა ანდერძით მემკვიდრემ უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე, კანონით მემკვიდრე მიიღებს ანდერძით გათვალისწინებულ ქონებას.

     

    #1925
    Edika
    Participant

    მემკვიდრეობის ჩამორთმევა ანდერძით

    სამკვიდრო მოიცავს 1000 კვ.მ ფართის შენობას. ანდერძში წერია, რომ : “შალვას ვუანდერძებ მხოლოდ 150 კვ.მ ფართს” ან  ” ვუანდერძებ 150 კვ.მ ფართს”.  ამასთანავე შალვა არის კანონისმიერი მემკვიდრე.  დანარჩენ 850 კვმ ფართს რა ელის?

    “მხოლოდ განსაზღვრულ ნაწილს”-ო რომ ამბობს მამკვიდრებელი ეს არ ნიშნავს იმას რომ დანარჩენზე ერთმევა სამკვიდროს უფლება, 1354-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე?

    #1926

    დანარჩენ 850 კვ.მ -ზე უნდა გავრცელდეს კანონისმიერი მემკვიდრეობა, მათ შორის შალვასაც ექნება თავისი წილი.  განამრტების საგანია, მაგრამ ძალიან ძნელია იმის თქმა, რომ აღნიშნული ჩანაწერი ანდერძში განაპირობებს ამ მემკვიდრისათვის, რომელმაც 150 კვ.მ მიწა მიიღო 1000 კვ.მ-იდან დანარჩენ 850 კვ.მ-ზე კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას სკ-ის 1354-ე მუხლის საფუძველზე.

    #1816

    კრედიტორის მოთხოვნის ვადები მოვალის გარდაცვალებისას (სკ. 1488-ე მუხლი)

     

    ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა მოვიყვანო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ¹ას-143-136-10

    “სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის 1-ელი და მე-3  ნაწილების თანახმად მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან,რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ,უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.

    ამ წესის დაუცველობა იწვევეს მოთხოვნის უფლების დაკარგვას. პალატა თვლის, რომ მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

    სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სასამართლოსათვს მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

    საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი შეიძლება არ დააკმაყოფილს სასამართლომ თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე გააკეთებს მითითებას ამის თაობაზე. შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოს მიერ ამ ინსტიტუტთა მნიშვნელობა არასწორადაა გაგებული და შესაბამისად არასწორადაა განმარტებული გამოყენებული ნორმის შინაარსი, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან ამოწურულია პრეტენზიის წარდგენის ვადა, რის გამოც მოსარჩელეს დაკარგული აქვს მოთხოვნოს უფლება მოვალის მიმართ.”

Viewing 10 posts - 61 through 70 (of 163 total)
  • You must be logged in to reply to this topic.