Viewing 10 posts - 71 through 80 (of 163 total)
  • Author
    Posts
  • #1824
    Edika
    Participant

    ვერ მივხვდი რაზეა საუბარი საერთოდ, ჩვეულებრივი ხანდაზმულობის ვადა არაა სკ-ის 1488-ე მუხლი?

    #1827

    საკმაოდ ძნელი გასაგებია, მაგრამ მნიშვნელოვანი განმარტება..  მაგალითის საფუძველზე დავწერ რას გულისხმობს სასამართლო.

     

    მაგ: ნიკას ჰქონდა მარიამის ვალი 10.000 ლარი, უნდა დაებრუნებინა 2012 წლის 10 ივნისამდე. 2010 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა ნიკა და მას დარჩა ერთი მემკვიდრე- ქეთევანი. მარიამმა სამკვიდროს გახსნის შესახებ გაიგო  2011 წლის 5 მარტს, ამ თარიღიდან ექვსი თვის მანძილზე მას შეუძლია წარადგინოს პრეტენზია ქეთევანის მიმართ. (რაც არის ცალმხრივი მიღებასავალდებულო გარიგება) თუ ეს მოთხოვნა არ წარადგინა, მაშინ კარგავს საერთოდ მოთხოვნის უფლებას და სასამართლოში, რომ შეიტანოს სარჩელი, სასამართლო უარს ეტყვის დაკმაყოფილებაზე, მაგრამ თუ ქეთევანი ამ ექვსი თვის მანძილზე წარუდგენს მოთხოვნას მარიამს, მაშინ იგი უფლებამოსილი იქნება შეიტანოს სარჩელი, რომლის ხანდაზმულობა იქნება 3 წელი მოთხოვნის გაჩენის მომენტნიდან (სამკვიდროს გახსნის შესახენ ცნობების მიღების მომენტიდან).

    #1588
    BLH
    Keymaster

    პირველი რიგის კანონით მემკვიდრეთა სავალდებულო წილი

    სავალდებულო წილი წარმოადგენს სამკვიდროს იმ ნაწილის ნახევარს, რომელიც ერგებოდა შვილებს, ცოლსა და მშობლებს, იმ შემთხვევაში თუ არ იარსებებდა ანდერძი და სამკვიდროს განაწილება მოხდებოდა კანონით მემკვიდრეებზე.

    მაგ: გარდაიცვალა პირი და მას დარჩა ერთი პირველი რიგის მემკვიდრე- შვილი, ხოლო სამკვიდროს მოცულობამ შეადგინა 1000 ლარი. ამასთან, მთლიანი მემკვიდრეობა ეანდერძა გარდაცვლილის ნათესავს. ამ შემთხვევაში შვილი უფლებამოსილია მოითხოვოს იმის ნახევარი, რაც ერგებოდა, რომ არ ყოფილიყო აღნიშნული ანდერძი. გამოდის, რომ ვინაიდან იგი მიიღებდა 1000 ლარს ანდერძის არ არსებობის შემთხვევაში, სავალდებულო წილის სახით მას ერგება ამ თანხის ნახევარი- 500 ლარი.

    (იხ. სტატია სრულიად).

     

    #1843
    Edika
    Participant

    სავალდებულო წილი

    სავალდებულო წილზე უფლება წარმოიშობა როცა პირველი რიგის მემკვიდრეებს ანდერძის პირდაპირი ან არაპირდაპირი მითითებით ჩამოერთმევად მემკვიდრეობა.

    ერთი პატარა კაზუსი მინდა დავწერო სავალდებულო წილის შესახებ:

    ემზარი, რომელსაც შვილი (სანდრო) ადრე გარდაეცვალა შეადგინა ანდერძი და მთელი თავისი ქონება უანდერძა მეზობელ ბონდოს. გარდაიცვალა ემზარი და სანდროს შვილმა მიმართა ნოტარიუსს სავალდებულო წილის მისაღებად 1336-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით (როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ). ნოტარიუსმა დადგენილი წესით გასცა სავალდებულო წილზე სამკვიდრო მოწმობა. რისი მოთხოვნის უფლება აქვს ბონდოს?

    #1845

    @Edika said:

    ემზარი, რომელსაც შვილი (სანდრო) ადრე გარდაეცვალა შეადგინა ანდერძი და მთელი თავისი ქონება უანდერძა მეზობელ ბონდოს. გარდაიცვალა ემზარი და სანდროს შვილმა მიმართა ნოტარიუსს სავალდებულო წილის მისაღებად 1336-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით (როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ). ნოტარიუსმა დადგენილი წესით გასცა სავალდებულო წილზე სამკვიდრო მოწმობა. რისი მოთხოვნის უფლება აქვს ბონდოს?

    მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივი პრობლემა დგას შემდეგში- ეკუთვნის თუ არა გარდაცვლილი პირის შვილიშვილს სავალდებულო წილი სამკვიდროდან?

    თუ გადავხედავთ სამოქალაქო კოდექსის 1371-ე და 1372-ე მუხლებს შეგვიძლია ვთქვათ, რომ შვილიშვილი არ არის უფლებამოსილი მიიღოს სავალდებულო წილი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ, მისი შვილი ცოცხალი იყო, მაგრამ ისიც გარდაიცვალა სამკვიდროს მიღებამდე და შესაბამისად შვილის სავალდებულო წილის მიღების უფლება გადადის შვილიშვილზე (ამას ეწოდება ტრანსმისია).

    #1846
    Edika
    Participant

    გეთანხმები, ზუსტად ასეა გადაწყვეტილი აღნიშნული საკითხი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში N- ას-681-637-2010.

    #1853

    საინტერესო გადაწყვეტილებაა, მაგ გადაწყვეტილებაში განმარტებულია სამოქალაქო კოდექსის 1372-ე მუხლი:

    “მუხლი 1372. სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტი

    სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ასეთი მოთხოვნის უფლება გადადის მემკვიდრეობით.”

    უზენაესი სასამართლოს მოსაზრებით პირზე მათი მამის სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება მემკვიდრეობით მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავიდოდა, თუ ეს უკანასკნელი სამკვიდროს გახსნის შემდეგ ისე გარდაიცვლებოდა, რომ სავალდებულო წილის მიღებას ვერ მოასწრებდა.”

    ამ თემის განსახილველად მნიშვნელოვანია შევეხოთ ორ სამართლებრივ საკითხს: ა) წარმომადგენლობითი მემკვიდრეობასა ბ) მემკვიდრეობითი ტრანსმისიას.

    1. წარმომადგენლობითი მემკვიდრეობა-  კანონით მემკვიდრესთან არიან გათანაბრებული მისი დაღმავალი ხაზის ნათესავები. (შვილები-შვილიშვილები-შვილთა შვილები) , ანუ თუ პირველი რიგის მემკვიდრეა მამკვიდრებლის შვილი, რომელიც გარდაიცვალა მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე, მაშინ მისი შვილი უფლებამოსილია მიიღოს მამის კუთვნილი სამკვიდრო წილი.

    2.მემკვიდრეობითი ტრანსმისია –  თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე გარდაიცვალა, მაშინ სამკვიდროდან მისი წილის მიღების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე.

    უზენაესი სასამართლოს ზემოთ მოყვანილი განმარტებით ჩანს, რომ სასამართლოს მიაჩნია, რომ 1372-ე მუხლში განსაზღვრულია სავალდებულო წილის მქონე პირის მემკვიდრეობითი ტრანსმისიის შემთხვევა, სასამართლომ გამორიცხა წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის არსებობა.

    ჩემი აზრით ასეთ განმარტება სწორია დღევანდელი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუმცა მე მიმაჩნია, რომ არასამართლიანია, რადგან უპრიანი იქნებოდა სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება ჰქონდეთ ყველა პირველი რიგის მემკვიდრეს, კერძოდ “შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო”.

    #1855
    Edika
    Participant

    1372-ე მუხლის კომენტარშიცაა განმარტებული რომ ტრანსმისიაა.

    მაგ გადაწყვეტილებაში ასევე საუბარია იმაზე რომ, რადგან არსებობს ანდერძი, კანონით მმემკვიდრეობა (1336-ე მუხლი) არ მოქმედებსო. რადგან არ მოქმედებს კანონით მემკვდრეობა და სავალდებულო წილის შესახებ ნორმები არ ითვალისწინებენ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სამკვიდროს მიღებას შვილიშვილი ვერ მიიღებს სავალდებულო წილსო. ანუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სამკვიდროს მიღება როგორც ეს 1336-ე მუხლშია მოცემული არ მოქმედებს სავალდებულო წილის დროსო.

    ასევე საუბარია იმაზე რომ რადგან სამკვიდროს გახსნის დროისთვის ცოცხალი არ არის მამკვიდრებლის შვილი 1307-ე მუხლიდან გამომდინარე ვერ ჩაითვლება მემკვიდრედ და შესაბამისად ვერც შვილიშვილი მიიჩნევა მემკვიდრედო.

    ასევე მითითებულია 1372-ე მუხლზე როგორც მთავარი არგუმენტი.

    #1859

    შენ რას ფიქრობ და რატომ?

    #1888
    Edika
    Participant

    რას ნიშნავს კანონით მემკვიდრეობა?  – მამკვიდრებლის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე. შესაბამისად სავალდებულო წილი განეკუთვნება კანონისმიერი მემკვიდრეობის კატეგორიას, იმ განსხვავებით რომ შეზღუდულია მემკვიდრეთა წრე. (1371 მუხლი). ეს უფლება 1371 პირებს წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის დღიდან (1372).

    სამკვიდროზე უფლება რომ წარმოეშვას ცოცხალი უნდა იყვნენ სამკვიდროს გახსნის დროს (1307). ყოველივე აქედან გამომდინარე წარმომადგენლობითი უფლებით სამკვიდროს მიღება არ მოქმედებს სავალდებულო წილის დროს. ასე რომ ფაქტიურად ვეთანხმები.

Viewing 10 posts - 71 through 80 (of 163 total)
  • You must be logged in to reply to this topic.