Viewing 10 posts - 31 through 40 (of 163 total)
  • Author
    Posts
  • #2014

    გეთანხმები აბსოლუტურად, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაზე დაყდნობით, როგორც ჩანს სხვა მსჯელობის განვითარებაც შეიძლება. ერთი დიდი პალატის გადაწყვეტილება უნდა ამაზე ჩემი აზრით.

    #2922
    Edika
    Participant

    სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება და მემკვიდრეობა

     

    2000 წელს “A”-მ დადო “B”-სთან სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლითაც “B”-მ იკისრა ვალდებულება ერჩინა მთელი ცხოვრება “A”. თავის მხრივ “A”-მ იკისრა ვალდებულება “B”-სთვის საკუთრებაში გადაეცა თავისი საცხოვრებელი სახლი. ხელშეკრულება გაფორმდა სანოტარო წესით, თუმცა მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არ მომხდარა მაშინვე. “A”-ს ყავდა ერთი კანონისმიერი მემკვიდრე “G”. 2010 წელს გარდაიცვალა “A”, რის შემდეგაც აღმოჩნდა რომ 1999 წელს “A”-ს შეუდგენია ანდერძი ‘B”-ს სახელზე, რომლითააც იგივე სახლი მთლიანად (ანუ მთელი ქონება. სახლის მეტი არაფერი ქონდა) უანდსერძა ასევე “B”-ს. (ანუ მარჩენალიც და ანდერძისმიერი მემკვიდრეც “B” არის). “A”-ს კანონიერმა მემკვიდრემ “G”-მ მიმარტა ნოტარიუსს სავალდებულო წილის მოთხოვნით, რაც ნოტარიუსმა დააკმაყოფილა.

     

    რისი მოთხოვნის უფლება აქვს “B”-ს?

    #2925

    მოცემულ შემთხვევაში უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, ეკუთვნის თუ არა მარჩენალ/მემკვიდრეს ეს სახლი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე? თუ პასუხი დადებითია, მაშინ არ აქვს ამ სახლიდან არაფრის მოთხოვნის უფლება “გ”-ს, მაგრამ თუ არ ეკუთვნის, მაშინ აქვს… მე ვფიქრობ, რომ ეკუთვნის სამისდღეშიო რჩენის საფუძველზე და უზენაეს სასამართლოს არ უნდა მიენიჭებინა სავალდებულო წილი “გ”-სთვის.

    #2926
    Edika
    Participant

    მეც ვფიქრობ რომ ბ-ს (მარჩენალს) უნდა მიეკუთვნოს მთლიანად სახლი. მარტივადაა რა ჩემი აზრით საქმე. დაიდო ვალდებულებიტი ხელშეკრულება. სარჩენი წარმოადგენს მოვალეს რომელიც ვალდებულია გადასცეს საკუთრებაში სახლი მარჩენალს, ხოლო გარდაცვალების შემთხვევაში ეს მოვალეობა ეკისრება უფლებამონაცვლე მემკვიდრეს სამკვიდრო აქტივის ფარგლებში, მათ შორის სავალდებული წილზე უფლების მქონე პირსაც (სკ. 1484-ე მუხლი). თქვი ჯერ ამაზე რას ფიქრობ და მერე დავდებ უზენაესმა რაც თქვა.

    #2927

    ხო ანუ, მამკვიდრებელი, რომ ცოცხალი ყოფილიყო ამ შემთხვევაში რა მოხდებოდა? ვინაიდან ნოტარიულად არის ხელშეკრულება დამოწმებული, მარჩენალს შეეძლო მიეტანა იგი და დაერეგისტრირებინა.. უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში არაფერი იცვლება, ეს უფლება არ ქრება არსად.

    #2928
    Edika
    Participant

    უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N-ას-185-178-2012

     

    აი რას ამბობს უზენაესი სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებით: ”საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვადას კანონი ნამდვილად არ ადგენს. ამავდროულად, ეს უფლება – უფლების წარმომშობი აქტის (მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების) რეგისტრაცია სხვის უფლებას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ანუ კერძო სამართლის სუბიექტმა ეს უფლებს გონივრულ ვადაში თუ არ განახორციელა (რჩენის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებლობამ) შედეგად შეიძლება სხვა სუბიექტის მიერ ამავე ნივთზე მოგვიანებით წარმოშობილმა უფლებამ (მოცემულ შემთხვევაში გ.პ-ის მემკვიდრეობამ) გადაწონოს.

     

    არასწორია ჩემი აზრით. რას ქვია გადაწონის?

    #2929

    მეც არ ვეთანხმები… თუ გადაწონის რა ვუყოთ იმ უფლებას, რომელიც გადაიწონა? სამოქალაქო ქონებრივი დიზ-ბალანსი შეიქმება..

    #2931
    Edika
    Participant

    ძაან მარტივი საკითხია. დაუშვათ მამკვიდრებელს ააქვს ვალი 1000 დოლარი. არის ერთი სავალდებულო მემკვიდრე, რომელმაც მიიღო სავალდებულო წილი, ხომ არის ეს სავალდებულო მემკვიდრე  ვალდებული გაისტუმროს ვალი თავისი წილის ფარგლებში? კი, იგივეა აქაც, ოღონდ მემკვიდრეს ევალება სამკვიდრო სახლიდან თავისი წილის გადაცემა კრედიტორისთვის.

    #2932

    მანდ სხვა ნიუანსიც არის, როცა ნოტარიულად არის დამოწმებული ხელშეკრულება… უკვე მემკვიდრის ნების გამოვლენა აღარაა საჭირო.. ყველა ნება გამოვლენილია იმისთვის საკამრისად, რომ მოხდეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია მარჩენალზე.. აი ამ გარემოებას, როგორ შეაფასებდი შენ?

    #2934
    Edika
    Participant

    მარტალს ამბობ. ნბა გამოვლენილია და სარჩენის გარდაცვალება და თუ გინდ ქმედუნარიანობის დაკარგვა გავლენას ვერ იქონიებს მის ნამდვილობაზე (სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის მესამე ნაწილი). გარდა მაგისა ვალდებულება ჯერ კიდევ არსებობს, ანუ არ შეწყვეტილა მიუხედავად იმისა რომ მოვალე გარდაიცვალა( 453-ე მუხლი). და ბოლოს 1484-ე მუხლი რაც მთავარია.

Viewing 10 posts - 31 through 40 (of 163 total)
  • You must be logged in to reply to this topic.