Viewing 10 posts - 101 through 110 (of 163 total)
  • Author
    Posts
  • #2662
    Edika
    Participant

    ………………………….

    #2666

    ………………..

    #2667
    Edika
    Participant

    …………………

     

    #2671
    Edika
    Participant

    …………

     

    #2673

    ……………

    #2800
    Edika
    Participant

    წილის გათანაბრება

     

    სამკვიდრო მასაში შემავალი სახლი ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში დაიწვა (ხანძარი გაუჩნდა) და ერთ ერთმა მისმა შვილმა აღადგინა (გაარემონტა).  დანახარჯებმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა ამ ქონების ღირებულებას. (მაგალითად სახლი იყო 40000 ათასის ღირებულების და დაახარჯა 60000 ათასი).

     

    სამკვიდროს გახსნის შემდეგ ამ მემკვიდრემ 1475-ე მუხლის შესაბამისად, წილთა გათანაბრების პრინციპის საფუძველზე მოითხოვა მთლიანი სამკვიდრო წილი, რაც საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარემ (თანამემკვიდრემ) გაასაჩივრა სააპეცალიო წესით.

     

    სააპელაციო სასამართლომ თქვა რომ ვინაიდან ამ შემთხვევაში წილთა გათანაბრების პრინციპის საფუძველზე მთლიანად ერთმევა უფლება მეორე მემკვიდრესო (1477-ე მუხლის მეორე ნაწილით), აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აგრეთვე 1477-ე მუხლის პირველ ნაწილს და მთლიანად მემკვიდრეობითი სამართლის ძირეულ პრინციპებს ანალოგიით გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლი (სავალდებულო წილი) და მიეცეს იმ წილის ნახევარი რაც ეკუთვნოდა და რასაც მიიღებდა კანონით მემკვიდრეობის დროსო.

     

    რამდენად მართებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება?

    #2801

    სისულელეა ჩემი აზრით, ასეთ შეკითხვას დავუსვამდი სააპელაციოს მოსამართლეებს, ვთქვათ და გათანაბრების შედეგად 1 ლარი ეკუთვნის მეორე მემკვიდრეს, ამ შემთხვევაში რა ხდება? ან 10 ლარი ან 100 ლარი?

     

    ხომ მიხვდი რას ვგულისხმობ?

     

    უზენაესმა რა თქმა მერე მაგ გადაწყვეტილებაზე?

    #2802
    Edika
    Participant

    <cite> @StepanozMamfal said:</cite> სისულელეა ჩემი აზრით, ასეთ შეკითხვას დავუსვამდი სააპელაციოს მოსამართლეებს, ვთქვათ და გათანაბრების შედეგად 1 ლარი ეკუთვნის მეორე მემკვიდრეს, ამ შემთხვევაში რა ხდება? ან 10 ლარი ან 100 ლარი?

     

    ხომ მიხვდი რას ვგულისხმობ?

     

    უზენაესმა რა თქმა მერე მაგ გადაწყვეტილებაზე?

     

    ანუ მეორე მემკვიდრეს იმაზე ნაკლები თუ შეხვდებოდა ვიდრე სავალდებულო წილი იყო? ამას ამბობ? სააპელაციო სასამართლოს ლოგიკით თუ წავალთ ალბათ სასამართლო ანალოგიით გამოიყენებდა იმ ნორმას რომელიც მემკვიდრეს სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლებას ანიჭებს როცა მისი წილი იმაზე ნაკლებია როცა მემკვიდრეობით უფრო ნაკლები წილი ერგო 😀

     

    კარგად ვერ მივხვდი იმ 1 ლარს. ანუ შენ ამბობ რომ მაგალითად გამოაკლდა სამკვიდროს გათანაბრების თანხა და დარჩა 1 ლარი?

    #2803

    ხო, მაგას ვამბობ არაფრის მაგივრად დარჩა 1 ლარი ან დარჩა 2 ლარი ან 10 ლარი და ა.შ…. ამ შემთხვევაში რას იტყოდა სააპელაციო სასამართლო?

     

    სულ არაფრის მაგივრად ადამიანს რჩება 1 ლარი 😀  ამ შემთხვევაში ანალოგიით სავალდებულო წილის ოდენობა რატომ უნდა მიანიჭოს ვერ ვხვდები? ან კონსტიტუცია რა შუაშია საერთოდ ამ შემთხვევაში..

     

    #2807
    Edika
    Participant

    ანუ მთავარი მანდ არის ის რომ სააპელაციო სასამართლო ამბობს რომ ამ შემთხვევაში გათანაბრების პრინციპი მეორე მემკვიდრეს ართმევს მემკვიდრეობის უფლებასო და ამან განაპირობა სავალდებულო წილის ანალოგიით გამოყენება.

     

    სინამდვილეში ასე არ არის, ანუ ამ შემთხვევაში გათანაბრების პრინციპი არ ართმევს მეორე მემკვიდრეს მემკვიდრეობის უფლებას. მაგალითად  მამკვიდრებლის სახლი რომლის ღირებულება არის 40000 ლარი მემკვიდრემ ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში მიახარჯა 60000 ლარი. ამ შემთხვევაში სამკვიდრო ქონებას როგორც ეს მოცემულია 1477-ე მუხლის მეორე ნაწილში ვერ გამოაკლდება (არ აკლდება) გატანაბრების ტანხა (40000 არ აკლდება 60000 ბუნებრივია) ამიტომ გათანაბრების თანხა მთლიანად შთანთქავს ”სამკვიდრო ქონებას”. სინამდვილეში სამკვიდრო წილს კი არ ართმევს მეორე მემკვიდრეს არამედ 1477 მუხლი არის საკომპესაციო ხასიათის როგორც ეს მოცემულია 1328-ე მუხლში, ანუ გათანაბრების პრინციპი არ ართმევს მემკვიდრეობის უფლებას სხვა მემკვიდრეს და ამაში შეცდა სააპელაციო სასამართლო.

     

    მაგალითად რომ ეკუთვნის სამკვიდრო 1/3 და გატანაბრების ტანხა მთლიანად ფარავს ამ სამკვიდროს ღირებულებას ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს 1/3 წილი ერთმევა თანამემკვიდრეს, არამედ კომპესაცია უნდა გადაიხადოს ამის სანაცვლოდ.

     

    რას იტყვი?

Viewing 10 posts - 101 through 110 (of 163 total)
  • You must be logged in to reply to this topic.