Viewing 10 posts - 111 through 120 (of 163 total)
  • Author
    Posts
  • #2809

    ანუ თუ სწორედ გავიგე რასაც იძახი..  1477-ე მუხლი მიმართულია ქონებრივი ბალანსის შესაქმნელად და თუ ვთქვათ 10.000 ლარია სამკვიდრო და 9.999 ლარია გათანაბრების მოცულობა, მაშინ გათანაბრება – სამკვიდროსთვის გათანაბრების თანხის გამოკლება (10.000-9.999) წარმოადგენს იმ სტატუს-კვოს აღდგენას მამკვიდრებლისა და გათანბრების უფლების მქონე მემკვიდრეს შორის.. ხოლო დარჩენილი 1 ლარი წარმოადგენს სამკვიდრო ქონების ნარჩენ – რეალურ ღირებულებას გათანაბრების შემდეგ…

     

    თუ ეს აზრია გატარებული მანდ, მაშინ ვეთანხმები

     

    მოკლედ  ახლა რაზეც ვმსჯელობდით გადაწყვეტილება არის ეს ას-321-306-2013     , ხოლო ეს არის უკვე გადაწყვეტილება, სადაც გამოყენებულია აღნიშNული გადაწყვეტილება და ერთგვაროვანი პრაქტიკაა გავრცობილი ას-496-472-2013 …..

    #2837
    Edika
    Participant

    კი ეგრეა. მთავარი ის არის მანდ რომ თუ გათანაბრებიs ტანხა აღემატება სამკვიდროს ღირებულებას ეს არ ნიშნავს რომ თანამემკვიდრეს მემკვიდრეობის უფლება ერთმევა.  ეს ვერ გათვალა სააპელაციო სასამართლომ და მიტო გამოიყენა ანალოგია. ანუ რომ არის წილი 1/2  და გათანაბრების შემდეგ რჩება რეალურად 1 ლარი, ამ 1 ლარის 1/2 არის თითოეულის სამკვიდრო.

    #2856
    Edika
    Participant

    მამამ შვილს სიცოცხლეშივე გადასცა ერთ ერთი საცხოვრებელი სახლი. გადაცემიდან სამკვიდროს გახსნამდე გავიდა 7  წელი. მეორე მემკვიდრეო 1473-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა გადაცემული ქონების ღირებულების ჩათვლა სამკვიდრო წილში.

    სწორია?

    #2857

    მაგ შემთხვევაში, როგორც ვხვდები პრობლემა მდომგაროებს იმაში, მამის მიერ შვილისთვის ბინის გადაცემა წარმოადგენს ჩუქებას 1455-ე მუხლის შესაბამისად, თუ მამკვიდრებლის ქონების გამოყოფას 1473-ე მუხლის შესაბამისად…

     

    სავარაუდოდ სასამართლო იტყოდა, რომ გამყოფა არისო, იმის მიუხედავადა, რომ ჩუქების ხელშეკრულებით გადასცემდა მამა შვილს 🙂

     

    მე მგონია, რომ როცა ჩუქების ხელშეკრულება იდება, ეს ნიშნავს, რომ 1455-ე მუხლი უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ მეორე მხრივ ჩდება კითხვა.. როცა მამკვიდრებელს სურს გადასცეს შვილს ქონება, მემკვიდრეობიდან გამოყოფის გზით, რა ტიპის ხელშეკრულება უნდა დაიდოს?

    #2858
    Edika
    Participant

    განსხვავებას რაც შეეხება 1455 და 1473-ისა პირველრიგში 1455 მუხლი ეხება ზოგადად მემკვიდრის და მამკვიდრებლის ურთიერთობას და 1473 მუხლი მხოლოდ მშობელს და შვილის ურთიერთობას, მაგრამ ორიბე მუხლი ეხება მიღებულის ჩათვლას სამკვიდროში და არა სამკვიდრო მასაში შესვლას როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ თქვა.

     

     

    მთავარი განსხვავება სწორად თქვი შენ, მდგომარეობს მამკვიდრებლის ნების გამოხატვაში, კერძოდ რაც დაგასცა ეს იყო ”ჩუქება” (1455)  თუ ”გამოყოფის სახით გდაცემა”. სწორეს ასეა გამიჯნული ეს მუხლები ერთმანეთიდან ამ გადაწყვეტილებაში ას-1058-1325-09.

     

     

    ”გამოყოფის სახით გდაცემა”– სთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:

     

    ”პალატის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 1473-ე მუხლის პირველწყაროს წარმოადგენს გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 2050-ე პირველი პარაგრაფი, თუმცა, სამწუხაროდ, იგი ქართულ ენაზე მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ხარვეზებით იქნა თარგმნილი. აღნიშნული პარაგრაფის სათაურია „კანონით მემკვიდრთა ვალდებულება წილებისგათანაბრების შესახებ“, რომლის პირველი ნაწილის ზუსტი შინაარსი შემდეგია:

     

    „მემკვიდრეები, რომლებიც მიწვეული იქნებიან სამკვიდროს მისაღებად, როგორც კანონით მემკვიდრეები, ვალდებული არიან სამკვიდრო ქონების გაყოფამდე ურთიერთმიმართებაში გაითვალისწინონ ყოველივე ის, რაც მათ მიიღეს მამკვიდრებლისაგან მის სიცოცხლეში ქონებიდან გამოყოფისსახით, თუ მამკვიდრებელს (ქონების) გადაცემისას სხვა რამ არ დაუდგენია“.

     

    გერმანულ იურიდიულ ლიტერატურაში ერთმნიშვნელოვნად არის განმარტებული, რომ მოცემულ ნორმაში იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც მამკვიდრებელი (მშობელი), თავის სიცოცხლეშივე ერთ-ერთ მემკვიდრეს (შვილს) წინასწარ საკუთრებაში გადასცემს ქონების იმ ნაწილს, რომელსაც ეს უკანასკნელი მიიღებდა სამკვიდროს გახსნის შემთხვევაში. ამრიგად, ვინაიდან, მომავალმა მემკვიდრემ წინასწარ მიიღო თავისი წილი ქონება, აღნიშნული გარემოება მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სამკვიდროს გახსნის და სამკვიდრო ქონების გაყოფის დროს (Pრუტტინგ-ჭეგენ-ჭეინრეიცჰ, BGB. Kომმენტარ. 2006, შ. 2564-2565). გერმანული სამართლის მიხედვით, მემკვიდრემ მამკვიდრებლის სიცოცხლეში მიღებული ქონება სამკვიდრო მასაში კი არ უნდაშეიტანოს, არამედ გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ მან თავისი წილი ქონება უკვე მიიღო დადამატებით ქონებაზე (სამკვიდრო მასაზე) პრეტენზია არ უნდა განაცხადოს, ხოლო, თუკანონით მას უფრო მეტი ეკუთვნის, იგი დამატებით, სამკვიდრო მასიდან მიიღებს თავის წილქონებას, რათა მემკვიდრეთა წილები გათანაბრდეს.

     

    გერმანულ იურიდიულ ლიტერატურაში, ასევე ერთმნიშვნელოვნად არის განმარტებული, რომ გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 2050-ეპარაგრაფის ბოლო წინადადების სიტყვები: „თუ მამკვიდრებელს (ქონების) გადაცემისას სხვარამ არ დაუდგენია“, ნიშნავს იმას, რომ მკაფიოდ უნდა იყოს გამოხატული ნება იმის შესახებ, რომ მამკვიდრებელი თავისივე სიცოცხლეში მომავალ კანონით მემკვიდრეს გადასცემს თავის წილსამკვიდრო ქონებას, რაც შემდგომში სამკვიდროს გახსნისა და სამკვიდროს გამოყოფის დროსუნდა იქნეს გათვალისწინებული. თუ ეს ნება ასე მკაფიოდ არ არის გამოხატული, მაშინ იგულისხმება, რომ იდება ჩვეულებრივი ჩუქების ხელშეკრულება. ამრიგად, სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 1473-ე მუხლი უნდა განიმარტოს ისე, რომ მამკვიდრებელმა (მშობელმა), თავის სიცოცხლეშივე ერთ-ერთ მემკვიდრეს (შვილს) საკუთრებაში გადასცაქონების ის ნაწილი, რომელსაც ეს უკანასკნელი მიიღებდა სამკვიდროს გახსნის შემთხვევაში,ვინაიდან მომავალმა მემკვიდრემ წინასწარ მიიღო თავისი წილი ქონება, აღნიშნული გარემოება მემკვიდრეთა მიერ გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამკვიდრო ქონების გაყოფის დროს. პალატის მითითებით, აუცილებელია, რომ მამკვიდრებლის აღნიშნული ნება გამოიხატოს მკაფიოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიდება ჩვეულებრივი სახის ჩუქების ხელშეკრულება.

     

    სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში სამართალურთიერთობა უნდა მოწესრიგდესსაქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლით, თუ სამკვიდროს გახსნამდე ხუთი წელიჯერ კიდევ არ არის გასული. გარიგების, 1473-ე მუხლის შესაბამისად, დადებისას მნიშვნელობაარ აქვს, თუ რა ვადა გავიდა ქონების გადაცემიდან სამკვიდროს გახსნამდე”

    #2866

    საინტერესო გადაწყვეტილებაა, მაგრამ მე მგონია, რომ ჩუქების ხელშეკრულება, როცა იდება.. თუ აშკარად არ გვაქვს საფუძველი ეს ჩუქების ხელშეკრულება სკ-ის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მოჩვენებითად მივიჩნიოთ (რომელიც ფარავს სამკვიდროდან წილის გამოყოფის შესახებ გარიგებას), მაშინ უნდა გამოვიყენოთ 1455-ე მუხლი და არა 1473-ე მუხლი…

     

    და საერთოდ…. რატომ არ შეუძლიათ მამკვიდრებელს და მემკვიდრეს დადონ 1473-ე მუხლში გათვალისწინებული ხელშეკრულება: “სამკვიდროს წინასწარ გამოყოფის შესახებ ხელშეკრულება”.

     

    ჩემი აზრით ასეთი ტიპის ხელშეკრულების დადება შესაძლებელია სკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 1473-ე მუხლის მიხედვით…

    #2867
    Edika
    Participant

    მეც მაგ აზრზე ვარ.

     

    რაც არის იმ გადაწყვეტილებაში, უფრო თვალსაჩინოებისთვის თუ რა სხვაობაა სინამდვილეში 1455 და 1473 შორის დავამატებდი შემდეგს.

     

     

    იურიდიული შედეგის მიხედვით 1455 და 1473 არის ერთი და იგივე, კერძოდ საკუთრება გადადის ორივე შემთხვევაში მემკვიდრეზე ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში, უბრალოდ სხვაობა ამ გადაცემის სამართლებრივ საფუძველშია. ანუ 1455 მუხლის შემთხვევაში საკუთრების გადაცემის საფუძველია ვალდებულებით სამართლებრივი გარიგება, კერძოდ ჩუქება, ხოლო 1473-ე მუხლის შემთხვევაშიგადაცემის სამართლებრივი საფუძველია მემკვიდრეობით სამართლებრივი გარიგება,  კერძოდ ”სამკვიდროს წინასწარ გამოყოფის შესახებ ხელშეკრულება”.

    #2868

    მანდ რამდენიმე მეორეხარისხოვანი საკითხიც არის, კერძოდ 1455-ე მუხლის რეგულაცია, 1473-ე მუხლისგან განსხვავებით,  ვადით არის შეზღუდული, ასევე, როგორც შენ აღნიშნე ზემოთ 1473-ე მუხლი ვრცელდება პირთა შეზღუდულ წრეზე, 1455-ე მუხლისგან განსხვავებით.

     

    კიდე ამ ორ მუხლთან დაკავშირებით საინტერესო იქნებოდა 1375-ე და 1378-ე მუხლების განხილვაც..

    #2869
    Edika
    Participant

    ხო ვადაც არის ერთ ერთი განმასხვავებელი, მაგრამ მტავარი მაინც გადაცემის სამართლებრივი საფუძველია. ჩუქება და წილის გამოყოფის ხელშეკრულება სხვადასხვა სამართალურთიერთობებია.

     

    1375 – ე მუხლი ჩემი აზრით 1473-ე მუხლის მსგავსია.   1378 მუხლთან დაკავშირებით კონკრეტულად რა განვიხილოთ?

    #2870

    ხო, 1375-ე და 1473-ე მუხლები მსგავსია და ერთიანი მიდგომაა საჭირო და 1378-ე მუხლსა და 1455-ე მუხლს შორის შეიძლება საინტერესო მსჯელობა, კერძოდ 1455-ე მუხლის მიხედვით, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 5 წლის განმავლობაში სხვა მემკვიდრეებისათვის ნაჩუქარი ქონება ფაქტობრივად შედის სამკვიდროში.

     

    მაგ: ორი მემკვიდრე თუა და ერთ-ერთს 1000 ლარი გადაეცა სამკვიდრო მასიდან გამოყოფის გზით, მამკვიდრებლის სიცოცხლეში.. ხოლო გარდაცვალების შემდგომ სამკვიდრო 2000 ლარს შეადგენს… ამ შემთხვევაში ეს 1000 ლარი ფაქტობრივად გაითვალისწინება სამკვიდროში და 3000 ლარიდან მოხდება გაყოფა.. (ფიქციური გაყოფაა), ანუ რეალურად სამკვიდროში 2000 ლარია, მაგრამ ამ 2000 ლარის გამოთვლისას ხდება უბრალოდ იმ 1000 ლარის გათვალისწინება.

     

     სავალდებულო წილის შემთხვევაშიც (1378-ე მუხლი) დაახლოებითი იგივე მიდგომა გვაქვს, იმ გამონაკლისით, რომ სავალდებულო წილის გამოთვლისას გაითვალისწინება ნებისმიერი თანხა, რომელიც იქნა გაჩუქებული ნებისმიერი მესამე პირისათვის.

     

    მაგ: ორი პირველი რიგის მემკვიდრეა, სამკვიდრო 2.000 ლარს შეადგენს, ხოლო მამკვიდრებელმა ვიღაც მესამე პირს სიცოცხლეში აჩუქა 1000 ლარი, ასევე ანდერძით მთელი სამკვიდრო დაუტოვა ერთ-ერთ პირველი რიგის მემკვიდრეს. ასეთ შემთხვევაში სავალდებულო წილის გამოითვლება 3.000 ლარიდან და შეადგენს 750 ლარს.

     

    ახლა ჩდება რამდენიმე სადავო საკითხი,  ვთქვათ მე ვარ მამკვიდრებლის კრედიტორი… და მოყვანილი მაგალითების შემთხვევაში ორივეგან მამკვიდრებელს ჩემი ვალი ჰქონდა 20.000 ლარი… ანუ მთლიანი სამკვიდროს შესაბამისად შემიძლია მოვითხოვო ვალდებულების შესრულება. რამდენის მოთხოვნის უფლება მაქვს პირველი მაგალითის შემთხვევაში და მეორე მაგალითის შემთხვევაში???

     

    და მეორე საკითხი, ვთქვათ მეორე მაგალითში გაჩუქებული თანხა არის 20.000 ლარი… როგორ განაწილდება სამკვიდრო ქონება?

Viewing 10 posts - 111 through 120 (of 163 total)
  • You must be logged in to reply to this topic.