Viewing 10 posts - 121 through 130 (of 163 total)
  • Author
    Posts
  • #2873
    Edika
    Participant

    1)  უფრო სწორი იქნება ვთქვათ მაინც რომ სამკვიდროში არ შედის გაჩუქებული ან გამოყოფის სახით გადაცემული. იმ გადაწყვეტილებებში სწორედ მაგათზეა გამახვილებული ყურადღება.  მნიშვნელოვანია ეს.

     

    2)  ანუ საკითხი არის შემდეგნაირად:  არის ორი მემკვიდრე. სამკვიდრო არის 5000 ლარი. მამკვიდრებელმა ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში აჩუქა 20 000 ლარი მესამე პირს. ასევე დაწერა ანდერძი რომლითაც მთელი ტავისი ქონება (5000 ლარი) დაუტოვა მხოლოდ ერთ-ერთ მემკვიდრეს.  ამ შემთხვევაში სავალდებულო წილი არის 6250, რაც აღემატება მთლიან სამკვიდროს და ფაქტიურად მეორე მემკვიდრე (ვის სასარგებლოდაცაა ანდერძი შედგენილი) ცარიელტარიელი რჩება.  როგორ უნდა განაწილდეს წილები ამ შემტხვევაში? ეგრე დასვი საკითხი ხომ?

    #2874

    @Edika said:
    1)  უფრო სწორი იქნება ვთქვათ მაინც რომ სამკვიდროში არ შედის გაჩუქებული ან გამოყოფის სახით გადაცემული. იმ გადაწყვეტილებებში სწორედ მაგათზეა გამახვილებული ყურადღება.  მნიშვნელოვანია ეს.

     

    ხო ანუ ის ქონება, რომელიც მამკვიდრების სიცოცხლეში გასცა მან ჩუქების/ან სამკვიდროდან გამოყოფის გზით სამკვიდროში არ შედის და აქედან გამომდინარე, მათზე ვერ გავრცელდება მამკვიდრებლის კრედიტორის მოთხოვნა….

    #2875

    @Edika said:

    ანუ საკითხი არის შემდეგნაირად:  არის ორი მემკვიდრე. სამკვიდრო არის 5000 ლარი. მამკვიდრებელმა ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში აჩუქა 20 000 ლარი მესამე პირს. ასევე დაწერა ანდერძი რომლითაც მთელი ტავისი ქონება (5000 ლარი) დაუტოვა მხოლოდ ერთ-ერთ მემკვიდრეს.  ამ შემთხვევაში სავალდებულო წილი არის 6250, რაც აღემატება მთლიან სამკვიდროს და ფაქტიურად მეორე მემკვიდრე (ვის სასარგებლოდაცაა ანდერძი შედგენილი) ცარიელტარიელი რჩება.  როგორ უნდა განაწილდეს წილები ამ შემტხვევაში? ეგრე დასვი საკითხი ხომ?

     

    კი, სწორედ გაიგე.. ძალიან საინტერესო საკითხია.. რას ფიქრობ შენ, როგორ უნდა გადაწყდეს ?

    #2880
    Edika
    Participant

    მოკლედ რაც შეეხება 1378-ე მუხლს, ვიფიქრე თარგმნის დროს რამე ხომ არ მიქარესთქო, მაგრამ გერმანიის სამოქალაქო კოდექსშიც იგივე ფორმულირებაა (BGB  §2325), მაგრამ ამავე კოდექსში არის  მუხლი 2329, რომელიც ითვალისწინებს დასაჩუქრებულის მიმართ მოთხოვნის უფლებას, კერძოდ ამავე მუხლის მიხედვით სავალდებული წილზე უფლების მქონე პირს შეუძლია მოითხოვოს ჩუქების გაუქმება (ძაან ცუდი რამეა ისე), ხოლო დასაჩუქრებულს შეუძია თავის მხრივ ტავიდან აიცილოს ეს გაუქმება თანხის გადახდის გზით (რაც აკლია სავალდებული წილს ნაჩუქარი ქონების სამკვიდროში ჩათვლით).  ანუ ანდერძისმიერი მემკვიდრე არ რჩება BGB-ს მიხედვით ცარიელი, არამედ დასაჩუქრებულის ხარჯზე ხდება სავალდებულო წილის შევსება.

     

    მე ვფიქრობ რომ ვერ გათვალეს ჩვენებმა ამ შემთხვევაში BGB 2329 მუხლი და მხოლოდ 2325-ე მუხლი გადმოიღეს (ნეტა საერთოდ არ გადმოეღოთ არც ერთი და არც მეორე რა უაზრობებია). აქედან გამომდინარე ეს საკითხი ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით არაა დარეგულირებული პირდაპირ და ამიტომ უნდა გადაწყდეს ზოგადი პრინციპების საფუძველზე. რაღაც გზა უნდა მოიძებნოს 😀

    #2881

    გერმანიის კოდექსი, რაც წერია არის სრული მარაზმი, სავარაუდოდ ლუდით გაჭღეპილები წერდნენ მაგ ნორმას…  მსგავსი ნორმა არაკონსტიტუციულად იცნობოდა აუცილებლად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს შეეწინააღმდეგებოდა, რომლის მიხედვითაც:

     

    “1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

    2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.”

     

    თუ დავუშვებდით, რომ სავალდებულო წილზე უფლებამოსილ პირს შეეძლებოდა მამკვიდრებლის სიცოცხლეში დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაბათილება, ეს იქნებოდა მართლაც, რომ სიგიჟე.. ჯერ ერთი, რომ შელახავდა მამკვიდრებლის საკუთრების უფლებას, იმ კუთხით, რომ საკუთრების უფლება მოიცავს თავისუფლად განკარგვის უფლებასაც, ხოდა მამკვიდრებელმა თუ გააჩუქა ნივთი, ეს ნიშნავს, რომ მან ასე განკარგა იგი და რატომ უნდა ჰქონდეს ვიღაც მემკვიდრეს ამ თავისუფალი განკარგვის გაუქმების უფლება?? ეს ეწინააღმდეგება პირდაპირ საკუთრების უფლების არსს… მეორე მხრივ დასაჩუქრებულის საკუთრების უფლება შეილახებოდა, რადგან პირმა მიიღო საკუთრებაში მართლზომიერად ქონება და მისი ჩამორთმევის გამამართლებელი არგუმენტების პოვნა ძნელია.

     

    ჩემი აზრით უფრო მართებული იქნება ამ შემთხვევაში წინა გვერდებზე ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში გამოყენებული მსჯელობის გამოყენება, კერძოდ ამ შემთხვევაში ფაქტობრივად მეორე მემკვიდრე კარგავს მემკვიდრეობის უფლებას და ანალოგიით უნდა გამოვიყენოთ სავალდებულო წილის ნორმები და ამ მემკვიდრესაც უნდა ჰქონდეს სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება და საბოლოო ჯაშმი თანაბრად გაიყოფენ (ძალიან სიგიჟეს ვწერ ახალ, მაგრამ მეტი რაციონალური გამოსავალი ვერ მოვიფიქრე ამ შემთხვევაში)…

     

    შენ მიერ დაწერილი მაგალითი, რომ გამოვიყენოთ, სადაც სამკვიდრო 5.000 ლარია, ხოლო სამკვიდრო 6.250 ლარი.. აქ მეორე მემკვიდრეს ფაქტობრივად ერთმევა მემკვიდრეობის უფლება, ხოლო თუ ისე ვიზამთ, როგორც მე დავწერე მასაც 6.250 ლარის მოთხოვნის უფლება ექნება და ვინაიდან სამკვიდრო 5.000 ლარია და ორივეს 6.250 ლარის მოთხოვნის უფლება აქვთ, თანაბრად უნდა გაიყოს 5.000 ლარი 😀 😀

     

    და საერთოდ ყველაზე სწორი იქნებოდა გაგვეუქმებინა 1378-ე მუხლი, რადგან უაზროა თავიდან ბოლომდე…

     

    #2886
    Edika
    Participant

    სხვათაშორის ეგ სიგიჟე მეც მომივიდა თავში 😀 :D, მაგრამ როგორ რანაირად 😀 სისულელეა. გეთანხმები არაკონსტიტუციურობაზე, მაგრამ ეგ უაზრობა როცა გადმოწერეს ალბათ ის მეორეც უნდა ყოფილიყო იდეაში, მაგრამ გამორჩათ, თუმცა რომც გადმოეტანათ ვერ მოერგებოდა ჩვენ კონსტიტუციას მართალი ხარ. მოკლედ მაგარი სიგიჟეა 1378-ე მუხლი. ალბათ მოუვა თავში ვინმეს და საერთოდ ამოიღებენ ამ მუხლს.

    #2887

    მანდ ალბათ მთავარი პრობლემა ისაა, რომ მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა პრაქტიკაში და არ იციან ჯერ რა ნაღმი დევს ამ 1378-ე მუხლში.. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს გამოსავალი, რაც დავწერე უფრო რეალურია ვიდრე სავალდებულო წილის უფლების მქონესათვის მთლიანი სამკვიდრო ქონების მიკუთვნება და მეორე მემკვიდრისათვის ფაქტობრივად მემკვიდრეობითი უფლების ჩამორთმევა.

    #2940
    Edika
    Participant

    …………

    #2941

    ………………

    #2945
    Edika
    Participant

    /…………

Viewing 10 posts - 121 through 130 (of 163 total)
  • You must be logged in to reply to this topic.