Forum Replies Created

Viewing 10 posts - 21 through 30 (of 419 total)
• Author
Posts
• Edika
Participant

მოკლედ ვიფიქრე ამ განსჯადობაზე რა და ჩემი პოზიცია არის ის რომ მარტო 1005-ის პირველ ნაწილში კი არაა პრობლემა (ხარვეზი რომ არის რაღაც პასუხისმგებლობაზე) არამედ მაგარი მოუწესრიგებელია საერთოდ განსჯადობის მხრივ.   ჩემი აზრით დავა რომ მივიჩნიოთ ადმინისტრაციულად ამისათვის აუცილებელია ამ ურთიერთობის და დავის საგნის შინაარსი და ეს დამოკიდებული არ არის მოსარჩელე რა სამართლებრივ საფუძველზე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, ანუ მოსარჩელის სურვილზე არ უნდა იყოს ეს ყველაფერი დამოკიდებული. ამასთანავე თუ დაუშვებთ რომ საჯარო მოსამსახურის მიერ ტავისი სამსახურეობრივი მოვალეობის დარღვევის გამო მიყენებული ზიანისათვის საქმე შეიძლება განხილულ იქნას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით აუცილებლად დადგება უწყებრივი ქვემდებარეობის პრობლემა, ვინაიდან სასამართლოს მოუწევს არკვიოს სამსახურეობრივი მოვალეობის (რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობით ექნება აუცილებლად დაკისრებული) დარღვევა რაში გამოიხატა,  ამიტომ  1005-ე მუხლი ჩემი აზრით არის ადმინისტრაციული ნორმა რომელიც რატომღაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსში.  1005 მუხლის შემადგენლობის დროს საქმე სასამართლომ უნდა განიხილოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით 207 მუხლი მიუთითებს ამაზე.

Edika
Participant

1) ვერ მივხვდი 997-ე მუხლი მარტო კერძო პირებზე რატომ ვრცელდება?

2) გამოდის თუ მოსარჩელე ზ.ა.კ-ის 208-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას მაშინ განიხილება ადმინისტრაციული წესით და თუ სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის საფუძველზე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მაშინ სამოქალაქო წესით განიხილება. სწორად გავიგე ხო შენი ნათქვამი? სასამართლო პრაქტიკითაც ასეა და ანუ იზიარებ ხომ იმ გადაწყვეტილებებში რა მოსაზრებაცაა?

in reply to: საოჯახო სამართალი #1829
Edika
Participant

მე დამაინტერესა უბრალოდ იმან რომ დაუშვათ თუ 50 წლის გარდაცვლილია მამა და არის შემორჩენილი სხეულია ნაწილები (ძვლები) რამდენად ობიექტურ საფუძვლად შეიძლება ეს მივიჩნიოთ 1190-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით მამობის დადგენის შეუძლებლობად.

in reply to: საოჯახო სამართალი #1798
Edika
Participant

ანუ იმის თქმა მინდა 50 წლის უკან რომ გარდაიცვალა ეგ ნიშნავს იმას რომ მესამე ნაწილით დადგენილი წესით შეუძლებელია მამობის დადგენა?

მაგალითად თუ არის ძვლები შემორჩენილი არ შეიძლება იქედან რამის გაგება? ან მინიმუმ რაიმე დასკვნა ხომ უნდა იყოს რომ ამ ძვლებიდან არ შეიძლება მამობის დადგენა?

in reply to: საოჯახო სამართალი #1734
Edika
Participant

მამობის დადგენა

უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილება N-ას-1008-944-2012

სასამართლომ თქვა რომ 1190-ის მეოთხე ნაწილი არის ფაკულტატიური. ანუ თუ შეუძლებელია მესამე ნაწილით დადგენილი წესით მამობის დადგენა მეოთხე ნაწილი მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიყენებაო.

ახლა დაუშვათ მამა გარდაცვლილია დიდი ხნის. (50 წელი). შეიძლება თუ არა ამ შემთხვევაში 1190-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დადგენილი წესით მამობის დადგენა?

(სუსგ.N-ას-720-682-2013) სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია რომ როცა შეუძლებელია 1190-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით მამობის დადგენა, უნდა იქნას გამოყენებული მეოთხე ნაწილიო.

რამდენად ობიექტიური საფუძველია მეოთხე ნაწილით დადგენილი წესით მამობის დადგენის?

in reply to: უსაფუძვლო გამდიდრება #2496
Edika
Participant

მაგ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე საკითხები ბევრჯერ განვიხილეთ აქ და გადახედე წინა გვერდებს ამ თემაში.

in reply to: საოჯახო სამართალი #1918
Edika
Participant

ბავშვის ქონების განკარგვა მშობლის მიერ

არასრულწლოვანი „A”-ს მშობლებმა „B” და „C”-მ ბანკიდან გამოიტანეს სესხი, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთეს „A”-ს საკუთრებაში არსებული ბინა. რისი მოთხოვნის უფლება აქვს „A”-ს და რა საფუძვლით?

in reply to: საბანკო სამართალი #30462
Edika
Participant

ბანკის თანამშრომელი კი არის კრედიტ ოფიცერი, მაგრამ ხელშეკრულების დადების დროს მსესხებელმა რომ ჩახედა მინდობილობაში და ნახა რომ არ ქონდა შესრულების მიღებაზე უფლებამოსილება მაინც უნდა ჩაითვალოს უფლებამოსილ პირად იმ მოტივით რომ ბანკში მუშაობს?

in reply to: საბანკო სამართალი #30456
Edika
Participant

როცა კრედიტ ოფიცერს აქვს მინიჭებული უფლებამოსილება ხელშეკრულების დასადებად ეს კრედიტ ოფიცრის მიერ შესრულების მიღების უფლებამოსილებასაც ნიშნავს? ანუ სესხის ხელშეკრულების დადება და მოვალის მიერ ვალდებულების შესრულება ხომ სხვადასხვა გარიგებებია?  ჩემი აზრით რწმუნებულის უფლებები, მათ შორის ანგარიშწორების წესები პირდაპირ უნდა იყოს გაწერილი მინდობილობაში წინააღმდეგ შემტხვევაში შესრულების მიღებაზე ბანკის სესხის ოფიცერი არის უფლებამოსილი პირი.

104-ეს მესამე ნაწილზე ამბობ შენ?

in reply to: საბანკო სამართალი #30453
Edika
Participant

114 მუხლი რა შუაშია ვერ მივხვდი. “გონია” რა შუაშია? მიანიჭა უფლბამოსილება.

ბანკმა თუ არ მიანიჭა უფლებამოსილება კრედიტ ოფიცერს ისე როგორ ჩაითვლება უფლებამოსილ პირად თქვი აბა მიდი.

Viewing 10 posts - 21 through 30 (of 419 total)