Viewing 10 posts - 41 through 50 (of 136 total)
  • Author
    Posts
  • #2562

    ალბათ მაგის ახსნა იმაშია, რომ კანონმდებელი ანსხვავებს ერთი მხრივ განქორწინების გზით ქორწინების შეწყვეტას და მეორე მხრივ ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შედეგად ქორწინების შეწყვეტას. ეს განსხვავება სავარაუდოდ ეფუძნება იმას, რომ განქორწინება, როგორც იურიდიული მოვლენა გულისხმობს ასევე ქონებრივ გაყრასაც და ეს ქონებრივი გაყრის ვადა უფრო მცირედ არის განსაზღვრული, ვიდრე ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებისას ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაში, სადაც განქორწინება და შესაბამისად ქონებრივი გაყრის საკითხი არ დგას და შესაბამისად ხანდაზმულობის ზოგადი ვადები გამოიყენება.

    #2624
    Edika
    Participant

    სხვათაშორის არის გადაწყვეტილებები სადაც საუბარია იმაზე რომ ქონების გაყოფის მოთხოვნის უფლება აბსოლიტური უფლებაა როგორც საკუთრება და ხანდაზმულობა არ უნდა გავრცელდესო, მაგრამ რატომღაც 1171-ე მუხლი ამ წესიდან არის გამონაკლისი. თუ მივყვებით იმ გადაწტვეტილებებს გარდაცვალების შემთხვევაში ქონების გაყოფაზე საერთოდ არანაირი ხანდაზმულობის ვადა არ უნდა გავრცელდეს.

    #4154

    მეუღლეთა თანასაკუთრება

     

    ერთი მეუღლის მიერ მეორისთვის სახლის მიყიდვა (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ას-960-1162-08)

     

    სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნიკას წარმოეშვა თანასაკუთრების უფლება საცხოვრებელ სახლზე, რადგან სახლი მეუღლეთა ერთად ცხოვრების დროს მიჰყიდა თავის ცოლს.აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ დააფუძნა 1158-ე მუხლზე, რომლის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

     

    უზენაესი სასამართლოს პოზიცია: “მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მეუღლეთა საერთო ქონება არის ქონება, რომელიც მეუღლეებმა ერთობლივად შეიძინეს. შეძენაში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ფულადი თანხის გადახდა (რაზეც მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მე-2 ნაწილი), არამედ ორივე მეუღლის ნება მიმართულია ქონების მათ საკუთრებაში გადასვლაზე. განსახილველ შემთხვევაში ხდება ზემოთ მითითებულის საპირისპირო. არ არსებობს მეუღლეთა ერთობლივი ნება ქონების შეძენისათვის. პირიქით, ერთი მეუღლე ასხვისებს მის საკუთრებაში არსებულ ნივთს, ხოლო მეორე მეუღლე იძენს მას. აღნიშნული აქტი არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ცოლ-ქმრის მიერ ერთობლივად ქონების შეძენის ფაქტი. აქ მეუღლეები ინდივიდუალურად განკარგავენ მათ უფლებებს და მათ შეუძლებელია წარმოეშვათ თანასაკუთრება ამ ნივთზე.”

    #4155
    Crassus
    Participant

    სხვათაშორის ეგ გადაწყვეტილება პირდაპირ მითითებულია სააპელაციო სასამრთლოს №2ბ/3251-12  გადაწყვეტილებაში, სადაც საქმე ეხებოდა ერთი მეუღლის მიერ მეორესთვის არა ნასყიდობის, არამედ ჩუქების გზით ბინის გადაცემაში… სააპელაციო სასამართლომ გაავრცელა აღნიშNული მიდგომა ამ შემთხვევაზეც.

    #1700
    BLH
    Keymaster

    ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება

     

    მშობელს რომელიც არ იხდიდა (არაერთგზის მცდელობისა და სისტემატიურად თავს არიდებდა) სასამართლოს მიერ დაკისრებულ ალიმენტს, მეორე მშობლის სარჩელის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა მშობლის უფლება. რამდენად სწორია სასამართლოს გადაწყვეტილება? საფუძვლად მიუთითა 1205-ე მუხლი რომ თავს არიდებდა მშობლის მოვალეობების შესრულებას.

    #1708

    1205 -ე მუხლი მიუთითა თუ 1206-ე ?? წესით სწორი უნდა იყოს, რადგან მშობლის მოვალეობას არ ასრულებდა შვილის მიმართ, კერძოდ მისი მატერიალურად უზრუნველყოფის მოვალეობას.

    #1709
    Edika
    Participant

    ხო შეცდომით დავწერე, სკ-ის 1206-ე მუხლი უნდა დამეწერა. მანდ მთავარია მიზანმიმართულად არ არიდებდეს თავს ალიმენტს.  

     

    ერთ-ერთი მშობლის უფლების ჩამორთმევის საქმის განხილვის დროს, იქედან გამომდინარე რომ მოპასუხე ვერ იხდიდა (ანუ ვერ იხდიდა და არა “არ იხდიდა”) ალიმენტს სასამართლომ თქვა რომ ეს არ შეიძლება შეფასებულიყო მოპასუხის იმგვარ ბრალეულ ქმედებად, რაც მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძველი იქნებოდა. ანუ მიზანმიმართულად არ უნდა ხდებოდეს ალიმენტისგან თავის არიდება.  ახლა შევხედოდ 1206-ე მუხლს და ვთქვათ ხომ არ არის აუცილებელი მშობლის უფლების ჩამორთმევისთვის კუმულატიურად არსებობდეს რამდენიმე პირობა?  და თუ არის რა პირობებია ესენი?

    #1712

    თუ ვერ იხდის, მაშინ ალიმენტის გადახდის ვალდებულება უნდა მოუხსნან, რადგამ ობიექტურად მისი ფინანსები არ აძლევენ საშუალებას გადაიხადოს ალიმენტი, რას ფიქრობ ამაზე?  

     

    ეს არის სკ-ის 1206-ე მუხლის მე-2 ნაწილი..   “მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ან რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.”  

     

    ერთი შეხედვით ალტერნატიული შემადგენლობებია, მშობლის უფლება-მოვალეობის ჩამორთმევისათვის საკმარისია ბავშვს უხეშად ექცეოდეს ან ქრონიკული ნარკომანი იყოს..  რას ფიქრობ შენ?

    #1713
    Edika
    Participant

    ალიმენტის მოხსნა არ უნდა იყოს სწორი. ის რომ ფინანსური შესაძლებლობა არ ააქვს არაა გათავლსუფლების საფუძველი ალიმენტის მოვალეობისგან. ალიმენტისგან გათავლსუფლება დაკავშირებულია სრულწლოვნების მიღწევასთან, ან თუ სარჩენი პირი გახდა შრომისუნარიანი. შენ რას ფიქრობ ამაზე?  

     

    მშობლის უფლების ჩამორთმევას რაც შეეხება ჩემი აზრით აუცილებელია  ერთდროულად შემდეგი პირობები:

     

    1) ეს უნდა იყოს უკანასკნელი ზომა,

     

    2) მშლობლი მოვალეობებისთვის მიზანმიმართული და სისტემატური თავის არიდება,

     

    3) უფლებების არაჯეროვნად გამოყენება (თუმცა ამ უკანასკნელი პირობის არსებობის აუცილებლობაში არ ვად დარწმუნებული და განვიხილოთ ერთად იქედან გამომდინარე რომ 1206- მეორე ნაწილში საუბარია მოვალეობების თავის არიდებაზე და უფლებების არაჯეროვნად გამოყენებაზე).  

     

    ამას ეხება ერთ ერთი გადაწყვეტილება ოღონდ ვერ მივხვდი რომელი პირობების ერთდროულად არსებობაზეა საუბარი.  (საქმე N- ას-804-1019-08) :

     

    “სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლზე და განმარტა, რომ დასახელებული ნორმა ადგენს იმ წინაპირობებს, რაც შესაძლოა მშობლის უფლებისჩამორთმევას საფუძვლად დაედოს, კერძოდ, კანონმდებელი მშობლის უფლებისჩამორთმევას უკიდურეს ღონისძიებად მიიჩნევს და უკავშირებს ერთდროულად რამდენიმეპირობის არსებობას, რაც გამოიხატება მშობლის მიერ მშობლის მოვალეობისშესრულებისაგან სისტემატურად თავის არიდებაში, მშობლის უფლების არაჯეროვნადგამოყენებაში, ბავშვისადმი უდიერ დამოკიდებულებაში, მშობლის ამორალური საქციელითბავშვზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენასა და მშობლის ქრონიკულად ალკოჰოლური ანნარკოტიკული ზეგავლენის ქვეშ ყოფნაში.”   რას ფიქრობ შენ ამ ყველაფერზე?

    #1717

    მე ვფიქრობ ალტერნატიული შემადგენლობა აქვს მაგ მუხლს, ანუ თითოეული ქმედება, რაც განსაზღვრულია მაგ მუხლში იწვევს სამართლებრივი შედეგის სახით მშობლის უფლების ჩამორთმევას.

     

    მაგ: კრეონიკული ნარკომანი თუა მშობელი ან თუ ვთქვათ იმდენად უხეშად ექვევა, რომ სხვა გზა არაა და უნდა ჩამოერთვას მშობლის უფლება და ა.შ.

Viewing 10 posts - 41 through 50 (of 136 total)
  • You must be logged in to reply to this topic.