Viewing 10 posts - 21 through 30 (of 136 total)
  • Author
    Posts
  • #1541

    მაგ შემთხვევაში შემძენის ინტერესებს იცავს 1160-ე მუხლი, რომლიდან გამომდინარეც ასეთი ხელშეკრულება იქნება ნამდვილი და მყიდველი შეიძენს აღნიშნულ მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას.

    #1544
    BLH
    Keymaster

    დაუშვათ ერთ-ერთი მეუღლე წინააღმდეგი იყო და არ უნდოდა თანასაკუთრებაში არსებული როიალის გაჩუქება, ხოლო მისმა მეუღლემ მისი ნების საწინააღმდეგოდ  გააჩუქა ეს როიალი, ასეთ შემთხვევაში რა ხდება?

    ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილი გვეუბნება, რომ შემძენი არაკეთილსინდისიერიაო, ხოლო 1160-ე მუხლი ამბობს რომ მუხედავად იმისა რომ არ ეთანხმებოდა ვერ მოითხოვს ბათილობასო. უპირატესობა შემი აზრით 1160-ე მუხლს უნდა მიენიჭოს, რადგან სახეზე გვაქვს ამ ორ მუხლს შორის კოლიზია, სადაც 1160-ე მუხლი უფრო სპეციალურია და შესაბამისად მას აქვს უპირატესობა.

    #1546
    კარგი მიგნებაა…მართალია, რომ 187-ე მუხლი ჩუქების დროს დათქმას აკეთებს, რომ მყიდველი მიუხედავად კეთილსინდისიერებისა მაინც ვერ იძენს საკუთრების უფლებას შეძენილ ნივთზე და ჩუქება ბათილია, თუმცა 1160-ე მუხლში თანასაკუთრების ნებისმიერი სახით განკარგვის დროს მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მეორე მეუღლე თანახმაა..

    ანუ ორი საფუძველი გვაქვს, რომლებიდანაც ერთი მეუღლის მიერ გაჩუქებული მოძრავი ნივთის შემთხვევაში ბათილად აცხადებს ასეთი გარიგებას (187-ე მუხლი) და მეორე მხრივ გვაქვს 1160-ე მუხლი, რომელიც ნამდვილად აცხადებს ასეთ გარიგებას.. ანუ კოლიზია გვაქვს..

    ამდენად, ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლი უნდა გამოვიყენოთ, რომელიც გვეუბნება, რომ ზოგადი და სპეციალური ნორმების კოლიზიის დროს გამოიყენება სპეციალური ნორმა, ანუ უნდა გამოვიყენოთ 1160-ე მუხლი, რომლის საფუძველზე ნამდვილი იქნება ასეთი გარიგება.

    #1991

    მეუღლეთა თანასაკუთრების პრეზუმფცია უძრავ ქონებაზე

     

    ას-1058-1325-09 უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მეუღლეთა თანასაკუთრებას უძრავ ქონებაზე. ამ გადაწყვეტილებაში უზენაესი სასამართლო უთითებს დიდი პალატის გადაწყვეტილებაზე, სადაც ნათქვამია:  

     

    “შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში ერთად შეძენილ, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე (თანასაკუთრებაზე) მეუღლეთა საკუთრების უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში ორივე მათგანის რეგისტრაციის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში მესამე პირების მიმართ რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად”

    #1992
    Edika
    Participant

    ხო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ეგ და სწორიცაა ეგრე, მაგრამ თუ შემძენმა იცის რომ მეუღლეთა ერთაც ცხოვრების პერიოდშია შეძენილი მაშინ?

    #1993

    ამ გადაწყვეტილებიდან ისე გამოდის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ნამდვილი იქნება ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აშკარად არაკეთილსინდისიერია შემძენი. მაშინაც ნამდვილი გამოდის, როცა შემძენმა იცის, რომ მეორე მეუღლემ არ იცის თანასაკუთრების განკარგვის შესახებ, რადგან იმით, რომ მეორე მეუღლემ თავის სახელზე არ დაირეგისტრირა აღნიშნულ უძრავი ქონება, ის რისკები, რაც ამ უმოქმედობას მოყვა მას ეკისრება.

    #1994
    Edika
    Participant

    ერთი სიტყვით ეგ გადაწყვეტილება სხვა რამეს ამბობს და სხვები კიდევ სხვა რამეს. მე როგორც მახსოვს მაგ გადაწყვეტილებაში საუბარია იმაზე რომ ეს მუხლი ეხება მეუღლეთა შორის ურთიერთობას და ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მესამე პირებთან ურთიერთობაშიო, ანუ ჩვეულებრივად შეუძლია განკარგოს და ა.შ, ხოლო დანარჩენები ამბობენ რომ თუ შემძენი არაკეთილსინდისიერია მაშინ ბათილია განკარგვაო. მე ვფიქრობ თუ შემძენმა იცის რომ ერთად ცხოვრების პერიოდშია შეძენილი და არის თანასაკუთრება მაშინ ბათილია განკარგვა.

    #1995

    მე არ ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ  1160-ე მუხლი ეხება  მხოლოდ მეუღლეთა შიდა ურთიერთობას, ჩემი აზრით იგი ეხება შემძენის ინტერესებსაც და უფრო მეტიც, შემძენის ინტერესებს იცავს დამატებით (185-ე და 312-ე მუხლებთან ერთად), იგივეს ამბობს ზემოთ მოყვანილ გადაწყვეტილებაში უზენაესი სასამართლო, რომელიც უთითებს დიდი პალატის გადაწყვეტილებაზე, ამიტომაც ვფიქრობ ამ საკითხის გადაწყვეტა სწორედ ამ კუთხით უნდა მოხდეს.

     

    რაც შეეხება ბათილობას, მხოლოდ შემძენის მიერ იმის ცოდნა, რომ ბინა შეძენილია მეუღლეთა თანასაკუთრების დროს და არის თანასაკუთრება არ წარმოადგენს ნასყიდობის ბათილობის საფუძველს, რადგან ბათილობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს ასეთ შემთხვევაში, განსხვავებული სიტუაცია იქნება, თუ შემძენმა იცის, რომ მეორე მეუღლეს კატეგორიულად არ სურს განკაგვა და რომ მეუღლეებს შორის დავაა.

    #1547
    BLH
    Keymaster

    თანასაკუთრების განკაგვა დაბალ ფასად

    ახლა განვიხილოთ შემთხვევა როცა ვთქვათ გაყიდა ერთ-ერთმა მეუღლემ თანასაკუთრებაში არსებული ნივთი იმაზე ბევრად ნაკლებ ფასად ვიდრე რეალურად ღირს ეს ნივთ, ანუ ნივთის საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებად.

    სანამ ამ საკითხს განვიხილავდეთ,ჯერ განვიხილოთ სკ-ის 1160-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება რა კატეგორიის და იურიდიული ბუნებისაა თავისი ხასიათით? შემდეგ ნივთის ნაკლებად გაყიდვის გამო, თუ აქვს მეორე მეუღლეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება და რა სამართლებრივი საფუძვლით?

    #1551

    სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით: “მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.”

    შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ნორმა წარმოადგენს თანაზიარი ნივთის გამსხვისებელი მეუღლის პასუხისმგებლობის წყაროს, რაზეც მიუთითებს თავის მხრივ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი:  “ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

    ამდენად, აღნიშნული მუხლით დაზარალებულ მეუღლეს შეუძლია მოითხოვოს იმ სარგებლის ნახევარი, რაც ნივთის გასხვისებით იქნა მიღებული. მაგ: თუ ნივთი გასხვისდა 10.000 დოლარად, მას შეუძლია მოითხოვოს 5.000 დოლარი, მიუხედავად იმისა, ნივთის საბაზრო ღირებულება არის თუ არა უფრო მაღალი.

    იმ შემთხვევაში თუ თანასაკუთრებაში არსებული ნივთი საბაზრო ფასზე ნაკლებად იქნა გასხვისებული, მეუღლეს შეუძლია გარდა სარგებლის მოთხოვნისა, მოითხოვოს ასევე ზიანის ანაზღაურებაც. არსებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე ამ შემთხვევაში გამოიყენება არა დელიქტური ნორმები, არამედ სამოქალაქო კოდექსის 982.1-ე და 979.2-ე მუხლები და “ზიანთან გათანაბრების” ცნება, რაც უსაფუძვლო გამდიდრების თემაში გვაქვს განხილული. (ას-1136-1067-2012).

    მაგ: ზემოთ მოყვანილ მაგალითში, თუ განკარგული ნივთის საბაზრო ღირებულება 20.000 დოლარია და იგი მხოლოდ 10.000 დოლარად განიკარგება, დაზარალებულ მეუღლეს შეუძლია მოითხოვოს 5.000 დოლარი, როგორც სარგებელი და 5.000 დოლარი, როგორც ზიანის ანაზღაურება სკ-ის 982.1-ე და 979.2-ე მუხლების საფუძველზე.

Viewing 10 posts - 21 through 30 (of 136 total)
  • You must be logged in to reply to this topic.