Viewing 10 posts - 111 through 120 (of 136 total)
  • Author
    Posts
  • #3831

    საინტერესო შემთხვევა პრაქტიკიდან..

     

    “ა” გარდაიცვალა, მას დარჩა ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე “ბ”, რომელმაც ფაქტობრივი ფლობით მიიღო “ა”-ს ბინა.. 4 წლის შემდეგ “ბ” ჩავარდა კომაში, რომელიც უკვე გრძელდება 5 წელია. მის ოჯახს უნდა ბინის გაყიდვა, რა უნდა ქნას?

     

     

    მეორე შემთხვევა “ა” გარდაიცვალა, მას დარჩა ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე “ბ”, რომელიც კომაშია.

    #3843
    Edika
    Participant

    პირველ შემთხვევაში ვერაფერს ვერ იზამს ბ-ს ოჯახი.  ვერც მეორე შემტხვევაში ჩემი აზრით იქედან გამომდინარე რომ ბ-ს სამკვიდრო არ მიუღია.

    #3844

    სამართლებრივად დაასაბუთე რატომ ვერ იზამენ?  ასევე წარმოიდგინე იგივე შემთხვევა, ოღონდ კომის მაგივრად სულიერად დაავადდება ეს პირი

     

    მეორე შემთხვევაში, კომაშია ფიზიკურად ვერ ღებულობს, რა უნდა ქნან ოჯახის წევრებმა, რომ სამკვიდრო მიიღონ?

     

     

    #3845
    Edika
    Participant

    სულითავადმყოფი თუა მაშინ ქმედუუნაროდ აღიარებაზე მიმართავ სასამართლოს უდავო წარმოების წესით, დაენიშნება მეურვე და მერე შეიძლება. კომაში ყოფნა ჭკუასუსტობაში რამდენად გავა არ ვიცი. არამგონია.

     

    მეორე შემთხვევაში რა უნდა ქნან ოჯახის წევრებმა? ჯერ ბ-მ უნდა მიიღოს ყველავარიანტში. კომაში რადგანაცაა სამკვიდროს ვერ მიიღებს. სამკვიდროს თუ ვერ მიიღებს საკუთრება არ წარმოეშობა და შესამამისად სამკვიდრო უფლებაც ვერ წარმოეშობა

     

     

    #3846

    @Edika said:
    სულითავადმყოფი თუა მაშინ ქმედუუნაროდ აღიარებაზე მიმართავ სასამართლოს უდავო წარმოების წესით, დაენიშნება მეურვე და მერე შეიძლება. კომაში ყოფნა ჭკუასუსტობაში რამდენად გავა არ ვიცი. არამგონია.

     

    სამოქალაქო კოდექსის მე-12, 1290-ე და 1293-ე მუხლები ნახე, ბოლო რედაქცია ოღონდ.

    #3943
    kakha
    Member

    მემკვიდრეობითის თემაში ვაპირებდი თავიდან დაწერას, მაგრამ მემგონი აქ დასაწერი უფროა…

    დღეს ყველაზე აქტიურ კითხვაზე, კომლის წევრად მიღებასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?  როგორ ხდება კომლში წევრად მიღება? 🙂

    #3944
    Edika
    Participant

    საკოლმეურნეო კომლი ხო გაუქმებულია, აღარ იწარმოება და გაწევრიანება როგორუ უნდა მოხდეს?

    #3946
    kakha
    Member

    არვიცი, ახალ კანონს ირებენ. უცხო ქვეყნის მოქალაქეს იმ შემთხვევაში ექნება მიწის ყიდვის უფლება თუ კომლში გაწევრიანდება..

    #3947
    Edika
    Participant

    ეგ ალბათ ახალი საკომლო მეურნეობაში.  კანონი როა რაღაც არ მახსოვს ზუსტად სახელი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების…………………….. ასე იწყება. ვაფშე რა საჭიროა ამ საკომლო მეურნეობის არსებობა ან რას ემსახურება მე მაინც ვერ მივხვდი.

    #4134

    კომლში წევრად მიღება აბსოლუტურად გაუგებარი ცნებაა ამ ეტაპამდე და ვნახოთ როგორ ჩამოაყალიბებენ… ჯერ მოუწევთ კომლის განმარტების გაკეთება და შემდეგ უკვე კომლში წევრად მიღების ცნების განსაზღვრა.. მე ვფიქრობ არაა საჭიროება ასეთი გაუგებარი ახალი რეგულაციების შემოღება..

Viewing 10 posts - 111 through 120 (of 136 total)
  • You must be logged in to reply to this topic.