Viewing 10 posts - 91 through 100 (of 136 total)
  • Author
    Posts
  • #2636
    Edika
    Participant

    უფლებამონაცვლეობა იმიტომ გამოირიცხა რომ არანაირი ქონება არ დარჩენია გარდაცვლილს.

    #2642

    @Edika said:
    დაუშვათ განკარგა ანდერძით ქონება რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა. გარდაიცვალა, ანდერძის შედეგი დადგა. გარდაცვლილს როგორ მოთხოვ 1160-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით  ” ქონების განკარგვით მიღებულ სარგებელს”? (ვერც სხვა მემკვიდრეს, როგორც უფლებამონაცვლეს ვერ მოთხოვ). მკვდარს რანაირად მოთხოვ? მატერიალურ სამარტლებრივი საფუძველი აღარ არსებობს უბრალოდ მოთხოვნის.  მე ვფიქრობ 1160-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე შეიძლება ვთქვათ რომ 1160-ე მუხლის ერთ ერთი მიზანია უფლებაშესახული მეუღლის ინტერესების დაცვა – რესტიტუცია (1160-ე მუხლის მესამე ნაწილი). როცა პირი გარდაცვლილია იმას ვერ მოთხოვ ვერანაირ კომპესაციას, ამიტომ უნდა შეიზღუდოს 1160-ე მუხლის მეორე ნაწილის მოქმედება,  მაშინ როცა უსასყიდლოდ ხდება გასხვისება (ანუ როცა ანდერძის ხდება გადაცემა).

     

     

    მკვდარს ვერ მოთხოვ, მაგრამ მაგ მკვდარს წარმოეშვა ვალდებულება, რომელიც არ არის პირადი სახის და გადადის მემკვიდრეებზე. თუ სამკვიდროში არაფერი დარჩა ეგ არ ნიშნავს იმას, რომ განკარგვის ბათილობის საფუძველი წარმოიშობა.

     

    რა მნიშვნელობა აქვს განკარგვა სასყიდლიანია თუ უსასყიდლო, ბათილობის საფუძველი არ არსებობს. 1160-ე მუხლი მოიცავს, როგორც სასყიდლიან, ისე უსასყიდლო განკარგვას და ნამდვილად აღიარებს მათ.

    #2643
    Edika
    Participant

    მართალია 1160-ე მუხლის მიხედვით არ ააქვს ბათილობის მოტხოვნის უფლბა, მაგრამ ამის სანაცვლოდ კანონი ითვქლისცინებს კომპესაციის უფლებას. ანუ კანონი აღადგენს ბალანსს ამით რომ ვერ მოითხოვს ბათილობას მაგრამ სამაგიეროდ მოითხოვს კომპესაციას. და როდესაც ასეთი კომპესაციის მოთხოვნის უფლებაც წყდება(გარდაიცვალა და არც არანაირი ქონება არ დარჩენია, შესაბამისად ვერც მემკვიდრეებს მოთხოვ ვერაფერს) მაშინაც მოქმედებს 1160-ე მუხლის მეორე ნაწილი, ანუ ბათილობის აკრძალვა?

    #2645

    ვერ დაგეთანხმები. მართალია, 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს ქონებრივი უფლება-შელახული მეუღლისთვის კომპენსაციის გადახდას, თუმცა ეს ვალდებულება გამიჯნულია მესამე პირისაგან და იგი წარმოშობს ფარდობით ურთიერთობას მეუღლეებს შორის.

     

    თუ გარდაიცვლება მეუღლე, რომელმაც გაასხვისა თანასაკუთრებაში არსებული ნივთი და კომპენსაციის გადახდა ვერ ხდება მეორე მეუღლისათვის, მაშინ ეს უკანასკნელი ვერ მოთხოვს ვერაფერს იმ პირს, რომელსაც უსასყიდლოდ გადაეცა თანასაკუთრებაში არსებული ნივთი.

     

    ასეთი რამ, რომ დავუშვათ მაშინ დაირღვევა სამართლებრივი ბალანსი, რადგან თუ სამკვიდრო დარჩა, სამკვიდროდან უნდა მოხდეს კომპენსირება და თუ არ დარჩა სამკვიდრო, მაშინ მესამე პირისგან? ჯერესერთი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს ასე, რომ გადავწვიტოთ აღნიშნული საკითხი და მეორე მხრივ არასწორი იქნება. ამასთან დაკავშირებით მინდა დავსვა ერთი კითხვა, თუ შენ პოზიციას გავიზიარებთ, რა მოხდება მაშინ, როცა სამკვიდროში შემავალი ქონება მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს საკომპენსაციო თანხას?

     

    #2646

    @drogba said:
    მე საერთოდ იცით რას ვფიქრობ, 1171-ე მუხლი  არარელევანტურია უნდა იყოს. ამ შემთხვევაში რატომ არ შეიძლება სკ-ის 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენება. იმ კუთხით, რომ ერთმა მეუღლემ განკარგა მეუღლეთა თანასაკუთრება და ეს განკარგვა ნამდვილია ამ ნორმის მიხედვით.  ასეთ შემთხვევაში მეორე მეუღლეს ექნება მხოლოდ 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება მეუღლის მიმართ, ხომ ასეა?

    და ვინაიდან თანასაკუთრების განმკარგველი მეუღლე გარდაიცვალა, მას მხოლოდ ამ მეუღლის სამკვიდროდან ექნება აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება, ხოლო იმ მესამე პირს, ვის მიმართაც მოხდა აღნიშნული ქონების განკარგვა, იმის ვერ მოსთხოვს ვერაფერს.

     

     

    მოკლედ არ შენ არ გეთანხმები და არც ედიკას… ახლა გეტყვით ჩემ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით.

     

    სკ-ს 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით გვაქვს ზოგადი წესი, რომ თუ ერთი მეუღლე განკარგავს მეუღლეთა თანასაკუთრებას, მაშინ განკარგულ ნივთზე მეორე მეუღლეს პრეტენზია ვერ ექნება. ანუ მაგალითად თუ გააჩუქებს ერთი მეუღლე თანასაკუთრებაში მყოფ ბინას, მაშინ მეორე მეუღლე ვერ მოითხოვს ამ ბინის 1/2-ს უკან დაბრუნებას, თუმცა მას აქვს 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

     

    ანუ გვაქვს ორი მთავარი საკითხი ამ მუხლთან დაკავშირებით: 1. კომეპნსაციის საკითხი განკარგვის დროს (ამაზე ვისაუბრეთ უკვე წინა პოსტებში) და  2. ანდერძით დატოვებული ბინა ჩაითვლება თუ არა განკარგვად სკ-ის 1160-ე მუხლის ფარგლებში?

     

    ჩემი პირადი აზრია, რომ როცა ანდერძში ხდება თანასაკუთრების განსაზღვრა, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ არა 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილი, არამედ სკ-ს 1335-ე მუხლი. აღნიშნული განპირობებულია ანდერძით ქონების განკარგვის სპეციფიკიდან გამომდინარე. მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო, მაგ: “ა”-ს ჰქონდა “ბ”-სგან ნათხოვნი კარადა, რომელიც ანდერძით დაუტოვა “გ”-ს. ამ შემთხვევაში მიუხედავად 187-ე მუხლის არსებობისა, მოქმედებს 1335-ე მუხლი და “ბ”უფლებამოსილია გამოითხოვოს აღნიშნული ნივთი, იგივე ბინაზე, როცა ბინა არასწორედ არის რეგისტრირებული მოანდერძეზე, ნამდვილ მესაკუთრეს აქვს მისი გამოთხოვნის უფლება 1335-ე მუხლის მიხედვით.

     

    #2647
    Edika
    Participant

    1335-ში ნივთზე რომაა საუბარი?

    #2648

    რა მნიშვნელობა აქვს ნივთია თუ ნივთის ნაწილი, მოიცავს ყველაფერს 1335-ე მუხლი.. 172-ე მუხლშიც ნივთზეა საუბარი, მაგრამ ნივთის ნაწილზე არ გამოიყენება?

    #2650
    Edika
    Participant

    ნივთის ნაწილზე კი არა არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზეა აქ საუბარი. საწარმოს 25 პროცენტიან წილზე.

     

    #2651
    Edika
    Participant

    მაინც ვერ გავიგე რატომ არ მოგწონს ჩემი ნათქვამი. მე მგონია რომ ლოგიკიდან შორს არაა. ვერ ვხვდები კიდევ მესამე პირები რატომ ახსენე, მე არ მიხსენებია. ან ფარდობითი ურთიერთობა რა შუაშია.

     

    მარტივ რაღაცას ვამბობ, თუ კომპესაციის მოთხოვნის უფლება, ბათილობის აკრძალვის სანაცვლოდ ენიჭება, მაშინ შემთხვევა როცა თვითონ კომპესაციის მოთხოვნის ვალდებულებით სამართლებრივ საფუძველი წყდება  და ბალანსი დაუცველი რჩება,რატომ არ უნდა ქონდეს ბათილობის მოთხოვნის უფლება? 1160-ე მუხლის მესამე ნაწილის მიზანი ხომ ბალანსის დაცვაა? და როცა კომპესაციის უფლება აღარ ააქვს კრედიტორს მაინც მოქმედებს 1160-ე მუხლის მეორე ნაწილი? აქედან გამომდინარე როცა მოანდერძემ განკარგა მეუღლეტა თანასაკუთრება, ისე რომ მეორე მეუღლეს ერთმევა კომპესაციის მოთხოვნის უფლება (ანუ გარდაიცვალა ისე რომ არანაირი ქონება არ დარჩენია, შესაბამისად მემკვიდრეები ვერ აგებენ პასუხს, რაც იწვევს კომპესაციის მოთხოვნის ვალდებულებით სამართლებრივი საფუძველის შეწყვეტას) ამ შემტხვევაში არ მოქმედებს 1160-ე მუხის მეორე ნაწილი.

     

    ახლა მეორე შემთხვევა, ანუ როცა კომპესაციის მოთხოვნის ვალდებულებით სამართლებრივი საფუძველი არ შეწყვეტილა (ანუ გარდაიცვალა მოანდერძე, დარჩა სხვა ქონება, შესაბამისად უფლებამონაცვლეებიც დარჩა), ამ შემტხვევაში წინააღმდეგობაში მოდის 1335-ე და 1160-ე მუხლის მეორე ნაწილი ერთმანეთთან.

     

    #2653

    კარგად, რომ წაიკითხო ჩემი ნაწერი მიხვდები, რომ 1160-ე მუხლის გამოყენება საერთოდ არ უნდა მოხდეს, რადგან გამოიყენება 1335-ე მუხლი. არამატერიალურ ქონებაზეც გამოიყენება ეს მუხლი, მაგრამ მე ზოგადად ვლაპარაკობდი მსგავს შემთხვევებზე.

     

    შენ რასაც წერ სამართლებრივად გაუმართავია და თუ რატომ ეგეც დავწერე ზემოთ და დაგისვი კითხვა, რომელსაც კიდევ ერთხელ დაგისვამ.

     

    თუ შენ პოზიციას გავიზიარებთ და ვიტვით, რომ 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილი ხან ბათილია ხან ნამდვილია და ეს დამოკიდებულია სამკვიდრო ქონება დარჩა თუ არა განმკარგველ მეუღლეს (ასეთი განმარტება ჩემთვის მიუღებელია, თუ რატომ ზემოთ დავწერე უკვე) რა მოხდება მაშინ, როცა სამკვიდროში შემავალი ქონება მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს საკომპენსაციო თანხას?

     

    ერთი მაგალითი უნდა დავწერო შენი პოზიციის საწინააღმდეგოდ…  ნიკამ ნასყიდობის ხელშეკრულების გზით გაასხვისა მეუღლეთა თანასაკუთრება. შემდგომ გარდაიცვალა, თუმცა სამკვიდრო ქონება საერთოდ არ დარჩა (გაანიავა ფული)…  შენ პოზიციას თუ მივყვებით ნასყიდობის ბათილობის მოთხოვნის უფლება აქვს მეორე მეუღლეს და ქონების დაბრუნების?

Viewing 10 posts - 91 through 100 (of 136 total)
  • You must be logged in to reply to this topic.