Forum Replies Created

Viewing 10 posts - 391 through 400 (of 419 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: საოჯახო სამართალი #1742
    Edika
    Participant

    დედის მიერ შვილის საზღვარგარეთ წაყვანა საცხოვრებლად

    შეიტანა დედამ სარჩელი ბავშვის  საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით სარჩელი რომელიც დაკმაყოფილდა მის სასარგებლოდ. ამის შემდეგ დედას მივბლინებაში უშვებენ საზღვარგარეთ 3 წლით (ასე ეწერა ერთ ერთ გადაწყვეტილებაში 3 წელიო). საჭიროა თუ არა მამის თანხმობა?

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #1763
    Edika
    Participant

    სამკვიდრო მოწმობის ბათილობის საკითხი

    პირველ რიგში რა არის სამკვიდო მოწმობა, რა სამართლებრივ კატეგორიას განეკუთვნება? არის თუ არა ადმინისტრაციული აქტი?

    ადმინსტრაციული აქტის ცნების ელემენტებია: 1) ადმინისტრაციული ორგანო, 2) ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე 3) ინდივიდუალური აქტი 4) აწესებს, ცვლის წყვეტს ან ადასტურებს.  1,  და 4 ელემენტები გვაქვს სამკვიდრო მოწმობასთან დაკავშირებით.

    საინტერესოა  რამდენად გვაქვს 2 და 3 ელემენტები, ანუ სამკვიდრო მოწმობის გაცემა ხდება თუ არა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და სამკვიდრო მოწმობა წარმოადგენს თუ არა ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს?

    იქიდან გამომდინარე, რომ სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს კონკრეტული პირის სამოქალაქო სამართლებრივ, კერძოდ სამემკვიდრეო ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებებს, იგი თავისი ბუნებით წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რომელიც გამოცემულია ნოტარიუსის, ანუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ,  თუმცა ჩდება კითხვა რამდენადაა იგი გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და საჯარო მმართველობის განხორციელების მიზნით?

    ხოლო თუ ჩავთვლით, რომ სამკვიდრო მოწმობა ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტია რატომ განიხილავენ სასამართლოები ბათიობის საკითხს სამოქალაქო წესით? თან არამარტო სამკვიდრო მოწმობას არამედ სხვა სანოტარო მოქმედებების შესახებ დადგენილებებსაც (მაგალითად სამკვიდროს მმართველის დანიშვნა)?

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2674
    Edika
    Participant

    მემკვიდრეობა მეუღლეთა თანასაკუთრების დროს

    სახლი რომელიც წამოადგენდა მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილს და შესაბამისად მათ თანასაკუთრებას აღრიცხული იყო მხოლოდ ქმრის სახელზე. გარდაიცვალა ცოლი, ამის შემდეგ ქმარიც, რომელმაც ეს სახლი დაუტოვა მთლიანად მეზობელს. რისი მოთხოვნის უფლება აქვს მოანდერძის პირველი რიგის მემკვიდრეს (შვილს), რომელსაც არაფერი არ ერგო ანდერძით?

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #1917
    Edika
    Participant

    სამკვიდროში შემავალი სხვისი ქონება და მემკვიდრის კეთილსინდისიერება

    სამკვიდრო არასწორად არის რეგისტრირებული მამკვიდრებლის სახელზე, გარდაიცვალა მამკვიდრებელი და მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო, ისე რომ არაფერი იცოდა, ანუ რეესტრის ჩანაწერის მიმართ კეთილსინდისიერი იყო. მემკვიდრემ დაირეგისტრირა სამკვიდრო ქონება საჯარო რეესტრში. ნამდვილმა მესაკუთრემ მოითხოვა ნივთის მიკუთვნება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა, სწორია?

    კეთილსინდისიერ შემძენზე რას იტყვით ასეთ შემთხვევაში? სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის გამოყენება რამდენად შეიძლება მემკვიდრის სასარგებლოდ?

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2934
    Edika
    Participant

    მარტალს ამბობ. ნბა გამოვლენილია და სარჩენის გარდაცვალება და თუ გინდ ქმედუნარიანობის დაკარგვა გავლენას ვერ იქონიებს მის ნამდვილობაზე (სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის მესამე ნაწილი). გარდა მაგისა ვალდებულება ჯერ კიდევ არსებობს, ანუ არ შეწყვეტილა მიუხედავად იმისა რომ მოვალე გარდაიცვალა( 453-ე მუხლი). და ბოლოს 1484-ე მუხლი რაც მთავარია.

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2931
    Edika
    Participant

    ძაან მარტივი საკითხია. დაუშვათ მამკვიდრებელს ააქვს ვალი 1000 დოლარი. არის ერთი სავალდებულო მემკვიდრე, რომელმაც მიიღო სავალდებულო წილი, ხომ არის ეს სავალდებულო მემკვიდრე  ვალდებული გაისტუმროს ვალი თავისი წილის ფარგლებში? კი, იგივეა აქაც, ოღონდ მემკვიდრეს ევალება სამკვიდრო სახლიდან თავისი წილის გადაცემა კრედიტორისთვის.

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2928
    Edika
    Participant

    უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N-ას-185-178-2012

     

    აი რას ამბობს უზენაესი სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებით: ”საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვადას კანონი ნამდვილად არ ადგენს. ამავდროულად, ეს უფლება – უფლების წარმომშობი აქტის (მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების) რეგისტრაცია სხვის უფლებას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ანუ კერძო სამართლის სუბიექტმა ეს უფლებს გონივრულ ვადაში თუ არ განახორციელა (რჩენის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებლობამ) შედეგად შეიძლება სხვა სუბიექტის მიერ ამავე ნივთზე მოგვიანებით წარმოშობილმა უფლებამ (მოცემულ შემთხვევაში გ.პ-ის მემკვიდრეობამ) გადაწონოს.

     

    არასწორია ჩემი აზრით. რას ქვია გადაწონის?

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2926
    Edika
    Participant

    მეც ვფიქრობ რომ ბ-ს (მარჩენალს) უნდა მიეკუთვნოს მთლიანად სახლი. მარტივადაა რა ჩემი აზრით საქმე. დაიდო ვალდებულებიტი ხელშეკრულება. სარჩენი წარმოადგენს მოვალეს რომელიც ვალდებულია გადასცეს საკუთრებაში სახლი მარჩენალს, ხოლო გარდაცვალების შემთხვევაში ეს მოვალეობა ეკისრება უფლებამონაცვლე მემკვიდრეს სამკვიდრო აქტივის ფარგლებში, მათ შორის სავალდებული წილზე უფლების მქონე პირსაც (სკ. 1484-ე მუხლი). თქვი ჯერ ამაზე რას ფიქრობ და მერე დავდებ უზენაესმა რაც თქვა.

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2922
    Edika
    Participant

    სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება და მემკვიდრეობა

     

    2000 წელს “A”-მ დადო “B”-სთან სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლითაც “B”-მ იკისრა ვალდებულება ერჩინა მთელი ცხოვრება “A”. თავის მხრივ “A”-მ იკისრა ვალდებულება “B”-სთვის საკუთრებაში გადაეცა თავისი საცხოვრებელი სახლი. ხელშეკრულება გაფორმდა სანოტარო წესით, თუმცა მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არ მომხდარა მაშინვე. “A”-ს ყავდა ერთი კანონისმიერი მემკვიდრე “G”. 2010 წელს გარდაიცვალა “A”, რის შემდეგაც აღმოჩნდა რომ 1999 წელს “A”-ს შეუდგენია ანდერძი ‘B”-ს სახელზე, რომლითააც იგივე სახლი მთლიანად (ანუ მთელი ქონება. სახლის მეტი არაფერი ქონდა) უანდსერძა ასევე “B”-ს. (ანუ მარჩენალიც და ანდერძისმიერი მემკვიდრეც “B” არის). “A”-ს კანონიერმა მემკვიდრემ “G”-მ მიმარტა ნოტარიუსს სავალდებულო წილის მოთხოვნით, რაც ნოტარიუსმა დააკმაყოფილა.

     

    რისი მოთხოვნის უფლება აქვს “B”-ს?

    in reply to: საოჯახო სამართალი #1725
    Edika
    Participant

    გეთანხმები. შეიძლება არ ააქვს მოცემულ მომენტში არანაირი ქონება, მაგრამ იმის გამო რომ თავი განზრახ ჩაიგდო ასეთ მდგომარეობაში, მხედველობაში არ უნდა მიიღოს მისი აჟამინდელი ქონებრივი მდგომარეობა სასამართლომ  და არ უნდა თქვას რომ რადგან ასეთი და ასეთი ქონებრივი მდგომარეობა აქვს ალიმენტიც შესაბამისად უნდა განისაზღვროსო. ანუ ალიმენტი შეიძლება იყოს მშობლის ქონებრივ/მატერიალური მდგომარეობის არათანაზომიერი/არაპროპორციული  (იქედან გამომდინარე რომ მაგალითად როცა არანაირი შემოსავალი არ ააქვს მაინც ევალება გადახდა) და მითუმეტეს როცა ძალით იგდებს ასეთ მდგომარეობაში თავს არ უნდა მიიღოს მხედველობაში სასამართლომ ეს გარემოება.

Viewing 10 posts - 391 through 400 (of 419 total)