Forum Replies Created

Viewing 10 posts - 381 through 390 (of 419 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #1824
    Edika
    Participant

    ვერ მივხვდი რაზეა საუბარი საერთოდ, ჩვეულებრივი ხანდაზმულობის ვადა არაა სკ-ის 1488-ე მუხლი?

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #1925
    Edika
    Participant

    მემკვიდრეობის ჩამორთმევა ანდერძით

    სამკვიდრო მოიცავს 1000 კვ.მ ფართის შენობას. ანდერძში წერია, რომ : “შალვას ვუანდერძებ მხოლოდ 150 კვ.მ ფართს” ან  ” ვუანდერძებ 150 კვ.მ ფართს”.  ამასთანავე შალვა არის კანონისმიერი მემკვიდრე.  დანარჩენ 850 კვმ ფართს რა ელის?

    “მხოლოდ განსაზღვრულ ნაწილს”-ო რომ ამბობს მამკვიდრებელი ეს არ ნიშნავს იმას რომ დანარჩენზე ერთმევა სამკვიდროს უფლება, 1354-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე?

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #1908
    Edika
    Participant

    ანდერძით მემკვიდრეების მიერ სამკვიდროზე უარის თქმის შედეგები

    მამკვიდრებელმა მთელი ქონება უანდერძა მეზობელს ისე რომ ანდერძში ნახსენები არაა საერთოდ შვილი. მეზობელმა უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე. აქვს თუ არა შვილს სამკვიდროზე უფლება?

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #1810
    Edika
    Participant

    ხო მთლად სრულყოფილი გადაწყვეტილება ვერაა. მაგ გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული როგორ გამოითვლება ანდერძის ბათილობის ხანდაზმულობის ვადები, როცა პირმა არ იცის ანდერძის არსებობის შესახებ. ასეთი კითხვა მაქვს, ხომ არ შეიძლება აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად გამოვიყენოთ სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლი??

     

    “სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.”

     

    “ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ შემთხვევაში სამკვიდროს მიღების ვადის გამშვებ მემკვიდრეს მისი ხვედრი ქონებიდან, რომელიც სხვა მემკვიდრეებმა მიიღეს, ან სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა, ნატურად მიეცემა ის, რაც შენარჩუნებულია; მას მიეცემა ასევე მისი ხვედრი ქონების დანარჩენი ნაწილის ღირებულება.”

    in reply to: საოჯახო სამართალი #1804
    Edika
    Participant

    ვინაიდან სააპელაციოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, უნდა განხილულიყო საკასაციო წესითაც.

    მე უფრო დამაფიქრა 1168-ე მუხლის მესამე ნაწილმა. თუ მართლა ეგრეა როგორც უზენაესი ამბობს რომ საჭიროა ერთობლივი შრომა/სახსრებიო, მაშინ რატომაა საჭირო ერთ-ერთი მეუღლის საკუთრებად ცნობისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება მაშინ როცა მეუღლეები ფაქტობრივად განქორწინებულები არიან, ცალ-ცალკე ცხოვრობენ და საერთო მეურნეობა აღარ გააჩნიათ, ანუ ერთობლივი სახსრები/შრომა აღარ აქვთ.  ასეთ ვითარებაში მათ ააქვთ დამოუკიდებელი შემოსავლის წყაროები, ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მუშაობენ ცალ-ცაკლე და თუ ამ ცალ-ცალკე ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება არ ცნო სასამართლომ თითოეული მეუღლის საკუთრებად მაშინ მაინც მეუღლეების თანასაკუთრებას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა რომ საერთო სახსრებით და შრომით არაა შეძენილი.

    რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით?

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #1802
    Edika
    Participant

    საინტერესოა, ანუ როგორც უზენაესი ამბობს, ხანდაზმულობა ვრცელდება იმ შემთხვევებზე როცა დაინტერესებულმა პირმა იცის ანდერძის არსებობის შესახებ. ვთქვათ, გაიხსნა სამკვიდრო, არსებობს ანდერძი “ა”-ს სახელზე და ამ ანდერძის ბათილობის საფუძვლები.

     

    თუმცა ამავდროულად არსებობს ანდერძი “ბ”-ს სასარგებლოდ, რომელსაც ეს უკანასკნელი აღმოაჩენს  სამკვიდროს გახსნიდან  4 წლის შემდეგ. ეს ორწლიანი შეცილების ვადა უნდა აღდგეს თუ რა ემართება ამ შემთხვევაში? თუ როცა აღმოაჩენს რომ თურმე ანდერძია მის სახელზე იქედან იწყება შეცილების ორწლიანი ვადა? 

    in reply to: საოჯახო სამართალი #1779
    Edika
    Participant

    ქორწინების პერიოდში უძრავი ქონების რეგისტრაცია

    დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ნოტარიალურად, მაგრამ საჯარო რეესტრში არ მომხდარა საკუთრების რეგისტრაცია. ამის შემდეგ შემძენმა იქორწინა. შეძენილი უძრავი ქონება საკუთრებაში მხოლოდ ქორწინებიდან 1 წლის შემდეგ დაირეგისტრირა. ვრცელდება თუ არა ამ ნივთზე მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი?

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #1777
    Edika
    Participant

    ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნების დროს სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული ყველაფერი (ანუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით უნდა შეაფასოს მტკიცებულებები).

    in reply to: საოჯახო სამართალი #1759
    Edika
    Participant

     

    ას-840-798-2013 ამ გადაწყვეტილებაში არ ჩანს ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის მისამართი თუ იყო განსაზღვრული, მაგრამ საზღვარგარეთ გაყვანა დედის სასარგებლოდ გადაწყდა.

    მე ვფიქრობ რომ თუ საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრულია დედის სასარგებლოდ მაშინ არ უნდა იყოს აუცილებელი დამატების საზღვარგარეთ გაყვანისთვის მშობლის უფლების შეზღუდვა.

    in reply to: საოჯახო სამართალი #1750
    Edika
    Participant

    ეგრე შეიძლება თვითონ ქვეყნის შიგნით რომ შეიცვალოს საცხოვრებელი დედამ იქაც იყოს არსებითად განსხვავებული გარემო. საქმეც იმაშია რომ მამის უფლებებზე გავლენას არ ახდენს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და თუ ნახვა მოუნდება ადგეს და ჩააკითხოს უცხოეთში. მთავარია ჩემი აზრით მშობლის უფლების რეალიზაციის ობიექტურად ხელშემშლელი გარემოება არ არსებობდეს და ბოროტად არ იყენებდეს რომელიმე თავის უფლებას.

Viewing 10 posts - 381 through 390 (of 419 total)