Forum Replies Created

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 419 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა #34478
    Edika
    Participant

    ზუსტად იგივე მოცემულობის შემთხვევაში ას-550-518-2012 საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ.

    in reply to: იპოთეკა & გირავნობა #34477
    Edika
    Participant

    ას-803-1123-07 ეხება კეთილსინდისიერ იპოთეკარს.

    in reply to: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა #34476
    Edika
    Participant

    1)გამჩუქებელი და დასაჩუქრებული იყვნენ ახლო ნათესავები. 2) ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამჩუქებელი მაინც აგრძელებდა უძრავი ნივთის ფლობას. 3) ჩუქება გაფორმდა ვალის აღებიდან მესამე დღეს.

    ას-833-791-2013 ამ მოცემულობით სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ ბათილად ცნო ჩუქების ხელშეკრულება.

    in reply to: საბანკო სამართალი #3616
    Edika
    Participant

    მოკლედ შევაჯამოთ. როცა ბანკი ასეთ შემთხვევაში თვითონ ახდენს თანხის ჩამოჭრას(თუნდაც ანაბრიდან, ან როგორც ზემოთმოყვანილი მაგალითის შემთხვევაში არ ასრულებს საანგარიშწორებო დავალებას და თვითონ მიაქვს თანხა) მთავარია მოქმედებდეს სამოქალაქო კოდექსის 118-ე მუხლით გატვალისწინებულ თვითდახმარების ფარგლებში. ამ შემტხვევაში ბანკის ქმედება არის მართლზომიერი და მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება.

    სხვა შემთხვევაში, როცა ბანკი თვითნებურად ჩამოაჭრის თანხას თავის  კლიენტს და აღნიშნული არ ჯდება სსკ-ის 118-ე მუხლის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ ბანკმა შეიძლება  სკ-ის 442-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვოს მოთხოვნათა გაქვითვა ან 978-ე მუხლის საფუძველზე ბანკისგან ამ ჩამოჭრილი ფულის უკან დაბრუნება ვერ ხდება, დაზარალებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ბანკის მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვლინდება ერთი მხრივ:

    ა) თვითნებურად ანგარიშიდან ფულის ჩამოჭრაში.

    ბ) საგადასახადო დავალების არ შესრულებაში, ორივე ქმედება წარმოადგენს ბანკთან დადებული საანგარიშსწორებო ხელშეკრულების დარღვევას.

    Edika
    Participant

    დაუშვათ შემცირება ეხება არა ვალს, არამედ ვადას. ამ შემთხვევაში ახალი ხელშეკრულება გვაქვს?

    Edika
    Participant

    თუ ვადის და პირგასამტეხლოს გაზრდა არის სხვა გარიგება, მაშინ შემცირებაც ხომ სხვა გარიგებაა   და თუ სხვა გარიგებაა მაშინ ლოგიკურად გადაიპოთეკება არ იქნება საჭირო?

    Edika
    Participant

    ას-878-921-2011

    სააპელაციო სასამართლომ თქვა რომ ეს არის ახალი ხელშეკრულებაო.

    სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 328-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მართალია, 2008 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ იგი წარმოადგენს 2007 წლის 27 დეკემბრისა და 2008 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის შეთანხმებას, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 24.10.2008წ. ხელშეკრულება დადებულია არა 27.12.2007 წ. და 21.02.2008 წ ხელშეკრულებათა მოქმედების ვადაში, არამედ ამ ვადის გასვლის შემდეგ, ასევე გაზრდილია სესხის ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს ოდენობა, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ 24.10.2008წ. ხელშეკრულება თავისი შინაარსით წარმოადგენდა ახალ გარიგებას, სადაც მხარეებმა გამოხატეს ნება, 27.12.2007 წ. და 21.02.2008 წ ხელშეკრულებათა ფარგლებში წარმოშობილი ვალის ოდენობაზე, ასევე ვალის გასტუმრების ახალ პირობებზე, კერძოდ, წინა ხელშეკრულებებისაგან განსხვავებით სესხის ძირითადი თანხა ნაცვლად 548000 აშშ დოლარისა (448000+100000=548000) განისაზღვრა 566000 აშშ დოლარით (448000+118000=566000), ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო ნაცვლად ძირითადი თანხის 0,03%-ისა განისაზღვრა 0,2%-ით. ის, რომ ხელშეკრულების სხვა პირობებთან დაკავშირებით მითითება გაკეთდა 27.12.2007წ. და 21.02.2008წ. ხელშეკრულებებზე, პალატის მოსაზრებით, ვერ ჩაითვლებოდა, რომ 24.10.2008 წლის ხელშეკრულებით გაგრძელდა 27.12.2007წ. და 21.02.2008წ ხელშეკრულებათა ვადები. ამდენად, დ. ქ-ის მოთხოვნა მოპასუხე ნ. დ-ისათვის როგორც 24.10.08წ., ისე 27.12.07წ. და 21.02.08წ. ხელშეკრულებების მოქმედების ვადებში საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, გაზიარებული ვერ იქნებოდა და მოვალე ნ. დ-ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, პალატის აზრით, მოთხოვნები უნდა განხილულიყო და შეფასებულიყო 24.10.12008 წლის ხელშეკრულებასთან მიმართებაში.

    Edika
    Participant

    უბრალოდ მოტივი მაინტერესებს. ცვლილებებზე (ვადის გაზრდა, პირგასამტეხლოს გაზრდა) რატომ არ ვრცელდება იპოთეკის ფარგლები? იმიტომ რომ ცვლილება არის ახალი ხელშეკრულება? თუ იმიტომ რომ ცვლილება ცდება იპოთეკის ფარგლებს?

    Edika
    Participant

    დაუშვათ ვალი იგივე მოცულობის დარჩა და მხოლოდ ვადაზე შეთანხმდნენ. ანუ გავიდა ხელშეკრულების ვადა, ვალი არ დაბრუნდა. მხარეები შეტანხმდნენ  ახალ ვადაზე.

    Edika
    Participant

    დავდებ. მარა მანამდე ჩვენ ვთქვათ ერთი ორი სიტყვა. სანამ იპოთეკის ფარგლებზე გადავალთ მანამდე განვიხილოთ ხელშეკრულების პირობების შეცვლის შედეგები. რა შედეგს იწვევს მაგალითად პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდა, ძველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გასტუმრების ახალ ვადაზე შეთანხმება, ანუ ეს არის არსებული გარიგების პირობების შეცვლა თუ ახალი გარიგება?

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 419 total)