Viewing 10 posts - 51 through 60 (of 63 total)
• Author
Posts
• #30450
BLH
Keymaster

თუ კრედიტ ოფიცერი არაუფლებამოსილი პირია, მიიღოს შესრულება და მოვალეს გათვიცნობიერებული აქვს, რომ ვალდებულება ვერანარიად ვერ შესრულდება მისთვის ფულის გადაცემის გზით, მაშინ სახეზეა მისი მხრიდნა მართლწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, სკ-ის 394-ე მუხლის საფუძველზე.

თუ კრედიტ ოფიცერის უფლებამოსილება არ არის განსაზღვრული და მას შესაძლებლობა აქვს მოახდინოს ჩარიცხვა, მაშინ ამ შემთხვევაში მოვალე უნდა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან, სკ-ის 393-ე, 394-ე და 396-ე მუხლების საფუძველზე.

რამე გადაწყვეტილება თუ გაქვს დადე.

#30451
Edika
Participant

1. კრედიტ ოფიცერს რომ თხოვს მოვალე ჩემი სახელით ჩარიცხე ეს თანხაო წარმომადგენლობა ხომ არის ეს? და ამ შემთხვევაში ისევე აგებს მოვალე პასუხს როგორც საკუთასი ბრალეული ქმედების შემთხვევაში.

2.მეორეში რაც დაწერე ეს ვერ გავიგე. თუ კრედიტ ოფიცერი არაუფლებამოსილი პირია შესრულების მიღებაზე, ესეიგი ის როგორც ბანკის/კრედიტოდის წარმომადგენელი არ გამოდის ამ ურთიერთობაში და 393 მუხლი რა შუაშია? ან რატო უნდა გათავისუფლდეს მოვალე პასუხისმგებლობისგან? პირიქით 396-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ეგრე არაა?

#30452
BLH
Keymaster

ვერ იქნება წარმომადგენელი 114-ე მუხლის გამო… თან წარმომადგენლობის სხვა ელემენტებიც არ არის. მოვალე საკრედიტო ოფიცერს იმიტომ აძლევს ფულს ჩასარიცხათ, რომ კრედიტორის წარმომადგენელი გონია.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის მიხედვით, მაინც ჩაითვლება კრედიტ-ოფიცერი უფლებამოსილი პირი, მიუხედავად იმისა, მას ექნება თუ არა ამის უფლებამოსილება ბანკის მხრიდან.

#30453
Edika
Participant

114 მუხლი რა შუაშია ვერ მივხვდი. “გონია” რა შუაშია? მიანიჭა უფლბამოსილება.

ბანკმა თუ არ მიანიჭა უფლებამოსილება კრედიტ ოფიცერს ისე როგორ ჩაითვლება უფლებამოსილ პირად თქვი აბა მიდი.

#30454
BLH
Keymaster

114-ე იმ შუაშია, რომ ბანკის კრედიტ ოფიცერი არის ბანკის წარმომადგენელი და ამავდროულად კლიენტის წარმომადგენელი ვერ გახდება, შესაბამისად, შენ რაც თქვი კლიენტის წარმომადგენლობასთან დაკავშრებით გამორიცხულია..

კრედიტ ოფიცერს ბანკმა, რომ არ მიანიჭოს უფლებამოსილება, იგი მაინც უფლებამოსილად ჩაითვლება ბანკის მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის მიხედვით. წაიკითხე ეგ მუხლი და ნახავ, რას ვგულისხმობ.

რაც შეეხება ამ საკითხს, შენ მოიფიქრე, თუ რამე გადაწყვეტილებაა? თუ გადაწყვეტილება გაქვს ნუ გვიმალავ :)))

#30456
Edika
Participant

როცა კრედიტ ოფიცერს აქვს მინიჭებული უფლებამოსილება ხელშეკრულების დასადებად ეს კრედიტ ოფიცრის მიერ შესრულების მიღების უფლებამოსილებასაც ნიშნავს? ანუ სესხის ხელშეკრულების დადება და მოვალის მიერ ვალდებულების შესრულება ხომ სხვადასხვა გარიგებებია?  ჩემი აზრით რწმუნებულის უფლებები, მათ შორის ანგარიშწორების წესები პირდაპირ უნდა იყოს გაწერილი მინდობილობაში წინააღმდეგ შემტხვევაში შესრულების მიღებაზე ბანკის სესხის ოფიცერი არის უფლებამოსილი პირი.

104-ეს მესამე ნაწილზე ამბობ შენ?

#30461
BLH
Keymaster

კრედიტ ოფიცერი ბანკის წარმომადგენელი, რადგან ბანკში მუშაობს და ეს გარემობა ქმნის იმის ვარაუდის საფუძველს სკ-ის 104-ე მუხლის საფუძველზე, რომ როცა იგი ღებულობს მოვალისგან თანხას, ეს თანხა ჩაითვალოს ბანკის მიერ მიღებულად.

#30462
Edika
Participant

ბანკის თანამშრომელი კი არის კრედიტ ოფიცერი, მაგრამ ხელშეკრულების დადების დროს მსესხებელმა რომ ჩახედა მინდობილობაში და ნახა რომ არ ქონდა შესრულების მიღებაზე უფლებამოსილება მაინც უნდა ჩაითვალოს უფლებამოსილ პირად იმ მოტივით რომ ბანკში მუშაობს?

#3605
Edika
Participant

ბანკის მიერ კლიენტის ანგარიშიდან თვითნებურად ფულის ჩამოჭრის საკითხი

დავუშვათ ნინოს ბანკთან აქვს საანგარიშწორებო ხელშეკრულება გაფორმებული, რომლის ფარგლებშიც ნინომ ბანკს საანგარიშწორებო დავალება მისცა, რომ მისი ანგარიშიდან მომხდარიყო თანხის გადარიცხვა სხვა პირის ანგარიშზე (მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად გადარიცხულიყო ფული გამყიდველის ანგარიშზე, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის განსაზღვრულია პირგასამტეხლო. ბანკისთვის კი ცნობილია გადარიცხვის მიზანი).

ამავდროულად, ნინოს აქვს ბანკში აღებული კრედიტი, რომლის გადახდის ვადაც რამდენიმე დღეში დგება, (ან უკვე დამდგარია). ბანკი დაეჭვდა, რომ აღარ შეასრულებდა ნინო ვალდებულებას და ჩამოაჭრა თვითნებურად ანგარიშიდან ის თანხა, რომელიც ბანკს უნდა გადაერიცხა საანგარიშსოწრებო დავალების მიხედვით. იქედან გამომდინარე რომ ბანკმა არ გადარიცხა დროულად თანხა, ნინოს დაეკისრა პირგასამტეხლო ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

1) რამდენად მართლზომიერია ბანკის ქმედება, მიუხედავად იმისა რომ თავისი ვადამოსული დავალიანების დასაფარად ჩამოაჭრა ანგარიშიდან თანხა ?

2) არსებობს თუ არა ბანკისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება? (პირგასამტეხლოები რაც გადასახდელი აქვს ნინოს ნასყიდობიდან გამომდინარე ვადის გადაცილების გამო).

3) რომ არ ცოდნოდა ბანკს გადარიცხვის მნიშვნელობის შესახებ, ექნებოდა თუ არა მას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა?

#3606
BLH
Keymaster

ზოგადად ბანკის მოქმედება მსგავს სიტუაციებში არის მართლსაწინააღმდეგო, რადგან ბანკი ახორციელებს თვითნებობას, რაც წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას. თუმცა არსებობს გამონაკლისი, როდესაც ბანკის მიერ ფულის თვითნებურად ჩამოჭრა არის მართლზომიერი, ეს არის სკ-ის 118-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა. მოცემულ შემთხვევში უნდა გავარკვიოთ გვაქვს თუ არა ეს გამონაკლისი და თუ არ გვაქვს, მაშინ თვითნებობის შედეგად დამდგარი ზიანი უნდა ანაზღაურდეს ზოგადი ნორმების მიხედვით. (შენ მიერ მოყვანილ შემთხვევაში ბანკის მიერ თავისი სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევაც გვაქვს, რადგან მან დაარღვია ანგარიშსწორებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება)

1. როცა ბანკმა იცის გადარიცხვის დანიშნულების შესახებ, ამ შემთხვევაში სკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ცალსახაა, რომ ბანკი პასუხისმგებელია ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობისათვის სრულიად.

2. როცა ბანკმა არ იცის გადასარიცხი თანხის დანიშნულების შესახებ ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია მას დაეკისროს პასუხისმგებლობა, რადგან ბანკი, როგორც სპეციალური სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ფინანსურ ოპერაციებს სხვა სამართლებრივ სიბრტყეზე დგას და როცა კლიენტი ფულის გადარიცხვის შესახებ ბრძანებას იძლევა, ეს ფული გარკვეულ მიზანს ემსახურება და არსებობს პრეზუმფცია, რომ თანხის არ გადარიცხვას შესაძლოა მოყვეს გარკვეული პასუხისმგებლობა.

მოკლედ დასკვნის სახით შეიძება ითქვას, რომ როცა ბანკი თვითნებურად ჩამოაჭრის თავის კლიენტს ფულად თანხას ეს ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო და შესაძლოა მოყვეს ბანკის პასუხისმგებლობა, თუმცა მეორე მხრივ ბანკს ვერ მოვთხოვთ ამ ფულის დაბრუნებას, რადგან კანონმდებლობაში გვაქვს სამოქალაქო კოდექსის 978-ე მუხლი:

“მუხლი 978. იძულების ან მუქარის საფუძველზე გადაცემულის უკან დაბრუნების მოთხოვნა

პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე.”

ამ შემთხვევაში ბანკს თუ აქვს ვადამოსული მოთხოვნის უფლება, მაშინ ამ მუხლის საფუძველზე მოვალე ვერ მოითხოვს მართლსაწინააღმდეგო ჩამოჭრილი ფულის დაბრუნებას, თუმცა ეს არ გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.

Viewing 10 posts - 51 through 60 (of 63 total)
• You must be logged in to reply to this topic.