Viewing 10 posts - 21 through 30 (of 63 total)
• Author
Posts
• #4776
Edika
Participant

ხელშეკრულებიდან გასვლა რატო? გასვლა თუ მოშლა, სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად?

#4778
BLH
Keymaster

მეტი განმარტება არ გაუკეთებია სასამართლოს მაგ საკითხზე, ხელშეკრულებიდან გასვლაო… სწორიცაა, მიზნობრიობა ვალდებულების შინაარსის ნაწილია, მისი გადახვევა, ვალდებულების დარღვევაა და გასვლაა სწორი, რადგან ფულის უკან დაბრუნების მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლით უნდა მოხდეს.

#27261
Edika
Participant

იპოთეკის მოქმედების ფარგლები კრედიტებთან დაკავშირებით

მხარეებს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება. გენერალური ხელშკერულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირტა მსესხებლის ბინა. საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 30 000 დოლარით.  პირველივე შემადგენელივე ხელშეკრულებით გაიცა 30 000 დოლარი. გარკვეული ვადის შემდეგ მხარეებს შორის იმავე გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა მეორე შემადგენელი ხელშეკრულება რითაც გაიცა 10 000 დოლარი.

გავრცელდება თუ არა მეორე ხელშეკრულებით გაცემულ 10 000 იპოთეკა?

#27262
Crassus
Participant

წაკითხული მაქვს ეგ გადაწყვეტილება, სადაც სასამართლო იძახის, რომ არ უნდა გავრცელდესო, რადგან იპოთეკა ვრცელდება მხოლოდ თავდაპირველად შეთანხმებული ლიმიტის ფარგლებზეო..

#27263
Edika
Participant

ას-1280-1300-2011

მართალია არ უნდა გავრცელდეს. სასამართლო საერთოდ დამოუკიდებელ ხელშეკრულებად განიხილავს მეორე ხელშეკრულებას ვინაიდან ბანკი გასცდა გენერალური ხელშეკრულების ფარგლებსო.

1) მოვალე დაცულია იმ ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებით რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულ იქნა იპოთეკა. 2) ნათელი უნდა იყოს აუცილებლად თუ სად გადის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი. (ეს ზღვარი არის ლიმიტი).

კრედიტორი დაობდა რომ ვინაიდან იმავე მიზნით გაიცა მეორე კრედიტიც, ამიტომ უნდა გავრცელდეს იპოთეკაცო. სასამართლომ თქვა რომ მიზნობრიობა არ წარმოადგენს იმ დასკვნის საფუძველს რომ 10 000-იანი ხელშეკრულება არის გენერალურის შემადგენელიო.

#27264
Crassus
Participant

ეგ გადაწყვეტილება ეხება, როგორც კრედიტთან, ისე იპოთეკასთან დაკავშირებულ საკითხებს… იგივე საკითხს ეხება ეს საქმეც, (ას-149-142-2013) სადაც ანალოგიურად გადაწყდა საკითხი სააპელაციო სასამართოს მიერ.

იპოთეკით უზრუნველყოფის ფარგლებზე იყო საუბარი იპოთეკის თემაშიც, სადაც სწორედ იმაზე იყო საუბარი თუ როგორია იპოთეკით უზრუნველყოფის ფარგლები, როცა სახეზეა სესხის ხელშეკრულება და ხდება ამავე სესხის ხელშეკრულების ფარგლებში ცვლილება (მაგ: სესხი გაცემულია 1 წლით და ცვლილების მიხედვით 3 წლამდე იზრდება ვადა)…

მოცემული გადაწყვეტილება, ხომ არ ჰფენს ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელს?

#27265
Edika
Participant

მთავარი ისაა რომ დამოუკიდებელ გარიგებად შეაფასა სასამართლომ 10 000-იანი ხელშეკრულება, იქედან გამომდინარე რომ გასცდა გენერალური ხელშეკრულების ფარგლებს ბანკი.  თუ ვამბობთ (და სასამართლოც ამას ამბობს) რომ მესაკუთრე დაცულია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებით (ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკრედიტო ლიმიტზე იყო საუბარი), ამ ფარგლებში რატომ არ უნდა ვიგულისხმოთ ვადა რომელზეც შეტანხმდნენ მხარეები? შეიძლება თუ არა ვტქვათ რომ ბანკი ვადის გაზრდით ცდება გენერალური ხელშეკრულების ფარგლებს, ისევე როგორც ლიმიტის გადამეტებაზე ამბობს სასამართლო?  ჩემი აზრით ცდება გაზრდილი ვადაც და დამოუკიდებელ ხელშეკრულებად უნდა განვიხილოთ ეგეც.

#27274

ანუ გამოდის, რომ სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილებას უნდა მოყვეს იპოთეკის საგნის მესაკუთრის თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იპოთეკა ვერ გავრცელდება შეცვლილ პირობებთან დაკავშირებით…

#27283
Edika
Participant

ნებისმიერს არა ჩემი აზრით. იმ ცვლილებებზე რომლითაც ბანკი ცილდება გენერალური ხელშეკრულებია ფარგლებს.

#27284
Crassus
Participant

რა შუაშია გენერალური ხელშეკრულება ჩვენ ზოგადად ვსაუბრობთ, როცა გაქვს სესხი და ეს სესხი არის იპოთეკით ურზრუველყოფილი… სესხის ხელშეკრულების ცვლილება რა გავლენას ახდენს იპოთეკაზე?

თუ შენ იძახი, რომ ნებისმიერი ცვლილება არ ახდენს გავლენას, მაშინ თქვი, როგორი ტიპის ცვლილება ახდენს და როგორი ტიპის ცვლილება არ ახდენს.. მაგალითები დაწერე..

Viewing 10 posts - 21 through 30 (of 63 total)
• You must be logged in to reply to this topic.