Viewing 3 posts - 61 through 63 (of 63 total)
  • Author
    Posts
  • #3608
    Edika
    Participant

    <cite> @crassus said:</cite>

    2. როცა ბანკმა არ იცის გადასარიცხი თანხის დანიშნულების შესახებ ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია მას დაეკისროს პასუხისმგებლობა, რადგან ბანკი, როგორც სპეციალური სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ფინანსურ ოპერაციებს სხვა სამართლებრივ სიბრტყეზე დგას და როცა კლიენტი ფულის გადარიცხვის შესახებ ბრძანებას იძლევა, ეს ფული გარკვეულ მიზანს ემსახურება და არსებობს პრეზუმფცია, რომ თანხის არ გადარიცხვას შესაძლოა მოყვეს გარკვეული პასუხისმგებლობა.

    საიდან გამომდინარეობს ეგ პრეზუმფცია? ხომ შეიძლება თანხის გადარიცხვა არც არანაირ ვალდებულების შესრულებას არ ემსახურებოდეს? მაგალითად ავანსის სახით ურიცხავ გარკვეულ თანხას სხვას. ამ შემთხვევაში ამ თანხის არ გადარიცხვას არც არანაირი პასუხისმგებლობა არ მოყვება და არც ზიანი.

    ანუ იმის თქმა მინდა რომ რას ნიშნავს სავარაუდო ზიანი საერთოდ? როცა მოვალისთვის უცნობია საერთოდ მოსალოდნელი ზიანის შესახებ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა?

    ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ გადაწყვეტილებში სასამართლო ამბობს: “სასამართლომ უნდა გაარკვიოს, იცოდა, თუ არა ბანკმა შ.პ.ს. ,,უ.-სა” და შპს ,,ა.-ს” შორის არსებული ხელშეკრულებისა და მისი შინაარსის შესახებ. კოლეგია გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ შპს ,,უ.-მ” გააფრთხილა მოპასუხე მოსალოდნელი ზიანის შესახებ, თუმცა წერილში, რომელზე დაყრდნობით სასამართლო მიდის ამგვარ დასკვნამდე, არაფერია ნათქვამი უშუალოდ შპს ,,უ.-სა” და შპს ,,ა.-ს” შორის დადებულ ხელშეკრულებაზე.”  (სუსგ 3კ/629-01)

    <cite> @crassus said:</cite>

    მოკლედ დასკვნის სახით შეიძება ითქვას, რომ როცა ბანკი თვითნებურად ჩამოაჭრის თავის კლიენტს ფულად თანხას ეს ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო და შესაძლოა მოყვეს ბანკის პასუხისმგებლობა, თუმცა მეორე მხრივ ბანკს ვერ მოვთხოვთ ამ ფულის დაბრუნებას, რადგან კანონმშებლობაში გვაქვს სამოქალაქო კოდექსის 978-ე მუხლი:

     

    “მუხლი 978. იძულების ან მუქარის საფუძველზე გადაცემულის უკან დაბრუნების მოთხოვნა

     

    პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე.”

     

    ამ შემთხვევაში ბანკს თუ აქვს ვადამოსული მოთხოვნის უფლება, მაშინ ამ მუხლის საფუძველზე მოვალე ვერ მოითხოვს მართლსაწინააღმდეგო ჩამოჭრილი ფულის დაბრუნებას.

     

    მთავარი არის რამდენად მართლზომიერია ბანკის ქმედება ასეთ შემთხვევაში. თანხა შეიძლება დაბრუნებით არ დააბრუნოს თუნდაც 442-ე მუხლიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მიყენებული ზიანისთვის. ბანკის ქმედების მართლზომიერების განმსაზღვრელი არის მხოლოდ 118-ე მუხლი, ანუ უნდა დადგინდეს კონკრეტულ შემთხვევაში რამდენად გვაქვს 118-ე მუხლის შემადგენლობა. თუ დადგინდება რომ გვააქვს 118-ე მუხლის შემადგენლობა, მაშჳნ ბანკის ქმედება ჩაითვლება მართლზომიერად მიუხედავად იმისა რომ 859-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა ბანკმა.

    #3609
    BLH
    Keymaster

    საიდან გამომდინარეობს ეგ პრეზუმფცია? ხომ შეიძლება თანხის გადარიცხვა არც არანაირ ვალდებულების შესრულებას არ ემსახურებოდეს? მაგალითად ავანსის სახით ურიცხავ გარკვეულ თანხას სხვას. ამ შემთხვევაში ამ თანხის არ გადარიცხვას არც არანაირი პასუხისმგებლობა არ მოყვება და არც ზიანი.

    ანუ იმის თქმა მინდა რომ რას ნიშნავს სავარაუდო ზიანი საერთოდ? როცა მოვალისთვის უცნობია საერთოდ მოსალოდნელი ზიანის შესახებ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა?

     

    ამასტან დაკავშირებით სასამართლო ამბობს: სასამართლომ უნდა გაარკვიოს, იცოდა, თუ არა ბანკმა შ.პ.ს. ,,უ.-სა” და შპს ,,ა.-ს” შორის არსებული ხელშეკრულებისა და მისი შინაარსის შესახებ. კოლეგია გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ შპს ,,უ.-მ” გააფრთხილა მოპასუხე მოსალოდნელი ზიანის შესახებ, თუმცა წერილში, რომელზე დაყრდნობით სასამართლო მიდის ამგვარ დასკვნამდე, არაფერია ნათქვამი უშუალოდ შპს ,,უ.-სა” და შპს ,,ა.-ს” შორის დადებულ ხელშეკრულებაზე. მსგავსი მაგალითი კომენტარებისანაც მახსენდება. 3კ/629-01

     

    თუ არ გვაქვს ზიანი, არც პასუხისმგებლობაზე იქნება საუბარი.. როცა ზიანია მაშინ შეიძლება ამ თემაზე საუბარი და ამ კუთხით მსჯელობის აგება.. მე ვფიქრობ, რომ ბანკს გონივრულობის ფარგლებში ყოველთვიუს უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, როცა იგი მოქმედებს მართლსაწინააღმდეგოთ და ამით ზიანი ადგება მის კლიენტს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკის, როგორც სპეციალური სუბიექტის სტატუსის დაკნინება მოხდება და ბანკების სანდოობის საკითხი დაისმევა, რაც დაარტყამს ეროვნულ ინტერესებს, ფინანსური სტაბილურობის კუთხით, ანუ სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი ისე უნდა განიმარტოს, რომ ბანკს მეტი მოეთხოვოს, ჩვეულებრივი სუბიექტისაგან განსხვავებით.

    #3616
    Edika
    Participant

    მოკლედ შევაჯამოთ. როცა ბანკი ასეთ შემთხვევაში თვითონ ახდენს თანხის ჩამოჭრას(თუნდაც ანაბრიდან, ან როგორც ზემოთმოყვანილი მაგალითის შემთხვევაში არ ასრულებს საანგარიშწორებო დავალებას და თვითონ მიაქვს თანხა) მთავარია მოქმედებდეს სამოქალაქო კოდექსის 118-ე მუხლით გატვალისწინებულ თვითდახმარების ფარგლებში. ამ შემტხვევაში ბანკის ქმედება არის მართლზომიერი და მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება.

    სხვა შემთხვევაში, როცა ბანკი თვითნებურად ჩამოაჭრის თანხას თავის  კლიენტს და აღნიშნული არ ჯდება სსკ-ის 118-ე მუხლის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ ბანკმა შეიძლება  სკ-ის 442-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვოს მოთხოვნათა გაქვითვა ან 978-ე მუხლის საფუძველზე ბანკისგან ამ ჩამოჭრილი ფულის უკან დაბრუნება ვერ ხდება, დაზარალებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ბანკის მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვლინდება ერთი მხრივ:

    ა) თვითნებურად ანგარიშიდან ფულის ჩამოჭრაში.

    ბ) საგადასახადო დავალების არ შესრულებაში, ორივე ქმედება წარმოადგენს ბანკთან დადებული საანგარიშსწორებო ხელშეკრულების დარღვევას.

Viewing 3 posts - 61 through 63 (of 63 total)
  • You must be logged in to reply to this topic.