Viewing 10 posts - 61 through 70 (of 136 total)
  • Author
    Posts
  • #1779
    Edika
    Participant

    ქორწინების პერიოდში უძრავი ქონების რეგისტრაცია

    დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ნოტარიალურად, მაგრამ საჯარო რეესტრში არ მომხდარა საკუთრების რეგისტრაცია. ამის შემდეგ შემძენმა იქორწინა. შეძენილი უძრავი ქონება საკუთრებაში მხოლოდ ქორწინებიდან 1 წლის შემდეგ დაირეგისტრირა. ვრცელდება თუ არა ამ ნივთზე მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი?

    #1780

    ზუსტად ასეთ შემთხვევას ეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N- ას-33-489-06. სასამართლომ არ ჩათვალა ასეთ შემთხვევაში მეუღლეთა თანასაკუთრებად შეძენილი ნივთი.

    ანუ დაიდო დადგენილი წესით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოხდა ქორწინების შემდეგ, თუმცა ნასყიდობის თანხა შემძენმა გადაიხადა ხელშეკრულების დადებისთანავე. სასამართლომ თქვა რომ მართალია საკუთრების შეძენა მოხდა ქორწინების პერიოდში, მაგრამ ვინაიდან ფასის გადახდა მოხდა ხელშეკრულების დადებისთანავე (ანუ ქორწინებამდე )ამიტომ ვერ ჩაითვლება თანასაკუთრებადო, ვინაიდან თანასაკუთრების წარმოშობისთვის მხოლოდ ქორწინების პერიოდში ქონების შეძენის ფაქტი არაა საკმარისი, არამედ საერთო სახსრებით და შრომის შედეგი უნდა იყოსო. ვინაიდან სახეზე არ გვაქვს ეს უკანასკნელ შესაბამისად თანასაკუთრებაც არ გვაქვსო.

    N-ას-1155-1084-2012 ამ საქმეში კი, სააპელაციო სასამართლომ განსხვავებულად განმარტა მსგავსი შემთხვევა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ არ განიხილა ეს საქმე, რაც უცნაურია, რადგან ზემოთ მოყვანილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განმარტება.

    #1804
    Edika
    Participant

    ვინაიდან სააპელაციოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, უნდა განხილულიყო საკასაციო წესითაც.

    მე უფრო დამაფიქრა 1168-ე მუხლის მესამე ნაწილმა. თუ მართლა ეგრეა როგორც უზენაესი ამბობს რომ საჭიროა ერთობლივი შრომა/სახსრებიო, მაშინ რატომაა საჭირო ერთ-ერთი მეუღლის საკუთრებად ცნობისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება მაშინ როცა მეუღლეები ფაქტობრივად განქორწინებულები არიან, ცალ-ცალკე ცხოვრობენ და საერთო მეურნეობა აღარ გააჩნიათ, ანუ ერთობლივი სახსრები/შრომა აღარ აქვთ.  ასეთ ვითარებაში მათ ააქვთ დამოუკიდებელი შემოსავლის წყაროები, ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მუშაობენ ცალ-ცაკლე და თუ ამ ცალ-ცალკე ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება არ ცნო სასამართლომ თითოეული მეუღლის საკუთრებად მაშინ მაინც მეუღლეების თანასაკუთრებას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა რომ საერთო სახსრებით და შრომით არაა შეძენილი.

    რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით?

    #1807

    შენ რაც დაწერე მაგ შემთხვევაში სასამართლო ასრულებს მნიშვნელოვან როლს, რათა მოხდეს კანონით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევების მიხედვით ერთ-ერთი მეუღლის ინდ. ქონებად განსაზღვრა იმ ქონებისა, რომელიც ქორწინების პერიოდში იქნა შეძენილი. თუ დავა არ წარმოიშვა, მაშინ სასამართლო არც იქნება საჭირო. დავის წარმოშობის მომენტში, სასმართლოს გარდა ვინ უნდა გადაწყვიტოს ეგ საკითხი? 🙂

     

    #1825
    Edika
    Participant

    სასამართლო რა როლსაც ასრულებს გასაგებია. მე სხვა რამე დამაინტერესა.  1168.3 ნაწილის მიხედვით  თუ მეუღლეები ფაქტობრივად განქორწინებულები არიან და ცხოვრობენ ცალ-ცალკე (ანუ დამოუკიდებელი შემოსავალი და სახსრები არ გააჩნიათ) თუ სასამართლომ არ თქვა რომ ჩაითვალოს ინდ. საკუთრებადო მაშინ მაინც თანასაკუთრებად რჩება, ანუ არ ააქვთ საერთო სახსრები/შრომა და მაინც შესაძლებელია თანასაკუთრებად დარჩეს.  რას იტყვი?

    #1828

    @Edika

    სასამართლოს სწორედ ეგ ფუნქცია აქვს, რომ გაარკვიოს საერთო სახსრებით არის შეძენილი ქონება თუ არა, თუ სასამართლო დაადგენს, რომ საერთო სახსრებით არაა შეძენილი, მაშინ თითოეული მეუღლის ინდ. საკუთრება იქნება ეს ქონება და თუ სასამართლომ ვერ დაადგინა აღნიშნული, მაშინ მოქმედებს ზოგადი პრეზუმფცია, რომ მეუღლთა ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება არის მათი საერთო სახსრებით შეძენილი და შესაბამისად წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.

    #1839
    Edika
    Participant

    ქორწინების პერიოდში ინდივიდუალური ფულით შეძენილი ქონება

    ერთ-ერთ მეუღლეს აჩუქეს ფული, ამ ფულით ადგა და იყიდა ბინა. წარმოიშვება თუ არა მეუღლეთა თანასაკუთრება?

    #1842

    არ ჩაითვლება, რადგან ინდივიდუალური ქონების განკარგვით მოხდა ინდივიდუალური ქონების შესყიდვა.

    #1844
    Edika
    Participant

    გეთანხმები, მაგრამ აგერ არის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც არ მიაქცია სასამართლომ მაგას ყურადღება. ას-446-725-05.

    #1848

    ამ საკითხთნ დაკავშირებით, ჯერ მინდა დავწერო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც კანონის რეალურ არსს პასუხობს ამიტომაც დავდებ აქ. ეს არის გადაწყვეტილება  №2/4038-14, სადაც სასამართლო განმარტავს:

     ბინა შეძენილ იქნა რეგისტრირებული ქორწინების დროს, მაგრამ .ის მიერ მემკვიდრეობით მიღებული, ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისბინის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხით, რასაც მოწმობს ზემოაღნიშნული უძრავი ნივთების თაობაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, დადებული ერთი თვის შუალდეში.

    შესაბამისად, მეორე მეუღლეს არ მიუღია მატერიალური მონაწილეობა ამ ქონების შექმნაში. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე . სახელზე დღეისათვის რიცხული ბინა  წარმოადგენს მის ინდივიდუალურ საკუთრებას და მასზე არ შეიძლება გავრცელდეს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი.”

    ასევე საინტერესოა ამ საკითხთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №3/1093-01:

    სადავო ბინის შეძენის მომენტისათვის, .. 1997 წლის ივნისში მოქმედი საქართველოს საქორწინო და საოჯახო კოდექსის 21- მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობა– ში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო თანასაკუთრებას. მეუღლეებს აქვთ ამ ქონებით სარგებლობის, მისი მფლობელობისა და განკარგვის თანაბარი უფლება. მაგრამ როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სადავო ბინა, მართალია, შეძენილია მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში, მაგრამ იმ თანხითრომელიც მიიღო . ძემ . ძესთან დაქორწინებამდე საკუთრებაში არსებული ბინის გაყიდვის შედეგადიმავე კოდექსის 23- მუხლისპუნქტის თანახმად კი, თითოეული მეუღლის პირად საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე.”

    ანალოგიური მიდგომაა დოქტრინაში (იხ. ეკატერინე და რომან შენგელიების წიგნი).

     

Viewing 10 posts - 61 through 70 (of 136 total)
  • You must be logged in to reply to this topic.