მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)

Viewing 10 posts - 71 through 80 (of 217 total)
  • Author
    Posts
  • #3253

    @Edika said: ხო მაგრამ ა პასუხს აგებს 999 მუხლის ფარგლებში და არა 997-ე მუხლის ფარგლებში არა? 997-ე მუხლის შემადგენლობისთვის აუცილებელია ბრალი.

     

    კარგი საკითხი წამოჭერი. საქართველოს რეალობაში თუ გადმოვიტანთ ამ შემთხვევას, იმის გათვალისწინებით, რომ DCFR-ისგან რადიკალურად განსხვავდება ამ კუთხით 997-ე მუხლი და პირდაპირ წერია, რომ დამსაქმებელი პასუხისმგებელია მხოლოდ დასაქმებულის ბრალეული  და მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის, აქედან გამომდინარე 997-ე მუხლით ვერ მოხდება “ა”-ს პასუხისმგებლობა.  

     

    ამავდროულად მისი პასუხისმგებლობა არც 999-ე მუხლით უნდა მოხდეს, რადგან   “ა” არ წარმოადგენს ამ შემთხვევაში ავტოტრანსპორტის “მფლობელს” 999.1-ე მუხლის მიხედვით და აქედან გამომდინარე მისი პასუხისმგებლობა 999-ე მუხლის საფუძველზე ვერ დადგება. სხვა ვითარება იქნებოდა იმ შემთხვევაში,  როცა მანქანა “ა”-სი იქნებოდა.  

    #3256
    Edika
    Participant

    გეთანხმები, თავისი მანქანით თუ მოძრაობს “ბ”, მაშინ “ა”-სთან 999 მუხლი არაფერშუაში არაა.   მაგრამ დავუშვათ იგივე შემთხვევა, რომ “ბ” შრომით ურთიერთობაში იმყოფება “ა”-სთან თავისი მანქანით და ახდენს ამ უკანასკნელის დავალებით გადაზიდვებს, ანუ ა იყენებს ბ-ს (თავისი ავტომანქანით) თავისი ვალდებულების შესასრულებლად. რას იტყვი სოლიდარულ პასუხისმგებლობაზე? (ბ 999 მუხლით, ა 997-ე და 396-ე მუხლით).

    #3257

    ასეთ შემთხვევაში 999-ე მუხლი უნდა გამოვიყეენოთ პირდაპირ და “ა” იქნება პასუხისმგებელი, ხოლო “ბ”-ს პასუხისმგებლობა ვერანაირად ვერ დადგება, თუნდაც, რომ მისი ბრალი იყოს ზიანის დადგომაში (ბრალის შემთხვევაში 997-ე მუხლით უნდა მოხდეს “ა”-ს პასუხისმგებლობა).

    #3263
    BLH
    Keymaster

    იურიდიული პირის პასუხისმგებლობა, მისი წარმომადგენლების ქმედებებისთვის

     

    DCFR-ის VI.–3:201-ე მუხლის მე-2 ნაწილი:    

     

    (2) Paragraph (1) applies correspondingly to a legal person in relation to a representative causing damage in the course of acting as such a representative. For the purposes of this paragraph, a representative is a person who is authorised to effect juridical acts on behalf of the legal person by its constitution.”  

     

    იურიდიული პირის წარმომადგენლის მიერ ზიანის მიყენების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება იურიდიულ პირს, DCFR-ის VI.–3:201 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით .

     

    მეორე ნაწილში ამ ნორმის არსებობა გამოწვეულია იმით, რომ იურიდიული პირის წარმომადგენელი ყოველთვის არ არის მასთან შრომით ურთიერთობაში (მაგ: დირექტორი, დავალების ხელშეკრულების საფუძველზე წარმომადგენელი პირი).    მსგავსი ჩანაწერის ქონა კარგი იქნებოდა ჩვენი კოდექსის 997-ე მუხლის მეორე ნაწილში, თუმცა 396-ე მუხლი მოიცავს მსგავს შემთხვევბს, ამიტომაც ცალკე გამოყოფის დიდი საჭიროება არ არის.

    #3291
    BLH
    Keymaster

    სკ-ის 997-ე მუხლი ეფუძნება გერმანულ და ავსტრიულ მოდელს და განსხვავებულია DCFR -ის რეგულაციისგან, ამ უკანასკნელის  მიხედვით დამსაქმებლის პასუხისმგებლობა ვრცელდება არა მხოლოდ დასაქმებული ბრალეული ქმედებების შედეგად მიყენებულ ზიანზე, არამედ ისეთ შემთხვევებზეც, როცა დასაქმებული ზიანის აყენებს მესამე პირს და აღნიშნული სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია (მაგ: ავტომობილის მომეტებული საფრთხის რეალიზაციის შედეგად დგება მესამე პირისთვის ზიანი. იხ. წინა პოსტებში მაგალითი),

     

    მაშასადამე გერმანული სამოქალაქო კოდექსის (831-ე მუხლი) მიხედვით მსგავსად ავსტრიული სამოქალაქო კოდექსისა, დამსაქმებელი პირი პასუხისმგებელია ნებისმიერი ზიანისათვის, რომელსაც მისი დასაქმებული მიაყენებს მესამე პირებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.

     

    დამსაქმებელი  პირის პასუხისმგებლობა არ დგება, თუ მან გამოიჩინა საკმარისი წინდახედულება დასაქმებულის  შერჩევისას და ზიანთან დაკავშირებულ ქმედებებთან დაკავშირებით ან ზიანი დადგებოდა ასეთი წინდახედულობის მიუხედავად.

     

    ეს ბოლო წინადადებაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი (რომელიც რატომღაც არ გადმოიტანა ჩვენმა კანონმდებელმა), რადგან სწორედ ამ წინადადების მიხედვით გამოირიცხება ვთქვათ სკ-ის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაქმებული მიერ მესამე პირისათვის მიყენებული ზიანისათვის დამსაქმებლის პასუხისმგებლობა. ჩვენ კოდექსში პირდაპირ წერია, რომ ბრალის არსებობის გარეშე პასუხისმგელობა არ დგება. მსგავსი ჩანაწერი, ძალიან არ მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეს პირდაპირ მიუთითებს რა უნდა გააკეთოს, მაინც დაუხვეწელია და აღნიშნული თქმის საფუძველს იძლევა DCFR –ის რეგულაცია ამ საკითხზე, რაც უკვე განვიხილეთ.

    #3433
    BLH
    Keymaster

    სამედიცინო დელიქტი

    სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლი

    სკ-ის 1007-ე მუხლში განსაზღვრულია სამედიცინო დელიქტები, ანუ სამედიცინო დაწესებულების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სპეციალური რეგულაცია:

    „სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვ.) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის.“

    ზიანის ანაზღაურება ეკისრება პირს, რომლის მუშაკიც თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მართლსაწინაამღვდეგო მოქმედებით ზიანს მიაყენებს მესამე პირს. (გამოიყენება სკ-ის 997-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესი).

    პირი, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს მისი მუშაკის მართლსაწინაამღვდეგო მოქმედებით მიყენებული ზიანი, შეიძლება იყოს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირი, ასევე სახელმწიფო (როცა საჯარო სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას ხდება ზიანის მიყენება).

    მუშაკის მიერ სამსახურეობრივი ვალდებულების შესრულებაში გაგებული უნდა იყოს, როგორც სამუშაოს შესრულება მისი სამსახურეობრივი (შრომითი) ხელშეკრულებით გათვალისწინებული. ასევე სამუშაო, რომელსაც პირი ასრულებს სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე. (მაგ: ექიმი უწევს „ჭ“ კლინიკის პაციენტს მომსახურეობას, ამ კლინიკასთან დადებული მომასხურების ხელშეკრულების საფუძველზე).

    სამუშაოს მიმცემი პასუხს არ აგებს, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე (ბრალის არ არსებობის მტკიცების ტვირთი სწორედ მას აკისრია).

    დავის წარმოშობის შემთხვევაში, მოპასუხედ გამოვა პასუხისმგებელი პირი,სწორედ მისგან უნდა მოითხოვოს დაზარალებულმა ზიანის ანაზღაურება. ხოლო ზიანის უშუალოდ მიმყენებლი-მუშაკი ჩართული იქნება საქმეში, როგორც მესამე პირი, ვინაიდან მოთხოვნის დაკმაყოფლების შემთხვევაში დამქირავებელი უფლებამოსილია სწორედ მისგან რეგრესის წესით მოითხოვოს მის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

    ორგანიზაცია არ არის მოკლებული უფლებას ამტკიცოს, რომ მიუხედავად მისი მუშაკის შენობაში ან მის ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტის სამუშაო საათებში, მუშაკმა ზიანი მიაყენა ისეთი ქმედებით, რომელიც მის შრომით(სამსახურეობრივი) მოვალეობის შესრულებასთან არანაირად არ იყო დაკავშირებული. მაგ: განზრახ მიაყენა ზიანი სხვა პირს შურისძიების მოტივით.

     

    #22618
    Edika
    Participant

    მოპასუხემ მიითვისა ტავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 2000 ლიტრი საწვავი და სასამართლომ ზიანის ანაზღაურების დროს გამოიყენა დელიქტურ ნორმები, რაც არასწორია ჩემი აზრით. ას-958-996-2011

    #22619

    @Edika said:
    მოპასუხემ მიითვისა ტავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 2000 ლიტრი საწვავი და სასამართლომ ზიანის ანაზღაურების დროს გამოიყენა დელიქტურ ნორმები, რაც არასწორია ჩემი აზრით. ას-958-996-2011

     

     

    რაო რა თქვა კონკრეტულად უზენაესმა და შენ რა პოზიცია გაქვს?

    #22620
    Edika
    Participant

    მოპასუხეები გასამართლდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მიხედვით, კერძოდ მიითვისა 2000 ლიტრი დიზელის საწვავი. (ეტყობა პერიოდულად ხარჯავდნენ ან იპარავდნენ, მოკლედ შეჭამეს რა :D). სააპელაციო სასამართლომ თქვა რომ ეს არის დელიქტიო. არ ვეტანხმები. ჩემი აზრით ეს არის უსაფუძვლო გამდიდრება.  უზენაესმა თქვა რომ ყველაფერი კარგადაა გადაწყვეტილი და დაუშვებლად ცნო.

     

     

    #22621
    Edika
    Participant

    სასამართლომ არასწორად გამოიყენა დელიქტური ნორმები ჩემი აზრით. დელიქტის შემთხვევაში სხვისთვის ზიანის მიყენება ხდება ისე რომ სამართალდამრღვევის ქონებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება (ანუ არც იზოგება და არც იზრდება), ხოლო უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევაში ხდება სამართალდამრღვევის ქონების დაზოგვა ან გაზრდა.  ეს განასხვავებს უსაფუძვლო გამდიდრებას დელიქტური ურთიერთობიდან. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეებმა მიითვისეს (ანუ გამდიდრდნენ) სხვისი ქონება, რა შემთხვევაშიც უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები უნდა გამოეყენებჰინა სასამართლოს.

Viewing 10 posts - 71 through 80 (of 217 total)
  • You must be logged in to reply to this topic.