მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)

Viewing 10 posts - 191 through 200 (of 217 total)
  • Author
    Posts
  • #3044
    Edika
    Participant

    @StepanozMamfal said: ახლა რაც შეეხება კაზუსს, აქაც განსხვავებული პოზიცია მაქვს, კერძოდ:

    1. C-ს დაზიანებას ასე ცალსახად 117-ე მუხლის გარედ ვერ მოვაქცევდი, რადგან გააჩნია რა სიმძიმის დაზიანების რისკის ქვეშ იყო A (ან საერთოდ სიკვდილის საფრთხის ქვეშ)… კაზუსიდან არ ჩანს პირდაპირ.. ექსპერტიზა იქნებოდა საჭირო და მის შესაბამისად მოხდებოდა ამ საკითხის გადაჭრა.

    საერთოდ მაგ კაზუსიდან არ ჩანს ვის ვის მიმართ რის საფუძველზე  აქვს მოთხოვნის უფლება. უბრალოდ რა შესაძლო მოთხოვნები შეიძლება იყოს ის დავწერე.

    2.მე ვფიქრობ A-ს არ უნდა მოეთხოვოს ზიანის ანაზღაურება არც C-სგან და არც D-სგან.. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და ეყდნობა იმ გარემოებას, რომ C და D-ს ზიანი დაკავშირებულია B-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან, ხოლო A-ს ქმედება თუ ჩაითვლება მართლზომიერად.. B-ს უმართლობა “გადაყლაპავს” A-ს პასუხისმგებლობას, რადგან რომ არა მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არც A-ს ქმედება არ განხორციელდებოდა და არ დაზიანებოდნენ C და D… ამასთან 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს A-ს პასუხისმგებლობის ჩამოწერის შესაძლებლობას.

    მასე გადაყლაპვის პრინციპი არასწორია ჩემი აზრით.  არის ზიანი. თუ ამ ზიანში გვაქვს ორივე მხარის მოქმედება, მართლწინააღმდეგობა ბრალეულობა და მიზეზ-შედეგობრიობა ორივემ უნდა აგოს პასუხი სოლიდარულად 998-ე მუხლით. ახლა ამ შემთხვევაში რას ნიშნავს ორივე მხარის მართლსაწინააღმდეგო ქმედება? ანუ რაში გამოიხატება B-ს და A-ს მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება – B არღვევს საგზაო წესებს, კერძოდ მოძრაობს ნსვამ მდგომარეობაში საპირისპირო გზაზე. რაში გამოიხატება A-ს მართლსაწინააღმდექო ქმედება? მიუხედავად იმისა რომ სხვა გზა არ ქონდა A-ს, მაინც არ ქონდა უფლება ზიანი მიეყენებინა D-სთვის, მიუხედავად იმისა რომ საკუთარი ინტერესებისთვის მოქმედებდა და საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა A.

    3. რაც შეეხება 998-ე მუხლს.. შეიძლება ისე განვმარტოთ, რომ ამ მუხლში თანამონაწილეების ქმედებას თან ზდევს საერთო განზრახვა და ზოგადად 998- ე მუხლი დაკავშირებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან და არა მართლზომიერ ქმედებასთან. ამასთან იგივე არგუმენტს დავწერ, რაც ზემოთ, რომ 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს A-ს პასუხისმგებლობის ჩამოწერის შესაძლებლობას.

     

    http://www.library.court.ge/upload/3327.pdf აქ წერია ამასთან დაკავშირებით 18-ე გვერდზე და არ ვეთანხმები. შეიძლება ეგრე განვმარტოდ კი არა ეგრე უნდა იყოს წესით და რიგით როგორც ამბობ.ანუ 998-ე მუხლში იგულისხმება როცა ორივე მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს. 998-ე მუხლი მოცემულია დელიქტების თავში. ასევე ამასთან დაკავშირებით წერია სახელშეკრულებო სამართალში ზემოტ რაც დავწერე იმ წიგნში. 684-685 გ.ვ. ანუ საუბარია იმაზე რომ კანონმდებელი იყენებს იურიდიულ ტექნიკას, რომელიც საჭიროდ არ მიიჩნევს ყოველი ნორმის აგების დროს იმის გამეორებას რომ ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო.

    #3047
    Edika
    Participant

    შემდეგი კაზუსი: სეირნობისას A-მ შეამჩნია როგორ დაამტვრია F-მა მანქანა. ეს უკანასკნელი მსუბუქ ავტომანქანას უგონო მდგომარეობაში მართავდა. A-მ დაინახა როგორ მოძრაობდა მზარდი სიჩქარით სათამაშო მოედნისკენ სადაც ბავშვები თამაშობდნენ. იქვე სამსახურში მიმავალი B-ს რომელიც ჯდებოდა თავის მანქანაში, გასაღები წაართვა A-მ, დაჯდა მანქანაში და იმგვარად შეეჯახა F-ის ავტომანქანას რომ შეუცვალა მიმართულება.

    #3048

    @Edika said: სეირნობისას A-მ შეამჩნია როგორ დაამტვრია F-მა მანქანა. ეს უკანასკნელი მსუბუქ ავტომანქანას უგონო მდგომარეობაში მართავდა. A-მ დაინახა როგორ მოძრაობდა მზარდი სიჩქარით სატამაშო მოედნისკენ სადაც ბავშვები თამაშობდნენ. იქვე სამსახურში მიმავალი B-ს რომელიც სხდებოდა თავის მანქანაში, გასაღები წაართვა A-მ, დაჯდა მანქანაში და იმგვარად შეეჯახა F-ის ავტომანქანას რომ შეუცვალა მიმართულება.

     

    მართლზომიერია თუ არა A-ს ქმედება და შესაბამისად ხვდება თუ არა სკ-ის 117-ე მუხლის რეგულაციის ქვეშ, დამოკიდებულია ექსპერტიზის დასკვნებზე და სხვა გარემოებებზე…

     

    ზოგადად შეიძლება მართლზომიერი იყოს აღნიშნული ქმედება, რადგან შემთხვევა ეხებოდა კონკრეტული საფრთხეს, რომლის აღკვეთის მიზნით განხორციელებული ქმედების ფარგლებში A-მ დააზიანა, B-ს მანქანა და F-ის მანქანა. აღნიშნული ქმედების მართლზომიერად მიჩნევისათვის უნდა მოხდეს იმის დადგენა, თუ რამდენად თანაზომიერი იყო A-ს ქმედება აცდენილი საფრთხის მიმართ (ბავშვების ჯანმრთელობა/სიცოცხლე)… ანუ რამდენად აუცილებელი და პროპორციული იყო აღნიშნული ქმედება იმ სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიმართ, რის დაზიანებაც თავიდან იქნა აცილებული.

    #3049
    Edika
    Participant

    კაზუსის ავტორი იძახის, რომ ჯდებაო თანაზომიერების პრინციპში.

    #3050

    უფრო სწორი იქნებოდა, ეთქვა, რომ შესაძლებელია თანაზომიერი ყოფილიყო და შესაბამისად მომხვდარიყო 117-ე მუხლით გათვალისწინებულ მართლზომიერ სივრცეში.. კაზუსიდან არც არის ზუსტად გამოკვეთილი გარემოებები, ცალსახად ამ საკითხის გადასაწყვეტად 🙂

    #3051
    Edika
    Participant

    მოკლედ მთავარია აქ რომ 117-ე მუხლის შემთხვევაში, ქმედება ჩაითვლება მართლზომიერად მხოლოდ ორი პირობის ერთდროუყლად არსებობის შემთხვევაში:

    1) სხვაგვარად ზიანის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.

    2) თავიდან იქნა აცილებული უფრო დიდი ზიანი.  აქედან რომელიმე პირობის არარსებობა გამორიცხავს ქმედების მართლზომიერებას.

    #3052
    Edika
    Participant

    შემდეგი კაზუსი: “E” არის თბილისში მდებარე ნაკვეთის მესაკუთრე, რომელზეც არის ნახევრად დანგრეული სახლი. მიწის ნაკვეთს შემოვლებული აქვს ღობე, რომლითაც იგი დაცულია არაუფლებამოსილი პირების შეჭრისგან. ზამთარში მოყინული გზის გამო ერთ ერთი ავტომანქანა მოსრიალდა და შეასკდა უკვე საკმაოდ მორყეულ ღობეს. რადგანაც “E” იშვიატათ არის თბილისში და თავისი ვიზიტების დროს არ აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას მიწის ნაკვეთს, მან ეს ზიანი ვერ შეამჩნია. ზაფხულში 8 წლის “K”  ინციდენტის შედეგად წარმოშობილი ხვრელით შევიდა მიწის ნაკვეთზე. მიწის ნაკვეთზე დამალობანას თამაშის დროს ის ჩავარდა სახლის სარდაფში მუყაოთი დაფარული ხვრელის გზით და ძლიერად დაზიანდა. შეუძია თუ არა მას “E”-სგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება?

    #3053

    @Edika said: E არის თბილისში მდებარე ნაკვეთის მესაკუთრე, რომელზეც არის ნახევრად დანგრეული სახლი. მიწის ნაკვეთს შემოვლებული აქვს ღობე, რომლითაც იგი დაცულია არაუფლებამოსილი პირების შეჭრისგან. ზამთარში მოყინული გზის გამო ერთ ერთი ავტომანქანა მოსრიალდა და შეასკდა უკვე საკმაოდ მორყეულ ღობეს. რადგანაც E იშვიატად არის თბილისში და ტავისი ვიზიტების დროს არ აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას მიწის ნაკვეთს, მან ეს ზიანი ვერ შეამჩნია. ზაფხულში 8 წლის K  ინციდენტის შედეგად წარმოშობილი ხვრელით შევიდა მიწის ნაკვეთზე. მიწის ნაკვეთზე დამალობანას თამაშის დროს ის ჩავარდა სახლის სარდაფში მუყაოთი დაფარული ხვრელის გზით და ძლიერად დაზიანდა. შეუძია თუ არა მას E-სგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება?

     

    ამ შემთხვევაში სკ-ის 992-ე მუხლი უნდა გამოვიყენოთ, კერძოდ ამ მუხლის მიხედვით E-ის პასუხიმსგებლობისათვის საჭიროა სახეზე გქვონდეს ოთხი ელემენტი: 1. ზიანი – K-ის დაზიანება;  2. მართლსაწინააღმდეგო უმოქმედობა- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ისეთ მდგომარეობაში ქონა, რამაც გამოიწვია ზიანი;  3. ბრალიც მართლწინააღმდეგობასთან ერთიანობაში გვაქვს; და 4. მიზეზობრივი კავშირი (ესეც გასაგებია)….

     

    მეორე მხრივ აქ სკ-ის 415-ე მუხლის მიხედვით შერეული ბრალიც შეიძლება იყოს, კერძოდ ამ ბავშვის მეთვალყურე პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომ მათ ვერ უზრუნველყვეს ბავშვის უსაფრთხოება, მათ ვერ აღკვეთეს მის მიერ სხვა პირის საკუთრებაში შესვლა და  ზიანის დადგომის ფაქტი ვერ აიცილეს თავიდან.

    #3054
    Edika
    Participant
    კაზუსის ავტორის ამოხსნა:
     

    1) მესაკუთრეს ეკისრება თავისი ნაკვეთის შემოღობვის ვალდებულება;

     

    2) მხოლოდ პატარა აბრა ”შესვლა აკრძალულია” არ არის საკმარისი უსაფრთხოებისთვის, ვინაიდან პატარა ბავშვები, რომლებმაც კითხვა არ იციან ცნობისმოყვარეობით მოტივირებულები შეიძლება შესულიყვნენ. ანუ ავტორი ამბობს რომ 992-ე მუხლით შეიძლება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

     

    მე ვფიქრობ რომ მესაკუთრეს და ზოგადად სუბიექტს ევალება უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, მაგრამ მოცემული ფაქტობრივი გარემოებები რამდენად ჯდება ამ სამართლებრივ ჩარჩოში მეეჭვება. დაუშვათ არაგაქ მატერიალურად დროებით იმის საშუალება რომ შეაკეთო ღობე და სახლშიც იმ ორმოს მიხედო, გამოდის ჭიშკარი ვერ დაგიტოვებია ღია და გასულხარ დროებით სადმე .

     

    ვთქვათ დატოვე სახლი ღია, შევიდა მოსაპარად ვინმე და გადავარდა კიბიდან რომელსაც არ ქონდა სახელური (რომ ქონოდა არ გადავარდებოდა), უნდა აუნაზღაურო ზიანი ქურდს? მეორე მაგალითი დატოვე კარი ღია და შევიდა ქურდი რომელმაც მოგპარა ნივთი და ეს ნივთი შემდეგ გაუტყდა? ეს იმას ნიშნავს რომ დაზარალებულსაც მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში (იმით რომ სახლი არ დაკეტა) და შერეული ბრალი გვაქვს? (შერეული ბრალის დროს პასუხისმგებლობა ნაწილდება დაზარალებულზეც) ანუ ნაწილობრივ უნდა ანაზღაურდეს ზიანი? :D სათითაოდ უპასუხოთ ამ ორივე მაგალითს.

    #3055

    @Edika said: მე ვფიქრობ რომ მესაკუთრეს და ზოგადად სუბიექტს ევალება უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, მაგრამ მოცემული ფაქტობრივი გარემოებები რამდენად ჯდება ამ სამართლებრივ ჩარჩოში მეეჭვება. დაუშვათ არაგაქ მატერიალურად დროებით იმის საშუალება რომ შეაკეთო ღობე და სახლშიც იმ ორმოს მიხედო, გამოდის ჭიშკარი ვერ დაგიტოვებია ღია და გასულხარ დროებით სადმე … ვთქვათ დატოვე სახლი ღია, შევიდა მოსაპარად ვინმე და გადავარდა კიბიდან რომელსაც არ ქონდა სახელური (რომ ქონოდა არ გადავარდებოდა), უნდა აუნაზღაურო ზიანი ქურდს? მეორე მაგალითი დატოვე კარი ღია და შევიდა ქურდი რომელმაც მოგპარა ნივთი და ეს ნივთი შემდეგ გაუტყდა? ეს იმას ნიშნავს რომ დაზარალებულსაც მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში (იმით რომ სახლი არ დაკეთა) და შერეული ბრალი გვაქვს? (შერეული ბრალის დროს პასუხისმგებლობა ნაწილდება დაზარალებულზეც) ანუ ნაწილობრივ უნდა ანაზღაურდეს ზიანი? 😀 სათითაოდ უპასუხოთ ამ ორივე მაგალითს.

     

    ზოგადი წესია, რომ შენ ვალდებული ხარ ისეთ მდგომარეობაში ამყოფო შენი საკუთრება, რომ სხვებს არ მიადგეთ ზიანი… როცა ქურდი შემოდის შენთან სახლში და ზიანდება გაუმართავი სახელურის გამო, ამ შემთხვევაში შენ პასუხისმგებლობის საკითხს ვერ დავაყენბთ, რადგან მისი მართლსაწინააღმდეგო მოქმედების განხორციელების შედეგად დადგა ზიანი, ისე, რომ შენ წინდახედულობის ნორმები არ დაგირღვევია. იგივე სიტუაციაა მეორე შემთხვევაშიც..

     

     

Viewing 10 posts - 191 through 200 (of 217 total)
  • You must be logged in to reply to this topic.