მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)

Viewing 10 posts - 91 through 100 (of 217 total)
  • Author
    Posts
  • #3593

    @Edika said:
    გაუმართავი ელექტროფიდერის ექსპლოატაციის დროს მეზობელ სახლს გაუჩნდა ხანძარი. სახანძრო სამსახურმა უზრუნველყო ხანძრის ჩაქრობა, მაგრამ შემმთხვევით დააზიანა (წყლით) მეორე მეზობლის სახლი, რომელშიც მას ძვირადღირებული რემონტი ქონდა გაკეთებული. აქვს თუ არა ამ უკანასკნელს, ელექტროფიდერის მესაკუთრის მიმარტ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება 1001-ე მუხლის საფუძელზე?? თუ სახანძროს მიმართ? თუ სოლიდარულად??????

     

    თუ სახანძრო სამსახურის ბრალი არ არის სახეზე, მაშინ 1001-ე მუხლის საფუძველზე მხოლოდ მეზობელს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რადგან მისი გაუმართავი ელექტროფიდერის ექსპლოატაციის შედეგად დადგა ზიანი, ანუ სახეზეა ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო უმოქმედობიდან გამოწვეული ზიანი.

     

    თუმცა სხვა სიტუაცია იქნება, როცა სახანძღო სამსახურის ბრალეული ქმედებების შედეგად დგება აღნიშნული ზიანი. ამ შემთხვევაში, 998-ე მუხლის პირველი ნაწილით შეიძლება სოლიდარული პასუხისმგებლობის წარმოშბაზე საუბარი.

     

    #22640
    Edika
    Participant

    თანაზომიერების პრინციპია აქ ჩამი აზრით მნიშვნელოვანი. თუ სახანძრო სამსახურის ქმედება მიმართული იყო მეზობელი სახლებზე ხანძრის გავრცელების ტავიდან აცილების მიზნით და ეს ქმედება ჯდება თანაზომიერების ფარგლებში, მაშინ სახანძრომ არ უნდა აგოს პასუხი. მაგრამ თუ ცდება ტანაზომიერების ფარგლებს მაშინ მარტო სახანძრომ უნდა აგოს პასუხი.

    #3597

    @Edika said:
    თანაზომიერების პრინციპია აქ ჩამი აზრით მნიშვნელოვანი. თუ სახანძრო სამსახურის ქმედება მიმართული იყო მეზობელი სახლებზე ხანძრის გავრცელების ტავიდან აცილების მიზნით და ეს ქმედება ჯდება თანაზომიერების ფარგლებში, მაშინ სახანძრომ არ უნდა აგოს პასუხი. მაგრამ თუ ცდება ტანაზომიერების ფარგლებს მაშინ მარტო სახანძრომ უნდა აგოს პასუხი.

     

     

    კი, გეთანხმები მაგაში.. როცა სახანძრო სამსახური ახორციელებს თანაზომიერი ღონისძიებას ხანძღის ლოკალიზაციის მიზნით და ამის შედეგად განზრახ ადგება ზიანი გარკვეულ სიკეთეს, სახანძრო სამსახური ამ შემთხვევაში მოქმედებს მართლზომიერად და შესაბამისად ასეთი ზიანისათვის პასუხისმგებლობას მას არ დაეკისრება, არამედ 1001-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ მეზობელს.

     

     

    თუმცა თუ სახანძრო სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიება არათანაზომიერი, ხანძრით გამოწვეული საფრთხის აღკვეთის კუთხით და შესაბამისად მართლსაწინააღმდეგო, მაშინ უკვე შეიძლება დადგეს მისი სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხიც.

     

    #22641
    Edika
    Participant

    მე ვფიქრობ რომ თუ თანაზომიერების ფარგლებს ცდება მაშინ მარტო სახანძრომ უნდა აგოს პასუხი.

    #22642

    @Edika said:
    მე ვფიქრობ რომ თუ თანაზომიერების ფარგლებს ცდება მაშინ მარტო სახანძრომ უნდა აგოს პასუხი.

     

    რატომ უნდა აგოს სახანძრომ მხოლოდ?

     

    ამ შემთხვევაში, როგორც მეზობლის, ისე სახანძროს მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ბრალიც გვაქვს, რაც მიზეზობრივ კავშირშია ზიანთან.. ასე ცალსახად მხოლოდ სახანძროს პასუხისმგებლობა არასწორია ჩემი აზრით.. სასამართლომ უნდა იმსჯელოს 412-ე მუხლის საფუძველზე და შესაძლოა 998-ე მუხლის მიხედვით სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხიც დაისვას.

    #22644
    Edika
    Participant

    იმიტომ უნდა აგოს მოლოდ სახანძრომ პასუხი რომ შედეგი მიზეზობრივ კავშირშია არა ხანძარტან არამედ სახანძროს მოქმედებასთან, იმით რომ გაცდა ტანაზომიერების პრინციპს.

    #22645

    @Edika said:
    იმიტომ უნდა აგოს მოლოდ სახანძრომ პასუხი რომ შედეგი მიზეზობრივ კავშირშია არა ხანძარტან არამედ სახანძროს მოქმედებასთან, იმით რომ გაცდა ტანაზომიერების პრინციპს.

    ხანძართანაც კავშირია, რადგან რომ არა ხანძრის არსებობა არ დადგებოდა ის შედეგი რაც დადგა.. 😀

    #22646
    Edika
    Participant

    კიდევ ერტხელ დავწერ. 1001 მუხლი ეხება შემთხვევას როცა ხანძრის მეზობლებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ხდება მისი ლოკალიზება და დაციანდება მეზობლის ქონება, ამ შმტხვევაში პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს არა სახანძროს არამედ ხანძრის გამომწვევს, ოღონდ თუ სახანძროს მოქმედება ჯდება თანაზომიერების ფარგლებში. მაგრამ თუ სახანძროს მოქმედება ცდება ტანაზომიერების ფარგლებს მერე უკვე ელექტროფიდერის მესაკუთრის ქედება სამართლებრივად უმნიშვნელო ხდება და დამდგარი შედეგი მიზეზობრივ კავშირში არის სახანძროს ქმედებასთან.

     

    უშუალო მიზეზობრივი კავშირი და რელევანტური მიზეზობრივი კავშირი ჩემი აზრით არის ერთი და იგივე.

    #22647

    ვერ დაგეთანხმები, როგორ გახდება უმნიშვნელო მეზობლის ქმედება, როცა სწორედ მის გამო წარმოიშვა ხანძარი და შესაბამისად საფრთხე სხვისი ქონებისათვის და მხოლოდ ამ საფრთხესთან არათანაზომიერად ბრძოლის შედეგად, სახანძრო სამსახურმა მიაყენა საფრთხის ქვეშ მყოფ ქონებას ზიანი.

     

     

    რომ არ ყოფილიყო მეზობლის ქმედება, არ იქნებოდა ხანძარი, რომ არ ყოფილიყო ხანძარი არ იქნებოდა საფრთხე სხვისი ქონებისათვის და რომ არ ყოფილიყო საფრთხე არც სახანძროს მიერ არათანაზომიერი ქმედება იქნებოდა და არ მიადგებოდა სხვის ქონებას ზიანი.. ამიტომაც ასე ცასახად იმის თქმა, რომ მეზობელს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა არ არის სწორი…

     

     

    ჩემი აზრით ორივე სუბიექტს (მეზობელს და სახანძროს) უნდა დაეკისროთ სოლიდარულად პასუხისმგებლობა სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის და 412-ე მუხლების შესაბამისად, რადგან მათი ორივეს ქმედება არის არსებითად დაკავშირებული ზიანის დადგომასთან..

     

     

    რაც შეეხება უშუალო და რელევანტური მიზეზობრიობის საკითხს.. ამ შემთხვევაში უშუალოდ ზიანს აყენებს სახანძრო, რადგან სწორედ მისი ქმედების შედეგად დგება ზიანი და თუ ჩვენ მხოლოდ უშუალო მიზეზობრიობის კუთხით წავალთ, მაშინ სახანძროს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, თუმცა რელევანტური მიზეზობრიობის კუთხით თუ წავალთ, მის მიხედვით ყველა იმ სუბიექტს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რომელთა ქმედებაც არის აუცილებელი და არსებითი ზიანის დადგომაში, ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და ვფიქრობ, რომ სწორედ ასე უნდა გადაწყდეს ეს საკითხი.

    #22648
    Edika
    Participant

    მე ვთქვი როცა თანაზომიერების ფარგლებს სცდება სახანძროს ქმედება მერე ხდება ელექტროფიდერის მესაკუთრის ქმედება სამართლებრივად უმნიშვნელოთქო.

     

    უძუალო მიზეზობრივი კავშირის თეორია კიდე კაციშვილმა არ იცის რა არის და სხვადასხვა ტერმინებითაც არის ეგ გამოყენებული. არსად არაა განმარტებული. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეგ გავს რელევანტურ მიზეზობრიობას. ფაქტიურად იგივეა. ძნელია იდენთიფიცირება სხვა რომელიმე კლასიკურ თეორიასთან, მაგრამ მე ჩემ აზრს ვამბობ.

Viewing 10 posts - 91 through 100 (of 217 total)
  • You must be logged in to reply to this topic.