მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)

Viewing 10 posts - 81 through 90 (of 217 total)
  • Author
    Posts
  • #22624

    შენი პოზიციის საწინააღმდეგო მოვიყვან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელზეც დავპოსტე უკვე უსაფუძვლო გამდიდრების თემაში (სუსგ 1249-1269-2011). ამ გადაწყვეტილების მიხედვით უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი არის სუბსიდიური ხასიათის და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ სხვა ნორმებით ვერ ხორციელდება მოთხოვნის დაყენება.

     

    მოცემულ შემთხვევაში დელიქტით მოთხოვნის დაყენების ყველა წინაპირობა გვაქვს: 1. მართლსაწინააღმდეგო ქმედება- დანაშაული-მითვისება. 2. ბრალი- განზრახი დანაშაულის ჩადენა. 3. ზიანი და 4. მიზეზობრივი კავშირი. ხოლო ის გარემოება, რომ მითვისების დროს პირი მდიდრდება და უსაფუძვლო გამდიდრებით უნდა მოხდეს მოთხოვნის დაყენება, ამ შემთხვევაში არარელევანტურად მეჩვენება, სწორედ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების ფონზე, სადაც ნათქვამია, რომ:

     

    “უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლოდ გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად, კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება, მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი, მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა.”

     

     

    ამ გადაწყვეტილების მიხედვით, როცა მოთხოვნათა კონკურენცია გვაქვს, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების ვიყენებთ მხოლოდ მაშინ, როცა დელიქტი გამოირიცხება.

     

    #22634
    Edika
    Participant

    მაგ გადაწყვეტილებაში საუბარია იმაზე რომ თუ არსებობს მოტხოვნის დაკმაყოფილების საახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძელი მაშინ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება უნდა გამოირიცხოს, ხოლო ჩემ მიერ მოყვანილი მაგალითის შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს თუ არა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ამასთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი. ბუნებრივიცაა მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა თუ არ არის კონდიქციური თავისთავად უნდა გამოირიცხოს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება. “ამასთან”-ს მერე რაც წერია ფაქტიურად გამიჯნულია ერთმანეისგან უსაფუძვლო გამდიდრება და დელიქტი.

     

    რაც შეეხება იმას რომ გვაქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი, მიზეზშედეგობრიობა არ ნიშნავს იმას რომ აუცილებლად დელიქტური ნორმები უნდა გამოვიყენოთ არასწორია. მაგალითად იძულებით დადებული გარიგების ბათილობის შემთხვევაში დელიქტტს ვერ გამოვიყენებთ.

    #22635
    Edika
    Participant

    ავარიის შედეგად მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება

     

    ას-762-818-2011 ავტომანქანის ექსპლოატაციის შედეგად მოსარჩელეს (ქვეითს) მიადგა მატერიალური (მკურნალობის ხარჯები) და მორალური ზიანი. პასუხი აგო 999 მუხლის საფუძველზე, მაგრამ ასევე ითხოვდა მიუღებელ შემოსავალს (რომელიც აპელაციამ დააკმაყოფილა) იმის გამო ვეღარ გააგრძელა მუშაობა იმ ორგანიზაციაში სადაც მუშაობდა. აქვს თუ არა მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება? რამდენად სავარაუდოა ასეთ შემთხვევაში ზიანი?  ჩემი აზრით არ არის სავარაუდო.

     

    სიტყვაზე როცა სამართალდამრღვევი ეჯახება მანქანას რომელიც არის ტაქსი (ანუ აღჭურვილია შესაბამისი ნიშნებით) ამ შემთხვევაში კიდე შეიძლება ვთქვათ რომ ზიანი სავარაუდო იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია ას-671-1001-07 გადაწყვეტილება სადაც მოსარჩელეს წარმოადგენდა ადვოკატი რომელსაც საადვოკატო მომსახურეობების ხელშეკრულებები ქონდა გაფორმებული კლიენტებთან რისი ღირებულებაც იყო 15 000 ლარი.

     

    ავტოავარიის შედეგად მან ვეღარ შეძლო მათი მომსახურეობა რის გამოც უზენაესმა აღნიშნული თანხა მოპასუხეს დააკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით?  რამდენად სწორია ეს მაშინ როცა მოპასუხისტვის არათუ იურიდიული მომსახურეობის ხელშეკრულებების, არამედ საერთოდ არ იცოდა მოსარჩჩელის პროფესიული თუ სამეწარმეო საქმიანობის შესახებ????   არასწორია რა ჩემი აზრით.

    #22636

    ძნელი საკითხია, პრობლემა დგას სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც:   “ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.”

     

    რას ნიშნავს მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი, აღნიშნულის შეფასების თავისუფლება კანონმდებელმა მიანიჭა სასამართლოს, ხოლო როგორც შენ დაწერე სასამართლომ საკმაოდ ფართოდ განმარტა “წინასწარ სავარაუდო” ზიანის ცნება და იმ შემთხვევებში, როცა სახეზეა დელიქტი და სამსახურეობრივ მოვალეობებს ვერ ახორციელებს პირი, ასეთ შემთხვევბში მიუღებელი შემოსავლის სრულიად დაკისრების ტვირთი დააკისრა სწორედ ზიანის მიმყენებელს.

     

    დავსვათ შეკითხვა, ვთქვათ “ა” აქვს ხელფასი 3.000 ლარი და მას ზიანი მიაყენა “ჭ”-მ გაუფრთხილებლობით მანქანის ტარების შედეგად/ ან მანქანის მომეტებული საფრთხის რეალიზაციის შედეგად, ამ შემთხვევაში რა უფრო სამართლიანი იქნება, 412-ე მუხლი ისე განიმარტოს, რომ  “ა”-ს ზიანი სრულიად ანაზღაურდეს, თუ ვიწროდ განიმარტოს და “ჭ” -ს უფრო ლმობიერი სამოქალქო პასუხისმგებლობა დაეკისროს?

     

    ვფიქრობ, სასამართლოს მიდგომა არის სრულიად სამართლიანი და ეფუძნება იმ ვარაუდს, რომ როცა ერთი პირი მეორეს აყენებს ზიანს, მისთვის სავარაუდოა, რომ ეს უკანასკნელი შეიძლება მუშაობდეს სადმე და შესაბამისად იღებდეს გარკვეულ შემოსავალს და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ზიანის დაკისრების საფუძველიც გვექნება, ხოლო თუ ზიანი არ იქნება სახეზე, მაშინ ვერ მოითხოვს დაზარალებული ვერაფერს.

     

    #22637
    Edika
    Participant

    მართლაც რთული საკითხია. დოქტრინას თუ მივყვებით 412-ე მუხლი იცავს არა დაზარალებულის არამედ მოვალის ინტერესებს, იმით რომ ათავისუფლებს მას ისეთი ზიანისთვის პასუხისმგებლობისგან რომლის გათვალისწინებაც მას არ შეეძლო და რომელიც არ არის დამახასიათებელი ქონებრივი პასუხისმგებლოიბის ჩვეულებრივი პრინციპისთვის. აქვე სავარაუდო ზიანი განმარტებულია როგორც ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისთვის. (მაინც არაა საკმარისი) მაგალლითიც არის მოყვანილი სადაც ბანკის უსაფრთხოების სამსახურს პასუხისმგებლობა დაეკისრა მხოლოდ იმ ფარგლებში რომელიც ცნობილი იყო მისთვის.

     

    საერთოდ ქართული მიზეზობრივი კავშირის მოდელი განსხვავდება სხვებისგან და წარმოადგენს ადეკვატური და რელევანტური მიზეზობრივი კავღირების კომბინირებულ ვარიანტს.

     

     

    #22638

    ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ მხოლოდ მოვალის ინტერესების იცავს 412-ე მუხლი… რეალურად 412-ე მუხლი აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს, მაგრამ მისი მიზანი არ არის მოვალის ინტერესების დაცვა ბრმად, ისე რომ უსამართლოს შეიზღუდოს დაზარალებულის ინტერესები. რეალურად 412-ე მუხლი არის ისეთი მუხლი, რომელიც სასამართლოს უტოვებს შესაძლებლობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სამართლიანად გადაწყვიტოს ზიანის ანაზღაურების საკითხი და დაარეგულიროს ბალანსი მოვალის ინტერესებსა და დაზარალებულის ინტერესებს შორის და ასეც იქცევა სასამართლო, რაზეც მეტყველებს შენ მიერ მოყვანილი სასამარათლო პრაქტიკა.

    #22639
    Edika
    Participant

    მოკლედ ასეა თუ ისეა დოქტრინაში სხვანაირადაა და აგერ კიდე სასამართლო პრაქტიკა სხვა რამეს ამბობს. არაა მარტივი საკითხი.

     

    ახლა შემდეგი საკითხი. ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ (აპელაციამ) დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ხანდაზმულობის ვადა, სამოქალაქო კოდექსის 1008 და 130 მუხლების საფუძელზე აითვალა არა ზიანის მიყენების მომენტიდან არამედ გამოძიების შეწყვეტის შშესახებ დადგენილების გამოტანის მომენტიდან, რაც ასევე არასწორია ჩემი აზრით.

    #3588

    რა პოზიცია გაქვს, როგორ უნდა გადაწყვეიტლიყო ხანდაზმულობის საკითხი და რატომ?

    #3589
    Edika
    Participant

    როცა მიადგა ავტომანქანის ექსპლოატაციის შედეგად ზიანი დაზარალებულს იმ მომენტიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.  130-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო ტავისი უფლებისდარღვევის შესახებ და არა გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანის მომენტიდან.

    #3592
    Edika
    Participant

    გაუმართავი ელექტროფიდერის ექსპლოატაციის დროს მეზობელ სახლს გაუჩნდა ხანძარი. სახანძრო სამსახურმა უზრუნველყო ხანძრის ჩაქრობა, მაგრამ შემმთხვევით დააზიანა (წყლით) მეორე მეზობლის სახლი, რომელშიც მას ძვირადღირებული რემონტი ქონდა გაკეთებული. აქვს თუ არა ამ უკანასკნელს, ელექტროფიდერის მესაკუთრის მიმარტ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება 1001-ე მუხლის საფუძელზე?? თუ სახანძროს მიმართ? თუ სოლიდარულად??????

Viewing 10 posts - 81 through 90 (of 217 total)
  • You must be logged in to reply to this topic.