მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები

Viewing 10 posts - 91 through 100 (of 118 total)
  • Author
    Posts
  • #27223

    როგორც ამ თემაში უკვე არაერთხელ დაიწერა, სესხის არსებობისათვის საჭიროა შემდეგ არსებით პირობებზე მხარეების შეთანხმება:

     

    1. სესხის ხელშეკრულების მხარეების განსაზღვრა.

     

    2. სესხის საგნის განსაზღვრა

     

    3.მხარეების განზრახვის არსებობა, რომ იდება სესხის ხელშეკრულება.

     

    მოცემულ შემთხვევაში, მართალია განსაზღვრულია ხელშეკრულების მხარეები, განსაზღვრულია ხელშეკრულების საგანი- ფული, თუმცა არსაიდან არ გამომდინარეობს, რომ დაიდო სესხის ხელშეკრულება, ანუ არსაიდან არ ჩანს, რომ ეს პირები ფულს ღებულობენ იმ პირობით, რომ მას უკან დააბრუნებენ, თანაც მათი ნათესაური კავშირი და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეიძლება იმ კუთხითაც მსჯელობა, რომ სახეზეა სარჩო/დახმარება მამიდის მხრიდან, რომელსაც ასეთი ვალდებულება გააჩნია კანონის მხრიდან.

     

    ასევე აღსანიშნავია, რომ თუ ვიტყვით, რომ სახეზე არ არის მხარეთა შორის რაიმე სახის ხელშეკრულება და ეს ფულები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აქვთ მიღებული ამ პირებს, მაშინ მაინც ვერ მოსთხოვს მამიდა ამ ფულის უკან დაბრუნებას, რადგან სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტი გვეუბნება, რომ დაუშვებელია უსაფუძვლოდ გადაცემული ფულის დაბრუნება, თუ ფულის გადაცემა ზნეობრივ ნორმებს შეესაბამება, ამ შემთხვევაში კი ნათესავების ავადმყოფობისა და მათი სიდუხჭირის პირობებში, მათვის ფულის გადაცემა ხვდება სწორედ ამ რეგულაციის ქვეშ.

    #27224
    Edika
    Participant

    ას-987-945-2013 ზუსტად იგივე თქვა სასამართლომ.  სასამართლომ თანხების გამოგზავნი პერიოდულობით, ასევე ის რომ წინასწარ არასდროს არ იცოდა წინასწარ გამოგზავნილი თანხის შესახებ და ტელეფონით გებულობდა, სოც ეკონომიური მდგომარეობა და დაადგინა რომ ეს იყო მორალური მოვალეობის მიზნით გამოგზავნილი თანხები.

    #27225
    Edika
    Participant

    სესხის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობის გამო კრედიტორმა მოითხოვა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. სასამართლომ უარი უთხრა კრედიტორს ზიანის ანაზღაურებაზე იმ მოტივით რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ზიანის მიყენების ფაქტი, ანუ მიადგა თუ არა ზიანი. სწორია სასამართლო?

    #27240
    Crassus
    Participant

    <cite> @Edika said:</cite>
    სესხის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობის გამო კრედიტორმა მოითხოვა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. სასამართლომ უარი უთხრა კრედიტორს ზიანის ანაზღაურებაზე იმ მოტივით რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ზიანის მიყენების ფაქტი, ანუ მიადგა თუ არა ზიანი. სწორია სასამართლო?

     

    არსებობს მაგ საკითხზე უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, (ამ თემაში უკვე ამომწურავად დაიწერა და აღარ გავმეორდები) რომლის მიხედვითაც, ფულის ვადაში დაუბრუნებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება ნებისმიერ შემთხვევაში აქვს პირს, ფულის, როგორც ქონების ბუნებიდან გამომდინარე.. ანუ არსებობს პრეზუმფცია, რომ რახან ფული დროულად არ იქნა დაბრუნებული, პირს მიადგა ზიანი. ზიანის ოდენობის გამოთვლა კი ხორციელდება საბანკო ანაბრების მიხედვით.. ამიტომაც სავარაუდოდ არასწორედ მოხდა ამ საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს მიერ.

    #27247
    Edika
    Participant

    ას-992-950-2013 ფულადი ვალდებულების სეუსრულებლობის დროს კრედიტორს ყოველთვის ადგება ზიანიო.

     

    არასწორად რატომ?  საანაბრე პროცენტის მიხედვით რომ მოხდა ზიანის ოდენობის განსაზღვრა მიტომ?

    #27248
    BLH
    Keymaster

    შენ რა კითხვაც დაწერე, შენ თქვი, რომ არ დააკმაყოფილა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რადგან ზიანის ფაქტი ვერ დაადასტურაო და მე მოგწერე, რომ არასწორია თქო, რადგან ბანკის ანაბრების მიხედვით უნდა მომხდარიყო ზიანის ოდენობის განსაზღვრა თქო… და ეხლა შენც იგივე დაწერე, რაც მე მოგწერე :)))) გადახედე პოსტებს….

    #27249
    Edika
    Participant

    ა, ხო პირობა აღარ გამხსენებია 😀

    #28050

    უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-872-830-2013, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გადაწყვეტილებაა, რომელიც მრავალ სამართლებრივ საკითხს ეხება, მათ შორის გამოკვეთილად სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მტკიცების საკითხს.     

    ფაქტობრივი გარემოებები: “ა”-მ ასესხა “ბ”-ს 13.000 დოლარი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის დაბრუნების შესახებ შედგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი. სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა, რომ “ბ”-მ გადასცა 3.000 დოლარი პირადათ “ა”-ს (მტკიცებულება- “ა”-ს ხელწერილი და მოწმეების ჩვენება), ხოლო დანარჩენი 8.200 დოლარი გადასაცა “გ”-ს, რომელსაც “ა”-სგან დავალებული ჰქონდა ამ ფულის მიღება (მტკიცებულება- “გ”-ს ხელწერილი, “გ”-ს ჩვენება და სისხლის სამართლებრივი საქმიდან მასალები).

    უზენაესის გადაწყვეტილება: მოცემულ დავაში განხილვის საგანს წარმოადგენს სასესხო ვალდებულების შესრულების საკითხი.

    ამ შემთხვევაში ყურადსაღებია ვალდებულების შესრულების სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმები.

    ამდენად, პასუხი უნდა გავცეთ შემდეგ კითხვებს: 1. “გ”-ის მიმართ ვალდებულების შესრულებით “ა”-ს წინაშე ვალდებულება ითვლება თუ არა შესრულებულად და რამდენად დგინდება აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან? 2. სასამართლომ  კანონის მოთხოვნათა დაცვით დაადგინა თუ არა ვალდებულების შესრულების ფაქტი?

    საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება  ას-951-989-2011 10 ნოემბერი, 2011 წელი).

    განსახილველი ნორმა უნდა განიმარტოს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით მოცემული ვალდებულების შესრულების თაობაზე შეთანხმების კონტექსტში, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623- და 624- მუხლებთან ერთობლიობაში. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია სასესხო ვალდებულების შესრულების თავისებურებები, რომლებიც ვლინდება ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენაში.

    დადგენილია, რომ “ა”-სა და “გ”-ს შორის დადებული იყო დავალების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, “გ” უფლებამოსილი იყო მიეღო “ბ”-სგან შესრულება, თუმცა რაც შეიძლება საკმარისი იყოს დავალების ხელშეკრულების ნამდვილობის დასადასტურებლად, არ არის საკმარისი სასესხო ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად.

    იმის გათვალისწინებით, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების შესრულების წესი სადავო ურთიერთობის მიხედვით ეხება სასესხო ვალდებულების შესრულებას, მისი ნამდვილობა უნდა დადგინდეს სასესხო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი წესების დაცვით, შესაბამისად, თუ მივიჩნევთ, რომ “ა”-სა და “გ”-ს შორის არსებობდა დავალების ხელშეკრულება, ამ შემთხვევაშიც “ბ”-ს ნაკისრი ვალდებულება “გ” (როგორც წარმომადგენლის) წინაშე უნდა შეესრულებინა მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების დადგენილი წესით. (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით).

    ვალდებულების შესრულების მიღების შესახებ შეთანხმებისთვის გათვალისწინებული ფორმის დაუცველობას, შესაძლებელია, არ მოჰყვეს ფორმადაუცველი გარიგებისათვის დადგენილი შედეგი, როდესაც მხარეთა კონკლუდენტური მოქმედებებით ფაქტობრივად იცვლება მათ მიერ განსაზღვრული წესი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულება მხარეთა შორის იწვევს დავას, ხელშეკრულების ამ პირობას (ვალდებულების შესრულების წესზე და ფორმაზე შეთანხმებას) შეიძლება, ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა. კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებას და მიუთითებს უფლებაშემწყვეტი იურიდიული ხასიათის მოქმედებაზე.

    აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულება (ხელშეკრულების 2.1. პუნქტი), რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105- მუხლის მოთხოვნები. ამ პუნქტით გათვალისწინებული მიღებაჩაბარების აქტის არარსებობა მოითხოვს ისეთ ფაქტების დადგენას, საიდანაც გამომდინარეობს ვალდებულების შესრულების ახალ წესზე შეთანხმება, შესაბამისად, მიღებაჩაბარების აქტის არარსებობის შემთხვევაში მტკიცებულებების შეფასება (უპირველეს ყოვლისა, მტკიცებულებათა დასაშვებობა), უნდა განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624- მუხლით დადგენილი წესით. ზუსტად ამ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებების საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად შეფასებას გააჩნია გარკვეული მნიშვნელობა, რომელსაც, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს მატერიალური სამართალი.

    #28426
    Crassus
    Participant

    ზეპირი სესხის ხელშეკრულება (ას-941-1200-05)

    კიდევ ერთხელ არის განმარტებული, რომ ზეპირი სესხის ხელშეკრულების არსებობისას, გამსესხებელმა უნდა დაამტკიცოს სესხის გაცემის ფაქტი და ოდენობა, ხოლო მტკიცებულებად არ გამოდგება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები.

    #28653
    Edika
    Participant

    მხარეებმა დადეს წერილობითი სახით სესხის ხელშეკრულება, რითაც გამსესხებელმა იკისრა ვალდებულება გადაეცა 3000 დოლარი მსესხებლისათვის. გამსესხებელმა არ შეასრულა პირობა და თანხა არ გადასცა მსესხებელს. მსესხებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა თანხის გადაცემა.უნდა დააკმაყოფილოს თუ არა სასამართლომ და რატომ?

Viewing 10 posts - 91 through 100 (of 118 total)
  • You must be logged in to reply to this topic.