მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები

Viewing 10 posts - 81 through 90 (of 118 total)
  • Author
    Posts
  • #27116

    იმ გადაწყვეტილებაში, რაც ზემოთ მივუთითე, სასამართლო იძახის, რომ პირის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერა, როგორც ნების გამოვლენა, ადასტურებს, რომ მან იცის რა შინაარსის არის აღნიშნული ხელშეკრულება, შესაბამისად, როცა დადასტურდება კონკრეტული პირის ხელმოწერის არსებობა დოკუმენტზე, იგი ვერ გახდის მას სადავოთ იმ არგუმენტაციით, რომ მან არ იცოდა რა შინაარსის იყო დოკუმენტი..

    #27119
    Edika
    Participant

    ზუსტად იცი? ხო არ გეშლება რამე? შეიძლება მიტო არ გაბათილდა რომ ვერ დაამტკიცა ბათლობის საფუძველი. შენ რასაც ამბობ ასე ჩანს. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ დავწერ ერთ ერთ საქმეზე რაც თქვა ამ მოცემულობის შემთხვევაში სასამართომ ანუ არ წაუკითხია შინაარსი და ამ მოტივით ითხოვდა ბათლობას:

     

    ას-1206-1135-2012

     

    ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა.

     

    აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას, აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს.

     

    სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ასევე სწორად არ არის გაზიარებული აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ა.მ-ე მოატყუეს გარიგების შინაარსში, რადგან ა.მ-ეს ჰქონდა დოკუმენტის შინაარსის გაცნობის შესაძლებლობა, მას ხელმოწერისას არ განუცხადებია პრეტენზია სმენასა და მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ხოლო თუ დავუშვებთ, რომ ა.მ-ე მართლაც არ გასცნობია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს მესამე პირისადმი (იგულისხმება ა.მ-ის ძმის, ჯ. მ-ის ახლობელი მ. ლ-ა) ნდობით განპირობებულ უხეშ გაუფრთხილებლობას.

     

    ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობა რას ნიშნავს ამის მერე ვისაუბროთ. ცალკე თემაა.

     

    ანუ ხელშეკრულების ნამდვილობას განაპირობებს გამოვლენილი ნებისადმი კონტრაჰენტის კეთილსინდისიერი ნდობა მხოლოდ. თუ პირი არ ეცნობა შინაარსს, მაშნ როცა შეუძლია მისი გაცნობა და ისე აწერს ხელს ამ მოტივით ვერ მოითხოვს ხელშეკრულების ბათლობას, თუ მეორე მხარეს შეექმნა კეთილსინდისიერი ნდობა.

    #27132

    შენ მიერ დადებული გადაწყვეტილება ავსებს და ანვითარებას იმას, რაც მე დავწერე, ანუ სასამართლო იძახის, რომ ზოგადად არსებობს პრეზუმფცია, რომ როცა პირი ხელს აწერს ხელშეკრულებას, მან იცის მისი შინაარსი, თუმცა შეიძლება არსებობდეს ისეთი შემთხვევები, როცა პირმა ხელი მოაწერა, თუმცა მან არ იცოდა მისი შინაარსი და ასეთი გარემოებების არსებობის შემთხვევაში აღნიშნული პრეზუმფცია არ მოქმედებს..

    #27211
    Edika
    Participant

    სესხის ხელშეკრულების დროს შეიძლება თუ არა მხარეები პროცენტის ნაცვლად შეტანხმდნენ სხვა რამეცე როგორც სესხის სარგებელი? მაგალითად მსესხებელმა შეასრულოს რაიმე მოქმედება? ანდა ბინით სარგებლობის უფლება?

    #27213

    შეუძლიათ რა თქმა უნდა, ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, თან კანონი არ კრძალავს მსგავს შეთანხმებას

    #27214
    Edika
    Participant

    გეთანხმები. ას-1237-1166-2012. მხარეები შეტანხმდნენ რომ სარგებელი იქნებოდა ბინით სარგებლობა. სასამართლოსაც საწინააღმდეგო არაფერი ქონია.

     

    უცნაური ისაა რომ  ბინით სარგებლობის ხელშეკრულება სასამართლომ ამავე დროს ჩათვალა ქირავნობად და მოსარგებლის მიერ ბინის დაზიანების გამო ზიანის ანაზღაურებაზე უთითებდა ქირავნობის ნორმებზე :D. არასწორია ჩემი აზრით. სარგებლობა ქირავნნობას არ ნიშნავს. ჯერესერთი ქირავნობა ყოველთვის სასყიდლიანი ხელშეკრულებაა და სარგებლობისთვის ქირაზე არ შეტანხმებულან მხარეები.

    ცოტა პარადოქსული რამეა მაგრამ სასამართლომ ფაქტიურად სესხის სარგებლად მიიჩნია ქირავნობა.

    #27216

    სავარაუდოდ სესხის თანხით სარგებლობა ჩათვალა, როგორც ქირა და შესაბამისად ბინით სარგებლობა ხდება ქირის- სესხის თანხის სარგებლობისთვის გასაცემი პროცენტის ოდენობით :))) აი ასე ჩახლართულადაა საქმე

    #27218
    Edika
    Participant

    ხო რა, მემგონი მასეთი ჩანაფიქრი იყო, მაგრამ პირდაპირ არ ჩანს გადაწყვეტილებიდან ქირავნობისთვის რა შემხვედრ ანაზღაურებაზე შეტანხმდნენ მხარეები :D. მოკლედ დავწერ ახლა კიდევ ერთხელ. მხარეები შეთანხმდნენ სესხზე. სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკა. ამავე დროს იპოთეკარს მიეცა უფლება ეცხოვრა იპოთეკით დატვირთუს ბინაში და ეს ჩაითვლებოდა სესხის სარგებლად.  სააპელაციო სასამართლომ სესხის სარგებლად ჩათვალა ქირავნობის ხელშეკრულება და ქირავნობის ქირად ჩათვალა  თვითონ ეს სესხის ხელშეკრულება :D.

     

    დარწმუნებული ვართ რომ აქ ყველაფერი წესრიგშია? 😀

     

    #27219

    ჩემი აზრით, ყველაფერი რიგზეა… შეიძლება ასეთი შეთანხმების გაკეთება იმ ლოგიკით რაც ზემოთ დავწერე..

    #27221
    Edika
    Participant

    დიდი ახლართულ/ჩახლართულ/ჩათლახური რამე კია მარა კაი გავატაროთ :D.

     

    2009-2011 წლებში მამიდა, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა სამუშაოდ, ძმიშვილს უგზავნიდა პერიოდულად თანხებს, ისე რომ ძმიშვილმა არაფერი იცოდა წინასწარ და მხოლოდ გამოგზავნის შემდეგ, მამიდასთან ტელეფონით გასაუბრების შემდეგ გებულობდა რომ თანხა იყო გამოგზავნილი.  2012 წელს მამიდამ სარჩელით მიმართა სასამართლოს, თქვა რომ აღნიშნულ თანხებს უგზავნიდა სესხის სახით და მოითხოვა ტანხის დაკისრება. ჩაითვლება თუ არა სესხად გამოგზავნილი თანხები?

    პ.ს ძმა (ძმიშვილის მამა/ მამიდის ძმა) იყო მძიმე ავადმყოფი/უკურნებელი სენი. ასევე მძიმე სოც. მდგომარეობა.

Viewing 10 posts - 81 through 90 (of 118 total)
  • You must be logged in to reply to this topic.