Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
Crassus
Participantსწორედაც, რომ დაწერე…
1. შენ დაწერე, რომ ზოგიერთი ცვლილებების შემთხვევაში იპოთეკაც გავრცელდება ამ ცვლილებაზეო… ნახე შენი პოსტი.
2. ახლა წერ, რომ ნებისმიერი ცვლილების დროს არ გავცრდელდებაო..
გარდა ამისა იძახი, რომ ნებისმიერი ცვლილება ახალ ხელშეკრულებას წარმოშობსო… როცა გაქვს “ა” ხელშეკრულება და მის ფარგლებში ხდება ცვლილება, რჩება იგივე “ა” ხელშეკრულება, იმავე მოთხოვნით… ვადის ცვლილება გავიგე, სხვა ცვლილებებზე ვილაპრაკოთ, მაგალითად იცვლება ვალდებულების შესრულების წესი… ან იცვლება ფულადი ვალდებულების შესრულების რიგითობა და ა.შ.
Crassus
Participantწინა პოსტში დაწერე, საწინააღმდეგო დაწერე და.. ვეღარ გავიგე რომელი პოზიცია გაქვს.. თუ არსებობს “ა” სესხის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მისი პირობის ცვლილება ხდება, ისევ “ა” ხელშეკრულებასთან გვაქვს საქმე და არა სხვა ხელშეკრულებასთან.
კაი შევეშვათ, სხვა საკითხზე გადავიდეთ..
Crassus
Participantისევ იმას წერ, მაგრამ არ პასუხობ ჩემ შეკითხვას… როგორ ცვლილებაზე არ გავრცელდება??? (შეეშვი ამ გენერალურ კრედიტს) ილაპარკაე ჩვეულერბივ სესხზე..
Crassus
Participant<p>რა შუაშია გენერალური ხელშეკრულება ჩვენ ზოგადად ვსაუბრობთ, როცა გაქვს სესხი და ეს სესხი არის იპოთეკით ურზრუველყოფილი… სესხის ხელშეკრულების ცვლილება რა გავლენას ახდენს იპოთეკაზე? </p>
<p> </p>
<p>თუ შენ იძახი, რომ ნებისმიერი ცვლილება არ ახდენს გავლენას, მაშინ თქვი, როგორი ტიპის ცვლილება ახდენს და როგორი ტიპის ცვლილება არ ახდენს.. მაგალითები დაწერე..</p>Crassus
Participantეგ გადაწყვეტილება ეხება, როგორც კრედიტთან, ისე იპოთეკასთან დაკავშირებულ საკითხებს… იგივე საკითხს ეხება ეს საქმეც, (№ას-149-142-2013) სადაც ანალოგიურად გადაწყდა საკითხი სააპელაციო სასამართოს მიერ.
იპოთეკით უზრუნველყოფის ფარგლებზე იყო საუბარი იპოთეკის თემაშიც, სადაც სწორედ იმაზე იყო საუბარი თუ როგორია იპოთეკით უზრუნველყოფის ფარგლები, როცა სახეზეა სესხის ხელშეკრულება და ხდება ამავე სესხის ხელშეკრულების ფარგლებში ცვლილება (მაგ: სესხი გაცემულია 1 წლით და ცვლილების მიხედვით 3 წლამდე იზრდება ვადა)…
მოცემული გადაწყვეტილება, ხომ არ ჰფენს ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელს?
Crassus
Participantწაკითხული მაქვს ეგ გადაწყვეტილება, სადაც სასამართლო იძახის, რომ არ უნდა გავრცელდესო, რადგან იპოთეკა ვრცელდება მხოლოდ თავდაპირველად შეთანხმებული ლიმიტის ფარგლებზეო..
Crassus
Participant<cite> @Edika said:</cite>
სესხის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობის გამო კრედიტორმა მოითხოვა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. სასამართლომ უარი უთხრა კრედიტორს ზიანის ანაზღაურებაზე იმ მოტივით რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ზიანის მიყენების ფაქტი, ანუ მიადგა თუ არა ზიანი. სწორია სასამართლო?არსებობს მაგ საკითხზე უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, (ამ თემაში უკვე ამომწურავად დაიწერა და აღარ გავმეორდები) რომლის მიხედვითაც, ფულის ვადაში დაუბრუნებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება ნებისმიერ შემთხვევაში აქვს პირს, ფულის, როგორც ქონების ბუნებიდან გამომდინარე.. ანუ არსებობს პრეზუმფცია, რომ რახან ფული დროულად არ იქნა დაბრუნებული, პირს მიადგა ზიანი. ზიანის ოდენობის გამოთვლა კი ხორციელდება საბანკო ანაბრების მიხედვით.. ამიტომაც სავარაუდოდ არასწორედ მოხდა ამ საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს მიერ.
Crassus
Participantხომ არ ეწინააღმდეგება ასეთი განმარტება სამართლიანი სასამართლოს უფლებას? თუ მოსამართლემ ჩააბარა მხოლოდ სისხლის სამართლის განხრით საკვალიფიკაციო გამოცდა და იგი იხილავს სამოქალაქო საქმეს, რამდენად სამართლიანი იქნება მისი გადაწყვეტილება, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით?
Crassus
Participant@Edika said:
შემდეგი საკითხი. არის თუ არა 1009 მუხლის შემადგენლობისთვის ბრალის არსებობა საჭირო?ეგ მუხლი აღარაა მოქმედი რომ იცოდე, რადგან მიღებულია უკვე კარგი ხანია, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, რომელიც არეგულირებს ამ საკითხს სპეციალურად.
იმ საკითხზე რაც ზემოთ დაწერე ეხება ¹ ას-87-420-05 ეს გადაწყვეტილება, სადაც სწორედ აღნიშნული კოდექსის გამოყენება ხდება და დელიქტური ნორმების, ელექტროენერგიიდან გამომდინარე ზიანის დროს.
Crassus
Participant№ას-1158-1104-2013 ბევრი საკითხია განხილული ამ საქმეში სააპელაციოს სასამართლოს მიერ, მათ შორის გამოყენებულია 387-ე მუხლი, საუბარია სესხის ხანდაზმულობის შეწყვეტაზე და ა.შ.
სააპელაციო სასამართლომ არასწორედ გამოიყენა 387-ე მუხლი, რადგან როგორც ამ თემაში უკვე აღინიშნა 387-ე მუხლი გამოიყენება, როცა სახეზეა სხვადასხვა ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე შესრულების რიგითობა. მაგ: სესხის ხელშეკრულებიდან და ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი შესრულების რიგითობა.
მოცემულ შემთხვევაში კი ერთი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პერიოდიულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის იქნა გამოყენებული 387-ე მუხლი, რაც არასწორია და ეწინააღმდეგება, 387-ე მუხლის არსს და არსებულ სასამართლო პრაქტიკას.
ზუსტად ამავე საკითხზე საუბრობს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებაში ¹ 3კ/321-02
“387-ე მუხლი განსაზღვრავს სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავს რამდენიმე შესრულების თანმიმდევრობას. 387-ე მუხლი არ ადგენს ერთი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების გაანგარიშების და დადგენის პრინციპს. თუ მოვალეს კრედიტორისათვის უნდა გადაეხადა 100 ლარი სესხის ვალი და 200 ლარი ბინის ქირა მოვალის ეს ორი შესრულება ერთმანეთის მსგავსი შესრულებაა და 387-ე მუხლის საფუძველზე უნდა გადაწყდეს მათი შესრულების თანმიმდევრობა. სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლი ადგენს სხვადასხვა საფუძვლებიდან (ხელშეკრულებიდან) გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების რიგითობას და არა ერთი სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ფულადი ვალდებულების ოდენობის დადგენისა და გაანგარიშების წესს. მოცემული მუხლი არეგულირებს იმ შემთხვევას, როცა სხვადასხვა ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დადგა.
აღნიშნულიდან გამომდინარე ამ მუხლის მიხედვით შეუძლებელია დადგინდეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის დაფარვა, თუ ძირითადი დავალიანების დაფარვა უნდა განხორციელდეს პირველ რიგში.”
-
AuthorPosts
