Forum Replies Created

AuthorPosts

Edika
Participant

ყველაშემთხვევაში ბანკის მიერ უაქცეპტოდ თანხის ჩამოჭრა არის არამართლზომიერი და მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს.

ანუ შენ ამბობ რომ 861 და 978 კონკურენციას უწევს ერთმანეთს?

Edika
Participantას-202-621-06 ეს გადაწყვეტილება ეხება ამ საკითხს. სასამართლომ თქვა რომ სკ-ის 861 მუხლიდან გამომდინარე არ ააქვს ბანკს უფლება განახორციელოს აღნიშნული ქმედებაო.
მანდ ჩვენ განვიხილეთ მიზეზობრივი კავშირის კუთხით. აქ საუბარია რამდენად მართლზომიერია თუ არამართლზომიერი ბანკის ქმედება.
Edika
Participantა-ს აქვს ბანკის ვალი 5000 ლარის ოდენობით. ბანკმა ხელმეორეთ ასესხა თანხა ა-ს, რომელიც ჩაურიცხა მისსავე ანგარიშზე ამავე ბანკში. ანგარიშზე ჩარიცხვისთანავე ბანკმა ძველი დავალიანების(5000 ლარი) დაფარვის მიზნით ანგარიშზე ჩარიცხული თანხა “ჩამოაჭრა” მსესხებლის თანხმობის გარეშე. მსესხებელს მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით რომელიც მას უნდა მიეღო ამ თანსის თავის ბიზნესში დაბანდებით.
რისი უფლება აქვს მსესხებელს? და კონკრეტულად რომელი მუხლებიდან გამომდინარე?
Edika
Participantტელეოლოგიის ამბავი უძახე შენ და ძლიერიშვილიც მაგას იძახის 😀
http://www.youtube.com/watch?v=qeRjJCoUqrM 22:30-დან.
თუმცა მაინც ვერ ვხვდები. კანონის იმპერატიული მოთხოვნაა ბოლოსდაბოლოს, რომ ქირავნობა უნდა შეწყდეს აუცილებლად წერილობითი ფორმით.
Edika
Participantქირავნობის შეწყვეტა არის გარიგება, რომელისთვისაც კანონი ითვალისწინების წერილობით ფორმას და ზოგადი წესი რომლის მიხედვითაც ფორმის დაუცველად დადებული გარიგება არის ბათილი რატომ არ მოქმეედებს ამ შემტხვევაში ვერ ვხვდები.
”ნაკლის გასწორება შესრულებით” რა პრინციპია და საიდან გამომდინარეობს ზოგადად ვერ ვხვდები. არსად არ წამიკითხია დოქტრინში ამასთან დაკავშირებით (მე რაც მაქვს ნანახი). ცოტა უფრო ვრცლად დაწერე რას ნიშნავს ”ნაკლის გასწორება შესრულებით”, რა შემტხვევაში მოქმედებს და შენ ეთანხმები თუ არა მაგ გადაწყვეტილებას.
Edika
Participantმართალი ხარ.
Edika
Participantგეთანხმები, მაგრამ მოწვევა ოფერტზე მაინც სხვა რამე მგონია. “წინადადება რომელიც მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი”
ნიკოს მიერ გაგზავნილი ხელმოუწერელი დოკუმენტი ვერანაირად ვერ ჩაითვლება ოფერტად. ოფერტი შეტავაზებულად ითვლება როცა თანხმობის შემთხვევაში უკვე ხელშეკრულება დადებულია. ხელმოუწერელი დოკუმენტის გაგზავნის შემთხვევაში კი ვერანაირად ვერ ჩაითვლება ხელშეკრულება დადებულად.
Edika
Participantკაზუსი ხელშეკრულების დადებაზე
ნიკომ გაუგზავნა გიორგის უძრავი ქონების გაყიდვის ხელმოუწერელი ხელშეკრულება. გიორგიმ მოაწერა ხელი ხელშეკრულებას და უკან გაუგზავნა ნიკოს. ითვლება თუ არა ხელშეკრულება დადებულად?
Edika
Participantსამოქალაქო სამართლის სტრუქტურა და აგებულება
სამოქალაქო კოდექსი პანდექტური სისტემის მქონეა, ესეიგი სამოქალაქო კოდექსის მოწყობის პრინციპია – ზოგადი ნორმებიდან კერძო ნორმებზე.
სამოქალაქო კოდექსი შედგება ექვსი წიგნისგან (მეოთხე წიგნი პრაქტიკულად ამოღებულია):
წიგნი პირველი – ზოგადი ნაწილი (1-146)
წიგნი მეორე – სანივთო სამართალი (147-315)
წიგნი მესამე – ვალდებულებითი სამართალი (316-1016)
წიგნი მეოთხე – ინტელექტუალური საკუთრების სამართალი (1017-1105)
წიგნი მეხუთე – საოჯახო სამართალი (1106-1305)
წიგნი მეექვსე – მემკვიდრეობის სამართალი (1306-1503)
პირველ წიგნში განსაზღვრულია ზოგადი ნორმები, რომლებიც ვრცელდება ყველა სხვა წიგნებში განსაზღვრულ ურთიერთობებზე.
მაგ: პირველ წიგნში განსაზღვრული სუბიექტების და ობიექტების ცნება, გარიგებების ცნება, გარიგებების ნამდვილობის ცნება ვრცელდება სხვა წიგნებში არსებულ ურთიერთობაზე, ვთქვათ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საკითხის გარკვევისას გამოიყენება ზოგადი გარიგების შესახებ ბათილობის საფუძვლები.
იგივე პრინციპით- ზოგადიდან კერძოსაკენ- არის აგებული სამოქალაქო კოდექსის ცალკეული წიგნები.
მაგ: ვალდებულებითი სამართლის წიგნში მოცემული ზოგადი ნორმები ვალდებულებითი სამართლის შესახებ.
Edika
Participantშინაარსზე რათქმაუნდა ბევრი რამეა დამოკიდებული, მაგრამ როცა ხელშეკრულებაში წერია რომ: “სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია იპოთეკით”; “იპოთეკაა უზრუნველყოფს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს”; “უზრუნველყოფს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას” აღნიშნული ნიშნავს იმას რომ იპოთეკის ფარგლები ვრცელდება როგორც ძირითად ვალდებულებაზე, ასევე სარგებელზე, ჯარიმაზე და სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანზეც? ჩემი აზრით ნიშნავს.

AuthorPosts