Viewing 10 posts - 11 through 20 (of 49 total)
  • Author
    Posts
  • #28410
    BLH
    Keymaster

    ხელშეკრულების ფორმა

    ხელშეკრულების დადებისთვის საჭიროა „საამისოდ გათვალისწინებული ფორმის“ დაცვა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მხარეების მიერ დგინდება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კანონის მოთხოვნით.

    მაგ: სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით და დამოწმდეს ნოტარიულად, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით და ა.შ.

    #2888
    BLH
    Keymaster

    სკ-ის 365-ე მუხლის განმარტება (სუსგ. N- ას-48-401-07)

     

    ამ გადაწყვეტილებში განმარტებულია სკ-ის 365-ე მუხლი, კერძოდ მსჯელობა მიდის იმაზე, თუ რა დროიდან წარმოიშვა კრედიტორის მოთხოვნის უფლება, როცა ხელშეკრულებაში პირდაპირ არ არის განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა, ასევე შეზღუდულია თუ არა “გონივრული ვადით”, 365-ე მუხლით გათვალისწინებული კრედიტორის მოთხოვნა…

     

    ფაქტობრივი გარემოებები: 2001 წლის 4 მარტის ხელშეკრულებით შპს “ა”-ს  შპს “ბ”-ს  ფილიალისათვის ერთი თვის ვადაში უნდა მიეწოდებინა საწვავი, სანაცვლოდ, ენერგოკომპანიას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, უნდა გადაეხადა საწვავის ღირებულება. 2001 წლის 20 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით 2001 წლის 5 მარტიდან 20 მარტამდე შპს “აჭარის ე…მ” შპს “მ…საგან” მიიღო 1300 ლიტრი საწვავი. 2006 წლის 23 იანვარს მოსარჩელემ კასატორს წარუდგინა ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც ანგარიშსწორებაზე ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა.

     

    სამივე ინსტანციის სასამართლო ერთ აზრზე დგას, რომ ხანდაზმულობის ვადა არ არის გაშვებული და ხანდაზმულობის ათვლა დაიწყო 2006 წლის 23 იანვრიდან. მათი აღნიშნული მოსაზრება ეყდნობა სკ-ს 365-ე მუხლის განმარტებას.

    #2889
    Edika
    Participant

    ვადიანი ხელშეკრულებაა და 365 მუხლის რა შუაშია?  ან 2006 წლის 23 იანვარი რა შუაშია?

    #2890

    ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადა არ არის განსაზღვრული, იძახის უზენაესიც და სააპელაციოც. ამასთან იძახიან სპეციალური სახით არის განსაზღვრული საფასრუის მოთხოვნის წესიო.

     

    2006 წლის 23 იანვარს, სწორედ ამ “სპეციალური წესის” შესაბამისად ანგარიშფაქტურების წარდგენით მოთხოვა შესრულება გამყიდველმა, რაზეც უარი მიიღო მოვალისგან, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულიაო. ხოლო სასამართლოებმა განმარტეს, რომ სწორედ ამ მომენტიდან (როცა სპეციალური წესის შესაბამისად მოითხოვა კრედიტორმა შესრულება) იწყება ხანდაზმულობის ათვლა 365-ე მუხლის მიხედვით და არა 2001 წლიდან, როცა მართალია ითხოვდა კრედიტორი ვალდებულების შესრულებას, მაგრამ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სპეციალური წესით.

     

    #2893
    BLH
    Keymaster

    “მუხლი 365. ვალდებულების შესრულება შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის არარსებობისას

    თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.”

     

    თუ სასამართლოები იძახიან, რომ უნდა გამოვიყენოთ 365-ე მუხლი, რადგან არ არის მყიდველის მიერ ფასის გადახდის ვადა შეთანხმებული მხარეებს შორის, მაშინ გამოდის, რომ გამყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება და თუ სასამართლოებმა დაადგინეს, რომ 2001 წლის შემდგომ არაერთხელ მოუთხოვია გამყიდველს ვალდებულების შესრულება, რატომ უნდა დაიწყოს 2006 წლიდან ხანდაზმულობის ათვლა?  არალოგიკურია.

    #2894

    მანდ შესაძლებელია სააპელაციოს და უზენაესის გადაწყვეტილებების სასარგებლოდ შემდეგი მსჯელობების აგება:

     

    უნდა გავმიჯნოთ 1. ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულების (საფასურის გადახდის) ვადაზე შეთანხმება.  2. ხელშეკრულების საფასურის გადახდის წესი.

     

    1. ვალდებულების შესრულების ვადა ამ შემთხვევაში არ იყო შეთანხმებული, რადგან ანგარიშფაქტურების წარდგენის დრო არ არის შესრულების ვადა, ვინაიდან ნებისმიერ დროს შეიძლება ანგარიშფაქტურების წარდგენა გამყიდველის მხრიდან, რის შედეგადაც მას გაუჩდება შესრულების ვალდებულება.

     

    2. ხელშეკრულების საფასურის გადახდის წესი. ანგარიშფაქტურების წარდგენა და შემდგომ გონივრულ ვადაში ფულის გადახდა მყიდველის მხრიდან წარმოადგენს საფასურის გადახდის წესს და არა ვალდებულების შესრულების ვადას.

     

    ამდენად ამ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა, თუმცა გათვალისწინებულია ამავე ვალდებულების შესრულების წესი (საფასურის გადახდის წესი) და ამდენად ამ წესის მიხედვით უნდა მოითხოვოს გამყიდველმა 365-ე მუხლით დადგენილი წესით (ანუ ნებისმიერ დროს, რადგან არ არის შესრულების ვადა განსაზღვრული)..

     

    ამდენად, თუ 2006 წლამდე გამყიდველი ანგარიშფაქტურების წარდგენს გარეშე თხოვდა ვალდებულების შესრულებას, მყიდველი არ იყო ვალდებული განეხორციელება შესრულება, რადგან გამყიდველის მოთხოვნა მხოლოდ მაშინ ჩაითვლებოდა მოთხოვნად, როცა ანგარიშფაქტურებს წარადგენდა.

    #2909
    Edika
    Participant

    ორი ვერსია მომივიდა თავში:

     

    1) ვალდებულების შესრულების ვადა არ არის განსაზღვრული, ანუ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, მაგრამ მხარეები შეთანხმდნენ მოთხოვნის სპეციალურ ფორმაზე, ანუ როცა ანგარიშფაქტურას წარუდგენდა მხოლოდ ამის მერე იყო ვალდებული შეესრულებინა ვალდებულება, ანუ ნების გამოვლენა/მოთხოვნის დაყენება უნდა მომხდარიყო სპეციალური ფორმით – როცა წარუდგენდა ანგარიშფაქტურას და ამ ფორმის დაუცველად დაყენებული მოთხოვნა არაა სამართლებრივი ძალის მქონე.

     

    2)122-ე მუხლის მიხედვით ვადა შეიძლება განისაზღვროს გარკვეულ მოვლენაზე მითითებით და ეს მოვლენა არის როცა გამყიდველი წარუდგენს ანგარიშვაფტურას, შესაბამისად ვადიანია ვალდებულება, ანუ ამ ვერსიის მიხედვით  ვალდებულების შესრულების ვადა განსაზღვრულია

     

    #2910

    @Edika said:

    2)122-ე მუხლის მიხედვით ვადა შეიძლება განისაზღვროს გარკვეულ მოვლენაზე მითითებით და ეს მოვლენა არის როცა გამყიდველი წარუდგენს ანგარიშვაფტურას, შესაბამისად ვადიანია ვალდებულება, ანუ ამ ვერსიის მიხედვით  ვალდებულების შესრულების ვადა განსაზღვრულია

     

    ხო, მარა ეს მოვლენა უნდა იყოს მხარეთა ნებისგან დამოუკიდებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ერთ-ერთი მხარის ნებაზე იქნება დამოკიდებული ვალდებულების შესრულების ვადის დადგომა, სწორედ ასეთი შემთხვევაა აქაც და 122-ე მუხლის მიხედვით ვერ ვიტყვით, რომ ფასის გადახდის ვადა განსაზღვრულია.

     

    ვადა განსაზღვრული იქნებოდა 122-ე მუხლის მიხედვით, მაგალითად, როცა მხარეები შეთანხმდებოდნენ, რომ საფასური ერთ-ერთ მხარეს უნდა გადაეხადა პირველი წვიმიანი დღის შემდეგ გონივრულ ვადაში და ა.შ. 😀

    #2915
    Edika
    Participant

    მართალია ხომ. 122-ე მუხლში იგულისხმება ობიექტურად უცნობი მოვლენა, რომელიც აუცილებლად დადგება. ჩვენს შემთხვევაში არც ობიექტურ გარემოებასთან გვაქვს საქმე და არც ის ვიცით აუცილებლად  დადგება თუ არა ეს მოვლენა. ვადის განსაზღვრულობას განაპირობებს სწორედ ის რომ მოვლენა აუცილებლად დადგება.

     

    ვერსიებს რაც შეეხება პირველი უნდა იყოს სწორი.

    #27137
    Edika
    Participant

    ხელშეკრულების ბათილობის საკითხი ცალკეულ შემთხვევებში 

     

    1) ხელშეკრულებაზე ხელს აწერს ბრმა.

     

    2)ხელშეკრულებას ხელს აწერს ბრმა ისე რომ ატყუებენ ნების გამოვლენის დროს.

     

    3) ხელშეკრულებას ხელს აწერს ენის არმცოდნე.

     

    4)ხელშეკრულებას ხელს აწერს 100 პროცენტიანი მხედველობის მქონე და ენის მცოდნე პიროვნება, ისე რომ არ ეცნობა მის შინაარსს და ვიღაც მესამე პირი ატყუებს შინაარსს.

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 49 total)
  • You must be logged in to reply to this topic.