Viewing 10 posts - 21 through 30 (of 49 total)
  • Author
    Posts
  • #27138

    <cite> @Edika said:</cite>

    1) ხელშეკრულებაზე ხელს აწერს ბრმა.

    შეიძლება ბათილობაზე საუბარი, რადგან ბრმა ფიზიკურად ვერ წაიკითხავდა ხელშეკრულებას, უნდა არსებობდეს, მის მიერ ხელშეკრულების შინაარსის აღქმის დამადასტურებელი სხვა გარემოებებიც.

     

    2)ხელშეკრულებას ხელს აწერს ბრმა ისე რომ ატყუებენ ნების გამოვლენის დროს.

    მოტყუების ფაქტი, თუ დადგინდა შეიძლება ბათილობაზე საუბარი, ასევე ზემოთ რაც დავწერე.

     

    3) ხელშეკრულებას ხელს აწერს ენის არმცოდნე.

    აქაც იგივე, რაც პირველ შემთხვევაში…

     

    4)ხელშეკრულებას ხელს აწერს 100 პროცენტიანი მხედველობის მქონე და ენის მცოდნე პიროვნება, ისე რომ არ ეცნობა მის შინაარსს და ვიღაც მესამე პირი ატყუებს შინაარსს.

     

    ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ხელის მომწერმა იცოდა ხელშეკრულების შინაარსი, მოტყუების მოტივით ვერ მოითხოვს ბათილობას, რადგან მას ჰქონდა საშუალება წაეკითხა ხელშეკრულება, მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება ბათილობაზე საუბარი, თუ დადგინდება გარემოება, რომ მას არ ჰქონდა საშუალება გაცნობოდა ხელშეკრულების შინაარს.

    #27174
    Edika
    Participant

    პირველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს ხელშეკრულების მეორე მხარის ნდობა რამდენად კეთილსინდისიერია გამოვლენილი ნებისადმი. ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია კონტრაჰენტის კეთილსინდისიერებაზე იცოდა თუ არა რამდენად გაეცნო ნების გამომვლენი გარიგების შინაარსს.

     

    კეთილსინდისიერი/კანონიერი ნდობაა რა მთავარი ამოსავალი წერტილი გარიგობის ნამდვილობის ასეთ შემთხვევაში, თორე ნება რომელიც მისმა გამომვლენმაც არ იცის თვითნ რასთან დაკავშირებით გამოავლინა ვერცერთვარიანტში ვერ იქნება ნამდვილი.

     

      რაც შეეხება მეოთხე შემთხვევას, აქ საქმე იმაშია რომ როცა შეგიძლია გაეცნო გარიგების შინაარსს, როცა გაქვს ამის საშუალება და მაინც არ ეცნობი, თან ისე რომ სხვის ნატქვამს ენდობი აქ არ გვაქვს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობა, შესაბამისად არ შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა მოტყუების მოტივით. 81-ე მუხლი ადგენს “თვალსაჩინოების სტანდარტს”, რაც გამოიხატება წინადადებაში: “აშკარაა რომ გარიგება არ დაიდებოდა მოტყუების გარეშე”. შესაბამისად როცა გარიგების შინაარსის გაცნობის საშუალება გაქვს, არ ეცნობი მას და ისე აწერ ხელს მესამე პირის ნათქვამზე. ეს არის მესამე პირისადმი უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ნდობა და არა მოტყუება. სამოქალაქო კოდექსი კი მესამე პირისადმი უხეში გაუფრთხილებლობით განპირობებული ნდობის გამო გარიგების ბათილობას არ ითვალიხწინებს.

     

    მაგრამ აქაც მთავარია ერთი რამ. მართალია 81-ე მუხლით გათვალისწინებული მოტყუების შემადგენლობა არ გვაქვს, მაგრამ ეს იას არ ნიშნავს რომ სხვა ბათლობის საფუძველი არ შეიძლება მოიძებნოს. მთავარია ხელშეკრულების კონტრაჰენტის კეთილსინდისიერი ნდობა და ეს ყველაფერი გამომდინარეობს სააპელაციო სასამართლოს 2ბ/4378-10.

     

      ამ გადაწყვეტილებაში ასევე საუბარია გარიგების შნაარსის ცოდნის პრეზიმფციაზე, გარიგების შინაარსის ცოდნა/არცოდნა სუბიექტური კატეგორიაა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა სუბიექტური სტანდარტის მიმართ წარმოუდგენელია. ამიტომ სასამართლო იყენებს გარიგების შინაარსის ცოდნის პრეზიმფციას, მითუმეტეს ნოტარიუსთან როცა ხდება ხელშეკრულება/გარიგების გაფორმება.

     

    #27177

    ურთიერთგამომრიცხავ რაღაცას წერ ახლა.. შენ იძახი, რომ თუ ხელშეკრულება აწერს ხელს ბრმა, მთავარია მეორე მხარის კეთილისინდისიერება, რათა ხელშეკრულება ნამდვილი იყოს, მეორე მხრივ კიდე იძახი, რომ როცა ობიექტურად ხელშეკრულების შინაარსი არ აქვს პირს აღქმული ხელშეკრულება ბათილია..

     

    როგორ იქნება მეორე მხარე კეთილისნდისიერი, როცა ბრმა აწერს ხელს, თუ სხვა გარემოებები არ არსებობს, რომლებიც ადასტურებს ამ ბრმა პირის მიერ ხელშეკრულების შინაარსის აღქმას?

     

    და ვთქვათ კეთილსინდისიერია ეს მეორე მხარე და გონია, რომ ბრმამ იცის ხელშეკრულების შინაარსი, მაგრამ სხვა გარემოებებით სასამართოში დასტურდება, რომ ბრმას არ ჰქონდა შეცნობილი ხელშეკრულების შინაარსი…

     

    ამ შემთხვევაში მთავარიაა არაა მეორე მხარის კეთილისინდისიერება (საერთოდ არაფერშუაშია არაა), არამედ ობიექტურად ბრმა პირის მიერ ამ ხელშეკრულების შინაარსის აღქმის ფაქტი..

     

    რაც შეეხება შენ მიერ დადებულ გადაწყვეტილებას, ფორუმზე არაერთი გადაწყვეტილება დაიდო (მაგალითად იპოთეკა & სესხის თემაში), საიდანაც გამომდინარეობს, რომ მოტყუების საფუძველზე ვერ მოხდება მსგავსი ტიპის ხელშეკრულებების ბათილობა (როცა შინაარსს არ გაეცნო პირი, მაგრამ შეეძლო), თუმცა იქვე მითითებულია, როგორც შენვე აღნიშნე, რომ სხვა საფუძვლით შეიძლება ბათილობა, მიუხედავად მეორე მხარის კეთილსინდისიერებისა…

     

    ანუ ხელშეკრულების მეორე მხარის კეთილსინდისიერების ელემენტი, ხელშეკრულებას ნამდვილად ვერ აქცევს, როცა არსებობს ბათილობის საფუძვლები…

    #27197
    Edika
    Participant

    <cite> @StepanozMamfal said:</cite>
    ურთიერთგამომრიცხავ რაღაცას წერ ახლა.. შენ იძახი, რომ თუ ხელშეკრულება აწერს ხელს ბრმა, მთავარია მეორე მხარის კეთილისინდისიერება, რათა ხელშეკრულება ნამდვილი იყოს, მეორე მხრივ კიდე იძახი, რომ როცა ობიექტურად ხელშეკრულების შინაარსი არ აქვს პირს აღქმული ხელშეკრულება ბათილია..

    მთლად ბრმა არ მიგულისხმია. შეიძლება აკლია მხედველობა, ბოლომდე კარგად ვერ გაეცნო შინაარსში და ისე მოაწერა ხელი და ამის შესახებ იცის მეორე მხარემ. მოკლედ მეორე მხარემ იცის მთლად ბოლომდე ვერ აღიქვა ხელშეკრულების შინაარსი ნების გამომვლენმა. ამ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება ხელშეკრულება დადებულად. ჯერესერთი შინაარსს არ იცნობს, ამას კიდე არაუშავს მეორე მხარემ იცის ამ ყველლაფრის შესახებ, ანუ არაკეთილსინდისიერია.

    <cite> @StepanozMamfal said:</cite>

    როგორ იქნება მეორე მხარე კეთილისნდისიერი, როცა ბრმა აწერს ხელს, თუ სხვა გარემოებები არ არსებობს, რომლებიც ადასტურებს ამ ბრმა პირის მიერ ხელშეკრულების შინაარსის აღქმას?

    მართალია სულ ბრმა თუა მაშინ მეორე მხარე ვერცერთვარიანტში ვერ იქნნება კეთილსინდისიერი. მე უბრალოდ ვიგულისხმე ისეთი ბრმა, რომელიც აშკარად ბრმა არ არის, უბრალოდ ცოტა აკლია მხედველობა და ვერ აღიქვა ხელშეკრულების შნაარსი ბოლომდე.

    <cite> @StepanozMamfal said:</cite>

    და ვთქვათ კეთილსინდისიერია ეს მეორე მხარე და გონია, რომ ბრმამ იცის ხელშეკრულების შინაარსი, მაგრამ სხვა გარემოებებით სასამართოში დასტურდება, რომ ბრმას არ ჰქონდა შეცნობილი ხელშეკრულების შინაარსი…

    მე არ მითქვამს რომ მეორე მხარის კეთილსინდისიერია აუცილებლად ნამდვილია ხელშკერულება გარიგება. მაგალითად თუ ვიღაც სხვა აიძულებს რომ დადოს ხელშეკრულება, ანუ იძულებას აქვს ადგილი და ხელშეკრულების მეორე მხარემ არ იცის ამის შესახებ, ანუ კეთილსინდისიერია მაშინ ჩვეულებრივ შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების ბათლობა. ან თუ არსებითი შეცდომა გვაქვს ნების გამოვლენის დროს. საკითხი ეხება უბრალოდ შემთხვევაში როცა პირი იძახის რომ არ გავეცანი ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოვაწერე ხელიო. ამ შემთხვევაში ვინაიდან ნების გამომვლები არღვევს წინდახედულობის სტანდარტებს, ანუ არაკეთილსინდისიერად ავლენს ნებას, ის ვერ მოითხოოვს გარიგების ბათლობას ამ მოტივით, იმიტომ რომ დასაცავ უფლებათა სამართლიანი ბალანსი მოითხოვს ინ პირის ინტერრსის დაცვას რომელიც კეთილსინდისიერად ენდო არაკეთილსინდისიერად. ეს ყველაფერი გამომდინარეობს ზემოთ, რომ გადაწყვეტილება დავდე იქიდან..

    #27198

    მოკლედ შენ რაც დაწერე გამოდის, რომ შეიძლება ხელშეკრულების ერთ_ერთმა მხარემ ისე მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას, რომ არ იცოდეს მისი შინაარსი, თუმცა თუ მისი მხრიდან არის უხეში გაუფრთხილებლობა ხელშეკრულების შინაარსის აღქმის კუთხით და მეორე მხარე კეთილსინდისიერია, მაშინ მათ მიერ დადებული ხელშეკრულება არის ნამდვილი.. ხომ ამას იძახი?

     
    ას-901-859-2013 ამ გადაწყვეტილებას ვგულისხმობდი და არა შენ მიერ დადებულს მინდობილობის ბათილობაზე… სადაც წერია, რომ მოტყუება შეიძლება არ იყოს ბათილობის საფუძველი, თუმცა სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე შეიძლება ბათილობა…

    #27200
    Edika
    Participant

    შემდეგი საკითხი: ა-მ აიძულა ბ მიეცა მინდობილობა ბ-ს სახელით დაედო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. ა-მ განახორციელა აღნიშნული და სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები დადო გ-სთან. ბ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა-ს და გ-ს მიმართ და მოითხოვა მინდობილობის, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათლად ცნობა.

     

    გ-მ მიუთითა ზემოთ მოყვანილი სასამართლო პრაქტიკა და თქვა რომ გამოვლენილ ნებას მე ვენდე კეთილსინდისიერად და ვინაიდან მე ვიყავი კეთილსინდისიერი ხელშეკრულების ბათილობა არ შეიძლებაო. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო?

    #27205

    იპოთეკის ან სესხის  თემაში ჩვენ განვიხილეთ მსგავსი შემთხვევა, სადაც პირმა გააყალბა მესაკუთრის მინდობილობა და დადო მისი სახელით სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ამ შემთხვევაში სასამართლომ თქვა, რომ ბათილიაო ასეთი მინდობილობით დადებული ხელშეკრულება, რადგან მესაკუთრის ნება არ იყო გამოხატული, ამ შემთხვევაში კიდე იძულებით არის ნება გამოხატული და ნაკლი გვაქვს, შესაბამისად ეს ორი შემთხვევა თუ დავუკავშირეთ ერთმანეთთან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათილი იქნება ასეთ შემთხვევაში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

    #27208
    Edika
    Participant

    მართალია, სწორს ამბობ, ჩვენ გვაქვს სასამართო პრაქტიკა სადაც საუბარია გაყალბებული(ანუ არარა მინდობილობა, ნების გამოვლენა საერთოდ რომ არ მომხდარა) მინდობილობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებების ბათლობაზე. მართალია ამ კონკრეტული მოცემულობის შემთხვევაშ მინდობილობა არარა არ არის, მაგრამ ნების გამოვლენა/გარიგების დადება მოხდა იძულებით და იგივე შედეგი უნდა დადგეს რაც არარა გარიგების შემთხვევაში.  

     

    როცა პირი ენდობა წინდაუხედავად გამოვლენილ (შინაარსის გაცნობის გარეშე) ნებას კეთილსინდისიერად ამ შემთხვევაში დასაცავ ინტერეესთა სამართიანი ბალანსიდან გამომდინარე გამართლებულია იმ პირისი ინტერესების დავცა რომელიც წინდაუხედავად/უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ნდობით გამოვლენილ ნებას ენდო კეთილსინდისიერად, მაგრამ როცა არათუ წინდაუხედავად გამოვლენილი ნება, არამედ ნების გამოვლენა არ გვაქვს საერთოდ, ამ შემთხვევაში იგივე სამართლიანი ბალანსიდან გამომდინარე გაუმართლებელი იქნება მეორე მხარის კეთილსინდისიერი ნდობით ხელშეკრულების ნამდვილობის გამართლება და სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე ცნო ბათლად არარა მინდობილობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებები სასამართლომ(ას-375-352-2014). იგივე შედეგი იქნება იძულებით გამოვლენილი ნების/მინდობილობის გაფორმების შემთხვევაშიც.  ანუ როცა იძულებით გააკეთებინეს მინდობილობა პირს, მის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებების ნამდვილობას ვერ გაამართლებ ხელშეკრულების მეორე მხარის კეთილსინდისიერი ნდობით.

    #28437
    BLH
    Keymaster

    შედარების აქტი, როგორც ხელშეკრულება?  (ას-373-771-06)

     

    მოსარჩელემ მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთადერთ საფუძვლად მიუთითა საქმეში წარმოდგენილი 2004წ. 23 ივნისის «შედარების აქტი» და სკ-ის 341-ე მუხლის თანახმად მიიჩნია იგი მოპასუხის მიერ ვალის არსებობის აღიარებად.

     

    საქმეში წარმოდგენილ 2004წ. 23 ივნისის შედარების აქტში მითითებულია, რომ 2004წ. 1 ივნისის მდგომარეობით სს «გუმათჰესების კასკადის» დავალიანება პროფკავშირისადმი შეადგენს 32280 ლარს, 16140 ლარი ეკუთვნის დარგობრივ პროფკავშირულ ორგანიზაციას, ხოლო 16140 ლარი პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას. სკ-ის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალის არსებობის აღიარება ხელშეკრულებას წარმოადგენს. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებიული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეული უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის შესახებ ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთახმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე.

     

    საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნულ შედარების აქტში არ არის მითითებული მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ისეთ არსებით პირობებზე, როგორიცაა მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ძირითად უფლება-მოვალეობებზე, ფასსა და ვადაზე. შესაბამისად, ასეთი აქტი ვერ ჩაითვლება მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებად.

    #27654
    Edika
    Participant

    კაზუსი ხელშეკრულების დადებაზე

     

    ნიკომ გაუგზავნა გიორგის უძრავი ქონების გაყიდვის ხელმოუწერელი ხელშეკრულება. გიორგიმ მოაწერა ხელი ხელშეკრულებას და უკან გაუგზავნა ნიკოს. ითვლება თუ არა ხელშეკრულება დადებულად?

Viewing 10 posts - 21 through 30 (of 49 total)
  • You must be logged in to reply to this topic.