Forum Replies Created

Viewing 10 posts - 51 through 60 (of 138 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: სამეწარმეო სამართალი #28818
    Crassus
    Participant

    პარტნიორის გარიცხვა (2011-2015 პრაქტიკა)

    ას-577-545-2011, 23/05/2011

    სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა განეკუთვნება სწორედ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად დადგენილი კრების კომპეტენციას მიკუთვნებულ დამატებით უფლებათა გამოყენების სფეროს. ამასთან პარტნიორის გარიცხვა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი საფუძვლით დაუშვებელია. იგი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ამ პარტნიორთა ერთად შეუძლებელია საზოგადოების შემდგომი საქმიანობის გაგრძელება.

    (ას-289-273-2011)

    „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლისა და 3.7. მუხლის საფუძველზე პალატამ განმარტა, რომ პარტნიორის წილი საზოგადოებაში წარმოადგენს მის საკუთრებას. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შემთხვევაში პარტნიორი კარგავს საკუთრების უფლებას წილზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ საკორპორაციო ურთიერთობაში სპეციფიკა და სახელშეკრულებო პირობები არ გულისხმობს პარტნიორისათვის წილის ჩამორთმევას მისი ნების გარეშე. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა დასაშვებია, მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.7. მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ისიც იმიტომ, რომ ეს შემთხვევა, პირდაპირ არის დადგენილი კანონით და საკორპორაციო „ურთიერთობებში პირის შესვლა თავისთავად გულისხმობს, რომ მან ნებაყოფლობით მიიღო შესაბამისი სახელშეკრულებო პირობები და გათვითცნობიერებული აქვს ურთიერთობათა სპეციფიკა“. ყველა სხვა შემთხვევაში, პარტნიორის საზოგადოებიდან გასარიცხად, ანუ მისთვის საკუთრების ჩამოსართმევად, აუცილებელია, სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნება საერთო სასარჩელო წარმოების წესით განხილულ საქმეზე.

    (სუსგ Nას-771-732-2013)

    უზენაესი სასამართლოს 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრს პარტნიორის გარიცხვის დარეგისტრირების შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი იქნა ხარვეზი, რადგანაც წარმოდგენილი არ იყო პარტნიორების მიერ შენატანის შეტანის წესისა და ვადის განსაზღვრის შესახებ დადგენილება და იმ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ პარტნიორმა მართლაც არ განახორციელა შენატანი .

    საკასაციო სასამართლო განმარტა ამ საქმეში, რომ პარტნიორის გარიცხვა საწარმოდან დასაშვებია მეწარმეთა შესახებ კანონის მე-3(7) მუხლის თანახმად, რომლის მიხედვითაც პარტნიორი კარგავს წილ საწარმოში თუკი არ განახორციელებს წესდებით გათვალისწინებულ შენატანს. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის თანახმად ყველა სხვა შემთხვევაში აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგანაც წილი საწარმოში არის პიროვნების საკუთრება, რომელსაც იცავს კონსტიტუციის 21-ე მუხლი.

    შესაბამისად, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შენატანის განუხორციელებლობის შედეგად პარტნიორის გარიცხვის დროს არ არის აუცილებელი სასამართლოს გადაწყვეტილება. გარიცხვისათვის საკმარისი არის წესდება და ბანკის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ პარტნიორმა მართლაც არ განახორციელა შენატანი.

    in reply to: სანივთო სამართალი #28760
    Crassus
    Participant

    სერვიტუტის წარმოშობის საფუძვლები

     

    ( სუსგ ას-1077-1009-2010)                                                        

     

    “სერვიტუტი, როგორც სანივთო გარიგება, თავისი იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, მხოლოდ ორი გზით შეიძლება დადგინდეს, კერძოდ, კანონის ობიექტურ-ნორმატიული ნების საფუძველზე ან სანივთო გარიგების საფუძველზე. კანონისმიერი სერვიტუტის გამოყენებას კონკრეტული ნორმატიული აქტი უზრუნველყოფს, ხოლო სანივთო გარიგებას – მხარეთა ნება, რომლის შინაარსი ძირითადად კანონის ნორმატიული ნებით განისაზღვრება, სერვიტუტისათვის, როგორც სანივთო გარიგებისათვის, აუცილებელია ნების ნამდვილობა, რაც გულისხმობს კონტრაჰენტთა ნების თავისუფალ გამოხატვას ამ გარიგების მარეგულირებელი ნორმების ფარგლებში.”

    in reply to: სანივთო სამართალი #28759
    Crassus
    Participant

    უძრავი ნივთის შემძენის არაკეთილსინდისიერების საფუძვლები

     

    (სუსგ ას15971500-2012 )                      

     

    “შემძენის  არაკეთილსინდისიერების დასადასტურებლად მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მან ნასყიდობის საგანი შეიძინა საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.”

     

    (სუსგ №ას-567-535-2012)

     

    “სააპელაციო პალატის განმარტება: შემძენის არაკეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევისას მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები: სადავო ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე შემძენს ბინა ვიზუალურად არ დაუთვალიერებია; შ.გ-მა ვერ დაადასტურა გამყიდველ მ. რ-თან მდგმურების ბინაში დარჩენისა და ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელების ან მათ მიერ ბინის გათავისუფლების შესახებ, ასევე ქირავნობის თანხის ოდენობის და მისი გადახდის წესის შესახებ შეთანხმება; უძრავი ქონების შეძენა თუ წარმოადგენდა მხარისათვის ხელსაყრელ გარიგებას ფასის შეუსაბამობის გამო და იგი ემსახურებოდა არა ბინით სარგებლობის, არამედ, დამატებითი შემოსავლის გაჩენის სურვილს, მის ინტერესში უნდა ყოფილიყო დამქირავებელთან ქირავნობის ურთიერთობის გაგრძელება და ამ სახითაც დამატებითი შემოსავლის მიღება, ან მყიდველისგან იმის გაგება მაინც, თუ როდის შეძლებდა  ნივთით საკუთარი შეხედულებისამებრ სარგებლობას, ან განკარგვას.

     …..

    საკასაციო პალატის განმარტება: განსახილველ შემთხვევაში, შ.გ-ის მიერ სადავო ნივთის ვიზუალური დათვალიერება სწორედაც რომ ჯდება შემძენის ობიექტურ შესაძლებლობებსა და წინდახედულობის ფარგლებში, ამასთან, მართალია კანონმდებელი ნორმატიული აქტით არ ავლდებულებს უძრავი ნივთის შემძენს ასეთი მოქმედებების განხორციელებას,  თუმცა, შემძენის ინტერესებშია უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთის შეძენა, შესაბამისად ამ ინტერესების დაკმაყოფილებისათვის შემძენს მართებს იმ მინიმალური წინდახედულობის გამოჩენა, რაც თუნდაც ნივთის ვიზუალურ დათვალიერებაში შეიძლება გამოიხატოს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის შეფასების საგნად იქცა სხვა ცხოვრებისეული (ქირავნობის ურთიერთობა) ფაქტორებიც, რამაც ერთობლიობაში სწორი დასკვნების ჩამოყალიბება განაპირობა.”

     

    (სუსგ #ას-524-869-07)

     

    “უძრავი ნივთის ფლობა არ განაპირობებს მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციას, მაგრამ უძრავი ნივთის შეძენის კეთილსინდისიერების გამორკვევისას აღნიშნულ ფაქტს შეიძლება გარკვეული მნიშვნელობა მიენიჭოს, ვინაიდან დამკვიდრებული წესის თანახმად, უძრავი ნივთის შემძენი შეძენამდე ინტერესდება ნივთის მდგომარეობით.”

    in reply to: სანივთო სამართალი #28744
    Crassus
    Participant

    უზუფრუქტის უფლება

     

    უზუფრუქტი, ისევე როგორც აღნაგობა წარმოადგენს სანივთო უფლებას, მისი მეშვეობით ხორციელდება უძრავ ნივთზე სუბიექტის ბატონობა, თუმცა ძალაუფლება რაც გამომდინარეობს უზუფრუქტის უფლებიდან უფრო მცირეა, ვიდრე ეს გვაქვს აღნაგობისა და საკუთრების უფლებების შემთხვევაში, თუმცა უფრო ფართოა ვიდრე ნებისმიერი ვალდებულებითი უფლების შემთხვევაში.

     

    უზუფრუქტუალი მოკლებულია მესაკუთრის რიგ უფლებებს: მას არ აქვს ნივთის გასხვისების, იპოთეკით გაცემის, მემკვიდრეობით გადაცემის უფლება.. უზუფრუქტი გადაუცემელი უფლებაა.ამდენად, უზუფრუქტი მტკიცედ არის დაკავშირებული უზუფრუქტუარის პიროვნებასთან.

     

    უზუფრუქტუალი შეზღუდულია რიგ სახელშეკრულებო ურთიერთობაშ შესვლისას, მას ჭირდება მესაკუთრის თანხმობა, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადებისას. თუკი ქირავნობა ან იჯარა, იყო უზუფრუქტის წარმოშბამდე, ეს უფლება კვლავ ძალაში რჩება მესაკუთრესა და დამქირავებელ–მოიჯარეს შორის, ხოლო უზუფრუქტუალს შეუძლია უზუფრუქტის საფუძველზე ქირის მოთხოვნა.

     

    უზუფრუქტის  სუბიექტი შეიძლება იყოს მრავალი პიროვნება.მთავარია, რომ თითოეულს მათგანის წილი იყოს განსაზღვრული. უზუფრუქტით სარგებლობაც ამის შესაბამისად მოხდება. მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობა წესრიგდება 953–ე მუხლით, რომელიც აწესრიგებს თანაზიარი უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

     

    in reply to: სანივთო სამართალი #28742
    Crassus
    Participant

    აღნაგობის უფლება

     

    აღნაგობის უფლება გულისხმობს, პირის შესაძლებლობას ისარგებლოს სხვისი ნაკვეთით ისე, რომ მას ჰქონდეს ან ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის,თხოვების და გაქირავების უფლება.

     

    აღნაგობის უფლება, ისევე როგორც საკუთრების უფლება არის სანივთო უფლება. მისი მეშვეობით ხორციელდება მიწის ნაკვეთზე ბატონობა. აღნაგობის უფლებით სუბიექტს ენიჭება უფრო ნაკლები ძალაუფლება ნივთზე, ვიდრე საკუთრების უფლებით.

     

    აღნიშნული ჩანს თუნდაც იქიდან, რომ აღნაგობის უფლება, საკუთრების უფლებისგან განსხვავებით, ვადიანია, იგი შეიძლება მხარეთა შეთანხმებით მაქსიმუმ 99 წლით წარმოიშვას. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ აღნაგობის საგნის მესაკუთრეს, თავისი საკუთრების უფლებიდან გამომდინარე გააჩნია უფლებები და იგი წარმოადგენს აღნაგობით დატვირთული მიწის ნაკვეთის არაპირდაპირ მფლობელს.

     

    ამდენად, აღნაგობა, საკუთრების უფლების შემდეგ ყველაზე ძლიერი უფლებაა, რომლითაც შეიძლება ნივთზე ბატონობა, თუმცა მხოლოდ მიწის ნაკვეთზე და არა ყველანაირ ქონებაზე.

     

    სანივთო უფლების ხასიათს განსაზღვრავს არა ნივთის უბრალოდ სარგებლობაში გადაცემა, არამედ ამ სარგებლობის ფარგლები, მაგ: იჯარის და ქირავნობის უფლებითაც სარგებლობაში ხდება ნივთის გადაცემა, თუმცა ამ უფლებებიდან გამომდინარე ძალაუფლების ფარგლები ბევრად მცირეა აღნაგობაზე.

     

    in reply to: სანივთო სამართალი #28736
    Crassus
    Participant

    მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენა

    მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია ორი პირობა:

    ა. მესაკუთრემ გადასცეს შემძენს ნივთი.

    ბ. შემძენზე ნივთის გადაცემა მოხდეს ნამდვილი უფლების საფუძველზე.

    ნივთის გადაცემა შეიძლება სამი სახით განხორციელდეს:

    1. ნივთის გადაცემა პირდაპირ მფლობელობაში- ამ შემთხვევაში შემძენი ფაქტობრივად ეუფლება ნივთს.
    1. ნივთის გადაცემა არაპირდაპირ მფლობელობაში, როცა ძველი მესაკუთრე რჩება ნივთის პირდაპირი მფლობელი- მაგ: ავტომობილს ფაქტობრივად ფლობს კვლავ ძველი მესაკუთრე, თუმცა მას აღარ გააჩნია ავტომობილზე საკუთრების უფლება, რომელიც გადაცემული აქვს ახალ შემძენს, რომელიც წარმოადგენს ამ ნივთს არაპირდაპირ მფლობელს, საკუთრების უფლებიდან გამომდინარე.
    1. მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება- მოძრავი ნივთი აქვს მესამე პირს, რომელიც წარმოადგენს ამ ნივთს პირდაპირ მფლობელს, ხოლო არაპირადპირი მფლობელობა გადაეცემა ახალი მესაკუთრეს, მასვე ექნება მოძრავი ნივთის გამოთხოვის უფლება, როცა მესამე პირის მფლობელობის უფლება შეწყდება.
    in reply to: სანივთო სამართალი #28733
    Crassus
    Participant

    უძრავი ნივთის მესაკუთრეობის პრეზუმფცია

     

    უძრავი ნივთის გამსხვისებლის მესაკუთრედ მიჩნევისათვის საკმარისია- მისი მესაკუთრედ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. თუ გამსხვისებელი მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრსი, შემძენს ყოველგვარი სხვა საფუძვლის გარეშე შეუძლია ჩათვალოს, რომ გამსხვისებელი მესაკუთრეა.

     

    ამ წესიდან დაშვებულია გამონაკლისი იმ შემთხვევისათვის, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. თუ შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე, თუნდაც ეს უკანასკნელი მესაკუთრედ იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, ჩაითვლება, რომ შემძენმა ნივთი არამესაკუთრისაგან შეიძინა, ანუ გარიგება ბათილია.

     

    in reply to: შრომის სამართალი #29660
    Crassus
    Participant

    შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის შეცვლა

    (სუსგ. N-ას-1429-1444-2011)

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ, შემოსული საჩივრის განხილვისას, ბათილად არ ცნო სადავო ბრძანება, რომლითაც შრომით ხელშეკრულებაში დამსაქმებლის მხრიდან ცალმხრივად შევიდა ცვლილება დასაქმებულის ახალ თანამდებობაზე გადაყვანისა და ანაზღაურების წესის შეცვლის თაობაზე.

    საკასაციო პალატის განმარტება: შრომის ანაზღაურების წესი ხელშეკრულების არსებითი პირობაა. შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით, ამდენად, აღნიშნული ნორმა ცხადყოფს, რომ ხელშეკრულება დადებულად არ ჩაითვლება, თუ მხარეები მის არსებით პირობებზე არ შეთანხმდებიან. თავად მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაშიც ჩადებულია პუნქტი, რომელიც ხელშეკრულების პირობების ცვლილებაზე 2 კვირით ადრე წერილობით შეთანხმებას ითვალისწინებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და მიიღო ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #28428
    Crassus
    Participant

    სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა (N-ას-666-633-2013)

     

    „საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, `არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის ათვლისათვის გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის გამოთვლის ზოგადი წესი, კერძოდ მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, აღნიშნული პრინციპით გამოთვლილი მე-20 დღე არის იმ მოქმედების შესრულების პირველი დღე, რაც უკავშირდება სასამართლოში გამოცხადებას და ასეთად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს 21-ე დღე. ანალოგიურად უნდა განიმარტოს 30-ე დღე, როგორც ერთის მხრივ მხარის მიერ სასამართლოში გამოცხადების ბოლო დღე (მიუხედავად იმისა ემთხვევა თუ არა უქმე და დასვენების დღეს) და იმავდროულად გასაჩივრების ვადის ათვლის პირველი დღე, თუკი მხარე დაარღვევს სასამართლოში გამოცხადების კანონისმიერ ვალდებულებას.“

    Crassus
    Participant

    ზეპირი სესხის ხელშეკრულება (ას-941-1200-05)

    კიდევ ერთხელ არის განმარტებული, რომ ზეპირი სესხის ხელშეკრულების არსებობისას, გამსესხებელმა უნდა დაამტკიცოს სესხის გაცემის ფაქტი და ოდენობა, ხოლო მტკიცებულებად არ გამოდგება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები.

Viewing 10 posts - 51 through 60 (of 138 total)