Viewing 10 posts - 11 through 20 (of 36 total)
  • Author
    Posts
  • #2939
    Edika
    Participant

    ხომ არ ავსებს ერთმანეთს 311 და 323 მუხლები? ანუ, იცი რას ვფიქრობ, ცალკე აღებული 323 მუხლი არ წარმოშობს ვალდებულებას. ანუ 323-ე მუხლიდან არ გამომდინარეობს რომ სანოტარო ფორმის გარეშე შეიძლება ასეთი ხელშეკრულების დადებაო, არამედ განსაზღვრავს რომ წერილობით უნდა იყოს დადებული გარიგება, ხოლო 311 პრიმა დამატებით მოითხოვს, სანოტარო წესით დადასტურებას.

     

    ისე, ერთი გადაწყვეტილება მაქვს წაკითხული, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ საჯარო რეესტრში ხელშეკრულების რეგისტრაცია არ არის ხელშკერულების ფორმის შემადგენელი ნაწილი და აბსოლიტურად სწორიცაა. სკ-ის 183-ე მუხლში საუბარია საკუთრების წარმოშობაზე, რომლისთვისაც აუცილებელია ორი პირობის არსებობა 1)გარიგების წერილობითი ფორმა 2) და ამ გარიგების საფუძველზე საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. კიდევ ერთხელ გაუსვამ ხაზს რომ 183-ე მუხლი განსაზღვრავს საკუთრების წარმოშობის წესს და არა ამ საკუთრების საფუძვლად არსებული ხელშეკრულების ფორმას, და შესაბამისად ნამდვილობას.

    #2942

    ვერ დაგეთანხმები. 323-ე მუხლი განსაზღვრავს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ფორმას და ცალსახაა, რომ მარტივი წერილობითი ფორმაა 323-ე მუხლით განსაზღვრული (ძველ მდგომარეობით სანოტარო იყო), რაც შეეხება 183-ე და 311-ე მუხლებს, ეს ორივე მუხლი სანივთო სამართლის თავში მოცემული და ისინი ემსახურებიან სანივთო სამართლებრივ მიზნებს- საკუთრების უფლების შეძენას და არა ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობას.

     

    ახლა რა წერია ამ გადაწყვეტილებაში: (N-ას 1529-1443-2012)

     

    “სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლი უძრავი ნივთის გადაცემისათვის ადგენს მხოლოდ წერილობით ფორმას. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის არცერთი ნორმა არ განიხილავს უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, როგორც გარიგების ფორმას.”

    #2944
    Edika
    Participant

    გამოდის რომ ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ საჯარო რეესტრში ვერ დაარეგისტრირო? (იმიტომ რომ ხელმოწერები არაა სანოტარო წესით დადასტურებული).

    #2946

    @Edika said: ზნაჩიტ გამოდის რომ ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ საჯარო რეესტრში ვერ დაარეგისტრირო? (იმიტომ რომ ხელმოწერები არაა სანოტარო წესით დადასტურებული).

    ვალდებულებას იღებენ მხარეები, ამიტომაც მოუწევთ რეესტრში რეგისტრაცია, ხოლო ნოტარიულად დამოწმება საერთოდ არ არის საჭირო, ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურებაა საჭირო, რაც რეესტრის თანამშრომელმაც შეიძლება განახორციელოს.

     

    თუ მხარეები სანოტარო აქტით დაამოწმებენ ხელშეკრულებას, მაშინ საკმარისი ერთ-ერთმა მხარემ წარადგინოს რეესტრში ხელშეკრულება, რათა მოხდეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ხოლო თუ სანოტარო აქტით არ არის დამოწმებული ხელშეკრულება, მაშინ ორივე მხარე უნდა მივიდეს და მათი ხელმოწერებული დაადასტუროს რეესტრის თანამშრომელმა, თუ რომელიმე მხარე უარს იტყვის, მეორე მხარეს შეუძლია სასამართლოს გზით მოითხოვოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია რეესტრში (ანუ ვალდებულების შესრულება).

    #2949
    Edika
    Participant

    ხო, მართალი ხარ, ჩვეულებრივ მოითხოვს იძულებითი წესით ვალდებულების შესრულებას, მაგრამ ამ შემთხვევაში საკუთრების შეძენის საფუძველი იქნება არა ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ სასამართლო გადაწყვეტილება. 

    #2952

    სასამართლო გადაწყვეტილება მერე რას დაეფუძნება?  ნასყიდობის ხელშეკრულებას. 311-ე მუხლი აბსოლუტურად ადმინისტრაციულ სამართლებრივი ნორმაა და განსაზღვრავს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რაც უნდა განვასხვაოთ ვალდებულებითი სამართლებრივი გარიგებისგან.

     

    მხარეებს ვალდებულება წარმოეშობათ, როცა დადებენ მარტივი წერილობითი ფორმით უძრავი ნივთის ნასყიდობას, კერძოდ სკ-ის 477-ე მუხლის მიხედვით გამყიდველი ვალდებულია გადასცეს საკუთრების უფლება მყიდველს, ხოლო ამ უკანასკნელმა უნდა მიიღოს შესრულება..

    #2955
    Edika
    Participant

    ხო ეგრე ვიფიქრე რომ 311 ეხება ისეთ შემთხვევას როცა თვითონ მხარეებს მიაქვთ საჯარო რეესტრში ხელშეკრულება. დადასტურების გარეშე რომ მიიტანონ ხელშეკრულება არ დაურეგისტრირებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვალდებულება არ არსებობს მათ შორის და მყიდველს არ ააქვს საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება.

    #28733
    Crassus
    Participant

    უძრავი ნივთის მესაკუთრეობის პრეზუმფცია

     

    უძრავი ნივთის გამსხვისებლის მესაკუთრედ მიჩნევისათვის საკმარისია- მისი მესაკუთრედ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. თუ გამსხვისებელი მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრსი, შემძენს ყოველგვარი სხვა საფუძვლის გარეშე შეუძლია ჩათვალოს, რომ გამსხვისებელი მესაკუთრეა.

     

    ამ წესიდან დაშვებულია გამონაკლისი იმ შემთხვევისათვის, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. თუ შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე, თუნდაც ეს უკანასკნელი მესაკუთრედ იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, ჩაითვლება, რომ შემძენმა ნივთი არამესაკუთრისაგან შეიძინა, ანუ გარიგება ბათილია.

     

    #28736
    Crassus
    Participant

    მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენა

    მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია ორი პირობა:

    ა. მესაკუთრემ გადასცეს შემძენს ნივთი.

    ბ. შემძენზე ნივთის გადაცემა მოხდეს ნამდვილი უფლების საფუძველზე.

    ნივთის გადაცემა შეიძლება სამი სახით განხორციელდეს:

    1. ნივთის გადაცემა პირდაპირ მფლობელობაში- ამ შემთხვევაში შემძენი ფაქტობრივად ეუფლება ნივთს.
    1. ნივთის გადაცემა არაპირდაპირ მფლობელობაში, როცა ძველი მესაკუთრე რჩება ნივთის პირდაპირი მფლობელი- მაგ: ავტომობილს ფაქტობრივად ფლობს კვლავ ძველი მესაკუთრე, თუმცა მას აღარ გააჩნია ავტომობილზე საკუთრების უფლება, რომელიც გადაცემული აქვს ახალ შემძენს, რომელიც წარმოადგენს ამ ნივთს არაპირდაპირ მფლობელს, საკუთრების უფლებიდან გამომდინარე.
    1. მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება- მოძრავი ნივთი აქვს მესამე პირს, რომელიც წარმოადგენს ამ ნივთს პირდაპირ მფლობელს, ხოლო არაპირადპირი მფლობელობა გადაეცემა ახალი მესაკუთრეს, მასვე ექნება მოძრავი ნივთის გამოთხოვის უფლება, როცა მესამე პირის მფლობელობის უფლება შეწყდება.
    #28738
    BLH
    Keymaster

    მოძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი

     

    მესაკუთრის ნების გამოვლენის გარეშე ნივთის გადაცემისას, სახეზეა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნივთის განკარგვა და შესაბამისად გარიგება იქნება ბათილი და საკუთრების უფლება არ გადავა შემძენზე.

     

    თუმცა ამ ზოგადი წესიდან გამონაკლისს განსაზღვრავს სკ-ის 187-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც მოძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი გახდება ნივთის მესაკუთრე იმ შემთხვევაშიც, როცა გასხვისება ხორციელდება მესაკუთრის ნების გარეშე და შემძენმა არ იცის და არც შეიძლება სცოდნოდა აღნიშნული გარემოება.

     

    ამ ნორმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სკ-ს 158.1-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც- ივარაუდება, რომ მოძრავი ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

     

    შემძენის კეთილსინდისიერებაზე გავლენას ვერ მოახდენს ის გარემოება, რომ შემძენმა მასზე ნივთის გადაცემის შემდეგ შეიტყო, რომ ნივთის გამსხივსებელი არ იყო მესაკუთრე. ანუ კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე.

     

    თუმცა ამ გამონაკლისის გამონაკლისია განსაზღვრული სკ-ს 187.2-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც ,მიუხედავად კეთილსინდისიერებისა შემძენი არ ხდება მესაკუთრე, თუ მესაკუთრეს ეს ნივთი დაეკარგა, მოპარეს, ან მისი ნების წინაამღვდეგ გავიდა მისი მფლობელობიდან ანდა შემძენმა ნივთი უსასყიდლოდ მიიღო. ეს წესი არ გამოიყენება ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და აუქციონზე გასხვისებული ნივთების მიმართ. მაგ: თუ შემძენმა აუქციონზე ისეთი ნივთი შეიძინა, რომელიც მესაკუთრის მფლობლობიდან თუნდაც მისი ნების საწინაამღვდეგოდ გავიდა, შემძენი მაინც შეიძენს საკუთრებას.

     

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 36 total)
  • You must be logged in to reply to this topic.