• This topic has 55 replies, 5 voices, and was last updated 7 years ago by BLH.
Viewing 10 posts - 1 through 10 (of 56 total)
  • Author
    Posts
  • #2098
    BLH
    Keymaster

    სამეწარმეო სამართალი

    ამ თემაში განვიხილავთ სამეწარმეო სამართლის საკითხებს, როგორიცაა საწარმოს დირექტორისა და პარტნიორების პასუხისმგებლობა, პარტნიორის შეზღუდული პასუხისმგებლობის მოხსნა, წილების გასხვისება, პარტნიორის გარიცხვა და ა.შ.

    სარჩევი:

    1. ზოგადად მეწარმე სუბიექტების შესახებ

    იურიდიული პირის ცნება

    კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების გამიჯვნა

    სამეწარმეო საქმიანობის ცნება

    მეწარმე სუბიექტების მოკლე დახასიათება

    საწარმოს სახელწოდება

    2. იურიდიული პირის მართვის ორგანოებთან დაკავშირებული საკითხები

    შპს-ის წარმომადგენელი ორგანო

    სამეწარმეო იურიდიული პირის წარმომადგენლობის მარეგულირებელი ნორმები

    დირექტორი, როგორც საწარმოს წარმომადგენელი

    საწარმოს ფილიალის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება

    დირექტორის დანიშვნა და გათავისუფლება

    დირექტორის ვალდებულებები

    დირექტორის პასუხისმგებლობა საწარმოს წინაშე

    დირექტორის პასუხისმგებლობა-მტკიცების ტვირთი

    დირექტორად ყოფნის ფაქტის დადასტურება

    დირექტორის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბებით დადებული გარიგება

    დირექტორსა და საწარმოს შორის ურთიერთობა

    პარტნიორთა კრების ოქმი და მისი ბათილობა

    პარტნიორის/აქციონერის გარიცხვა საზოგადოებიდან

    დივიდენდთან დაკავშირებული საკითხები

    შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენება (lifting of corporate veil)

     3. საწარმოს ქონება

    საწესდებო კაპიტალი

    უძრავი ნივთი, როგორც შენატანი საწარმოს კაპიტალში

    წილის გამოყოფა შპს-დან

    4.მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია/გაკოტრება

    5. სხვა საკითხები

    საწარმოს ბეჭედი

    საწარმოს ფილიალი

    წილზე საკუთრების უფლების წარმოშობა

    სუბსიდიარი (შვილობილი კომპანია)

    #28799
    BLH
    Keymaster

    იურიდიული პირის ცნება

    იურიდიული პირის ცნებას განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც:

    „იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი , საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზაციული წარმონაქმნი , რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს,დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასაუხედ.“

    იურიდიული პირი იქმნება ინდივიდის თუ ინდივდთა ნების გამოვლენის და ამ ნების სათანადო სახელმწიფო რეგისტრაციის საფუძველზე.

    იურიდიული პირი იქმნება  „განსაზრვრული მიზნის მისაღწევად“ დამფუძნებლები და წევრები ზუსტად ამ მიზნის ირგვლივ ერთიანდებიან და მის რეალიზებას ერთობლივად ახორციელებენ. ეს მიზანი შეიძლება იყოს, როგორც გარკვუელი მოგების მიღება (სამეწარმეო იურიდიული პირები), ისე არასამეწარმეო მიზნები, მაგ: ქველმოქმედება(არასამეწარმეო იურიდიული) პირები.

    იურიდიული პირი არის ორგანიზაციული წარმონაქმნი– იურიდიული პირი შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმით. განსაკუთრებით ეს ეხება კერძო იურიდიულ პირებს. ყველა იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს კანონით განსაზღვრული საორგანიზაციო სტრუქტურა–მართვის ორგანოები., ამ ორგანოების მეშვეობით ახორციელებს საქმიანობას იურიდიული პირი.

    იურიდიული პირი დამფუძნებელებსა და წევრებისგან დამოუკიდებლად ერთვება კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში: დებს გარიგებებს, გამოდის სასამართლოში. იგი დამოუკიდებელი სამოქალაქო სუბიექტია და მისი ყოველი მოქმედება არის დამოუკიდებელი იმ პირებისაგან, რომელმაც დააფუძნეს.

    იურიდიული პირის საქმიანობის მომწესრიგებელი წესდებით და კანონმდებლობით, რომლითაც განისაზღვრება მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ორგანოები და მათი საქმიანობის წესი.

    ამავდროულად აღსანიშნავია, რომ იურიდიული პირის ქონება გამიჯნულია, მისი დამფუძნებლების ქონებისაგან და მას დამოუკიდებელი საკუთრების უფლება გააჩნია მათზე. ანუ შეიძლება ითქვას, რომ იურიდიულ პირს აქვს დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა.

    აღსანიშნავია, რომ თვითონ იურიდიული პირი არავის საკუთრება არ არის. დამფუძნებლებს ეკუთვნის მხოლოდ ამ იურიდიული პირის წილები ან აქციები. მაშინაც როცა საქმე სსიპ-თან გვაქვს, რომლის ერთადერთ დამფუძნებელს სახელმწიფო წარმოადგენ, ქონების მესაკუთრე მაინც იურიდიული პირია.

    დამოუკიდებელი ქონების არსებობა უკავშირდება იურიდიული პირის დამოუკიდებელი ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. ზოგადი პრინციპის თანხმად, იურიდიული პირი კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს თავისი ქონებით და არა მონაწილეების ქონებით.მოთხოვნები იურიდიული პირის დამფუძნებლებისა თუ წევრების მიმართ შეიძლება მხოლოდ მიმართული იყოს მათ კუთვნილ წილზე (გაკეთებულ შესატანზე, აქციებზე).თუმცა არსებობს გამონაკლისები, რაც დაკავშირებულია ცალკეული იურიდიული პირის ბუნებიდან, ასევე როცა იურიდიული პირის შეზღუდული პასუხისმგებლობა გამოყენებულია არამართლზომიერად მეწილის/აქციონერის მიერ.

    #28800
    BLH
    Keymaster

    კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების გამიჯვნა

    ერთ–ერთი მთავარი განსხვავება საჯარო და კერძო იურიდიულ პირებს შორის, მათ დაფუძნებაშია.

    კერძო იურიდიული პირი იქმნება დამფუძნებლის ან დამფუძნებლების ნების არსებობისას, მისი უფლებაუნარიანობა იწყება სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მომენტიდან.

    საჯარო იურიდიული პირი იქმნება კანონის საფუძველზე. უფლებაუნარიანობა წარმოიშვება წესდების დამტკიცებასა და წარმომადგენობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნისა თუ არჩევის მომენტიდან.

    სსკ–ის 24.3-ე მუხლის მიხედვით „საჯარო სამართლის იურიდიული პირები სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები“.

     

    #28806
    BLH
    Keymaster

    სამეწარმეო საქმიანობის ცნება

    მეწარმეთა შესახებ კანონის 1.1 -ე მუხლის თანახმად: „სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა,რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად“.

    მართლზომიერება – სამეწარმეო საქმიანობა არ უნდა ეწინაამღვდეგებოდეს სამართლის ნორმებს,ზნეობის წესებს, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და საჯარო წესრიგს. მაგ: ნარკოტიკით/იარაღით ვაჭრობა, ასევე პროსტიტუცია ვერ ჩაითვლება სამეწარმეო საქმიანობად.

    არაერთჯერადობა – სამეწარმეო საქმიანობა მოიცავს განგრძობად ქმედებათა ერთობლიობას, რომელთა მიზანია მოგების მიღება. მაგ: ერთჯერადათ მანქანის ჩამოყვანა და გაყიდვა უფრო მაღალ ფასში არ ჩაითვლება სამეწარმეო საქმიანობად.

    ორგანიზებულობა -მეწარმემ უნდა მოირგოს მეწარმეთა შესახებ კანონით დადგენილი რომელიმე სამართლებრივი ფორმა. ჰქონდეს კანონით გათვალისწინებული მართვის ორგანოები, რეგისტრირებული იყოს რეესტრში.

    დამოუკიდებლობა – მეწარმე სუბიექტი არის დამოუკიდებელი სამოქალაქო-სამართლებრივი სუბიექტი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც კანონით არ არის აკრძალული. მას აქვს დამოუკიდებელი ქონება, დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა, იგი დამოუკიდებელია პარტნიორებისა და აქციონერებისაგან.

    მოგების მიზანი -მეწარმისთვის მნიშვნელოვანია არა მისი საქმიანობის სფერო, არამედ შედეგი- სისტემატიური მოგების მიღება.

    #28809
    BLH
    Keymaster

    მეწარმე სუბიექტების მოკლე დახასიათება

    მეწარმე სუბიექტი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც განურჩევლად საწარმოს სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. მეწარმე სუბიექტთა მიმართ ქართული კანონმდებლობა numerous clauses პრინცპს იყენებს. ანუ ამომწურავად ჩამოთვლის მეწარმე სუბიექტებს.

    ინდივიდუალური მეწარმე ფიზიკური პირია, რომელიც რეგისტრირებულია სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით. იგი პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. (იხ. სტატია ინდ. მეწარმეზე)

    სხვა საწარმოები იყოფა ამხანაგობისა და კაპიტალური ტიპის საწარმოებათ:

    სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს) არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი (პარტნიორი) ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამერაწმეო საქმიანობას და საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს, როგორც სოლიდარული მოვალე- მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ (მუხ.20.1). გარდა ფიზიკური პირისა, შეიძლება იყოს იურიდიული პირიც.

    კომანდიტური საზოგადოება (კს) ამხანაგობის ტიპის საზოგადოებაა, რომელშიც რამდენიმე პირი ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. მასში ორი ტიპის პარტნიორი შეიძლება იყოს: ა. კომანდიტები: მათი პასუხისმგებლობა შემოიფარგლება განსაზღვრული საგარანტიო თანხით. ბ. კომპლემენტარები: მათი სამართლებრივი მდგომარეობა, ფაქტობრივად იგივეა, რაც სპს-ს პარტნიორისა.

    კაპიტალური საზოგადოებები – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება და კოორპერატივი.

    შპს არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება ერთი პირსაც შეუძლია.

    სააქციო საზოგადოება- კაპიტალი დაყოფილია წესდებით განსაზღვრული კლასისა და რაოდენობის აქციებად. აქცია არის არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში.

    სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისთვის.

    კოოპერატივი -შედგება წევრთა შეუზღუდავი რაოდენობისგან და მიზნად ისახავს საკუთარი წევრების სამურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, მათი ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

    #32149
    BLH
    Keymaster

    შ.პ.ს-ის  წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი

    (საქმე № ას-954-1260-07)

    საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზეც, რომ მხოლოდ საზოგადოების დირექტორები არიან უფლებამოსილი განახორციელონ შპს-ს წარმომადგენლობა მესამე პირებთან ურთიერთობაში. სასამართლოს ეს მოსაზრება გამომდინარეობს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტიდან, ხოლო რაც შეეხება საზოგადოების ბუღალტერს იგი არ შეიძლება მივიჩნიოთ ასეთი უფლებამოსილების მატარებლად და მის მიერ ხელმოწერილი შედარების აქტი, თუნდაც საზოგადოების ბეჭდით დადასტურებული, არ შეიძლება მივიჩნიოთ ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად.

    #29143
    BLH
    Keymaster

    წარმომადგენლობის მარეგულირებელი ნორმები

    (N-ას-310-294-2011)

    სამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებისა და მის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები მკაცრადაა რეგლამენტირებული მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში.

    მართალია გარიგების წარმომადგენლის მეშვეობით დადების საკითხი მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სკ-ის 103-114 მუხლები), თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ზოგად ნორმებსა და სპეციალურ ნორმებს შორის კონკურენცია, რაც გადაწყვეტილია სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლით.

    „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ხელმძღვანელობენ და მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენენ საზოგადოების დირექტორები, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი). მითითებული კანონი ცალსახად განსაზღვრავს, თუ როგორ ხდება ამ პირთათვის დასახელებულ უფლებამოსილებათა მინიჭება („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მე-6 პუნქტი) და რა მოთხოვნათა დაცვაა აუცილებელი მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ნამდვილობისათვის. კანონის თანახმად, საზოგადოების დირექტორების შერჩევა ხდება პარტნიორთა კრებაზე და მათ შესახებ მონაცემები აისახება სამეწარმეო რეესტრში, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. შესაბამისად, მათ მიერ საზოგადოების სახელით განხორციელებული მოქმედებები სავალდებულოა საზოგადოებისათვის.

    „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი იცნობს საზოგადოების წარმომადგენლობითი (და არა ხელმძღვანელობის) უფლებამოსილების მინიჭების სხვა შემთხვევებსაც. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გენერალური სავაჭრო მინდობილობის მქონე პირები  პროკუტისტები, რომლებიც, მსგავსად დირექტორებისა, საზოგადოებას წარმოადგენენ მესამე პირებთან ურთიერთობაში. პროკურისტებს საზოგადოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამართლებრივი მოქმედების განხორციელების უფლებამოსილება გააჩნიათ (გარდა მიწის გასხვისების უფლებამოსილებისა, რომლის მისანიჭებლადაც აუცილებელია სპეციალური ნებართვა). აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლები და მისი ნამდვილობისათვის აუცილებელი მოთხოვნებიც მკაცრადაა რეგლამენტირებული კანონში. პროკურის გაცემა მითითებული კანონის 91 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრების კომპეტენციაა, მაგრამ ეს უფლებამოსილება შეიძლება მიანიჭონ დირექტორებმაც (მე-10 მუხლი). ამასთან, კანონი შეიცავს ამ პირთა (პროკურისტების) სამეწარმეო რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციის მოთხოვნას, ხოლო ამ უფლებამოსილების ძალადაკარგულად აღიარება უნდა გამოქვეყნდეს ბეჭვდით ორგანოში. პროკურა, განსხვა-ვებით ბრძანებისაგან, არ წარმოადგენს ცალმხრივ აქტს და იგი იურიდიული ძალის მქონე აქტად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას იღებს პირი, რომელიც უნდა გახდეს პროკურისტი.

    მითითებულ ნორმებში რეგლამენტირებული დებულებებით უზრუნველყოფილია საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირთა ვინაობის ხელმისაწვდომობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, რაც, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, საზოგადოების კონტრაჰენტთა დაცულობის გარანტიას წარმოადგენს.

    #28302
    BLH
    Keymaster

    დირექტორი, როგორც საწარმოს წარმომადგენელი

    მოცემულ სტატიაში განხილულია დირექტორის, როგორც საწარმოს წარმომადგენლის როლი და ფუნქციები.

    #4299
    BLH
    Keymaster

    დირექტორის დანიშვნა და გათავისუფლება

    ქვემდებარე სტატიები ეხება ბევრ საინტერესო საკითხის, კერძოდ დირექტორის დანიშვნას, მის გათავისუფლებას თანამდებობიდან, საწარმოსა და დირექტორს შორის არსებული სამართლებრივ ურთიერთობას და ა.შ.

    1. დირექტორის დანიშვნა და მასთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობა

    2. დირექტორის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან  

    #28299
    BLH
    Keymaster

    დირექტორის ვალდებულებები

    მოცემული სტატია ეხება დირექტორის ვალდებულებებს, მათ შორის დირექტორის ფიდუციურ ვალდებულებებს საწარმოს წინაშე.

     

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 56 total)
  • You must be logged in to reply to this topic.