მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სამეწარმეო სამართალი
Tagged: აქცია, გადაწყვეტილება, დირექტორი, კორპორაციული, კორპორაციული სამართალი, ოქმის ბათილობა, პარტნიორთა, პარტნიორთა კრება, პარტნიორის გარიცხვა, საკორპორაციო, სამეწარმეო სამართალი, საწარმო, საწარმოს, ფიდუციური, წილები, წილი
- This topic has 55 replies, 5 voices, and was last updated 7 years, 6 months ago by BLH.
-
AuthorPosts
-
სექტემბერი 30, 2014 at 18:17 #32150BLHKeymaster
განსხვავებული პოზიცია
საზოგადოების დირექტორის მიერ გარიგების დადების უფლებამოსილების შეზღუდვა
(სუსგ. № 3კ-1492-02 19)
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლის შესაბამისად საზოგადოებას ხელმძღვანელობს დირექტორი.
დირექტორი არის „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საწარმოთა აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს საწარმოს მიმდინარე საქმიანობას და უფლებამოსილია მესამე პირების წინაშე მინდობილობის გარეშე წარმოადგინოს საწარმო, ე.ი. დადოს საწარმოს სახელით ხელშეკრულება.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.4 მუხლის შესაბამისად დირექტორი საზოგადოებას წარმართავს მესამე პირებთან ურთიერთობაში. მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირებთან ურთიერთობაში არ შეიძლება შეიზღუდოს.
ეს იმას ნიშნავს, რომ დირექტორებს არ შეიძლება აეკრძალოთ ამა თუ იმ გარემოებათა გამო გარიგებათა დადება, გარდა იმ გარიგებებისა, რომლებზეც თანხმობის გაცემა კანონით სხვა ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 9.5 მუხლის შესაბამისად გათვალისწინებულია საზოგადოების დაცვის მექანიზმიც. იმ შემთხვევაში, როცა დირექტორმა დადო ისეთი გარიგება, რომლის დადების უფლებაც მას არ ჰქონდა და ამის შესახებ იცოდა კონტრაჰენტმა, საზოგადოებას შეუძლია ასეთი გარიგება გამოაცხადოს ბათილად.
იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა წარმოდგენილი და კონტრაჰენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიაყენონ წარმოდგენილ საზოგადოებას.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 9.3 მუხლის მეორე აბზაცის შესაბამისად საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს დირექტორის მიერ საზოგადოების ერთპიროვნულად მართვის უფლებამოსილებას, მაგრამ საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილება შესაძლოა, შეიზღუდოს სამეთვალყურეო ორგანოს აუცილებელი თანხმობის დაწესებით. ხელმძღვანელობის ეს წესი შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე საზოგადოების შინაგანაწესით.
ასეთ შემთხვევაში კონტრაჰენტი ხელშეკრულების დადებისას უნდა დაინტერესდეს, დირექტორს აქვს თუ არა ამ ხელშეკრულების დადების უფლება და თუ დარწმუნდება, რომ ასეთი ხელშეკრულების დადების უფლება არა აქვს, მოსთხოვოს შესაბამისი თანხმობა. ეს საკითხი ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დროს უნდა გაითვალისწინოს ნოტარიუსმაც.
ოქტომბერი 3, 2014 at 18:58 #2792EdikaParticipantსაინტერესო საკითხია, ანუ მიუხედავად იმისა, თუ რა წერია წესდებაში, რომელიც საჯარო დოკუმენტია, დირექტორის მიერ დადებული გარიგება, თავისი უფლებამოსილების გადაჭარბებით მაინც ნამდვილია?
დაუშვათ წესდებით, დირექტორს უფლება ჰქონდა საწარმოს სახელით დაედო 10.000 ლარზე ნაკლები ღირებულების გარიგებები, ხოლო ამაზე მეტი ღირებულების გარიგების დასადებად საჭირო იყო პარტნიორთა გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში დირექტორმა, რომ დადოს 50.000 ლარის გარიგება, იგი მაინც ნამდვილი იქნება, არსებული პრაქტიკის მიხედვით…?
ოქტომბერი 3, 2014 at 19:34 #2793ივერიელიParticipantკი, მასეა, ნებისმიერ შემთხვევაში ნამდვილია ხელშეკრულება მიუხედავად იმისა რა წერია წესდებაში და როგორია დირექტორის უფლებამოსილების მოცულობა. ერთგვაროვანი პრაქტიკაა, ა-361-ა-7-08 ამ გადაწყვეტილებაშიც ანალოგიური განმარტება გააკეთა უზენაესმა.
პრაქტიკულად სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 მუხლში რა პრინციპიც არის განსაზღვრული, ვლინდება იურიდიული პირის წარმომადგენელზე და წარმომადგენლად ყოფნა ქმნის პრეზუმფციას, რომ მას აქვს უფლებამოსილება დადოს კონკრეტული გარიგებები.
ოქტომბერი 5, 2014 at 16:55 #2798CrassusParticipantამ საკითხთან დააკვშირებით ერთი ასეთი შეკითხვა დამებადა, წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა კომპანიას სამი დირექტორი ყავს, მაგ: იურიდიული დეპარტამენტის , ეკონომიკური დეპარტამენტისა და კლიენტებთან ურთიერთობის უფროსები და ვთქვათ წესდებით სამივე ამ დირექტორს მხოლოდ თავის დეპარტამენტთან დაკავშირებული გარიგებების დადება შეუძლია. რა მოხდება მაშინ, როცა ვთქვათ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გარიგებას დადებს კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში შემავალ საკითხთან დაკავშირებით, ნამდვილი იქნება ასეთი გარიგება?
თუ ნამდვილი იქნება, მაშინ რაღა აზრი აქვს წესდებაში უფლებამოსილებების განაწილებას და მის საჯაროობას?
ოქტომბერი 6, 2014 at 09:32 #2828ივერიელიParticipant@drogba said: ამ საკითხთან დააკვშირებით ერთი ასეთი შეკითხვა დამებადა… წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა კომპანიას 3 დირექტორი ყავს, მაგ: იურიდიული დეპარტამენტის , ეკონომიკური დეპარტამენტისა და კლიენტებთან ურთიერთობის უფროსები… და ვთქვათ წესდებით სამივე ამ დირექტორს მხოლოდ თავის დეპარტამენტთან დაკავშირებული გარიგებების დადება შეუძლია. რა მოხდება მაშინ, როცა ვთქვათ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გარიგებას დადებს კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში შემავალ საკითხთან დაკავშირებით??? ნამდვილი იქნება ასეთი გარიგება?
თუ ნამდვილი იქნება, მაშინ რაღა აზრი აქვს წესდებაში უფლებამოსილებების განაწილებას და მის საჯაროობას?
საინტერესო საკითხია, თუ არ არის ნდობა, ჯობია დირექტორი ერთი იყოს და დეპარტამენტების უფროსებს წესდებით ან თვითონ დირექტორმა მინდობილობით მიანიჭოს წარმომადგენლობის უფლებამოსილება.
გადანაწილებას ის აზრი აქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გარიგება ნამდვილი იქნება, დირექტორის პირადი პასუხისმგებლობა დადგება, თუ იგი უფლებამოსილების გადაჭარბებით დადებს გარიგებას.
ოქტომბერი 8, 2014 at 16:13 #2847BLHKeymasterდირექტორსა და საწარმოს შორის ურთიერთობის ბუნება
(3/კ259-01 ) და (ას-1634-1533-2012)
ამ ორი გადაწყვეტილების მიხედვით საზოგადოებასა და დირექტორს შორის (ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის) არსებული ურთიერთობა არ არის შრომით სამართლებრივი, არამედ იგი წარმოადგენს სამეწარმე-სამართლებრივ ურთიერთობას და მასზე ვრცელდება სამეწარმეო-სამართლებრივი ნორმები.
ოქტომბერი 11, 2014 at 15:44 #2903BLHKeymasterდირექტორსა და საწარმოს შორის დადებული ხელშეკრულების ბუნება
(ას -952-910-2013)
“სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, ხელშეკრულებას ეწოდებოდა „შრომითი ხელშეკრულება“ მაგრამ თავისი არსით იგი წარმოადგენდა ე.წ. „სასამსახურო ხელშკრულებას“, რომელიც ჩვეულებრივ იდება ხოლმე საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განმახორციელებელ პირებთან. კანონმდებლობა ასეთ ხელშეკრულებას ხელშეკრულებათა ერთ, კონკრეტულად განსაზღვრულ კატეგორიას არ მიაკუთვნებს, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგებიან მას. მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება სრულად შეესაბამებოდა 319-ე მუხლის მოთხოვნებს.”
აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ამავდროულად განხილულია საწარმოს ბეჭდის იურიდიული და ფუნქციური ძალა.
ოქტომბერი 11, 2014 at 17:26 #2905EdikaParticipantსაწარმოს ბეჭედზე რაო?
ოქტომბერი 11, 2014 at 17:37 #2907BLHKeymaster@Edika said: საწარმოს ბეჭედზე რაო?
პირველმა ინსტანციის სასამართლომ თქვა, რომ ხელშეკრულება საეჭვო იყო, რადგან ბეჭედის დარტყმა მოხდა ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე წლის შემდეგ.
სააპელაციო არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას და თქვა, რომ
“მ.შ.კ-ის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა. დაუშვებელია ნორმატიული აქტით ან სახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნილ იქნეს საწარმოს ბეჭდით დამოწმებული ნებისმიერი დოკუმენტი. მიუხედავად ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ ხელშეკრულება საეჭვოდ მიიჩნია და მას სავალდებულო ძალა არ მიანიჭა, რამაც გამოიწვია „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის არასწორად განმარტება, სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე მუხლების, აგრეთვე 319-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოუყენებლობა.”
“„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი იურიდიული პირის მიერ ნების გამოვლენის გარეგნულ გამოხატულებას ბეჭდის არსებობას არ უკავშირებდა. ამდენად, ბეჭდის არსებობა-არარსებობა გარიგების ნამდვილობაზე გავლენას ვერ მოახდენდა – აქ გადამწყვეტი იყო სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენა, რაც გარიგების ხელმოწერაში გამოიხატებოდა. მოცემულ შემთხვევაში ასეთი ნება გამოვლენილი იყო, რის გამოც ბეჭდის დასმას გარიგების ნამდვილობისათვის სამოქალაქოსამართლებრივი მნიშვნელობა აღარ გააჩნდა.”
“სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მოყვანილი მსჯელობა დაეყრდნო, ასევე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შინაარსს. ამ ნორმის თანახმად, საწარმოს რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის ნიმუში (ნიმუშები). ამდენად, ცხადი იყო, რომ კანონმდებელმა გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა ხელმოწერას და არა ბეჭედს. “
მაისი 15, 2015 at 22:56 #28300 -
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.