რეკლამა ინტერნეტში – ინტერნეტ რეკლამა

რეკლამა ინტერნეტში – ინტერნეტ რეკლამა საქართველოში

რეკლამა ინტერნეტში ყველაზე ეფექტური მარკეტინგული საშუალებაა მსოფლიოში. ასეთი რეკლამა საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება სწრაფად და იაფად მიაწვდინოთ ხმა მომხმარებელს.

აღნიშნულს, შესაბამისი კვლევებიც ადასტურებენ, 2023 წლის კვლევების თანახმად, მსოფლიოში მთლიანი სარეკლამო ბიუჯეტის 55% დაიხარჯა ინტერნეტ რეკლამირებაზე. წინა წლის მაჩვენებელი 49% იყო, ხოლო 2025 წლისთვის 62% არის მოსალოდნელი.

რეკლამა ინტერნეტშირა ხდება ამ კუთხით საქართველოში?

საქართველოში ყოველ წლიურად იზრდება ინტერნეტ რეკლამაზე მოთხოვნა, განსაკუთრებით ისეთი მიმართულებებით როგორიცაა, ფეისბუქ რეკლამირება, რეკლამა გუგლში, Email მარკეტინგი და სხვა.

მოდით მოკლედ მიმოვიხილოთ ძირითადი სარეკლამო მიმართულებები საქართველოს მასშტაბით:

1.რეკლამა ფეისბუქზე

ფეისბუქი წარმოადგენს ყველაზე პოპულარულ სარეკლამო პლატფორმას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც.

Facebook-ში შედეგი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ხარისხიანი სარეკლამო პოსტები, ბრენდირებული დიზიანი, რეკლამის მართვის ეფექტურობა და თავად პროდუქტის მახასიათებლები, რისი რეკლამირებაც ახორციელებთ.

გაიგე მეტი –  Facebook რეკლამის შესახებ.

2.Instagram-ში რეკლამირება

ინსტაგრამის პოპულარობა ბოლო 3 წლის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ქართული ბიზნესისთვის.

ინსტაგრამს ძირითადად ახალგაზრდები იყენებენ, სწორედ ამის გათვალისწინებით უნდა მოხდეს ისეთი პროდუქციის/მომსახურების რეკლამირება, რომლის მომხმარებელი ახალგაზრდები არიან.

გაიგე მეტი: რეკლამა ინსტაგრამზე

3.გუგლში რეკლამირება

გუგლი ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა მსოფლიოში. თითქმის ყველა ქართველი ინტერნეტ მომხმარებელი იყენებს მას, მათ შორის სხვადასხვა პროდუქციის / მომსახურების შესაძენად.

ამიტომაც, გუგლში რეკლამა გამოირჩევა განსაკუთრებული შედეგიანობით, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სწორედ ხდება მისი გამოყენება.

4.Email მარკეტინგი

ელ.ფოსტას იყენებს ყველა ქართული კომპანია, სხვადასხვა ინტენსივობით, ამიტომაც იმეილ მარკეტინგის ეფექტურობა საკმაოდ მაღალია, თუმცა მხოლოდ მეილების დაგზავნა არ არის საკმარისია, საჭიროა ეფექტური სარეკლამო დიზაინის შექმნა და მეილების დაგზავნა მუდმივად, საინტერესო შინაარსით.

5.SEO ოპტიმიზაცია

სეო ოპტიმიზაცია საშუალებას იძლევა თქვენი რეკლამა იყოს უფასო, კერძოდ იგი მოიცავს საქმიანობის სხვადასხვა ელემენტებს, რომლებიც გამიზნულია გუგლში მაღალი პოზიციების დასაკავებლად, შესაბამისად ამ მიმართულებით წარმატების მიღწევის შემთხვევაში, თქვენ გეყოლებათ მომხმარებელი სრულიად უფასოდ.

თუმცა სეო ოპტიმიზაცია არ არის ისეთი მარტივი, რაც ერთი შეხედვით ჩანს, წარმატებისთვის საჭიროა ეფექტური კონტენტი, ტექნიკური ცოდნა და მოთმინების უნარი.

6.რეკლამა ქართულ ვებ-საიტებზე

ქართულ საიტებზე რეკლამის განთავსება საკმაოდ მოთხოვნადი სერვისია, თუმცა ფასის და შედეგის გათვალისწინებით მაინც ჩამორჩება სხვა ალტერნატივებს.

ამ კუთხით გამოსარჩევია ისეთი საიტები, როგორიცაა Myauto.ge, mymarket.ge და სხვა პოპულარული ქართული საიტები, რომლებსაც ბევრი მომხმარებელი სტუმრობს.

ინტერნეტ რეკლამის ფასები

რა ღირს რეკლამა ინტერნეტში, შემიძლია თუ არა მცირე ბიუჯეტით დავარეკლამო საკუთარი ბიზნესი?

დიახ.

ინტერნეტ რეკლამის ფასები დამოკიდებულია თქვენ მიზნებზე და შესაძლებლობაზე. თანამედროვე სარეკლამო პლატფორმები საშუალებას იძლევა მინიმალური დანახარჯით შეძლოთ სარეკლამო აქტივობის განხორციელება, თანაც შედეგიანად.

თვეში 500 ლარიანი ბიუჯეტითაც არის შესაძლებელი ბიზნესის დარეკლამება და გარკვეული შედეგების მიღება, თუმცა მნიშვნელოვანია სწორი ხედვა და ეფექტური მარკეტინგული სტრატეგია.

ინტერნეტ რეკლამირების ტენდენციები 2024 წელს

ინტერნეტ რეკლამაგანვიხილოთ ინტერნეტ რეკლამირების ტენდენციები, რომლებიც ახლო მომავლის რეალობას შექმნის:

მობილური რეკლამის ბაზარი სწრაფად იზრდება

ინტერნეტ რეკლამირების მიმართ მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით დიდია, მობილური რეკლამირების სფეროში.

მეტი თვალსაჩინოებისთვის ვისაუბროთ ციფრებით, კერძოდ 2020 წლის მონაცემებით, ინტერნეტ რეკლამირების საერთო შემოსავლებმა 100 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 20%-ით მეტია 2018 წლის მონაცემებთან შედარებით, თუმცა თუ გამოვყოფთ ცალკე მობილური რეკლამირების სფეროს, იგი 50%-ით არის გაზრდილი, წინა წელთან შედარებით, შედარებისთვის Desktop რეკლამა- მხოლოდ 5 პროცენტით.

facebook-internet-marketingინტერნეტ რეკლამის ბაზრის მთავარი მოთამაშეები- Google და Facebook

მარკ ცუკემბერგმა, მოახერხა სარეკლამო ჰაბის შექმნა, Meta-ს სახით. ამაზე მეტყველებს ციფრები, კერძდ 2020-2022 წლებში, ფეისბუქ რეკლამის საერთო შემოსავლებმა 50%-ით იმატა, მათ შორის დიდი მატებაა მობილური რეკლამირების კუთხითაც.

ამავდროულად Google-ის სარეკლამო შემოსავლებმა 25%-ით იმატა ამავე პერიოდში.

ამდენად, Facebook-ისა და Google-ზე მოდის მთლიანი ციფრული რეკლამის ბაზრის ზრდის 75%.

ინტერნეტ მომხმარებლებს აღიზიანებთ ინტერნეტ რეკლამა

ინტერნერტ მარკეტინგის დიდი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ინტერნეტ მომხმარებლებს აღიზიანებთ ინტერნეტ რეკლამების გამოჩენა. რაც უფრო მეტია ასეთი რეკლამა, მით უფრო ღიზიანდებიან მომხმარებლები.

გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ ინტერნეტ მომხმარებელთა 90% პროცენტი მზად არის გამოიყენოს ინტერნეტ რეკლამის მბლოკავი პროგრამები.

ინტერნერტ რეკლამაზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ახლო მომავალში მისი ოდენობა ინტერნეტ სივრცეში არა თუ შემცირდება, არამედ მოიმატებს, რაც შედეგად უფრო მეტ უკმაყოფილებას გამოიწვევს მომხმარებელში, თუმცა მეორე მხრივ თუ რეკლამა განსხვავებულია და ხიბლავს ადამიანთა დიდ მასებს, ასეთ რეკლამას პოზიტიური შედეგი გარანტირებული ექნება.

ამდენად ჩვენი რჩევა იქნება, შექმნათ ისეთი დიზაინისა და კონტენტის მქონე რეკლამა, რომელიც სხვებისგან გამორჩეულია და პოზიტიურად აღქმადი იქნება ინტერნეტ მომხმარებლებს შორის. ამისათვის აუცილებელია ეს საქმე პროფესიონალებს მიანდოთ, კერძოდ პროფესიონალ დიზაინერებს, ანალიტიკოსებსა და ფსიქოლოგებს.

მეტი ინფორმაციის მისაღებად ინტერნეტ რეკლამირების შესახებ იხილეთ ჩვენი მომსახურებები ან დაგვიკავშირდით, როგორც ტელეფონის, ისე ელექტრონული ფოსტის საშუალებით.