ინტერნეტ ბრენდინგი ბიზნესისთვის

ინტერნეტ ბრენდინგიინტერნეტ ბრენდინგი ბიზნესისთვის

ციფრული ბრენდინგის როლი ძალზედ დიდია თანამედროვე ბიზნესისთვის, მათ შორის საქართველოში, სადაც ინტერნეტ ბრენდინგი დიდი ტემპებით ვითარდება.

ონლაინ სამყაროს კარის შესაღებად ეფექტური ვებ-გვერდის შექმნა საკმარისი ნამდვილად აღარ არის.

საჭირო ხდება სოციალური მედიის, მობილური ტექნოლოგიების, საძიებო სისტემებისა და სხვა ციფრული არხების გამოყენება, გამალებულ კონკურენციასთან გასამკლავებლად.

ამ სტატიაში გვსურს, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვისაუბროთ იმ ელემენტებზე, რომლებისგანაც შედგება ეფექტური ინტერნეტ ბრენდინგი:

ბრენდბუქის შექმნა

ბრენდბუქის შექმნა ამოსავალი წერტილია, როდესაც ვსაუბრობთ ბრენდირებაზე.

ბრენდბუქი სხვადასხვა შინაარსის შეიძლება იყოს, ძირითადად იგი მოიცავს ბრენდის სახელწოდებას, ლოგოს, ფერებს, სლოგანს, ფონტებს, დიზაინებს სხვადასხვა ზედაპირისთვის და სხვა.

ბრენდბუქი ბრენდის წარსული, აწმყო და მომავალია, იგი მოიცავს ინფორმაციას ბრენდის არსის, მისი ვიზუალური რაობის შესახებ.

თანამედროვე საიტის დამზადება

ეფექტური საიტის გარეშე, ინტერნეტ ბრენდინგი ძნელად წარმოსადგენია, რადგან საიტი წარმოადგენს თქვენი ბრენდის ბაზისს ინტერნეტ სივრცში, სადაც გროვდება ყველა ინფორმაცია, შეთავაზება, სიახლეები, რასაც შემდგომში ნახულობენ ვიზიტორები და პოტენციური მომხმარებლები.

მნიშვნელოვანია, რომ თქვენი საიტის დიზაინი მორგებული იყოს მომხმარებელზე, იგი ფუნქციურად არ უნდა იყოს გადატვირთული. რაც მთავარია, მომხმარებელი კმაყოფილი უნდა შემოდიოდეს და გადიოდეს საიტიდან.

მობილური ტექნოლოგიები

თქვენი ბრენდირების სტრატეგია მორგებული უნდა იყოს მობილურ ტექნოლოგიებზე, რადგან მობილურის როლი განსაკუთრებულია თანამედროვე ინტერნეტ სივრცეში და მისი მნიშვნელობა ყოველწლიურად იზრდება.

მნიშვნელოვანია თქვენი საიტი მორგებული იყო მობილურ ხელსაწყოებზე, თქვენ ასევე საშუალება გაქვთ შექმნათ მობილური აპლიკაცია, ხოლო ნებისმიერი სარეკლამო კამპანია ოპტიმიზირებული უნდა იყოს მობილური ხელსაწყოების მიმართ.

ვირუსული სარეკლამო აქტივობა

საქართველოში მარტივად იტაცებენ ტრენდებს, ამიტომაც ვირუსული რეკლამა განსაკუთრებით ეფექტურია.

ვირუსული რეკლამის მთავარი ეტაპი, მისი დაგეგმვაა. მაქსიმალური შედეგების მისაღწევად, სწორად უნდა განისაზღვროს მიზნობრივი აუდიტორია, მისი სოციალურ-ფსიქოლოგიური შეგრძნებები, სარეკლამო არხები და სტიმულირების ღონისძიებები.

სოციალური მედია მარკეტინგი

რეკლამა ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ქართული ბიზნეს საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

სოციალური მედიის მართვა განსაკუთრებით მაშინ არის ეფექტური, როდესაც იგი ბრენდირებულად ხორციელდება.

ამ კუთხით, მნიშვნელოვანია გვერდის დიზაინისა და სარეკლამო პოსტების ბრენდირება, თანაც ისე, რომ ისინი მაქსიმალურად ოპტიმიზირებული იყვნენ სარეკლამო მიზნების მისაღწევად.

ვიდეო მარკეტინგი

ვიდეო მარკეტინგის წამყვანი ელემენტი – ვიდეო რგოლების დამზადებაა, რომელთა გამოყენება ხორციელდება სარეკლამო მიზნებისთვის, მაქსიმალური შედეგების მისაღებად.

ვიდეო მასალა ბევრად უფრო ძლიერი სარეკლამო ხელსაწყოა, ვიდრე ნებისმიერი ფოტო-ტექსტუალური კონტენტი, რადგან მისი აღქმა სხვადახვა განზომილებაში ხდება: სიტყვიერი, ვიზუალური და დინამიური პროცესები ერთობლივად ახდენენ გავლენას მომხმარებელზე.