ბრენდინგი – რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის?

ბრენდინგი – რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის?

ბრენდინგიბრენდინგი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის, ქვის ხანიდან მოყოლებული დღემდე – თანამედროვე ციფრული მარკეტინგის ეპოქაში.

შეიცვალა მხოლოდ ბრენდინგის ფორმა – მაგალითად თუ ძველ რომში ძირითადად ნახატების გავრცელების გზით ხდებოდა ბრენდირებული რეკლამირება, დღეს ინტერნეტის მეშვეობით არის შესაძლებელი ბრენდირებული რეკლამის განხორციელება, ფოტო-ვიდეო კონტენტის გამოყენებით.

ბრენდინგის საფუძველი – რა არის ბრენდის იდენტობა?

ბრენდინგის საფუძველი არის ბრენდის იდენტობა, ეს არის კომპანიის ვიზუალური სახე, რომელიც კომპანიის სახელით ერთვება კომუნიკაციაში მომხმარებელთან.

მნიშვნელოვანია, რომ მას შეეძლოს სწორი, ძლიერი და დასამახსოვრებელი მესიჯების გაგზავნა მომხმარებლისთვის.

ბრენდის იდენტობა შედგება სხვადასხვა ვიზუალური ელემენტებისგან, როგორიცაა: ფერები, ფონტები, საიტის დიზაინის ელემენტები და რა თქმა უნდა ლოგო.

ამ ელემენტების სწორად შექმნა და შერწყმა არსებითი შედეგის მომტანია ეფექტური ბრენდირების განხორციელებისთვის.

ბრენდინგის უპირატესობა

ბრენდირებულ საქმიანობას გააჩნია ბევრი უპირატესობა, არაბრენდირებული საქმიანობის მიმართ, მათგან გამოსარჩევია:

ვიზუალური კომუნიკაცია მომხმარებელთან

ბრენდირებულ კომპანიას ვიზუალური სახე აქვს, რომელსაც იმახსოვრებენ მომხმარებლები, ახდენდნე ასოციაციებს და უყალიბდებათ ნდობა.

ქმნის ასოციაციებს

მაკდონალდსის მოყვარულებს მოშიებისას დიდი ყვითელი M-ის ფორმის ლოგო ახსენდებათ, ყავის მოყვარულებს, მწვანე შეფერილობის სტარბაქსის ლოგო და ა.შ.

კონკურენცია

ბრენდირებული საქმიანობა ხორციელდება ვიზუალური უზრუნველყოფით, რაც განასხვავებს მის პროდუქტსა და მომსახურებას სხვებისგან.

მატერიალური სარგებელი

ბრენდინგის კანონია, რომ ბრენდირებული საქონელი და მომსახურება უფრო მეტად იყიდება, ვიდრე იდენტური არაბრენდირებული საქონელი და მომსახურება.

მარკეტინგი

მარკეტინგის განხორციელება არაბრენდირებული კომპანიისთვის იგივეა, რაც მდინარეში გაშვებული თევზების ძებნა, შესაძლოა თევზი იპოვოთ, მაგრამ ყოველ ჯერზე ეს იქნება სხვა თევზი, რომლის დასაჭერად ყოველ ჯერზე დაგჭირდებათ ერთნაირი ძალისხმევა.

ბრენდინგი და შეცდომები

კომპანიის მენეჯერები ხშირად ეფექტური ბრენდინგის განხორციელების სურვილის მიუხედავად უშვებენ შეცდომებს, რაც შემდგომში ძვირი უჯდება კომპანიას.

ბრენდის სახელწოდება და სლოგანი

ბრენდის ტექსტუალური კომპონენტები, ისეთი როგორიცაა სახელწოდება და სლოგანი, გამიზნულია თქვენი ბიზნესის დახასაითებისთვის გონივრული და მარტივი ფორმით.

ამიტომაც, მხოლოდ არსებითი ინფორმაცია უნდა იყოს განსაზღვრული, სახელწოდებასა და სლოგანში, რაც ადეკვატურად იქნება დაკავშირებული კომპანიის საქმიანობასთან.

ლოგო

ლოგო ბრენდინგის ყველაზე არსებითი კომპონენტია, იგი ბრენდის კაპიტანია, პირველი წარუდგება მომხმარებელს და ყველგან თან ახლავს ბრენდს, მათ შორის იძირება ბრენდთან ერთად, როდესაც არალევანტურია, არ ასახავს ბრენდის სულისკვეთებას ან უბრალოდ მის ქვეშ არსებული საქმიანოაბ არ არის ეფექტური.

ფერები და ფონტები

ერთი შეხედვით შედარებით მცირეა მათი მნიშვნელობა, თუმცა რეალურად ყველაფერი დიდი მაინც მცირე დეტალებისგან შედგება, ასეა ბრენდინგიც, სწორი ფერებისა და ფონტების შერჩევის გარეშე წარმოუდგენელია ეფექტური ბრენდის შექმნა.

ბიზნეს დოკუმენტაცია

ბიზნეს ბარათები, სტანდარტული დოკუმენტაცია და სხვა – ყველაფერი ამის ბრენდირება განაპირობებს თქვენი ბრენდის უფრო სოლიდურად წარმოჩენას მომხმარებელთან.

ციფრული მარკეტინგი

თანამედროვე რეალობაში, კლიენტების მოზიდვის თვალსაზრსით ციფრულ მარკეტინგს მნიშვნელოვანი როლი უკავია.

საქართველოში განსაკუთრებით ეფექტურია, რეკლამირება ფეისბუქზე, ინსტაგრამსა და გუგლზე.

ინტერნეტ რეკლამა განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც იგი ხორციელდება ბრენდირებული სარეკლამო მასალების მეშვეობით, როგორიცაა სარეკლამოდ ოპტიმიზირებული ფოტო-ვიდეო მასალები.

საიტის დიზაინი

კომპანიის ბრენდინგის მნიშვნელოვანი კომპონენტია საიტი და მისი დიზაინი, რაც უფრო ეფექტური და მარტივი დიზაინის მქონეა თქვენი საიტი, მით უფრო მოწონებადია მომხმარებლის მხრიდან.

ბოლოსიტყვაობა:

ბრენდინგი აუცილებლია ნებისმიერი ბიზნესისთვის, თუმცა ამის განხორციელება ბრმად არანაირი პოზიტიური შედეგის მომტანი არ იქნება.

მიანდეთ საქმე პროფესიონალებს, ნაკლებად ჩაერიეთ მათ საქმიანობაში და შედეგი აუცილებლად დადგება.

მსგავსი სტატიები:

ლოგოს დამზადება

ბრენდბუქის შექმნა თქვენი ბიზნესისთვის