ბრენდბუქის შექმნა თქვენი ბიზნესისთვის

ბრენდბუქის შექმნა თქვენი ბიზნესისთვის

რა არის ბრენდბუქი?

image-1-fბრენდბუქის მიზანია ბრენდის არსის ჩამოყალიბება, მათ შორის ბრენდის ვიზუალური ელემენტების განსაზღვრა.

ბრენდბუქში მოცულია ისეთი ელემენტები, როგორიცაა ლოგო, ფერები, ბრენდის ვიზუალიზაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ასევე ბრენდის მთავარი პრინციპები, მიზნები და სხვა.

იხ. დაკავშირებული სტატია: ბრენდბუქის შინაარსი და ძირითადი ელემენტები

ბრენდუქის ძირითადი მიზნები:

  • ბრენდის ვიზუალიზაცია;
  • ბრენდირების სტრატეგიის ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის თანამშრომლებისთვის ერთიანი სახელმძღვანელო პრინციპების ჩამოყალიბება კომპანიის ბრენდთან დაკავშირებით;
  • ბრენდირების პროცესის სისტემატიზაციის უზრუნველყოფა.

download-1რატომაა საჭიროა ბრენდბუქი?

წარმოიდგინეთ, რომ გყავთ ერთი დიზაინერი ან დაქირავებული დიზაინერული კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი კომპანიის ბრენდირებაზე, მის ვიზუალიზაციაზე: ლოგოს შექმნა, ბიზნეს ბარათები, ვებ საიტის დიზაინი და სხვა.

რა თქმა უნდა, თქვენმა დიზაინერმა ან დაქირავებულმა დიზაინერულმა კომპანიამ კარგად იცის თქვენი ბრენდის ვიზუალიზაციის სტრატეგია, თუმცა რა მოხდება, თუ უცებ მოგიწიათ ახალი კადრის ან კომპანიის დაქირავება ?

თქვენ მოგიწევთ მათთან ბრენდის ვიზუალიზაციის პრინციპების თავიდან ჩამოყალიბება, რამაც საკმაოდ ბევრი პრობლემური საკითხი შეიძლება წარმოშოს.

ამიტომაც, ბევრად უფრო მარტივი იქნება, თუ თქვენ გექნებათ ბრენდბუქი, სადაც ყველა ეს საკითხი უკვე ჩამოყალიბებული იქნება: ბრენდის ფერები, ლოგოს საკითხები, ფონტი და ა.შ.

ამდენად ბრენდბუქი საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ დრო და სხვა რესურსები, გარდა ამისა განახორციელოთ ეფექტური ბრენდირება, ისე რომ არ იყოთ დამოკიდებული კონკრეტულ დიზაინერსა, თუ დიზაინერულ კომპანიაზე.

superbig_macaroni_grill_brand_book_13რა მოცულობის უნდა იყოს ბრენდბუქი?

ბრენდბუქის მოცულობა, შესაძლოა განისაზღვროს ერთი გვერდიდან ათობით გვერდამდე, აღნიშნული დამოკიდებულია კონკრეტული ბრენდის კომპლექსურობასა და მის წინაშე არსებულ მიზნებზე.

ერთ-ორ გვერდიანი ბრენდბუქიც საკმარისი იქნება მცირე კომპანიისთვის, რომელიც ფაქტობრივად არ ახორციელებს აქტიურ მარკეტინგს და გააჩნია ერთი მარტივი ლოგო, ხოლო დიდი კომპანია, ბევრი სხვადასხვა დეპარტამენტით და მომსახურებით, განსხვავებული მარკეტინგული სტრატეგიებით, როგორც წესი საჭიროებს უფრო დიდი მოცულობის ბრენდბუქს, რათა ყველა ბრენდირების ელემენტი იყოს მასში განსაზღვრული.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ბრენდბუქი უნდა იყოს სწორედ იმხელა რამხელსაც საჭიროებთ, მასში უნდა იყოს მოცული თქვენი ბრენდის ვიზუალურ ელემენტებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, ამავდროულად არაა საჭირო ზედმეტი ელემენტებით მისი გადატვირთვა.

ბოლოსიტყვაობა:

ბრენდბუქი არა მხოლოდ ბრენდირების განხორციელების მნიშვნელოვანი ელემენტია, არამედ მისი მეშვეობით კორპორატიული სულისკვეთების ამაღლებაც არის შესაძლებელი.

გააცანით თქვენს დასაქმებულებს კომპანიის ბრენდბუქი, განიხილეთ მათთან ერთად ბრენდბუქის შინაარსი, რათა მათ ჩამოუყალიბდეთ კომპანიის ვიზუალური სტრატეგიის შესახებ ხედვა, ამავდროულად აღნიშნული პოზიტიურად იმოქმედებს დასაქმებულთა კორპორატიული სულისკვეთების განვითარებაზეც.

კომაპანია BLH-ს დიდი გამოცდილება გააჩნია ბრენდირების მიმართულებით, თუ ხართ დაინტერესებული ეფექტური ბრენდბუქის შექმნით, ან ბრენდირებასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებით, იხილეთ ჩვენი მომსახურების გვერდი ან დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს, ჩვენი გუნდი მზად არის გაგიწიოთ დეტალური კონსულტაცია.

1