კონტენტ მარკეტინგი თქვენი ბიზნესისთვის

კონტენტ მარკეტინგი

კონტენტ მარკეტინგი თქვენი ბიზნესისთვის

რა არის კონტენტ მარკეტინგი და რატომ ჭირდება იგი თქვენ ბიზნესს?

ინტერნეტ სივრცეში ყოველდღიურად უამრავი მასალა ვრცელდება, მათ შორის რეკლამები, რომელთა უმრავლესობა ინტერნეტის მომხმარებლებს აღიზიანებს.

კონტენტ მარკეტინგიინტერნეტის მომხმარებლებს არ უყვართ, როდესაც ვიღაც ჯიუტად ცდილობს მათ დაყოლიებას გარკვეული პროდუქტისა ან მომსახურების შეძენაში.

ამავდროულად კონკურენციის მიუხედავად, არსებობს დიდი მოთხოვნა საინტერესო და ხარისხიან კონტენტზე და ასეთი მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება.

ჩატარებული კვლევების მიხედვით, მომხმარებელთა 60-65% აცხადებს, რომ პროდუქტისა ან მომსახურების შეძენისას, ისინი ღებულობენ გადაწყვეტილებას მხოლოდ ბრენდირებული კონტენტის გაცნობის შედეგად.

კომპანია BLH ერთ-ერთი ლიდერია ციფრული მარკეტინგის სფეროში, ჩვენი მომსახურების არეალი ფართოა და მოიცავს სხვადასხვა მარკეტინგული მომსახურების განხორციელებას, როგორიცაა კონტენტის შექმნა, კონტენტის გავრცელება, SEO, სოციალური მედიის მართვა, Facebook და Google რეკლამის განხორციელება და სხვა. (იხ. ჩვენი მომსახურებები).

ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა ბიზნესის მომსახურებაში, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ფინანსური სექტორი, ავიაცია, მშენებლობა, ტურიზმი, IT, ლოჯისტიკა, განათლება და სხვა (იხ. ჩვენი კლიენტების გვერდი).

დავიკავშირდით (555 97 47 17) ნებისმიერ დროს და მიიღეთ მეტი ინფორმაცია ჩვენი მომსახურებების შესახებ.

რა არის კონტენტ მარკეტინგი

რა არის კონტენტ მარკეტინგი?

კონრენტ მარკეტინგი გულისხმობს საინტერესო და ხარისხიანი მასალების შექმნას ციფრულ ფორმატში და მათ ეფექტურად მიწოდებას მომხმარებლისთვის.

კონტენტ მარკეტინგის მიზანია თქვენი კომპანიის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდა. 

თუ თქვენთვის სიახლეა კონტენტ მარკეტინგის ცნება, სასარგებლო იქნება თუ გაეცნობით ჩვენ სტატიას კონტენტ მარკეტინგის მნიშვნელობაზე google-ის საძიებო სისტემაში.

წარმატებული კონრენტ მარკეტინგი არის ეფექტური მესიჯების გაგზავნა შესაბამისი აუდიტორიისთვის, სწორ დროსა და ფორმით.

ამისათვის საჭიროა განისაზღვროს თუ ვინ არიან პოტენციური კლიენტები, უნდა მოხდეს ისეთი კითხვების დასმა, რომლებსაც ისინი დასვავდნენ.

ამის მიხედვით განისაზღვრება კონტენტ მარკეტინგის ინდივიდუალური სტრატეგია:

ყოველდღიური პოსტები სოციალურ მედიაში ? თუ ბლოგის შექმნა? ვიდეო გაკვეთილების გაკეთება ხომ არა? Email მარკეტინგის მეშვეობით newsletter-ების გავრცელება?

კონტენტ მარკეტინგის მომსახურება

რატომ გჭირდებათ კონტენტ მარკეტინგი?

კონტენტ მარკეტინგის მეშვეობით თქვენ შეიძენთ ახალ კლიენტებს.

სწორი კონტენტ მარკეტინგის განხორციელება უზრუნველყოფს თქვენი კომპანიისა და ბრენდის პოზიტიურად წარმოჩენას პოტენციურ კლიენტებს შორის, ამავდროულად მას დიდი გავლენა აქვს თქვენი ვებ გვერდის ავტორიტეტზე საძიებო სისტემებში.

რაც უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს ვებ საიტს მით უფრო მაღალ პოზიციებს იკავებს იგი google-ში და სხვა საძიებო სისტემებში, როგორიცაა bing, yandex და სხვა.

კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია:

სწორი კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია არის თქვენი წარმატების საწინდარი, აღნიშნული მოიცავს რამდენიმე ელემენტს:

კონტენტის შექმნა

  • კონტენტ მარკეტინგის აუდიტი;
  • კონტენტ მარკეტინგის ხედვის ჩამოყალიბება;
  • კონტენტ მარკეტინგის გეგმის შექმნა;
  • კონტენრ მარკეტინგის გეგმის იმპლემენტაცია;
  • კონტენტ მარკეტინგის გეგმის განხორციელების ანალიზი/კორექტირება.

 

კონტენტ მარკეტინგის მნიშვნელოვანი ელემენტები

SEOSEO-Icon-300x285

ინტერნეტ საძიებო სამყარო დიდი ტემპებით ვითარდება, რაც უფრო მეტი ადამიანი შედის თქვენ ვებ საიტზე, კითხულობს კონტენტს და ამით კმაყოფილია, მით უფრო დიდი ავტორიტეტით სარგებლობს თქვენ ვებ საიტი და შესაბამისად იგი მკვიდრდება google-ის საძიებო შედეგების სათავეებთან.

იხ. ასევე სტატია google და მარკეტინგი

social-media-imageსოციალური მედია

თქვენი კონტენტის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა სოციალური მედიის გამოყენება, როგორიცაა: Facebook, LinkedIn, Twitter, Instagram, google+ და სხვა.

სოციალური მედიის ეფექტიანი გამოყენება დამოკიდებულია თქვენი გვერდის დიზაინზე, თითოეული პოსტის გაფორმებასა და რა თქმა უნდა ამ პოსტების ხარისხზე, რომლებსაც თქვენ ათავსებთ თქვენი სოციალური მედიის გვერდზე.

ასევე მნიშვნელოვანია სოციალურ- ფსიქოლოგიური ნიუანსების გათვალისწინება, რაც უფრო ეფექტიანს ხდის სოციალური მედიის გამოყენებას.

კონტენტი

იმეილ მარკეტინგი

Email მარკეტინგი არის კონტენტ მარკეტინგის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. სპეციალური დიზაინით გაფორმებული newsletter-ების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მიაწოდოთ ათასობით ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათთვის საინტერესო ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია თქვენ პროდუქტსა თუ მომსახურებასთან.

ასევე დაგაინტერესებთ:

ვებ-საიტების დამზადება

ლოგოს შექმნა – რა უნდა ვიცოდეთ?