რეკლამა ინტერნეტში – ინტერნეტ რეკლამა

რეკლამა ინტერნეტში – ინტერნეტ რეკლამა საქართველოში

რეკლამა ინტერნეტში ყველაზე ეფექტური მარკეტინგული საშუალებაა მსოფლიოში. ასეთი რეკლამა საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება სწრაფად და იაფად მიაწვდინოთ ხმა მომხმარებელს.

აღნიშნულს, შესაბამისი კვლევებიც ადასტურებენ, 2018 წლის კვლევების თანახმად, მსოფლიოში მთლიანი სარეკლამო ბიუჯეტის 40.2% დაიხარჯა ინტერნეტ რეკლამირებაზე. წინა წლის მაჩვენებელი 37.6% იყო, ხოლო 2020 წლისთვის 45% არის მოსალოდნელი.

რეკლამა ინტერნეტშირა ხდება ამ კუთხით საქართველოში?

საქართველოში ყოველ წლიურად იზრდება ინტერნეტ რეკლამაზე მოთხოვნა, განსაკუთრებით ისეთი მიმართულებებით როგორიცაა, ფეისბუქ რეკლამირება, რეკლამა გუგლში, Email მარკეტინგი და სხვა.

მოდით მოკლედ მიმოვიხილოთ ძირითადი სარეკლამო მიმართულებები საქართველოს მასშტაბით:

1.რეკლამა ფეისბუქზე

ფეისბუქი წარმოადგენს ყველაზე პოპულარულ სარეკლამო პლატფორმას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც.

Facebook-ში შედეგი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ხარისხიანი სარეკლამო პოსტები, ბრენდირებული დიზიანი, რეკლამის მართვის ეფექტურობა და თავად პროდუქტის მახასიათებლები, რისი რეკლამირებაც ახორციელებთ.

2.Instagram-ში რეკლამირება

ინსტაგრამის პოპულარობა ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ქართული ბიზნესისთვის.

ინსტაგრამს ძირითადად ახალგაზრდები იყენებენ, სწორედ ამის გათვალისწინებით უნდა მოხდეს ისეთი პროდუქციის/მომსახურების რეკლამირება, რომლის მომხმარებელი ახალგაზრდები არიან.

დაკავშირებული: რეკლამა ინსტაგრამზე

3.გუგლში რეკლამირება

გუგლი ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა მსოფლიოში. თითქმის ყველა ქართველი ინტერნეტ მომხმარებელი იყენებს მას, მათ შორის სხვადასხვა პროდუქციის / მომსახურების შესაძენად.

ამიტომაც, გუგლში რეკლამა გამოირჩევა განსაკუთრებული შედეგიანობით, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სწორედ ხდება მისი გამოყენება.

4.Email მარკეტინგი

ელ.ფოსტას იყენებს ყველა ქართული კომპანია, სხვადასხვა ინტენსივობით, ამიტომაც იმეილ მარკეტინგის ეფექტურობა საკმაოდ მაღალია, თუმცა მხოლოდ მეილების დაგზავნა არ არის საკმარისია, საჭიროა ეფექტური სარეკლამო დიზაინის შექმნა და მეილების დაგზავნა მუდმივად, საინტერესო შინაარსით.

5.SEO ოპტიმიზაცია

სეო ოპტიმიზაცია საშუალებას იძლევა თქვენი რეკლამა იყოს უფასო, კერძოდ იგი მოიცავს საქმიანობის სხვადასხვა ელემენტებს, რომლებიც გამიზნულია გუგლში მაღალი პოზიციების დასაკავებლად, შესაბამისად ამ მიმართულებით წარმატების მიღწევის შემთხვევაში, თქვენ გეყოლებათ მომხმარებელი სრულიად უფასოდ.

თუმცა სეო ოპტიმიზაცია არ არის ისეთი მარტივი, რაც ერთი შეხედვით ჩანს, წარმატებისთვის საჭიროა ეფექტური კონტენტი, ტექნიკური ცოდნა და მოთმინების უნარი.

6.რეკლამა ქართულ ვებ-საიტებზე

ქართულ საიტებზე რეკლამის განთავსება საკმაოდ მოთხოვნადი სერვისია, თუმცა ფასის და შედეგის გათვალისწინებით მაინც ჩამორჩება სხვა ალტერნატივებს.

ამ კუთხით გამოსარჩევია ისეთი საიტები, როგორიცაა Myauto.ge, mymarket.ge და სხვა პოპულარული ქართული საიტები, რომლებსაც ბევრი მომხმარებელი სტუმრობს.

სხვა სიახლეები

BLH - Business & Legal Hub