რეკლამა ინსტაგრამზე – instagram reklama

რეკლამა ინსტაგრამზე – რატომ ინსტაგრამი ?

რეკლამა ინსტაგრამზერეკლამა ინსტაგრამზე ძალიან ეფექტურია, მათ შორის საქართველოშიც, სადაც ინსტაგრამის პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება, მათ შორის 16-35 წლის ახალგაზრდებს შორის.

წინამდებარე სტატიაში ჩვენ განვიხილავთ 5 მიზეზს, რატომ არის ინსტაგრამზე რეკლამა მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნესისთვის.

1.რეკლამა ინსტაგრამზე ძალიან ეფექტურია

ორგანიზაციების მიერ სოციალურ მედიაზე გამოყოფლი ბიუჯეტი მსოფლიოს მასშტაბით გაორმაგდა, ბოლო ორი წლის მანძილზე და გადააჭარბა 234 მილიარდს გადააჭარბა 2024 წელს.

აღნიშნული მეტყველებს, იმ შესაძლებლობებზე, რასაც სოციალური მედიის მართვა იძლევა ბიზნესისთვის.

მათ შორის ერთ-ერთი წამყვანი სოციალური მედია პლატფორმაა ინსტაგრამი, რომელიც გამოირჩევა თავისი სარეკლამო შესაძლებლობებით, ასევე რეპორტინგის ეფექტური სისტემით, რაც მოგცემთ სრულ ინფორმაციას თქვენი სარეკლამო აქტივობების შესახებ.

2. რეკლამა ინსტაგრამზე მუდმივად ვითარდება

Instagram-ზე რეკლამა რეგულარულ ცვლილებებს განიცდის, მომხმარებლისა და ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე.

მას ახასიათებს ისეთი ფუნქციები, რაც ფეისბუქს არ გააჩნია, როგორიცაა ფოტო ფილტრაციის ფუნქცია, ინსტაგრამ სთორის ახალი ფორმატი და ეს მხოლოდ დასაწყისია..

ინსტაგრამის სარეკლამო სისტემის განვითარება სამ რაღაცას ნიშნავს:

  • ინსტაგრამი საშუალებას იძლევ ახალი ფუნქციების დამატებით, რეკლამა უფრო ეფექტურად მიეწოდოს მომხმარებელს;
  • პლატფორმა უფრო მოწონებადი ხდება მომხმარებლისთვის (ფეისბუქიდან გადმოდიან ინსტაგრამზე);
  • Instagram-ს სწრაფად ემატება ახალი მომხმარებელები, მათ შროსი ბიზნეს გვერდები.

200 მილიონზე მეტი კომპანიის გვერდია რეგისტრირებული ინსტაგრამზე, იმედია ერთ-ერთი თქვენც ხართ.

3.საუკეთესო ფილტრაციის ფუნქცია

ინსტაგრამს გააჩნია საუკეთესო ფილტრაციის სისტემა, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ რეკლამირება სხვადასხვა ტიპის აუდიტორის მიმართ:

ნიშნებით დაყოფილი აუდიტორია – ფილტრაცია ხორციელდება ისეთი ნიშნების მიხედვით, როგორიცაა სქესი, ადგილმდებარეობა, ინტერესები და ა.შ.

რეტარგენტინგი – რეკლამა განხორციელდება იმ მომხმარებლის მიმართ, რომლებმაც ნახეს თქვენი წინა რეკლამები, მოიწონეს, გაავრცელეს ან სხვაგვარად მოახდინეს რეაქცია მათზე.

რემარკეტინგი – რეკლამა განხორციელდება იმ ნიშნების მქონე მომხმარებელზე, რომელზეც გაშვებული რეკლამა ყველაზე ეფექტური იყო წარსულში.

4.ინსტაგრამის პოსტის ანატომია

მაქსიმალურად ეფექტური სარეკლამო პოსტის შესაქმნელად, წარმოგიდგენთ ჩვენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს:

  1. შექმენით ბრენდირებული ფოტო პოსტი, ფერთა სწორი გამით;
  2. არ გამოიყენოთ უფასო და სტანდარტული ფოტოები;
  3. გამოიყენეთ სპეციალური პროგრამები ფოტოს ოპტიმიზირებისთვის (ფოტოშოპი, ილუსტრატორი)
  4. ფოტოზე გამოიყენეთ რელევანტური და მოკლე ტექსტი;
  5. ტექსტში გამოიყენეთ მოქმედებისკენ მიმართული სიტყვები: მიიღე, დარეგისტრირდი და ა.შ.
  6. არ დაგავიწყდეთ ჰაშთაგები, მეტი ინსტაგრამული ელფერის მისანიჭებლად.

5.მომხმარებლებს უყვართ ინსტაგრამი

Instagram-ის მომხმარებელთა 51% იყენებს მას ყოველდღიურად, ხოლო 35% ამბობს, რომ ინსტაგრამზე რამდენჯერმე შედის დღეში.

გარდა ამისა, ინსტაგრამზე:

  • 95 მილიონი ფოტო-ვიდეო ვრცელდება დღეში;
  • რეკლამირების განმახორციელებელი პირების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა, 2022 წლის ივნისიდან – 2024 წლის ივნისამდე;
  • ინსტაგრამის წლიურმა შემოსავალმა რეკლამიდან გადააჭარბა 71 მილიარდ დოლარს 2024 წელს.

ეს არის სოციალური მედია პლატფორმა, რომელიც გამიზნულია ადამიანების მეტი ჩართულობისკენ, რაც ბიზნესისა და მომხმარებლისთვის ნიშნავს უფრო ახლო ურთიერთობას. ამ კუთხით ინსტაგრამი ფეისბუქს დიდ კონკურენციას უწევს.

მსგავსი სერვისი: ფეისბუქ რეკლამა

reklama instagramze

დასკვნა:

გაქვთ ბიზნესი და ციფრული რეკლამირების განხორციელება გსურთ?

სცადეთ რეკლამა ინსტაგრამზე დღესვე, რადგან იქ გელოდებიან პოტენციური მომხმარებლების დიდი არმია, განსაკუთრებით ახალგაზრდები 30 წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ:

რეკლამა სოციალურ მედიაში

საიტების დამზადება

რეკლამა გუგლში

სეო ოპტიმიზაცია