ბრენდბუქის დამზადება – 6 აუცილებელი ელემენტი

ბრენდბუქის დამზადება – 6 აუცილებელი ელემენტი

ბრენდბუქის დამზადებაბრენდბუქის დამზადება აუცილებელია ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომელსაც განვითარების ამბიცია გააჩნია.

წინა სტატიებში ჩვენ უკვე განვიხილეთ ბრენდბუქის არსი და მისი მნიშვნელობა, ხოლო ამ სტატიში გვსურს განვსაზღვროთ ის აუცილებელი ელემენტები, რომელიც უნდა გააჩნდეს ნებისმიერი ბრენდბუქს.

მაშასადამე, განვიხილოთ ბრენდბუქის 6 აუცილებელი ელემენტი:

1.ბრენდის არსი

პარადოქსულად ჟღერს, თუმცა ფაქტია, რომ კომპანიათა მნიშვნელოვან ნაწილს არ შეუძლია საკუთარი ბრენდის არსის ჩამოყალიბება.

აღნიშნული გულისხმობს უნარს, მოკლედ, რამდენიმე წინადადებაში ჩამოაყლიბოს ბრენდის საქმიანობის შინაარსი, მისი მომსახურების / პროდუქციის უპირატესობები, ბრენდის სტრატეგია და მიზნები.

სწორედ ამ ფუნდამენტური კომპონენტით უნდა დაიწყოთ თქვენი ბრენდბუქის შექმნა.

პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ, რას წარმოადგენს თქვენი ბრენდი და როგორია თქვენი მიზნები?

2.სახელწოდება

ბრენდის სახელწოდება, მისი ორგანული კომპონენტია, რომელიც ვერბალურად და არსობრივად გამოსახავს ბრენდს.

ეს იგივეა ბრენდისთვის, რაც სახელი და გვარი ადამიანისთვის.

როგორი უნდა იყოს ბრენდის სახელწოდება? ამ საკითხზე გაეცანით ჩვენ სტატიას – კომპანიის სახელის შერჩევა.

3.ლოგო

გასაკვირი არ არის, რომ ლოგოს დამზადება, ბრენდბუქის არსებითი ელემენტია, თუმცა მხოლოდ ლოგოს ქონა ჯერ კიდევ არ ნიშნავს არაფერს.

პირველ რიგში მნიშვნელოვანია ხარისხიანი ლოგოს შექმნა, აღნიშნულში იგულისხმება არა მხოლოდ ეფექტური ვიზუალი, არამედ ლოგო ხარისხიანი უნდა იყოს ტექნიკური თვალსაზრისითაც.

ლოგოს დამზადებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ, მისი სხვადასხვა ზედაპირზე გამოყენების საკითხი, მათ შორის ფერთა ცვალებადობა და ლოგოს გამოყენების სხვა წესები.

ეს საკითხები მნიშვნელოვანია განსაზღვრული იყოს თქვენ ბრენდბუქში.

გაიგე მეტი: ლოგოს დამზადება ბიზნესისთვის.

4.ფერთა პალიტრა

ფერთა პალიტრა ბრენდის ვიზუალიზაციის არსებითი ფაქტორია.

ნებისმიერი დიზაინი ფერთა პალიტრის გამოყენებით იწყება, სოციალური მედია პოსტები, ბრენდირება, საიტის დიზაინი და სხვა.

ფერთა პალიტრა აკავშირებს ბრენდის სხვადასხვა კომპონენტს ერთმანეთთან.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია ნათლად ჩამოაყალიბოთ ფერთა შეხამების წესები და პირობები.

5.ფონტები

ფერთა პალიტრასთან ერთად, მნიშვნელოვანია ეფექტური ბრენდის ფონტის გამოყენება.

სწორედ ფონტი განსაზღვრავს, როგორი იქნება გამოსახული თქვენ ბრენდთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექსტი: სახელწოდება, ლოგოში არსებული ტექსტური მასალა და სხვა.

რეკომენდირებულია განსხვავებული ფონტის გამოყენება ლოგოში. კონტრასტი საშუალებას მოგცემთ ლოგო იყოს გამორჩეული.

6.ბრენდირებული დოკუმენტაცია

ინვოისი, მიღება-ჩაბარება, ცარიელი ბლანკები, ბრძანებები და სხვა დოკუმენტაციისთვის ბრენდირებული სახის მიცემა, სხვა საფეხურზე დააყენებს თქვენ კომპანიას და გამოარჩევს სხვებისგან.

რამდენად ხშირად უნდა განვაახლოთ ბრენდბუქი?

პერიოდული განახლება საჭიროა, თუმცა წინასწარ დადგენილი წესი არ არსებობს, თუ რა სიხშირით უნდა განაახლოთ ბრენდბუქი.

ამიტომაც, იხელმძღვანელეთ თქვენი ბრენდის საჭიროებებიდან და იმ მიზნების შესაბამისად, რაც თქვენ წინაშე დგას.

განახლება ყოველთვის უფრო რთულია არსებით ნაწილების შემთხვევაში, როგორიცაა ლოგო, თუმცა მარტივია სხვა ელემენტების შემთხვევაში, როგორიცაა ბრენდირებული დოკუმენტაციის დიზანი.

სხვა სიახლეები

BLH - Business & Legal Hub