ვებ საიტის დამზადება – ვებ საიტის შექმნა

 ვებ საიტის დამზადებავებ საიტის დამზადება

კომპანია BLH გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის ვებ საიტის დამზადებას. ჩვენ გუნდს დიდი გამოცდილება გააჩნია სხვადასხვა სირთულის ვებ საიტის დამზადება – მოდერნიზებაში.

ჩვენ ვემსახურებით ქართველ და უცხოელ კლიენტებს ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა: ფინანსები, ავიაცია, მშენებლობა, გადაზიდვები, IT, ტურიზმი, განათლება და სხვა.

იხილეთ ჩვენი კლიენტების გვერდი და პორტფოლიო.

დაგვიკავშირდით (555 97 47 17) ნებისმიერ დროს და მიიღეთ დეტალური კონსულტაცია, ვებ საიტის დამზადებასთან დაკავშირებით.

როგორია ვებ საიტის დამზადების პროცედურა?

ვებ საიტის დამზადების პროცესი იყოფა რამდენიმე ეტაპად, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო სწრაფად და ეფექტურად განვახორციელოთ ჩვენი მომსახურეობა.

  • პირველადი უფასო კონსულტაცია – კლიენტთან ერთად განვიხილავთ ვებ საიტის თითოეულ ელემენტსა და მომსახურების პირობებს, რის შედეგადაც განისაზღვრება ჩვენი შემოთავაზება.
  • ვებ საიტის ფუნქციონალსა და დიზაინზე შეთანხმება მხარეებს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც განსაზღვრულია მომსახურების პირობები, როგორიცაა: ვებ საიტის ფუნქციონალი, ვადები, ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხი და სხვა.
  • საიტის იზაინის შექმნა – კლიენტთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად იქმნება საიტის ეფექტური დიზაინი;
  • ვებ საიტის აწყობა – ვებ საიტის დამზადება ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
  • კონტენტის ატვირთვა – ვებ საიტის ტექნიკურად გამართვის შემდგომ, ხორციელდება საიტის ტექსტური მასალებით შევსება.
  • საბოლოო ცვლილებები – საიტის დამზადების პროცესი, მისი აწყობით არ მთვარდება კლიენტი უფლებამოსილია განსაზღვროს საბოლოო შენიშვნები და მხოლოდ მათი გათვალისწინების შემდგომ მოხდება ვებ-საიტის ჩაბარება.
  • სამუშაოს ჩაბარება – ვებ-საიტისთვის საბოლოო სახის მიცემისა და კლიენტის მიერ სამუშაოს დასრულების დადასტურების შედეგად, დგება მიღება-ჩაბარების აქტი და სამუშაო ითვლება შესრულებულად.

12345 web site

ვებსაიტები სხვადასხვა ტიპის არსებობს:

სტანდარტული ვებ საიტი

სტანდარტული ვებ საიტი არის საშუალო ზომის, ეფექტური ვებ საიტი, რომლის მთავარი დანიშნულებაა თქვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციის განთავსება ინტერნეტ სივრცეში.

ჩვენ მიერ დამზადებული სტანდარტული ვებ საიტების მაგალითები: www.spm.ge;  www.ecowood.ge  და სხვა.

ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე დიზაინის მქონე სტანდარტული ტიპის ვებ საიტის დამზადებას, რომელსაც გააჩნია მარტივი სამართავი პანელი და ყველა აუცილებელი ფუნქცია ეფექტურად ფუნქციონირებისთვის. საიტზე განთავსდება ინფორმაცია თქვენი მომხმარებლისთვის, მათ შორის თქვენ მიერ შეთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ.

კორპორატიული ებ საიტი

კორპორატიული ვებ-საიტი, საინფორმაციო ვებ-საიტისგან განსხვავდება სირთულითა და ფუნქციონალით.

ჩვენ მიერ დამზადებული კორპორატიული ვებ საიტების მაგალითები: www.allset.ge, erpcompact.ge www.uts.ge; www.planetp.ge; www.Magnatex.ge,  www.travelhub.ge, www.hepatology.ge და სხვა.

კორპორატიულ ვებ-საიტებს ახასიათებთ ისეთი დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა ვებ საიტის მობილური ვერსია, ონლაინ დაჯავშნა და ანგარიშსწორება, გამოკითხვის მოდული, საიტის რუკა, რეგისტრაციის ფორმა, ანალიტიკური საშუალებები, სოციალური ქსელები და სხვა.

ონლაინ მაღაზია

თანამედროვე მსოფლიოში ონლაინ შოპინგი უკვე კარგად აპრობირებული და თითქმის სრულიად ათვისებული სფეროა. იგი ასევე სწრაფი ტემპებით იკიდებს ფეხს საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე დიზაინითა და ფუნქციონალით აღჭურვილ ონლაინ მაღაზიის დამზადებას, მისაღებ ფასებში.

ონლაინ მაღაზიის მეშვეობით თქვენ შეძლებთ, როგორც თქვენი პროდუქტისა და მომსახურების რეალიზაციას, ასევე თქვენი “ბრენდის” პოპულარიზაციას.

ონლაინ მაღაზიას ახასიათებს ისეთი დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა პროდუქციის მართვის სისტემა, პროდუქციის ძიების მექანიზმი, პროდუქციის სორტირება, პროდუქციის კალათა, შეკვეთის ფორმა, საკრედიტო ბარათის ინტეგრაციები გადახდებისთვის, გადახდის აპარატების ინტეგრაციები და ა.შ.

ჩვენ მიერ დამზადებული ონლაინ მაღაზიების მაგალითებია: www.shopmart.geდა სხვა.

ექსკლუზიური ვებ საიტი

თუ თქვენ გსურთ ექსკლუზიური დიზაინისა და ფუნქციონალის მქონე საიტი, ჩვენ მზად ვართ დაგიმზადოთ თქვენი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე ნებისმიერი სირთულის ვებ საიტი, მისაღებ ფასად. ჩადეთ ინვესტიცია თქვენს საიტში, იყავით სხვებისგან განსხვავებული.

ჩვენ მიერ დამზადებული ექსკლუზიური ვებ საიტების მაგალითები: www.chemokargo.ge, www.moneto.ge, www.myq.ge, www.grandtourgeorgia.ge, www.tbgeorgia.gewww.pekiniplaza.gewww.qualitrips.com; www.sakurageorgia.com

BRO_ResponsiveDesign_Main2

ვებ-საიტის დიზაინი:

ეფექტური ვებ-დიზაინი თქვენი საიტის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, სწორედ ვებ დიზაინზეა დამოკიდებული, საიტის წარმატებული ფუნქციონირება, მათ შორის მომხმარებელთა მოზიდვა და კლიენტებად ქცევა.

ამავდროულად მნიშვნელოვანია თქვენი საიტის დიზაინი იყოს მოქნილი “Responsive”.

რა არის მოქნილი დიზაინი?

მოქნილი დიზაინი ერგება ნებისმიერი ზომის ეკრანს, რომლითაც ვებ საიტზე შემოდის მომხმარებელი.

მნიშვნელობა არ აქვს მომხმარებელი ვებ საიტს სტუმრობს კომპიუტერით, პლანშეტითა თუ მობილურით, მოქნილი დიზაინი საშუალებას იძლევა ვებ საიტი უფრო ეფექტური და მარტივად გამოყენებადი გახდეს, ნებისმიერი ტიპის მოწყობილობიდან მასზე შესვლის შემთხვევაში.

ჩვენ მიერ დამზადებული ყველა ვებ საიტი თანამედროვე დიზაინის მქონეა,  გამოირჩევა თავისი ეფექტურობითა და მოქნილობით.

ვებ საიტის დამზადება და ვადები:e-business-concept-vector_23-2147499037

ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად სწრაფად დავამზადოთ ვებ-საიტები, რადგან თქვენი „დრო ფულია“, თუმცა ამავდროულად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საიტების დამზადების ხარისხს.

ამ ორი ელემენტის გათვალისწინებით ვებ საიტების დამზადება ხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • სტანდარტული ვებ-საიტის დამზადების დროა 10-15 სამუშაო დღე.
  • პრემიუმ ვებ-საიტის დამზადების დროა 15-21 სამუშაო დღე.
  • ონლაინ ვებ-საიტის დამზადების დროა 21-28 სამუშაო დღე.

ექსკლუზიური ვებ-საიტის დამზადების დრო განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საიტის დამზადებასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ (555 97 47 17).

დამატებითი სერვისები:

  • ვებ საიტის ადმინისტრირების შესახებ ტრეინინგების ჩატარება;
  • საიტის აუდიტი – არსებული საიტის აუდიტი, მისი ეფექტიანობის შეფასება და ხარვეზების გამოვლენა;
  • საიტის ადმინისტრირება და კონტენტის მართვა – 99 ლარიდან;

დამატებითი სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

 ნომერი თა1

სხვა სიახლეები