იდუმალი მომხმარებელი & მყიდველი

იდუმალი მომხმარებელი

იდუმალი მომხმარებელი – როგორ გავზარდოთ გაყიდვები?

იდუმალი მომხმარებელი

იდუმალი მომხმარებელი – მეთოდი, რომელიც აფასებს თქვენი ბიზნესის კომუნიკაციას მომხმარებელთან, განსაზღვრავს ხარვეზებს და მათი გამოსწორების მექანიზმებს.

აღნიშნულ მეთოდს სხვადასხვა ქვეყნის მრავალი კომპანია იყენებს. იდუმალი მყიდველის მთავარი მიზანი იმაში მდგომარეობს რომ კომპანიებმა შეძლონ ,,მომხმარებლის თვალით” შეხედონ თავიანთ ბიზნესს, შეაფასონ და რაიმე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში იზრუნონ მის აღმოფხვრაზე.

წარმატებული ბიზნესის მთავარი გასაღები მომხმარებლისა და კომპანიის სწორი ურთიერთობაა, სწორედ ამ ურთიერთობის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს იდუმალი მყიდველი იმ გამოცდილების გაზიარებით, რასაც შესაფასებელი მომსახურების შედეგად იღებს.

უკანასკნელ წლებში ამ მეთოდის დანერგვა დაიწყეს საქართველოშიც. დღესდღეობით, მოწინავე ქართული  კომპანიები აქტიურად იყენებენ ამ მეთოდს მომსახურების ხარისხის შესაფასებლად და გასაუმჯობესებლად.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იდუმალი მყიდველების  ასოციაცია არსებობს და 180 კომპანიას აერთიანებს, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ თითოეული მათგანი გადის სპეციალურ ტრენინგს, რომელიც მოიცავს კითხვარის შევსების ტექნიკას, სცენარების შესწავლასა და ყველა იმ სპეციფიკას, რაც საჭიროა.

რას აკეთებს იდუმალი მყიდველი?

როგორც ცნობილია კომპანიის წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია მომხმარებლის კმაყოფილებასა და ერთგულებაზე, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია კომპანიებმა შექმნან ისეთი გარემო, რომელიც მომხმარებლისთვის მუდამ საინტერესო და მისაღები იქნება. მსგავსი გარემოს შესაქმნელად კი, რა თქმა უნდა, აუცილებელია ვიცოდეთ თუ რა სურს მომხმარებელს.

როგორც გარკვეულმა კვლევებმა აჩვენა ხშირ შემთხვევაში მომხმარებლისთვის ხარისხზე მეტად მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი და სასიამოვნო მომსახურება.

ნებისმიერ სფეროში მომხმარებლის კმაყოფილება კი კომპანიის წარმატების გადამწყვეტი ფაქტორია.

მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსი სამი ფაქტორით ფასდება:

ფსიქოლოგიური ფაქტორი – რამდენად პოზიტიური გარემოა მომხმარებლისთვის, როგორ განწყობით და ემოციით აღიჭურვება იგი თქვენგან პროდუქციის ან სერვისის შეძენისას?

პროცედურული ფაქტორი – რამდენად მარტივია მომხმარებლისთვის სერვისის ან პროდუქციის შეძენა, რა წინაღობების და პრობლემების წინაშე დგება იგი.

სარგებლიანობის ფაქტორი – რა სარგებელს ღებულობს მომხმარებელი, რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული სარგებელი მისთვის.

იდუმალი მყიდველის სხვადასხვა ტიპი

პირველ რიგში, იდუმალი მყიდველის მეთოდი შეიძლება განხორციელდეს, როგორც უშუალოდ ფიზიკურად, ასევე ონლაინ ან ტელეფონის საშუალებით. თითოეულ შემთხვევაში მთავარ ამოცანად რჩება ინფორმაციისა და მომხმარებლის გამოცდილების შეგროვება.

– ფიზიკური იდუმალი მყიდველი, საკმაოდ ხშირად გამოყენებული მეთოდია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა, რესტორნები და სხვა მსგავსი დაწესებულებები. მყიდველები ადგილზე სტუმრობენ ბიზნესს და ურთიერთობენ თანამშრომლებთან ისე თითქოს ჩვეულებრივი მომხმარებლები არიან, რაც მნიშვნელოვანია იქ მომუშავე პერსონალის მუშაობის შესაფასებლად.

– სატელეფონო იდუმალი მომხმარებელი განკუთვნილია ქოლ-ცენტრებისთვის და ინდუსტრიებისთვის, სადაც ტელეფონი მომხმარებლის გამოცდილების განუყოფელი ნაწილია. მისი გამოყენებით კომპანიები თვალყურს ადევნებენ ქოლ-ცენტრის აგენტებს თუ როგორ მართავენ კლიენტთა ზარებს.

– ციფრული იდუმალი მყიდველი – განკუთვნილია ორგანიზაციის ციფრული არხების შეფასებისთვის, როგორიცაა სოციალური მედია, ვებ-საიტი, იმეილ კომუნიკაცია და სხვა. ბოლო წლების განმავლობაში ამ სერვისზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება.

იდუმალი მყიდველის უპირატესობები:

– გამოიყენება ბაზრის კვლევისა და მომხმარებელთა გამოკითხვისთვის

– კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა ინფორმაცია მიიღონ თავიანთი თანამშრომლების მუშაობის ხარისხის შესახებ

– კომპანიები იღებენ ობიექტურ კრიტიკას, რაც დაეხმარებათ მომსახურების გაუმჯობესებაში

– იდუმალი მყიდველის გამოყენება კარგი საშუალებაა ახალი პროდუქტების შესაფასებლად ან ინფორმაციის მისაღებად თუ როგორ იყიდება თქვენი ამჟამინდელი პროდუქტები.

ვინ იყენებს იდუმალ მყიდველს?

იდუმალი მყიდველი გამოიყენება ინდუსტრიის ყველა სექტორის ბიზნესის მიერ სხვადასხვა მიზნისთვის. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:

– მოვაჭრეები, რომლებიც იყენებენ იდუმალ მყიდველებს, რათა გამოცადონ თავიანთი კლიენტების მომსახურება და გადახდის პროცესები.

– ონლაინ ბიზნესი იყენებს ვებსაიტების გამოყენებადობის შესამოწმებლად და შეცდომების გამოსასწორებლად.

– სოციალური მედიის კომპანიები მისი დახმარებით თვალყურს ადევნებენ თუ რამდენად კარგად პასუხობენ მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენლები საჩივრებსა და შეკითხვებს სოციალური მედიის პლატფორმებზე.

– სილამაზის ინდუსტრია იყენებს, რათა შეაფასოს მათ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხი.

შეჯამება

თითოეული კომპანიის მთავარი მიზანი უნდა იყოს მოთხოვნა-მიწოდების მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა და კმაყოფილი მომხმარებლის შენარჩუნება, რადგან კმაყოფილი კლიენტი მუდმივად რჩება ბიზნესის ერთგულად და ნაკლებ ყურადღებას აქცევს კონკურენტი კომპანიების რეკლამებს.

ამ ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის ძალიან კარგი საშუალებაა იდუმალი მყიდველის მეთოდის გამოყენება, რომელიც კომპანიას ეხმარება მომხმარებლის თვალით დაინახოს მისი ბიზნესის უპირატესობები თუ ნაკლოვანებები.

გსურთ იდუმალი მომხმარებლმა მომხმარებელმა შეაფასოს თქვენი ბიზნესი? დაგვიკავშირდით – info@blh.ge / 555 97 47 17