სოციალური მედიის მართვა 2024 წელს
ქართული კომპანიების დიდ ნაწილს უკვე გაცნობიერებული აქვს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური მედიის მართვა, გაყიდვებისა და ცნობადობის გასაზრდელად.
რას ნიშნავს სოციალური ქსელების მართვა?
სოც მედიის მართვა გულისხმობს, ერთი მხრივ კონტენტის შექმნას და მეორე მხრივ ამ კონტენტის გაპიარებას სხვადასხვა სოციალური მედია გვერდებზე, როგორიცაა: Facebook, Instagram, ტიკტოკი და სხვა.
კონტენტის შექმნა გულისხმობს ძირითადად ფოტოვიზუალური რეკლამის ან ვიდეო რგოლის დამზადებას, რასაც თან ახლავს სათანადო ტექსტური ნაწილი.
წარმოგიდგენთ ჩვენ მიერ შექმნილი ფოტო-ვიზუალური კონტენტის ნიმუშებს:
რატომ სოციალური მედიის მართვა?
2023 წელს, მხოლოდ ამერიკაში, სოციალური მედიის ხარჯებმა შეადგინა თითქმის 28.21 მილიარდი დოლარი. (იხ. სტატისტიკა წლების მიხედვით, 2019 წლიდან)
როგორც სტატისტიკიდან ჩანს, 2019 წლიდან მოყოლებული, დანახარჯები ამ მიმართულებით დიდი ტემპებით იზრდება, იგივე სიტუაციაა საქართველოშიც, სადაც სოციალური მედიის როლი სულ უფრო მზარდია.
ჩნდება კითხვა- რატომ ახენს ბიზნესი ამდენი თანხების ინვესტირებას სოციალური მედიის მართვაში?
ამის რამდენიმე ძირითადი მიზეზი შეგვიძლია გამოვყოთ:
სოციალური მედიის მართვა ზრდის გაყიდვებს
სოციალური მედიის გამოყენება რეალურად ზრდის გაყიდვებს, რადგან თქვენ საშუალება გაქვთ, მიაწოდოთ პოტენციურ მომხმარებლებს თქვენ შესახებ ინფორმაცია, მინიმალური დანახარჯებით.
სოც ქსელების მართვა უფრო იაფია
სხვა ტრადიციულ მარკეტინგულ ხელსაწყოებთან შედარებით, სოციალური მედიის მართვა გაცილებით იაფი ჯდება
პოტენციური მომხმარებლების დიდი რაოდენობაა კონცენტირებული
საქართველოში თითქმის ყველა ზრდასრულ ადამიანს გააჩნია საკუთარი გვერდი რომელიმე სოციალური მედია პლატფორმაზე, შესაბამისად შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ყველა თქვენი პოტენციური მომხმარებელი სწორედ სოციალურ მედიაზეა ხელმისაწვდომი.
კონკურენტებიც უკვე იქ არიან
რაც არ უნდა ბიზნეს საქმიანობას ახორციელებდეთ, თქვენი კონკურენტების უმეტესობა უკვე წარმოდგენილია ძირითად პლატფორმებზე, განსაკუთრებით ფეისბუქზე. დღევანდელ დღეს, შედეგის მიღება არა მხოლოდ გვერდის ქონაზეა დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ რამდენად კარგ კონტენტს ანთავსებთ გვერდზე და როგორ აპიარებთ მას.
რატომ უნდა ჩაგვაბაროთ თქვენი სოც ქსელების მართვა ჩვენ?
ჩვენ გუნდს გააჩნია ასობით ქართული და უცხოური კომპანიების სოციალური მედიის გვერდებს მართვის გამოცდილება, გვსურს ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ თქვენ, ერთად მივიღოთ შედეგები!
მოდით განვიხილოთ ის ძირითადი სოციალური მედია პლატფორმები, რომლებიც ყველაზე ეფექტურად მუშაობს საქართველოში და მოგცემთ სასარგებლო რჩევებს ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე 2024 წლისთვის.
ფეისბუქ მარკეტინგი
ფეისბუქი კვლავინდებურად ინარჩულებს წამყვან როლს, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. მასზე ნებისმიერი პროდუქციის და მომსახურების რეკლამა არის ეფექტური – მცირე დანახარჯებით დიდი შედეგების მიღწევის თვალსაზრისით.
რაც ყველაზე მთავარია, ფეისბუქზე თქვენ საშუალება გაქვთ მიზნობრივი რეკლამა გაუშვათ – რეკლამა მიუვა იმათ, ვისაც ყველაზე მეტად აინტერესბს თქვენი პროდუქცია: სქესის, ასაკის, ადგილმდებარეობის და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით.
გაიგეთ მეტი ფეისბუქ რეკლამის შესახებ
გაითვალისწინეთ:
სარეკლამო მასალა არის მნიშვნელოვანი – რაც უფრო კარგი დიზაინის მქონეა თქვენი სარეკლამო პოსტი და რაც უფრო ოპტიმიზირებულია იგი სარეკლამოდ, მით უფრო დიდი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს და რაც მთავარია უფრო იაფი.
ფეისბუქ გვერდის ბრენდირება არ დაგავიწყდეთ – შექმენით ბრენდირებული დიზაინის მქონე ქოვერი და პროფილის ფოტო.
სწორი რეკლამა – რეკლამის არასწორმა მენეჯმენტმა შესაძლოა განაპირობოს რეკლამირების პროცესის გაძვირება, ნუ დაბუსტავთ პოსტებს.
Instagram-ის მართვა
ინსტაგრამის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო 2 წლის მანძილზე, მისი ძირითადი მომხმარებლები ახალგაზრდები არიან, ხოლო ძირითადი პრინციპი ეფექტური ფოტო-ვიდეო მასალის განთავსება და გაზიარებაა.
მომხმარებელთა ზრდას ბუნებრივია მარკეტინგული შესაძლებლობების ზრდაც უბავს მხარს და დღეს ქართული ბიზნესისთვის საკმაოდ მიმზიდველი გახდა რეკლამა ინსტაგრამზე.
გაიგეთ მეტი ინსტაგრამ გვერდის მართვაზე
გაითვალისწინეთ:
- განსაკუთრებული ეფექტი აქვს ისეთი რეკლამას, რომელიც ახალგაზრდებზე არის აქცენტირებული;
- მნიშვნელოვანია მაღალი ხარისიხს ფოტო-ვიდეო მასალის შექმნა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეკლამა არაეფექტური იქნება;
- თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გაუშვათ რეკლამა ინსტაგრამზე ფეისბუქის მეშვეობით, ისე, რომ საერთოდ არ შექმნათ ინსტაგრამის გვერდი.
Youtube, Tiktok და ვიდეო მარკეტინგი
Youtube საკმაოდ პოპულარული სოციალური მედია პლატფორმაა საქართველოში, მას თითქმის ყველა ინტერნეტის მქონე ქართველი სტუმრობს ყოველთვიურად, სხვადასხვა ვიდეოს სანახავად.
მარკეტინგული თვალსაზრისიდან გამომდინარე, Youtube-ის ეფექტურად გამოყენება ორი მიმართულებით შეიძლება:
1. რეკლამა Youtube-ზე – სხვადასხვა ფორმატის და მოცულობის რეკლამის გაშვება Youtube-ის სისტემაში.
2. Youtube-ის არხის გაკეთება კომპანიისთვის, სადაც განთავსდება სხვადასხვა ტიპის ვიდეო, რომელიც დაკავშირებულია თქვენი კომპანიის საქმიანობასთან, მათ შორის ინფორმაციული, სავიზიტო და საგანმანათებლო ვიდეოები.
გაითვალისწინეთ:
იუთუბზე რეკლამირება არ ჯდება იაფი, ამიტომაც მნიშვნელოვანია მისი განხორციელებლა ეფექტური სარეკლამო მასალით და სწორი სტრატეგიით.
გარდა Youtube-ისა, ყურადღება მიაქციეთ Tiktok-ს, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში, კომპანიებმა უკვე დაიწყეს ამ პლატფორმის ეფექტურად გამოყენება თავიანთ მარკეტინგულ აქტივობაში, ნუ გაუშვებთ მომენტს ხელიდან, დაფიქრდით, რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს Tiktok-ის გამოყენება თქვენი 2021 წლის მარკეტინგული სტრატეგიის ფარგლებში.
რას მოგიტანთ სოციალური ქსელის მართვა ?
სოციალური ქსელის მართვა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქართული ბიზნესისთვის: მეტი გაყიდვების, ცნობადობისა და მომხმარებელთა ლოიალობის მოსაპოვებლად.
გაყიდვების ზრდა
ნებისმიერი ბიზნესის უპირველესი მიზანი გაყიდვების ზრდაა, რაშიც სოც ქსელის ეფექტური მართვა დაგეხმარებათ.
ფეისბუქი, ინსტაგრამი და Youtube ეს არის ის ძირითადი სოციალური მედია პლატფორმები, რომლებიც განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყენება ინტერნეტ გაყიდვების ზრდისთვის.
დაკავშირებული სტატია: ინტერნეტ გაყიდვები საქართველოში
ცნობადობის ზრდა
სოციალური მედიის გამომწერების ზრდა და მიზნობრივი აუდიენციის ფორმირება დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენი ბრენდის ცნობადობა და მუდმივი კავშირი გქონდეთ მომხმარებლებთან, საინტერესო პოსტების გამოქვეყნებისა და რეკლამირების საშუალებით.
მომხმარებლის ლოიალობა
ცნობადობის ზრდა არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია თქვენი ბრენდი პოზიტიურად იქნეს აღქმული მომხმარებლის თვალში, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს პატივისცემას და ლოიალურობას მომხმარებლის მხრიდან.
სოც. ქსელების მართვის პროცესი
მარკეტინგული გეგმის ჩამოყალიბება
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რომელი სოციალური მედია პლატფორმა და როგორ უნდა იქნეს გამოყენებული, რა შინაარსის სარეკლამო მასალები უნდა შეიქმნას, რამდენი ბიუჯეტი უნდა გამოიყოს და რა სტრატეგიით უნდა განხორციელდეს სოციალური მედია მარკეტინგი.
დაკავშირებული: მარკეტინგული გეგმის შედგენა
მარკეტინგული სტრატეგიის განხორციელება
მარკეტინგული გეგმა არ არის მხოლოდ ფორმალური დოკუმენტი, რომელიც უნდა შექმნათ და დაივიწყოთ.
ეს არის თქვენი სამოქმედო გეგმა, რომლის ეფექტურად განხორციელება განაპირობებს შესაბამისი შედეგების მიღებას.
შეფასება და ოპტიმიზაცია
მიღებული შედეგები არ გაუმჯობესდება, თუ თქვენ არ შეაფასებთ და შემდგომ არ განახორციელებთ მარკეტინგული აქტივობის ოპტიმიზაციას, ამ შედეგებში აღმოჩენილი ხარვეზების მიხედვით.
სოციალური მედიის მართვა – ფასები
რა ღირს სოციალური ქსელების მართვა? ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერ ბიუჯეტსა და საჭიროებებზე მორგებულ პაკეტს.
სოც მედიის მომსახურების ფასები მერყეობს 500 – 2500 ლარის ფარგლებში, დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობასა და სხვა დეტალებზე.
გსურთ თქვენი სოციალური მედიის გვერდის მართვა პროფესიონალებს ჩააბაროთ?
დაგვიკავშირდით – 555 97 47 17 ან მოგვწერეთ info@blh.ge
ჩვენ დაგეხმარებით თქვენი მიზნების მიღწევაში!