ინტერნეტ გაყიდვები საქართველოში
ინტერნეტმა მთლიანად შეცვალა თანამედროვე ბიზნესის კეთების პროცესი, შედეგად ინტერნეტ გაყიდვები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებენ, ნებისმიერი კომპანიის სტრატეგიაში.
ამ სტატიაში განვიხილავთ იმ ძირითად საშუალებებს, რომლებიც ინტერნეტ გაყიდვების ეფექტურად განხორციელების საშუალებას გვაძლევს საქართველოში.
რატომ ინტერნეტ გაყიდვები?
სანამ გავიხილავდეთ ინტერნეტ გაყიდვების სხვადასხვა სტრატეგიას, აუცილებელია ვიცოდეთ, რატომაა ინტერნეტ გაყიდვები საჭირო და მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის?
მომხმარებლის მოლოდინი – თანამედროვე მომხმარებელს გააჩნია გარკვეული მოლოდინები სხვადასხვა კომპანიის მიმართ, ჩვეულებრივ იგი ელის ნებისმიერი ორგანიზაციისგან მინიმუმ ვებ საიტისა და სოციალური მედია გვერდების ქონას და როდესაც ვერ აღმოაჩენს მათ, ექმნება ნეგატიური წარმოდგენა.
კონკურენტები – თქვენი კონკურენტები ახორციელებენ ინტერნეტ გაყიდვებს, თანაც საკმაოდ ეფექტურად, შესაბამისად ისინი კლიენტებს შოულობენ იქ, სადაც თქვენ არ ხართ და ამას აკეთებენ მინიმალური დანახარჯებით, რადგან ინტერნეტ გაყიდვები კლიენტების მოზიდვის ყველაზე იაფი საშუალებაცაა.
ხელმისაწვდომობა – ინტერნეტის დახმარებით, რეკლამის განხორციელება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდა დღეს, ვიდრე იყო აქამდე. თუ ადრე რეკლამირების განხორციელება დიდ ფინანსებს საჭიროება და მხოლოდ დიდი სარეკლამო ბიუჯეტის მქონე ბიზნესისთვის იყო ხელმისაწვდომი, ინტერნეტმა ყველას მისცა საშუალება განახორციელოს ეფექტური სარეკლამო კამპანიები, მინიმალური დანახარჯებით.
აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, გაზრდილი კონკურენციის პირობებში წარმატების მისაღწევად, ინტერნეტ გაყიდვები თქვენი საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს უნდა წარმოადგენდეს.
1.ბრენდინგი
ბრენდირებული საქონელი უფრო ძვირია, ვიდრე იგივე საქონელი ბრენდირების გარეშე.
ეს მარტივი კანონი საუკუნოვან პრაქტიკაშია გამოცდილი და რეალურად მოქმედებს.
ბრენდირება საშუალებას აძლევს ბიზნესს, გაყიდოს ნაკლები პროდუქტი და მიიღოს მეტი შემოსავალი.
კომპიუტერმა და ინტერნეტმა ახალი შესაძლებლობები გააჩნია ციფრული ბრენდინგის სახით, თქვენ საშუალება გაქვთ:
- ციფრული ფორმით შექმნათ ბრენდბუქი,
- დახატოთ ვებ-საიტის ბრენდირებული დიზაინი,
- განახორციელოთ ბრენდირებული რეკლამა სოციალურ მედიაში,
- ოფისიდან გაუსვლელად, ხმა მიაწვდინოთ მილიონობით ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ინტერნეტ გაყიდვების ამოსავალი წერტილი სწორედ ბრენდინგზე გადის.
დაკავშირებული: ბრენდინგი ბიზნესისთვის
2.კონტენტ მარკეტინგი
კონტენტ მარკეტინგს სამწუხაროდ დიდი ყურადღება არ ექცევა საქართველოში, რაც დიდი შეცდომაა, რადგან სწორედ შედეგიანი კონტენტის მეშვეობით არის შესაძლებელი ინტერნეტ გაყიდვების ყველაზე უფრო სწრაფად და ეფექტურად გაზრდა.
3.სეო ოპტიმიზაცია
პირველი გუგლში ეს არის მიზანი, რომელიც ბევრი ქართული კომპანიის წინაშე დგას, თუმცა ხშირად ეს მხოლოდ სურვილია, რომელსაც არ მოყვება ქმედითი ნაბიჯები.
როგორ გავხდეთ პირველი გუგლში?
ამისათვის უნდა გქონდეთ შესაბამისი ვებ-საიტი და განახორციელოთ SEO ოპტიმიზაცია.
სეო ოპტიმიზაცია არის ქმედებათა ერთლობლიობა, რომელიც მიმართულია საიტის წინსვლისკენ საძიებო სისტემებში (გუგლი, იანდექსი და ა.შ)
4.სოციალური მედია მარკეტინგი
თანამედროვე ბიზნესი აუცილებლად საჭიროებს გამორჩეული სოციალური მედია გვერდების შექმნასა და მათ ეფექტურად მართვას.
საქართველოში განსაკუთრებით ეფექტურია, სოციალური მედია გვერდების მართვა ფეისბუქსა და ინსტაგრამზე.
ყოველდღიურად იქმნება ახალი ქართული ბიზნეს გვერდები, როგორც ფეისბუქზე, ისე ინსტაგრამზე.
თუმცა მხოლოდ გვერდის შექმნა არ არის საკმარისი, იგი უნდა იყოს გამორჩეული, როგორც ვიზუალურად, ისე ინფორმაციურად.
ამისათვის საჭიროა მუდმივად შექმნათ ახალი პოსტები და განათავსოთ თქვენ ბიზნეს გვერდზე, ხოლო იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს თქვენი პოსტი, საჭიროა რეკლამირება. იხ. რეკლამა ფეისბუქზე.
აღსანიშნავია, რომ ფეისბუქსა და ინსტაგრამზე რეკლამირება შესაძლებელია განხორციელდეს ერთიანი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში.
5. Email მარკეტინგი
Email მარკეტინგი რჩება ერთ-ერთი მძლავრი ინტერნეტ გაყიდვების საშუალება, თუმცა მხოლოდ მეილების დაგზავნა აღარ არის საკმარისი.
საშუალო მენეჯერი დღიურად ათობით მეილს ღებულობს, რომელთაგან მხოლოდ 20%-ს უთმობს 10 წამზე მეტს.
ამიტომაც თუ თქვენი მეილი არ არის საინტერესო, მას არავინ გაეცნობა.
იმისათვის, რომ თქვენი სარეკლამო მეილი იყოს საინტერესო, უნდა განახორციელოთ იმეილ მარკეტინგის სტრატეგია, რაც ეყდნობა მიზნობრივ აუდიტორიაში ნდობის ჩამოყალიბებას.
ამისათვის საჭიროა საინტერესო და ვიზუალურად მიმზიდველი მეილების მუდმივად დაგზავნა მიზნობრივი აუდიტორიისთვის, რაც განაპირობებს მათი მხრიდან ნდობის ჩამოყალიბებას, რაც საბოლოო ჯამში გაყიდვებში გადაიზრდება.