რეკლამა Youtube-ზე
სარეკლამო კომპანია BLH გთავაზობს არა მხოლოდ რეკლამირებას Youtube-ზე არამედ, სრული ვიდეო მარკეტინგის მომსახურებას, რომელიც მოიცავს ვიდეო რგოლის დამზადებასა და მის რეკლამირებას სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმის მეშვეობით.
რა არის რეკლამა Youtube-ზე?
Youtube რეკლამა რამდენიმე ტიპის არსებობს, მათგან გამოსაყოფია:
- Bumper ads – მომხმარებელს რელამა გამოუჩნდება, მისთვი საინტერესო ვიდეოს ჩართვალმდე.
- Display ads – რეკლამა გამოჩნდება მომხმარებლის მიერ ვიდეოს ყურებისას, ბანერის სახით.
- Search ads – რეკლამა გამოჩნდება მომხმარებლის მიერ Youtube-ში ვიდეოს ძებნის დროს.
სხვა ტიპის Youtube რეკლამები იხილეთ მოცემულ ლინკზე.
ნებისმიერი ვიდეო, რომელიც აიტვირთება თქვენს Youtube გვერდზე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს რეკლამირებისთვის, თუმცა Youtube-ს გააჩნია მკაცრი რეგულაციები გარკვეული კატეგორიის რეკლამებთან, მათ შორის ისეთ ვიდეოებთან, რომლებზეც არ გაგაჩნიათ საავტორო უფლებები, გამოხატავენ ძალადობას ან სხვაგვარად ლახავენ ადამიანის უფლებებს.
აღნიშნული რეგულაციების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს არა მხოლოდ რეკლამის შეჩერება, არამედ მთლიანად თქვენი Youtube გვერდის გაუქმებაც.
რა ჯდება რეკლამა იუთუბზე?
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ოდენობის ბიუჯეტის განსაზღვრა, Youtube-ზე სარეკლამო კამპანიების განხორციელებისთვის , იმის მიხედვით თუ რა შედეგების მიღწევა გსურთ.
რაც შეეხება ჩვენი მომსახურების თანხას, იგი დამოკიდებულია მომსახურების მოცულობაზე და დგინდება ინდივიდუალურად. Youtube-ზე სარეკლამო კამპანიების მართვის ფასი იწყება 450 ლარიდან, ხოლო ვიდეო რგოლის დამზადების ღირებულება დამოკიდებულია კლიენტთან შეთანხმებაზე.
იხ. ასევე ვიდეო რგოლის დამზადების მომსახურება.
მიზნობრივი ჯგუფები
Youtube-ზე სარეკლამო კამპანიების განხორციელება შეგიძლიათ სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების მიხედვით, იმის გათვალისწინებით თუ რა მიზნები გაქვთ. მიზნობრივი ჯგუფლების განსაზღვრა შესაძლებელია ასაკის, სქესის, ადგილმდებარეობის, ინტერესებისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.
შედეგების ანალიზი და შეფასება
ჩვენი მომსახურება მოიცავს ყოველთვიური რეპორტის მომზადებას, რომელშიც განისაზღვრება თითოეული სარეკლამო კამპანიის დეტალური შედეგები, რის შეფასების საფუძველზეც შესაძლებელია სამომავლოდ, უფრო ეფექტური სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა.
გსურთ რეკლამა იუთუბზე და არ იცით საიდან დაიწყოთ?
დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ტელეფონის საშუალებით, კომპანია BLH-ის თანამშრომლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას, როგორც Youtube-ზე რეკლამირების, ასევე ვიდეო მარკეტინგთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებების შესახებ.
მსგავსი სერვისები:
ასევე დაგაინტერესებთ: