სარეკლამო კომპანია საქართველოში
სარეკლამო კომპანია საქართველოში საკმაოდ ბევრია, მათგან ზოგიერთი ახორციელებს სრულ სარეკლამო მომსახურებას, ხოლო არსებობენ კომპანიები, რომლებიც მხოლოდ გარკვეული ტიპის სარეკლამო მომსახურებას ეწევიან.
წინამდებარე სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ, რა ტიპის და მომსახურების მქონე სარეკლამო კომპანიები არსებობენ საქართველოში და როგორ უნდა აარჩიოთ მათგან საუკეთესო?
სრული სარეკლამო მომსახურება
სრული სპექტრის მქონე მარკეტინგული კომპანიები მომხმარებელს სთავაზობენ სარეკლამო მომსახურებას სრული მოცულობით:
- მარკეტინგული სტრატეგია;
- პოლიგრაფია და ბეჭდვა;
- ვიდეო რგოლების გადაღება;
- ციფრული მარკეტინგი;
- დიზაინი;
- ფოტოგრაფია;
- საიტის და აპლიკაციების დამზადება;
- ბანერებთან დაკავშირებული სრული მომსახურება;
- ტელე/რადიო რეკლამა;
უპირატესობები: ყველაფერი ერთ სივრცეში, მათ გააჩნიათ ერთიანი პაკეტები, თქვენ კომუნიკაცია გიწევთ მხოლოდ ერთ ორგანიზაციასთან.
ნაკლოვანებები: ხშირად იკარგება ხარისხი, ზოგიერთი მიმართულებით უფრო ძლიერები არიან, ზოგიერთი მიმართულებით კი სუსტები, იყენებენ მესამე პირებს გარკვეული სამუშაოს შესრულებისას, რომლის ხარისხის კონტროლიც ვერ ხორციელდება ადეკვატურად.
ციფრული მარკეტინგის კომპანიები
ციფრული მარკეტინგის კომპანიები სთავაზობენ მომხმარებელს, როგორც სრული ციფრული მარკეტინგის პაკეტებს, ასევე არსებობენ ისეთი კომპანებიც, რომლებიც მხოლოდ ცალკეულ მომსახურებას ახორციელებენ ციფრულ მარკეტინგში.
სრული ციფრული მარკეტინგის მომსახურება მოიცავს:
- სოციალური მედია მარკეტინგი;
- მობილური აპლიკაციების დამზადება;
- საიტების დამზადება;
- Email მარკეტინგი;
- SMS მარკეტინგი;
- Google / Yandex რეკლამა;
- ვიდეო მარკეტინგი;
- ციფრული დიზაინი;
სოციალური მედიის მართვა
ასეთი კომპანიები ახორციელებენ მხოლოდ სოციალური მედიის მართვას, სხვა ციფრული მარკეტინგის მომსახურებას ისინი არ ახორციელებენ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც მომხმარებლის მოთხოვნით ხდება საიტის დამზადება ან აპლიკაციის, რაც საკმაოდ სარისკოა, რადგან მათ ასეთი ტიპის სამუშაოს შესრულების გამოცდილება არ აქვთ და თავის მხრივ ქირაობენ მესამე პირებს, შეკვეთის შესასრულებლად.
ვებ სტუდიები
ასეთი კომპანიები მხოლოდ საიტებისა და აპლიკაციების დამზადებით არიან დაკავებულები. ასეთი კომპანიების სუსტი მხარეა კონტენტის შექმნა და დიზაინი.
ბეჭდვა და პოლიგრაფია
ბეჭდვა და პოლიგრაფიის კომპანები მხოლოდ ამ საქმიანობას ეწევიან, მათი ფასი უფრო მისაღებია და ხარისხიც საუკეთესოა.
ფრილანსერები
არსებობენ ცალკეული ფიზიკური პირები, რომლებიც სთავაზობენ მომხმარებელს სხვადასხვა სარეკლამო მომსახურებას:
- ფოტოგადაღება
- სოციალური მედიის მართვა
- საიტის დამზადება
- და სხვა.
მათი ფასები გაცილებით ნაკლებია, თუმცა ხარისხი და რესურსები ხშირ შემთხვევაში არ არის მაღალი.
როგორ ავირჩიოთ ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი?
სარეკლამო კომპანია უნდა აირჩიოთ თქვენი მიზნებიდან და საჭირობებიდან გამომდინარე:
აირჩიეთ ფრილანსერი, თუ თქვენ ბიუჯეტი ძალიან შეზღუდულია.
თუ პრიორიტერულია ბეჭდვა/პოლიგრაფია, ისეთი კომპანიის არჩევა ჯობია, რომელიც მხოლოდ ამ საქმიანობით არის დაკავებული.
საიტი და მარკეტინგი თუ გაინტერესებთ და ბიუჯეტში ძალიან შეზღუდული არ ხართ, აირჩიეთ ციფრული მარკეტინგის სააგენტოები, რომლებიც სრული ციფრული მარკეტინგის მომსახურებას ეწევიან.